ზუგდიდის თეატრში პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა

20:59 16.06.2011
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს პრემიერა გაიმართა. მონო სპექტაკლი სახელწოდებით "აღსარება" მსახიობმა გიორგი ფოჩხუამ დადგა.

დამწყები რეჟისორის სხვა სპექტაკლებისგან განსხვავებით, წარმოდგენამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

მთავარი გმირი კი, რომელსაც გოგი გუგუჩია ანსახიერებს, მონოლოგის გზით შეეცდა ის წინააღმდეგობები გადმოეცა, რომელიც მომნანიებელსადა მოძღვარს შორის არსებობს.

როგორც თეატრის მმართველმა მაია კალანდიამ წარმოდგენის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა სცენარის ავტორის ვინაობა მისივე თხოვნით არ ხმაურდება.

მხატვრული გაფორმება დიზაინერ მარიკა კორკელიას ეკუთვნის. ვიზუალურმა ეფექტებმა პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

"აღსარება" – მუსიკალურად გერმანული ჯგუფის cocorosie-ს სიმღერით გაფორმდა.



READ MORE - ზუგდიდის თეატრში პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა

ჩილეს ჩემპიონატზე გატანილი ფენომენალური გოლი [video]

15:26 02.08.2011
ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. ბურთით თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში.

მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითა მსაჯი. მთავარი მსაჯი წყვეტს ყველა ეპიზოდს არის თუ არა ჯარიმა, თუ ეს ჯარიმა არის უხეში მაშინ მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ბარათი, ხოლო თუ ფეხბურთელი ერთ მატჩში მიიღებს ორ ყვითელ ბარათს, მაშინ მსაჯი აუცილებლად უჩვენებს მოთამაშეს წითელ ბარათს.

"უნიონ სან-ფელიპეს" ფეხბურთელმა მატიას უბრანომ ”უნიონ ლა-კალერა”-ს კარში ფენომენალური გოლი გაიტანა.






READ MORE - ჩილეს ჩემპიონატზე გატანილი ფენომენალური გოლი [video]

სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა

01:10 02.06.2011
სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიანია ვებგვერდ planeta-armenya.narod.ru-ზე არის გამოქვეყნებული.

„სომხეთმა მრავალი სამხედრო ტალანტი და პოლიტიკური ლიდერი, კულტურულ თუ სპორტულ სეფროში ცნობილი ადამიანი წარმოშვა.

თურქეთში სომხების გენოციდის შემდეგ ბევრი მათგანი ემიგრაციაშია, რომელთაგანაც ბევრმა წარმატებას მიაღწია უცხო მიწაზე“, - იუწყება ვებგვერდი.

გამოჩენილ სომეხთა სიაში ასევე მოხვდნენ: შარლ აზნაური, ალექსანდრე სუვოროვი, ბულატ ოკუჯავა, გი დე მოპასანი, ირინა ალეგროვა, მიშელ ლეგრანი და სხვები.

READ MORE - სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა

აქციაზე ქცევის ახალი წესები მყარდება

00:56 15.06.2011
პარლამენტი მალე "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე იმსჯელებს.

კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უკვე მოამზადეს და ის მანიფესტაციებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ისეთი ნივთებისა და საგნების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვინმეს.

აქციებზე ალკოჰოლური სასმელის აღმოჩენა მანიფესტაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველი გახდება. თუ აქციის მონაწილეები აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავების მითითებას არ გაითვალისწინებენ, კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცავებს საშუალება ეძლევათ მათ წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენონ. აქციის დაშლა სამართალდამცავებს, გაცემული მითითებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.

კანონპროექტის მომზადებას წინ უსწრებდა თბილისის მერის, გიგი უგულავას, მიერ 9 ივნისს, ონალიანკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ მომიტინგეებს კანონის დარღვევის უფლება ხშირად მისცა და ამით არასწორი პრაქტიკის დანერგვას შეუწყო ხელი.
„არასწორი პრაქტიკის გამო, დღეს ყველას ჰგონია, რომ მითითებული ვადის ამოწურვა არის კანონის დარღვევა და სამართალდამცავებს მოქმედება ამის შემდეგ შეუძლიათ. სინამდვილეში, ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც ამ თვალსაზრისით არის ძალიან ლიბერალური, გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს მანიფესტაციის მონაწილეებს. კერძოდ, გზა იკეტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების რაოდენობა ბუნებრივად მოითხოვს ამას.

ღამე, როცა 500 კაცია აქციაზე და გზა მაინც გადაკეტილია, ეს უკვე არის კანონის დარღვევა. კატეგორიულად აკრძალულია აქციაზე ალკოჰოლის მოხმარება. აქციის ორგანიზატორის ვალდებულებაცაა და სამართალდამცველისაც, რომ იქ ალკოჰოლიზმის თუნდაც ერთული შემთხვევა აღკვეთოს. ეს წერია კანონში. ასევე კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი ბლაგვი, მტვრევადი, თავში ჩარტყმადი თუ ცივ იარაღთან მიმსგავსებული ნივთების ქონა, დაუშვებელია აალებადი და ნებისმიერი სახის ნავთობპროდუქტის აქციაზე მიტანა,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

tribuna.ge


READ MORE - აქციაზე ქცევის ახალი წესები მყარდება

გურამ დონაძე ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

16:26 02.06.2011
„მასმოდა 2011“ საქართველოში მეექვსედ 4 ივნისის საღამოს გაიმართა. თუმცა მედიასაშუალებებში ეს თემა ჰოლივუდის კინოვარსკვალავის შერონ სტოუნისა და ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ ავტორების ჩამოსვლამ დაჩრდილა.

„მასმოდა 2011“–ის დაჯილდოებაზე პრიზები ჟურნალისტების გარდა ორგანიზატორებმაც მიიღეს. ღონისძიების ერთ–ერთი სპონსორის „ტიფლის ტურიზმის“ წარმომადგენელმა ნიუ იორკის ორკვირიანი საგზურის სამი მოსაწვევი „მასმოდა–2011“–ის ორგანიზატორებს: თამარ ჯინჭარაძეს, ეკა თადუმაძესა და გურამ დონაძეს გადასცა.

თამარ ჯინჭარაძე თბილისის საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია, ეკა თადუმაძე – დიზაინერი, გურამ დონაძე კი შსს–ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი და ტელეკომპანია „რეალ TV“–ის დამფუძნებელი.

„დავაჯილდოვეთ ორგანიზატორები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი გურამ დონაძეც დავაჯილდოვეთ, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია ჟურნალისტიკაში. ნიუ იორკში გავუშვით ეს სამი ადამიანი ორი კვირით,“– განაცხადა „ტიფლის ტურიზმის“ წარმომადგენელმა, „მასმოდა 2011“–ის დაჯილდოებაზე.

„მასმოდა 2011“ 4 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გაიმართა და მასში ქართული ტელეარხებიდან 58 ჟურნალისტი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განმარტებით, „მასმოდა 2011“–ში მონაწილეობაზე „ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს.
tribuna.ge


READ MORE - გურამ დონაძე ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

“ქართული პარტიის” რუსული “რულეტკა”

ავტორი დავით ბაზაძე
16:26 02.06.2011
შემოდგომაზე ამოდიან ისინი ზღვიდან - 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში, ზღვის ბინადარნი, მოედებიან ქვეყანას, ხოცავენ ნადირს და ღრეობენ. მეფესედ მოიხსენიებს მათ მეგრული ფოლკლორი. მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ავ-კარგი, ბედი და უბედობა, ბარაქა და მოსავალი. ან ასე იქნება, ან - ისე.

შარშან, შემოდგომაზე, 12 ოქტომბერს შექმნილ “ქართულ პარტიასაც”, ეტყობა, მესეფეთა პრინციპი უდევს საფუძვლად - ან ასე იქნება, ან - უარესად.
ან გაიყოლიებენ ხალხს, ან - არა.

ნდობის საკითხია. და ამ ნდობის მოსაპოვებლად, გულზე მჯიღის რტყმევიდან რომ ვერაფერი გამოადნეს, ამერიკული კოლტი საფეთქელთან მიიდეს და 16 მაისს ამერიკის საელჩოს წინ რუსული “რულეტკის” თავგანწირვის იმიტირებული სეანსი წარმოგვიდგინეს საპროტესტო აქციის სახით.

შეხედეთ, რა მაგრები ვართ, რა პირდაპირები და პრინციპულები ანტიდემოკრატიული დინების ონკანის გადაკეტვის საქმეში.

მაგრამ ეს ქუჩის მასკარადიც ისეთივე სამოყვარულო სპექტაკლი გამოდგა, როგორიც ამასწინათ თელავში მათივე წარმოდგენილი ვიღაც-ვიღაცების შავ-თეთრი პორტრეტების სახეზე აფარებით კუნტრუში.

რაღაც უბედურება ჭირს ჩვენს ახლადშობილ, მაგრამ უკვე ამბიციებითა და პრეტენზიებით დამძიმებულ პარტიებსა და მოძრაობებს. ისეთი საეჭვო და ხალხისთვის მიუღებელი ბიოგრაფიების მქონე “მოღვაწეები” გამოდიან სუროგატი მშობლების როლში, რომ ვერ გაიგებ, რომელ ფინანსურ კოლბაში არიან გამოყვანილი, რომელ შუშის ჭურჭელში - ჩასახული, სახელისუფლო თუ ოპოზიციური დონორების მიერ.

“ქართულ პარტიას” რუსეთს რომ უხსენებდნენ, ისე იუარებდა, როგორც პატარძალი, რომელმაც იცოდა, რომ ჩქმეტა-ჩქმეტით დაორსულდებოდა.

რუსეთს კი ისე სჭირდებოდა ოქრუაშვილ-სუბარ-კიწმარიშვილ-გაჩეჩილაძის და ა.შ. პარტია, როგორც საზიდარს - მეხუთე ბორბალი.

ამათ სჭირდებოდათ და კიდეც მოაწყვეს საცდელ-საჩვენებელი თავგამოდების “რულეტკა”.
ვინ დაადასტურებს, მაგრამ ეჭვი ხომ შეიძლება შეგეპაროს - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ცოტას მაინც არ დაამუშავებდა ეროსის, ამერიკაში რაღაც გაუგებარ წარმომადგენლად კარგა ხანს ღობე-ყორეს რომ ედებოდა?

დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი. რომ თქვა, კიწმარიშვილი უნდა იყო, რომელიც “რუსთავი 2”-ის ეკრანიდან შხამსა და სამსალას ანთხევდა “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სახელის მოსაპოვებლად.

ცნობისათვის: 2003 წლის გაზაფხულზე, როდესაც პოლიტიკურმა გაერთიანება “ერთობამ” აშშ-ის საელჩოსთან 2000-კაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო და ჯორჯ ბუშ უმცროსის მილიტარისტული პოლიტიკა დაგმო, ეროსის “რუსთავი 2” და “მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდა მოქკავშირელები (მათ შორის ბატონი ოქრუაშვილი) შხამს და სამსალას ანთხევდნენ, ოღონდ კი “დაეგმოთ” და “გაეპროტესტებინათ”, გამიჯვნოდნენ “დემოკრატიის მამა-მარჩენალის” - ჯორჯ ბუშისა და მისი პოლიტიკის კრიტიკას.


მაგრამ სულ მთლად უნდა გამოსულელდე, რომ ენდო ასეთ კაცსა და ასეთ პარტიას.

დაბოლოს, ვინ განსკვნა ის კუდი, რომლითაც სააკაშვილზე იყო გადაბმული?

ოქრუაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ხომ უცოდველობისა და სამშობლოსთვის თავდადების ნიმუშია!

გრეჩიხას, ამ, მომიტევეთ და, “პარაშუტისტს” - ფინანსებს ნუ გააგონებ!

და დარჩა “ქართული პარტია”, როგორც თხევადი გაზის წითელი ბალონი სოფლის ორღობეში შევსების მოლოდინში გამოდებული.

მათი ანტიამერიკული, უფრო სწორად, აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქცია ძალიან ჰგავს რუსული “რულეტკის” თამაშს, იმ განსხვავებით, რომ ოქრუაშვილს დოლურაში არა ერთი, არამედ ყველა ვაზნა უწყვია და, ალბათობა რომ გაუმართლებს, ანუ რუსეთს “შეეტენება”, ნულის ტოლია.

რაც შეეხება საფრთხეს, რომ “არ გავარდეს” და ოქრუაშვილს ამ რულეტკის თამაშით რამე მარცხი არ მოუვიდეს... არაფერი მოუვა. როცა სჭირდებოდა, იგი პირველი იყო, ვინც აშშ-ის მითითებით შინაგან საქმეთა სამინისტრო რეპრესიულ, უფრო ზუსტად კი, ინკვიზიციურ უწყებად აქცია. ოქრუაშვილი ასევე პირველი იყო, ვინც 2004 წელს ცხინვალის მიმართულებით სამხედრო ავანტიურა წამოიწყო. მკითხველს ასე­ვე კარგად ახსოვს რუსეთის მისამართით მისი ცნობილი გამონათქვამები. ასე რომ,… “ქართული პარტიის” რუსული “რულეტკა” არის საკენკი, რომლითაც ეს პარტია ანტიამერიკულად განწყობილი ელექტორატის გულის მოგებასაც ცდილობს. საკითხავი მხოლოდ ის არის, რას მოიგებს, ვანო მერაბიშვილის გულის გარდა, “ქართული პარტია” ამ სამოყვარულო ფარსით.

"საქართველო და მსოფლიო"


READ MORE - “ქართული პარტიის” რუსული “რულეტკა”

ბუბა კიკაბიძე: „ღმერთმა ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა“

ავტორი მერაბ ბრეგაძე
01:01 14.06.2011
„ღმერთმა საქართველოს ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოუგზავნა“, – აცხადებს გაზეთ „კამსამოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე. მისი თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ ხელისუფლებას ისინი არ აინტერესებდა.
„ახლა კი ღმერთმა ჩვენ ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ის ამდენს შეძლებდა. ვფიქრობ, მან მხოლოდ მესამედი გააკეთა იმისა, რაც შეუძლია კიდევ გააკეთოს. მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. როცა გელაპარაკება, თან კიდევ რაღაცით არის დაკავებული. მის თვალებში ჩანს, რომ რაღაცაზე ფიქრობს, რაღაც არ ავიწყდება და ცდილობს გააძლიეროს პატარა ქვეყანა, რომელიც დანგრეული და კორუმპრებული იყო. თუ ახლა საქართველოში ჩამოხვალთ, ვერ იცნობთ. გასაოცარი რამეები – გზები, პოლიცია, შენობები“, - აღნიშნა ვახტანგ კიკაბიძემ.

პრესაგე.ტვ-სთვის საინტერესო აღმოჩნდა რას ფიქრობენ კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ვახტანგ კიკაბიძის ამ შფასებებზე და ამ მიზნით „ქართული აკადემიის“ ერთ–ერთ წარმომადგენელს, რეჟისორს, ნუკრი ქანთარიას ვესაუბრეთ:

ბატონ ბუბას ქვეყნის წინაშე დიდი წვლილი მიუძღვის. ქართველ ხალხს მისი შემოქმედებით - კინოროლებით, სიმღერებით და ა.შ. ძალიან დიდი სიამოვნება აქვს მიღებული. მახსოვს, ყოველთვის კაცობაზე, ნამუსზე და ასეთ მაღალ კატეგორიებზე მღეროდა. ჩემდა სამწუხაროდ, ახლა, ამ გამონათქვამებით ყოველივე ფერმკრთალდება. სავსებით შეიძლება ეს კონფორმიზმი ასაკსაც დავაბრალოთ. საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ...

გზები და პოლიციის შენობები კარგია, მაგრამ რატომ არაფერს ვამბობთ მკვლელობებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ხდება? გირგვლიანიდან დაწყებული, აქ მსხვერპლს აღარ ჩამოვთვლი. თუ მახსოვრობაში პრობლემები გვაქვს და ყველაფერი დაგვავიწყდა, ბოლო 26 მაისი ავიღოთ. უბრალოდ გავიხსენოთ, რა სისასტიკით ჩატარდა ეს სადამსჯელო ოპერაცია.

თუ ბატონი ბუბა ამასაც ვერ ხედავს, ან თავისებურად ხედავს, მაშინ მისი მხრიდან შეგნებულ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე - რომ ახალგაზრდა ღვთითმოვლენილი ლიდერის კალთაში იჯდეს და ალბათ, თავისი პრაქტიკული პერსპექტივები და მიზნები განახორციელოს.

ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. როგორც ასევე მიუღებელია ის ხალხი, ვინც 26 მაისის დილით რუსთაველზე ხელისუფლებისგან ორდენები მიიღო, მიუხედავად მათი შემოქმედების დონისა და წვლილისა ქართული კულტურის წინაშე. მსგავსი ტიპის ქცევები და გამონათქვამები ადამიანების საინტერესო წარსულს აფერმკრთალებს.

თქვენ კონფორმიზმი ახსენეთ. რატომ ირჩევენ ადამიანები ამ გზით სიარულს?

– როგორც ჩანს, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გარდმოდინდების. ზოგისთვის, ალბათ, ეს არის ერთგვარი შიში, ვაითუ უარი ვთქვა და ამის გამო ამითვალწუნონო. ზოგი ალბათ, ფიქრობს, რომ ეკუთვნოდა ის ორდენი. მიუხედავად იმისა, ქვეყანას სათავეში ჯალათი უდგას თუ არა. ჩემი აზრით, ეს მცდარი დამოკიდებულებაა.

საერთოდ, შემოქმედება მორალთან და სინდისთან ჰარმონიაში უნდა იყოს. პირველ რიგში, თავისი მოქალაქეობრივი მრწამსით და ბიოგრაფიით უნდა ამართლებდეს კაცი თავის ნათქვამს, რასაც საკუთარი შემოქმედებით საზოგადოებას ეუბნება.

ასეთი ადამიანები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ თუ მათ ავალებენ მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვას?

– ზოგისთვის შეიძლება ეს შინაგანი ხმის ძახილია და მიჩვეულია ასეთ პოზიციაში ყოფნას. გავიმეორებ, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს ისეთი საბჭოური ბაცილა და გადმონაშთია, რომელიც თობებში გადადის. თუმცა, მეფის კარის მომღერალი ყველა ეპოქაში სჭირდებოდათ.

მეორე მომენტია, როდესაც კონკრეტულ დირექტივებთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში, ადამიანი საფრთხის ქვეშ ვერ აყენებს ვერც საკუთარ თავს და ვერც გარემოცვას (ოჯახი, უწყება და სხვ.)

ამ თვალსაზრისით, ძნელია ბუბა კიკაბიძის როლის განსაზღვრა. წესით ყველაზე თავისუფალი, ხმამაღალი და მკვეთრი პოზიციების მატარებელი ის უნდა იყოს. ბატონი ბუბა თავისი შემოქმედებით სრულიად თავისუფალია და არავისზე და არაფერზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ვერაფერს გეტყვით, შესაძლოა, ეს ახალგაზრდა ლიდერი მართლა მოსწონს. არ მინდა დავიჯერო, რომ ის გულწრფელი არ არის. მაშინ, ალბათ, საქმე გვაქვს გარკვეულ პრობლემებთან, ასაკთან და გულჩვილობასთან. ვგულისხმობ პრინციპს, ვხედავ იმას, რაც მინდა და რაც არ მინდა, იმას ვერ ვხედავ, რადგან ამის დანახვის უნარი აღარ მაქვს.

მაგრამ, თუ ეს შეგნებულად არის გაკეთებული, ის კონფლიქტში შედის გაკეთებულ საქმეებთან და საერთოდ, საზოგადოებასთანაც.

presage.tv


READ MORE - ბუბა კიკაბიძე: „ღმერთმა ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა“

„აღსარება“ - ზუგდიდის თეატრში პრემიერაა

16:00 13-06-2011
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „აღსარება“, ამ სახელწოდების მონო სპექტაკლი ერთგვარი ექსპერიმენტია რეჟისორისთვის, რომელიც უკვე მეორედ, საკუთარ ჩანაფიქრს 40 წუთიანი წარმოდგენით აცნობს მაყურებელს.

„ადამიანი მთელი თავისი ბნელი ბუნებით, გაცნობიერება „დაცემის“, ჭიდილი კაცობრივ სისუსტეებთან და აღსარების გზა“ – გიორგი ფოჩხუას გზავნილი პუბლიკას! მონო სპექტაკლის მიმდინარეობისას სამი მსახიობი რეჟისორის გადაწყვეტილებით სცენაზე შეკრავს წარმოდგენის შინაარს, მხოლოდ დუმილით, მთავარი გმირი კი, რომელსაც გოგი გუგუჩია ანსახიერებს, მონოლოგის გზით შეეცდება ის წინააღმდეგობები გადმოსცეს, მომნანიებელსა და მოძღვარს შორის რომ არსებობს. სცენარის ავტორის ვინაობა მისივე თხოვნით არ სახელდება. სპექტაკლის პრემიერა 15 და 16 ივნისს, საღამოს 19:00 გაიმართება. მსვურველებს სპექტაკლის ნახვა სეზონის დახურვამდე შეეძლებათ.

livepress.ge


READ MORE - „აღსარება“ - ზუგდიდის თეატრში პრემიერაა

ზუგდიდელმა „რესპუბლიკელებმა“ თავმჯდომარედ კვლავ ნონა თოლორაია აირჩიეს

ამ წუთებში დასრულდა „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის შიდაპარიული არჩევნები. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ კომიტეტს უკვე მესამედ, ყოფილი მოსამართლე ნონა თოლორაია უხელმძღვანელებს.

გაზიარება
[16:26 11-06-2011]
ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მის მოადგილედ გიორგი თოდუა დაასახელა და კომიტეტმა ხმათა უმრავლესობთ მას ნდობა გამოუცხადა. მანამდე გიორგი თოდუა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის ხმათა უმრავლესობით ანა რაფავამ შეცვალა. ნონა თოლორაიას 4 ხმით ჩამორჩა, თავმჯდომარეობის ერთ–ერთი კანდიდატი მაია ღურწკაია. ის ამჯერად „რესპუბლიკელების“ შვიდკაციან კომიტეტში იქნება ირაკლი კვარაცხელიასთან, კახაბერ ბულიასთან და მანანა თოდუასთან ერთად. დღეს ზუგდიდელმა „რესპუბლიკელებმა“ სარევიზო კომისიაც აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მას მსახიობი ზურაბ ლაშხია უხელმძღანელებს.

შეგახსენებთ, რომ შიდაპარტიულ არჩევნებს საქართველოს „რესპუბლიკური პარტია“ ივნისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. პარტიის წესდების თანახმად, ადგილობრივი კომიტეტები წელიწადში ერთხელ ირჩევა. არჩევნები ფარულია და მასში მონაწილეობა მხოლოდ პარტიის წევრებს შეუძლიათ.

livepress.ge



READ MORE - ზუგდიდელმა „რესპუბლიკელებმა“ თავმჯდომარედ კვლავ ნონა თოლორაია აირჩიეს

პარტია „მთლიანი საქართველოს“ შეხვედრა ზუგდიდში და საიას ანგარიში ვლადიმერ ვახანიას საქმეზე

დღეს, პარტია „მთლიანი საქართველო“ ზუგდიდში, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონულ მთავარ ოფისში პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა. მოძრაობაში 100–მდე მხარდამჭერი ოფიციალურად გაწევრიანდა. ლიდერებმა, თანაპარტიელებს „მთლიანი საქართველოს“ წევრობის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობებიც გადასცეს.

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 17:30 11-06-2011]
საზოგადოებას პარტიის უახლოესი გეგმები პოლიტიკური გაერთიანების გენერალურმა მდივანმა ჯემალ შელიამ გააცნო.

„მთლიანი საქართველო“ სამეგრელოს რეგიონში აქტიურ მოღვაწეობას იწყებს. პარტია სისტემატურ შეხვედრებს გამართავს რეგიონის მოსახლეობასთან, გაეცნობა მათ პრობლემებს და დაეხმარება გადაწყვეტაში. დღეს გაიმართა ვლადიმერ ვახანიას წიგნის „წერილები ციხიდან“ განხილვა და ჩამოყალიბდა მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა“ – ამბობს შელია.

შეხვედრაზე ასევე პარტიის წევრებმა საზოგადოებას მიაწოდეს გუშინ 10 ივნისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, სადაც საია (სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადმცველ ორგანიზაციებთან ერთად) ყურადღებას ამახვილებს პარტია „მთლიანი საქართველოს“ ლიდერის ვლადიმერ ვახანიას პოლიტიკური ნიშნით სრულიად უდანაშაულოდ დაკავების ფაქტზე.

2011 წლის 10 ივნისს, 12:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამართლებრივი კვლევის - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები“ - პრეზენტაცია გამართა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს დასკვნიდან:

„საპროცესო კოდექსის 475-ე მუხლის მიხედვით, ყველა მტკიცებულება უნდა იყოს სასამართლოზე წარდგენილი და გამოკვლეული. მტკიცებულების ერთ-ერთი სახე არის ნივთმტკიცება. საპროცესო კოდექსის 485-ე მუხლის მიხედვით, გამოძიებისას სასამართლო ახდენს ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერებას. თუკი ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა არ ხდება სასამართლოზე, მაშინ დაუშვებელია მისი სასამართლო კამათში მოშველიება ან განაჩენში მოხსენიება. საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის მიხედვით, განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული, რაც გულისხმობს, რომ იგი მხოლოდ გამოკვლეულ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს.

მაგალითად, ვლადიმერ ვახანიას საქმეში თავად დაცვის მხარე აყენებდა მოთხოვნას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის პროცესზე წარმოდგენისა და გამოკვლევის შესახებ, რაც არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იარაღის ან ნარკოტიკის შეძენისთვის იარაღის ან ნარკოტიკის შეძენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელია დადგინდეს შეძენის ზუსტი დრო და თარიღი.

დაცვის მხარის შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია: რამდენიმე საქმეში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვის ეტაპზე არ მომხდარა დაცვის მხარის მიერ დაყენებული მნიშვნელოვანი შუამდგომლობების დაკმაყოფილება. კვლევაში განხილულ საქმეებში დაცვის მხარეს უარი ეთქვა ისეთი ტიპის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, როგორიცაა: დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა; კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება; საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოთხოვნა და საქმისთვის დართვა; ჩანაწერებისა და ვიდეომასალების დართვა და გამოქვეყნება და ა.შ.

მაგალითად, ვლადიმერ ვახანიას საქმეში, დაცვის მხარის აქტიურობით, აღდგენილ იქნა სახლში დამონტაჟებული ვიდეოკამერით გადაღებული ფირი, რომელიც რეალურად ასახავს მოვლენებს და ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მოწმეების (პოლიციის თანამშრომლების) მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენებას. თუმცა, აღნიშნული მასალა, უსაფუძვლოდ, არ დაერთო საქმეს...“ – ასკვნის საია.

მსგავსი სტატიები:
  • ვითხოვთ ვახანიას, ჯიქიას, ქვარაიას, წურწუმიას და ქებურიას განთავისუფლებას!
  • სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელით[video]
  • უკანონობის ზეიმი – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...



  • READ MORE - პარტია „მთლიანი საქართველოს“ შეხვედრა ზუგდიდში და საიას ანგარიში ვლადიმერ ვახანიას საქმეზე

    ვინ ამოარტყა პანღური ლადო გურგენიძეს?

    მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის წინაშეა. პარასკევს აშშ-ში რიგით მეშვიდე უმსხვილესი იპოთეკური ბანკი Indymac Bank გაკოტრდა. როგორც ცნობილია, ამერიკის ხელისუფლება მსხვილი იპოთეკური ბანკების Fannie Mae da Freddie Mac ნაციონალიზაციის საკითხსაც განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას. დასავლეთში აგორებულმა კრიზისმა აღმოსავლეთში მთელი სიძლიერით ჩააღწია და იაპონურმა ფინანსურმა კომპანიებმაც ნეგატიური საფონდო დინამიკის დემონსტრირება მოახდინეს - სიდიდით უმსხვილესი იაპონური ბანკის Mitsubishi UFJ Financial Group Incაქციები 1,4%-ით გაიაფდა.

    გაზიარება
    [ირმა ვარსიმაშვილი. 16:26 10-06-2011]
    მსოფლიო კრიზისის ფონზე კი, საქართველოში არნახული მოვლენები ვითარდება – ორი უმსხვილესი ბანკი ("საქართველოს ბანკი" და "თიბისი") წლის ბოლოს მილიონების გათამაშებას გეგმავენ (თუმცა პირველი – დოლარის, ხოლო მეორე – ლარის!)!

    მოგეხსენებათ, არც ერთი ადგილობრივი ბანკი წმინდა ქართული აქტივებით არ ოპერირებს და იმის საშიშროება, რომ ერთ მშვენიერ დღეს უცხოელი აქციონერები თუ პარტნიორები უკან გამოითხოვენ საკუთარ კაპიტალს, საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი ზარ-ზეიმით ორგანიზებული გათამაშებით ხდება ანაბრების "მოგროვება".

    "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ანაბრების გათამაშების - "თქვენ მილიონი გელით" ფარგლებში გახსნილი დეპოზიტების რიცხვმა 15 000-ს მიაღწია. და გათამაშებაში, რომელიც 4 ივლისს გაიმართა, 15 000-მა მეანაბრემ, 1 300 000 ბილეთით მიიღო მონაწილეობა (შეგახსენებთ, რომ ბანკი თითოეულ 500-ლარიან დეპოზიტზე ერთ ბილეთს გასცემს და მოგების დათვლაც აქვე შეგვიძლია!).

    ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, კომერციული ბანკების პირველ ათეულში შემავალი 6 ბანკისთვის მაისი წამგებიანი იყო. მიმდინარე ფინანსური კრიზისით, ყველაზე მეტად "საქართველოს ბანკი" დაზარალდა. საბანკო ბაზრის ლიდერს, ერთი თვის განმავლობაში აქტივები 49 ნახევარი მილიონი ლარით შეუმცირდა.
    აქტივების კლების მაჩვენებლით მეორე "ვითიბი ბანკია" - მან 32,5 მილიონი ლარი იზარალა და რეიტინგში მეხუთე ადგილი "ქართუს" დაუთმო, თვითონ კი მე-6-ზე გადაინაცვლა. მესამე და მეოთხე ადგილები, აქტივების კლების მოცულობით, "სახალხო" და "ბითიეი ბანკებმა" გაინაწილეს.

    ფულის დეფიციტისა და საკრედიტო განაკვეთების ზრდის შედეგად, მაისში ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 13%-ით დაიკლო, თვის განმავლობაში სულ 160 მილიონი ლარის სესხი გაიცა - 63 მილიონით ნაკლები, ვიდრე აპრილში.

    გაცემული სესხების მოცულობით "საქართველოს ბანკი" ლიდერობს, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 30% მისი წილია, 25%-იანი წილით მეორე – "თიბისია". მთლიანობაში კომერციულ ბანკებს, ივნისის მდგომარეობით, 5 მილიარდ 280 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბანკების უმეტესობამ შეგნებულად შეაჩერა სესხების გაცემა!

    მაისში 4%-ით შემცირდა საბანკო ანაბრების მოცულობაც და 3 მილიარდი ლარი შეადგინა. მაისიდან მოყოლებული, სესხის მსურველთა რიცხვი საბანკო ბაზარზე რამდენჯერმე აღემატება იქ ფულის განთავსების მსურველთა რიცხვს. ეს კი აშკარად ნდობის დაბალ რეიტინგზე მეტყველებს.

    კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია - კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 2008 წლის მაისის ბოლოს 5,3 მლრდ. ლარს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მლრდ. ლარით, ანუ 61,2%-ით გაიზარდა.

    ალბათ, სწორედ "ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებაში" ითვლება ის 500 მილიონი ლარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ "საქართველოს ბანკმა" ხელისუფლებას "ასესხა". წარმატებული ფინალური აკორდის შემდეგ, თურმე ამჟამინდელ პრემიერს და ფავორიტი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს (ვინაიდან მის ფრთებქვეშ შეყუჟულ ბანკს სერიოზულად გაუჭირდა) პრეზიდენტისთვის ვალის გადახდაც კი მოუთხოვია.

    ორი ქვეყნის მოქალაქე პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის ასეთი უცერემონიო ჟესტი ფრიად არ მოსწონებიათ "ნაციონალებს", რის გამოც პრეზიდენტის კაბინეტში შესულ ქართული პოლიტიკის "სიმპსონას" ამავე კაბინეტში ლაზათიანად ამოუპანღურეს, ამით გურგენიძეს მიანიშნეს, რომ საქართველოში პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ფეხსაცმლის წვერს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დღევანდელ პრემიერ-მინისტრს.

    როგორც კულუარებში საუბრობენ, დაწიოკებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, თურმე, ლადო გურგენიძეს მოიაზრებდნენ. მოგეხსენებათ, მან თავისი საბანკო ბიზნესგამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენა და ქვეყნის "ძნელბედობის ჟამს" არა მხოლოდ პრემიერობა იკისრა, არამედ ხელისუფალთა ხაზინაში დიდ თანხებსაც მოუყარა თავი.

    ფესვებგამაგრებულ "უმრავლესობას" კი ნამდვილად აღარ მოსწონს გურგენიძის პოზიციების გაძლიერება. სებ-ის პრეზიდენტობიდან მისი კანდიდატურის მოხსნა, როგორც ამბობენ, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ, ჯერ ერთი, ეროვნულ ხაზინაში რატომ უნდა "იქექებოდეს" ბრიტანეთის მოქალაქე?! მეორე და ყველაზე სანდო ვერსია კი ისაა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის დათხოვა და, მით უმეტეს, პრემიერის შეცვლა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და საბაბის გარეშეც შეიძლება!

    პრემიერის სავარძელში ჩასაბრძანებლად კი, თუ "ნაციონალურ ჭორებს" დავუჯერებთ, გიგი უგულავას ამზადებენ და ახლა, როდესაც არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ვლადიმერ გურგენიძემაც თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, მაშინ "ჯორჯიან თაიმსის" პროგნოზი – უახლოეს მომავალში დიდ ბანკირს, პრემიერს და "ლიდერს" ხელისუფლებიდან უკვე საბოლოოდ გამოაპანღურებენ და შეიძლება დაიჭირონ კიდეც.



    READ MORE - ვინ ამოარტყა პანღური ლადო გურგენიძეს?

    READ MORE -

    READ MORE -

    26 მაისს დაკავებულები პოლიციის სამმართველოში რეზინის ხელკეტებითა და ჯოხებით გააუპატიურეს

    რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ, დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, ყვითელი ავტობუსებით მიყვანილ დაკავებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფა, სასტიკი ცემა არ აკმარეს და რამდენიმე მათგანი პოლიციელებმა სხვების თვალწინ გააუპატიურეს. ”ობიექტივი” ამ ფაქტის თვითმხილველებს შეხვდა და ესაუბრა.

    გაზიარება
    [ნინო მიქიაშვილი, თბილისი-ბათუმი-თბილისი. 20:26 09-06-2011]
    ბათუმში ჩასვლამდე ვიცოდი, რომ თვითმხილველები მომხდარის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ, ვინაობის საჯაროდ გამხელის გარეშე ისაუბრებდნენ. მიუხედავად ამისა, მათმა ერთმა ნაწილმა ჩვენთან შეხვედრასა და საუბარზე ამ ეტაპზე თავი შეიკავა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მომხდარის მოყოლა აუცილებლად მიიჩნია.

    ჩვენს მიერ მომზადებული მასალის ბოლოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“, იგივე საია-სთან არსებული „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამარ კორძაიას კომენტარებს წაიკითხავთ, იმაზე, შეიძლება თუ არა რაიმე ტიპის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მასალის ავტორს, მისი გამოქვეყნების შემდეგ.

    26 მაისს, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ, მაშინ, როცა რუსთაველის გამზირს სააღლუმოდ ამზადებდნენ, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის მეხუთე და მეშვიდე სართულებზე პოლიციის თანამშრომლები, დაკავებულ და ხელებგაკრულ ადამიანებს რეზინის ხელკეტებითა და ხის ჯოხებით აუპატიურებდნენ. როგორც ამ ფაქტის თვითმხილველებმა გვითხრეს, ნიღბიანები ამას ისეთი სისასტიკით აკეთებდნენ, რომ ”ხალხს ნაწლავები დაუხიეს”.

    თვითმხილველების განმარტებით, გაუპატიურებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა 22 წლისაა. ვიცით და შეგნებულად არ ვასახელებთ იმ ქალაქს, რომელშიც ეს ყმაწვილი ცხოვრობს.

    ნიღბიანებმა სამმართველოს შენობაში მიყვანილ დაკავებულებს შორის აქტივისტები ფოტოების მიხედვითაც ამოიცნეს. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, მათ ხელში ფოტოები ეჭირათ და თითოეულ დაკავებულს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ იმათ, ვინც უარს ამბობდა ამ ფრაზის - ”ნინოს რა...” დასრულებაზე და ”ბელა ჩაოს” სიმღერაზე.

    აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღეა ბათუმში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იბარებენ იმათ, ვინც ჯერ ბათუმში, 21 მაისს გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა და შემდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

    ”სახალხო კრების” წევრებისა და ”შეფიცულების” სახლებთან პერიოდულად ჩნდებიან (მიდიან და ეზოებში, სახლებთან ჩერდებიან) კუდ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის, გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად ”მაიმუნა”, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონის გაუპატიურების გამოა ნასამართლევი და პლუს ამას, როინ შავაძის წამებით მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.

    ამ მასალაში ყველაზე საზარელი ამბის გაგების შემდეგ მორალური უფლება არ მქონდა მომხდარის შესახებ არ დამეწერა, იმ ფორმით, რითაც შემოგთავაზეთ. მით უმეტეს, მე ამის საშუალებას მაძლევს საქართველოს კანონმდებლობა.

    ”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის, თამარ კორძაიას თქმით, კანონში ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” წყარო აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული - კერძოდ, ამ კანონის მე-11 მუხლში წერია: ”პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვადლებულება”.

    თამარ კორძაიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტების გავრცელებას და კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ხდება, მაშინ კონრეტულ პირს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც სამართალდარღვევის ჩამდენი, სასამართლოში, ცილისწამების ფაქტთან დაკავშირებით სარჩელი აღძვრა შეუძლია, მაგრამ თუ ვრცელდება მხოლოდ ფაქტები დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამ შემთხვევაში ცილისწამების ფაქტთან სასამართლო დავის წარმოება შეუძლებელი იქნება.

    ”თქვენ არ ასახელებთ, რომ მაგალითად, კონკრეტულმა პირმა - X-მა სამართალდარღვევა ჩაიდინა. თქვენ ამბობთ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჟურნალისტის ვალდებულებაა საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რაც საჯარო ინტერესის სფეროს წარმოადგენს. თქვენს მიერ მოყოლილი ფაქტების რეალური თვითმხილეველები თუ არსებობენ, ეს ნამდვილად წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს და შესაბამისად, უნდა გამოაქვეყნოთ კიდეც და ასევე, გამოიყენოთ კანონით თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის მონიჭებული უფლებები, მათ შორის, წყაროს დაცვის ვალდებულებით.

    მსგავსი გარანტიები რომ არ გქონდეთ, მაშინ სრულიად გამოეცლებოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სამართლებრივი დაცვის გარანტიები. კანონის თანახმად ”დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე”. ანუ, პირველი - იმისთვის რომ ჟურნალისტს დაევალოს კონფიდენციალური ინფორმაციის, ანუ წყაროს გამხელის ვალდებულება, აუცილებელია, რომ ეს მოთხოვნა პირდაპირ ეწეროს კანონში და მეორე, სასამართლოს მხოლოდ იმ ფარგლებში შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუ დამტკიცდება გამხელის აუცილებლობა და მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

    ანუ როგორც ვხედავთ, იმდენად მაღალი გარანტიებია, რომ სასამართლოს ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის” ამოქმედების შემდეგ მსაგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია”, - ამბობს თამარ კორძაია.

    წყარი: presage.tv



    READ MORE - 26 მაისს დაკავებულები პოლიციის სამმართველოში რეზინის ხელკეტებითა და ჯოხებით გააუპატიურეს

    მიხეილ სააკაშვილი: ანაკლია ბიჭვინთასაც სჯობია

    პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ოფიციალურად გახსნას 28 მაისს, რომში ვიზიტის გამო ვერ დაესწრო. პრეზიდენტი ანაკლიას წუხელ ესტუმრა და ბანაკში დამსვენებლები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ანაკლიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მხარის გუბერნატორი ზაზა გოროზია იმყოფებოდნენ.
    22:40 08.06.2011

    პრეზიდენტმა „პატრიოტებთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „ასეთი პლაჟი არ არის არსად საქართველოში, ეს ჯობია ბიჭვინთასაც, ურეკსაც. ყველა ადგილი ლამაზია მაგრამ ასეთი ადგილი არ არის არსად. აქ მოგვყავს ბავშვები, რომელთაც სხვამხრივ შესაძლებლობა ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენების არ აქვთ. ამ ბანაკში არიან დღეს ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი სომხები, რომლებიც ქართულს სწავლობენ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, ის რომ თქვენ ერთად ხართ, ასევე პასუხია ოკუპაციაზე, იმიტომ რომ ჩვენი ოცნება საქართველოში ეს არის მრავალეთნიკური ადამიანების ერთობა.“

    პრეზიდენტმა ანაკლიის საერთაშორისო ბანაკს პატარა უტოპია უწოდა, სადაც ველოსიპედის გზები, ულამაზესი ბულვარი, ახალი აკვაპარკი, იალქნიანი ნავები და შადრევნებია. შადრევნების ხსენებაზე მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელი „შადრევან პირველი“ გაახსენდა და თქვა: „ზოგოერთი ოპოზიციონერი მე მიწოდებს მეფე შადრევან პირველს და სულ არ მწყინს. შადრევან პირველი ნამდვილად ჯობია ჩინგისხან მეორეს, ან კალიგულა მესამეს.“

    პატრიოტებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი თბილისში გამართულ აქციებსაც შეეხო და დემოკრატის შესახებ ისაუბრა: „დემოკრატია ის კი არ არის, რომ ვიღაც იტყვის მოდი ახლა გამოვიდე სადმე ქალაქის ცენტრში მოვაწყო ალიაქოთი, ავრიოთ სიტუაცია დავიბრუნოთ ჩვენი თანამდებობები, იმიტომ რომ ჩვენ გვეკუთვნის. დანარჩენი ხალხი ბრიყვია, მაგათ რა იციან.“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    პრეზიდენტმა შეხვედრის ბოლოს „პატრიოტებს“ უთხრა: „მინდა რომ ბანაკი ვაქციოთ სკოლად იმისა, თუ რას ნიშნავს უკეთესი ცხოვრება და გვქონდეს ცხოვრების მაღალი სტანდარტი.“ პრეზიდენტმა გამოსვლის დასასრულს მოზარდებს ველოსიპედით სეირნობა შესთავაზა.

    ანაკლიის საერთაშორისო ბანაკის მონახულების შემდეგ პრეზიდენტმა ანაკლიაში მშენებარე სასტუმრო „ოქროს საწმისი“ დაათვალიერა და განაცხადა, რომ „მსგავსი სასტუმრო არსად უნახავს“. Livepress.ge-ს სამშენებლო კომპანია „სანის“ მფლობელმა სერგო გვარამიამ უთხრა, რომ „პრეზიდენტმა სასტუმროს მხოლოდ ნაწილი დაათვალიერა და დადებითი შეფასება მისცა“. მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ივლისში გაიხსნება.

    livepress.ge

    READ MORE - მიხეილ სააკაშვილი: ანაკლია ბიჭვინთასაც სჯობია

    4 ადამიანის პლასტმასის ხელბორკილებდადებული გვამი მცხეთაში იპოვეს

    რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო–საქინფორმის რედაქციაში შემოვიდა სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში, ერთ–ერთი ხიდის ქვეშ 4 ადამიანის გვამი იპოვეს, რომელთაც ხელებზე პლასტმასის ხელბორკილები ადევთ.

    გაზიარება
    [19:00 08-06-2011]
    ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ისინი ისეთივე დაღუპული მომიტინგეები არიან, როგორებიც თავისუფლების მოედანზე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი 2 ადამიანი.

    სისხლიანი 26 მაისის ღამის ისტორიაში მსხვერპლთა რაოდენობა 8–მდე გაიზარდა...





    წყარო: http://saqinform.ge/


    READ MORE - 4 ადამიანის პლასტმასის ხელბორკილებდადებული გვამი მცხეთაში იპოვეს

    ვერა ქობალიას ზუგდიდში კვერცხები დაუშინეს

    საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთან ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ესტუმრა. პრეზიდენტმა და მინისტრმა აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ბავშვებს, რომლებიც ბანაკში ისვენებენ სიტყვით მიმართეს და ანაკლიის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    გაზიარება
    [22:00 07-06-2011]
    სოფელ ანაკლიიდან ქვეყნის პირველი პირის ექსკორტმა ზუგდიდისკენ გადმოინაცვლა. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციულად რესტორან "დიარონში" ივახშმა, როდესაც პრეზიდენტი და მინისტრი შენობას ტოვებდნენ, ვერა ქობალიას მანქანას იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს.

    შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტს რესტორანთან ძალოვანების მიერ დაკავებული 2 პიროვნება დახვდა, მათი დაპატიმრების მიზეზის გარკვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

    ინციდენტთან დაკავშირებით ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

    ძნელი სათქმელია ზუგდიდელებმა ვისი მიმართულებით ისროლეს კვერცხები, თუმცა ერთი კი ფაქტია, ვერა ქობალიამ რაიონი შეურაცყოფილმა დატოვა.


    READ MORE - ვერა ქობალიას ზუგდიდში კვერცხები დაუშინეს

    "ზუსტად ვიცი, რომ სპეცრაზმელებმა ქალები და პატარა ბიჭები გააუპატიურეს"

    "საქართველოს ისეთი დამოუკიდებლობის დღე ჰქონდა, რომელიც ქართველ ერს არასდროს დაავიწყდება და თუ თავმოყვარეობა ჯერ კიდევ შეგვრჩა, არ უნდა ვაპატიოთ", - ამბობს პროფესორი, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც 26 მაისის ღამეს თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა. იგი აქციაზე მომხდარს "ბართლომეს ღამეს" უწოდებს და დარბევის დეტალებს იხსენებს...

    გაზიარება
    [ლალი პაპასკირი. 14:52 07-06-2011]
    - "სახალხო კრების" აქტივისტების დარბევა რამდენიმე დღით ადრე დაიწყო... აქციის პირველ დღეებში ბათუმში ვიყავი მივლინებით, სადაც ერას მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ეროვნული მოძრაობის შემდეგ ასეთი მასშტაბური აქცია ბათუმს არ ახსოვს... მერე აჭარის ტელევიზიას მივადექით და ღია ეთერი მოვითხოვეთ. შენობის უკანა მხრიდან ქვების სროლა აგვიტეხეს, მერე კი კუნთმაგარი ბიჭები გამოცვივდნენ და დაგვარბიეს. მაშინ ხელკეტებიც არ გვქონდა და პატარა ბიჭები ჩვენს დაცვას შიშველი ხელებით ცდილობდნენ... თუმცა, თბილისური ღამისგან განსხვავებით, კორიდორი გაგვიკეთეს და იქიდან გამოვაღწიეთ. მერე კი მთელი ღამე Aსოფელ-სოფელ დაძრწოდნენ და ადამიანებს აკავებდნენ. 1937 წელი გამახსენდა, ასე მუშაობდა "კაგებე". ბათუმიდან ათასამდე კაცი გამოგვყვა და თბილისში 250-მდე ადამიანმა ჩამოაღწია.

    - დანარჩენები სად წავიდნენ?
    - დააკავეს... ჩვენ ვიცოდით, ისეთი წინაპირობები იყო, ვიცოდით, 26 მაისის ღამეს რომ დაგვშლიდნენ, მაგრამ ასეთ სისასტიკეს არ ველოდი. ეს იყო ადამიანების სამაგალითო დასჯა, რათა სხვას წინააღმდეგობის გაწევისა და განსხვავებული აზრის გამოთქმის სურვილი არასდროს გასჩენოდა. მიხეილ სააკშვილმა დამოუკიდებლობის დღის წინა ღამეს ქართველ ხალხს ბართლომეს ღამე მოუწყო... ამას მონღოლებიც კი არ აკეთებდნენ. თემურ-ლენგსაც კი ქართველი ერისთვის ასეთი ტკივილი და შეურაცხყოფა არ მიუყენებია... როცა ძლიერი წვიმა წამოვიდა, ქვემოთ, ტრიბუნასთან ვიდექი და ჩემმა ვაჟმა მითხრა, ცოტა ხნით მანქანაში ჩაჯექიო. ჩვენი მანქანა ქაშუეთთან იდგა...

    მეგონა, დილას დაგვარბევდნენ და "კრების" ლიდერებს ვამშვიდებდი - დილამდე არაფერი იქნება-მეთქი, მაგრამ როგორც კი 12 საათს რამდენიმე წუთით გადასცდა, მაშინვე მოვიდნენ. მანქანის სარკმლიდან დავინახე სარანჩასავით მომავალი შავი ბრბო. ჯოხებს ფარებზე ახათქუნებდნენ. საზარელი სანახაობა იყო... სასწრაფოდ დავიარეთ და ყველა გასასვლელი ჩაკეტილი დაგვხვდა. შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე 9 აპრილსაც იქ ვიყავი და ის დარბევაც ჩემი თვალით ვნახე - ასეთი რამ როდიონოვის ჯარსაც არ გაუკეთებია. ჩვენ მათ დაუნდობლად ვებრძოდით, მაგრამ ასეთი სისასტიკისთვის სხვა ჯილაგისა და სისხლის ადამიანებმაც ვერ გაგვიმეტეს. თქვენ გგონიათ, მართლა ოთხი ადამიანი შეეწირა იმ დარბევას?!.. 50-მდე ადამიანია დაკარგული... 1989 წელს მერვე პოლკისგან შემდგარმა რაზმმა დაგვარბია, სადაც უპატრონო ბავშვთა სახლიდან აკრეფილი ადამიანები ჰყავდათ.

    მათ ადამიანის სიყვარული არ აქვთ, მაგრამ ეს ჩვენი ბიჭები მათზე უარესად იქცეოდნენ... 73 წლის კაცი ვარ და ასეთი არაფერი მინახავს. სახლში რომ მივედი, ვიტირე. მრცხვენოდა იმ კადრების გახსენება, რაც ჩემ თვალწინ დატრიალდა... ჩემთვის ქართველი კაცის გენი, მოდგმა და ხასიათი უცხო ნამდვილად არ არის და მართლა არ მეგონა, თუ ასეთ სისასტიკეს ოდესმე ვნახავდი... არ მეგონა, თუ ქართველ კაცს წაქცეული, ხელფეხშეკრული მოხუცის ცემა შეეძლო. დამწყვდეული მხეციც კი ერთხელ გაჰკრავს კბილს მსხვერპლს, შემდეგ კი ერიდება, ისინი აფთრებივით დასდევდნენ ადამიანებს... ეს ამერიკისგან გადმოიღეს, მაგრამ ამერიკელები ასე მკვლელებსა და რეციდივისტებს ექცევიან. ამათ კი ეს ნახევრად გაგუდული, გაზისგან თვალებამომწვარი ადამიანები დაყარეს ძირს და სიკვდილამდე უხათქუნეს... რეზინის ტყვიებს დამიზნებით გვესროდნენ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ნონა გაფრინდაშვილი ცემას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გადაარჩინა. ქალბატონი ნინო ბეწვზე გადარჩა. გოგი ქავთარაძეს ყურში მოხვდა რეზინის ტყვია. თქვენს ერთ-ერთ კოლეგას, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს, 48 ნატყვიარი აქვს...

    - კინოთეატრ "რუსთაველში" თქვენც იყავით. რა ხდებოდა იქ?
    - იქ შეყრილი, ხელებგაკოჭილი ადამიანები ისე ჩაატარეს, როგორც ტყვეთა ბანაკებში ხდება ხოლმე. გზადაგზა სასტიკად ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ... რაც ყველაზე შემზარავია, ვიცი, რომ ქალბატონები გააუპატიურეს, ნამდვილად ვიცი, ასე მოხდა, მაგრამ ამის დამტკიცება ძნელია, რადგან არც ერთი ქართველი ქალბატონი ამას ხმამაღლა ვერ იტყვის. თუმცა, შეიძლება, რაღაც დროის გასვლის შემდეგ აღიარონ კიდეც... ის კი არა, დიდ ბოდიშს გიხდით ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ამბობენ, რომ თავიანთი საშინელი ხელკეტებით 19-20 წლის ბიჭებსაც აუპატიურებდნენ...

    - საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
    - ხალხში არაფერი იმალება. ჯერ სად ხართ, გავა დრო და ისეთი რაღაცები გაირკვევა, შეიძლება, ბევრმა ქართველობაზეც კი თქვას უარი... ჩვენი კრების ერთ-ერთი წარმომადგენელი ჰყვებოდა, დავინახე, მანქანის საბარგულში ორი მიცვალებული ჩადესო... თავისუფლების მოედნიდან ამაღლების ქუჩამდე, სადაც მე ვცხოვრობ, იქამდეც კი იდგნენ სპეცრაზმის ჯგუფები. იქ იჭერდნენ და მანქანებში ყრიდნენ... სახლში ვერ მივედი და მეგობრის სახლს შევაფარე თავი. 50-მდე კაცი დაკარგულია და დარწმუნებული ვარ, მათგან 20-მდე ადამიანი შემოაკვდათ...

    - თქვენი აზრით, როგორ შეიძლება უპასუხოს ქართველმა საზოგადოებამ ამ ძალადობას?
    - იცით რა მაოცებს, ჩვენს პარლამენტში ამ საშინელებაზე ტაში დაუკრეს - რა სწორად მოიქცა ხელისუფლება, რომ დაარბია პუტინთან შეკრული ადამიანები და მადლობა მათ იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ იზეიმაო!.. როგორც კი ხელისუფლებას გაუჭირდება, მაშინვე დაიწყებს, რომ თურმე ოპოზიციაში რუსეთის აგენტები არიან და დაიწყება ფარული ჩანაწერების სერია. ასე იყო 7 ნოემბერსაც, ნათელაშვილზე, ბერძენიშვილზე, ხაინდრავაზე არაერთი ფილმი გააკეთეს, მაგრამ ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია. თუ ასეთი რამ მოხდა, წინასწარ რატომ არ დააკავეს, ან მაშინ, ან ახლა?.. თუ ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახი მართლა გეგმავდა "გრუ"-ს სპეცრაზმის შემოყვანას საქართველოში, დავიჯერო, ვანოს ქსელური აგენტურა გულზე ხელებდაკრეფილი იჯდა? თუ ასე იყო, რატომ? ეს არის მათი ძლიერი პოლიცია?!. რა ლოგიკაა ამის დამალვაში?!. ჩემი პირადი სურვილი იყო და კრების ყველა წევრი ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ სააკაშვილმა, რომელმაც რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწა ცხვირით თხარა და უცხოელი სტუმარი მიატოვა, აღლუმი არ უნდა ჩაიბაროს... მისმა გენერალიტეტმა უპატრონოდ მიატოვა ჯარისკაცები და 500-მდე პირტიტველა ბიჭი მათი უპასუხისმგებლობის გამო ჩაიხოცა იქ... ან ქართველ ხალხთან მოვიდეს და დაელაპარაკოს, მაგრამ სად აქვს იმის ვაჟკაცობა, რომ ხალხთან გავიდეს და კაცურად დაელაპარაკოს.

    - ბატონო ელიზბარ, საზოგადოებაში მოისმენთ, იქ რომ ბევრი ხალხი ყოფილიყო, ხელისუფლება მათ არ დაარბევდაო...
    - არ არის ასე, ამას ახლა ის ე.წ. ოპოზიციონერები ამბობენ, ვინც აქციის დარბევის შემდეგ, "ჭკვიანური" გამოსვლებით "თავი გამოჩინა"... მეტი ხალხი რომ გამოსულიყო, უარესი მოხდებოდა, ჭყლეტა დაიწყებოდა და იმას დააბრალებდნენ, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრს რომ მიეღო ამ პროცესებში მონაწილეობა, ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა. ე.წ. "რვიანი", უპასუხისმგებლობას რომ გვაბრალებს, თავად არის უპასუხისმგებლო. არის შემთხვევები, როცა დუმილს ოქროს ფასი აქვს, მაგრამ ასევე არის შემთხვევები, როცა დუმილი ღალატის ტოლფასია. რცხვენოდეთ! მე პოლიტიკოსობაზე თავი არასდროს დამიდია და თუ ვინმე ამ სტატუსით მომიხსენიებს, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მე ვარ საზოგადო მოღვაწე, რომელსაც თავისი ხალხი და ქვეყანა უყვარს და ამისთვის იღვწის... მათი "დამსახურებით", პოლიტიკურ გვამად ქცეული სააკაშვილი გაცოცხლდა, როცა ადგილობრივ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ მადლობაც კი გადაუხადეს, ასე დემოკრატიულად ჯერ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულაო... ისინი ხალხის ზურგს უკან ხელისუფლებას ეკურკურებიან და ადგილებზე ევაჭრებიან. ახლა მთელი ძალისხმევა მომავალი პარლამენტის არჩევნებისკენ აქვთ მიმართული. ალასანიასთვის პარლამენტში ორი კაცის გაყვანა დიდი გამარჯვება იყო. რა გითხრათ, მე მეცოდებიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ პატარა რაღაცაზე თამაშობენ...

    - "ქართულ პარტიაზე" რას იტყვით?
    - არ ვიცი, რა გითხრათ, ზოგადად გულნატკენი ვარ მათზე, იქ არიან ბიჭები, რომელთაც ქვეყანა უყვართ, მაგალითად, გაჩეჩილაძეები... არ ახმაურებენ, მაგრამ ვიცი, რომ იქ დიდი დაპირისპირება იყო. კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი ცალკე ფრთას წარმოადგენენ და სხვა მიზნებით არიან დაკავებული. ეგ თავიდანვე იყო ცნობილი.

    - მაშ, რატომ თანამშრომლობდა მათთან "სახალხო კრება?"
    - იქ ყველა ერთნაირი არ არის... ვისაც ქვეყანა და სამშობლო უყვარს, იქ იდგა... 27 მაისს კი ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციაზე უსირცხვილოდ გამოვიდა და განაცხადა, ჩვენ ხარისხიანი საზოგადოება შევკრიბეთო... თურმე ის ხალხი, ვისაც არაფრის გამო სცემეს და დააპატიმრეს, უხარისხოები ვყოფილვართ... ეს კაცი სააკაშვილისგან არაფრით განსხვავდება. წლების წინ მანაც ასე დაგვყო კატეგორიებად, - ჩარეცხილები და ჩასარეცხები და ისიც ასე გვიყურებს. ყველაფრის მიუხედავად, ქართველი საზოგადოება ხარისხებად ალასანიას დასაყოფი ნამდვილად არ არის. ის და სააკაშვილი ქართველ ერს საარჩევნო მასალად უყურებენ... შეიძლება, "სახალხო კრებამ" ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამ ადამიანებს თავისი ხალხი და ქვეყანა უყვართ.

    - კონკრეტულად ვის გულისხმობთ, "კრების" ლიდერებს?
    - ყველას, ნონა გაფრინდაშვილს, გოგი ქავთარაძეს, ირაკლი ბათიაშვილს... ნინო ბურჯანაძესაც უყვარს თავისი ქვეყანა, აბა, ასეთი თავგანწირვით შეებრძოლებოდა ამ ასთავიან ურჩხულს?!

    - თქვენი აზრით, როგორ შეიძლება საქართველოში პოლიტიკური პროცესები განვითარდეს?
    - საზოგადოება, ერი თავად ქმნის თავის მომავალს, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხიც გამოფხიზლდა და ქლესა და გულწრფელი პოლიტიკოსის გარჩევა ისწავლა... ლამის მთელი საქართველო შემოვიარე და ყველა გვეუბნებოდა, ოღონდ თქვენ არ გვიღალატოთ, არ მიგვატოვოთ, ისევ სახლში არ გაგვაბრუნოთ და ყველანი გვერდში დაგიდგებითო... ახლა გამარჯვებისთვის თქვენც, ჟურნალისტებმაც უნდა იბრძოლოთ. ისე კი არა, ამას წინათ ერთი თქვენი კოლეგა გადაეკიდა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, თქვენ გეცოდინებათ ბადრი ბიწაძე სად არისო, ნონამ საიდან უნდა იცოდეს ბიწაძის ადგილსამყოფელი. ვერ მოვითმინე და შემომელანძღა... რა ვთქვი იმ "ბელა ჩაოზე" ისეთი, მილიონჯერ რომ დაატრიალეს ის კადრი, სადაც ვამბობ, ჩაო და ჯანდაბა ამათ-მეთქი. ავღელდი და წამოვიძახე. ამაზე ცუდი არაფერი მითქვამს მათი მისამართით თუ რა?.. თქვენ არ გეხებათ, მაგრამ იმ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებს სათოფეზე არ ვეკარები, ვანოს აგენტები არიან... რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, - ამით დამთავრდა სააკაშვილის პოლიტიკოსობა.

    - ნინო ბურჯანაძეც "ჰპირდებოდა" ხელისუფლებას, თუ ვერ გავიმარჯვეთ, თითებს დავიკვნეტთო...
    - ჰოდა, ნინოს თითები გადაურჩება დაკვნეტას, მაგრამ სააკაშვილს კი მოუწევს ამის გაკეთება... ჰალსტუხი კი აქვს უკვე გასინჯული და ახლა ესეც გასინჯოს. მან პოლიტიკური სამარე გაითხარა. 9 აპრილის ტრაგედიაში ჯუმბერ პატიაშვილი სრულიად უცოდველი იყო, მაგრამ იმას გადაჰყვა, "მკვლელი პატიაშვილის" ძახილით გაუშვეს პოლიტიკიდან.

    ჟურნალი "რეიტინგი"
    ambebi.ge



    READ MORE - "ზუსტად ვიცი, რომ სპეცრაზმელებმა ქალები და პატარა ბიჭები გააუპატიურეს"

    საგანმანათლებლო სექსი ზუგდიდის თეატრის წინ

    22:44 06-06-2011
    რამოდენიმე წუთის წინ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქციას, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები, აღშფოთებული მოსახლეობა დაუკავშირდა. ადგილზე მისულ ჩვენ ჟურნალისტს, კულტურული დაწესებულების წინ მდებარე მინი ბაღში, მომხდარის შესახებ, იქვე შეკრებილმა მოქალაქეებმა უამბეს.

    როგორც გაირკვა, ინციდენტი საპრეზიდენტო პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“–ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილ უცხოელ პედაგოგებს უკავშირდებოდა.

    „თეატრთან ახლოს ვცხოვრობ. საღამოს 7 საათისთვის გარეთ გავიხედე, ჩემი ყურადღება მინდორზე გაშხლართულმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელსაც ზემოდან ქერათმიანი ქალი აჯდა. თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი, სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ. გავიფიქრე, იქვე საბავშვო ატრაქციონი მდებარეობს და ამ ყველაფერს ბავშვები შეესწრებიან–მეთქი. ეზოში ჩავედი. სეირის მაყურებელი ბავშვები იქაურობას გავარიდე, სწორედ ამ დროს ერთ–ერთმა მითხრა ესენი ჩვენს სკოლაში ასწავლიან ინგლისურს და მათ კარგად ვიცნობო. როცა ყველაფერს მორჩნენ და წასვლა დააპირეს შევატყვეთ, რომ მთვრალები იყვნენ...“ – ამბობს რესპოდენტი.

    სხვათაშორის, ეს მიშას უცხოელი პედაგოგების მიერ მოწყობილი პირველი სკანდალი არ არის. "ღია ბოქლომმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში - ახალი სკანდალი ინგლისურენოვანი პედაგოგების გარშემო (+18)" – სადაც საუბარია 26 წლის ავსტრალიელი მარიას მიერ ბავშვებში გარყვნილების დანერგვის მცდელობას და ქართული ოჯახის დანგრევაზე; ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში, ტომას ფლეჩერი კი საკუთარ პირველკლასელ მოსწავლეებში, Facebook–ის მეშვეობით გავრცელებული ფოტოებით, თავისი ჰომოსექსუალური წარსულის დემონსტრირებას ახდენდა.





    სტატია წაკითხულია счетчик посещенийჯერ
    READ MORE - საგანმანათლებლო სექსი ზუგდიდის თეატრის წინ

    „სპეცრაზმელმა დაკავებულს ულვაშები კანიანად ააგლიჯა“ - „კიდევ ერთი ნაციონალური“ ისტორია

    რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ 26 მაისს განხორციელებული ძალადობა საზოგადოების მეხსიერებიდან არასოდეს გაქრება, ისე როგორც 9 აპრილი, 7 ნოემბერი და საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი კიდევ ბევრი სისხლიანი თარიღი. რაც უფრო ვცილდებით 26 მაისს, მით უფრო სტკივათ სული და არა სხეული იმ ადამიანებს, ვისაც იმ ღამეს ხელისუფლებამ ურიცხვი როზგი და წიხლი უწილადა, ვინც ერთხელ მაინც ჩაისუნთქა მომწამვლელი გაზი და ვისაც წყლის ჭავლის ნაკადიდან ერთი წვეთი მაინც მოხვდა.

    გაზიარება
    [ნანა ფაჟავა. 19:26 06-06-2011]
    გაუნელებელი ტკივილის გრძნობა შერჩათ იმ ადამიანებსაც, ვინც მომხდარის შესახებ მხოლოდ შეიტყვეს და წარმოუდგენელი სისასტიკის ამსახველი კადრები ტელეეთერებსა და ინტერნეტსივრცეში იხილეს. სიამაყის გრძნობით შეპყრობილი ადამიანებიც ვიხილეთ, რომლებმაც ამ დაღვრილი სისხლით „სახელმწიფოებრიობა“ შეინარჩუნეს და „მტერზე გამარჯვებას“ მხურვალე ტაშით შეხვდნენ...

    სპეცრაზმელების სისასტიკეს დღემდე არაერთი დაშავებული იხსენებს. წარმოუდგენელ ისტორიებს უსასრულოდ ვისმენთ და ვკითხულობთ. ამის გაგონება კიდევ ერთხელ მოგვიწევს, რადგან რესპოდენტი, რომელიც დარბევის შემდეგ სასტიკი ცემისგან მიყენებულ ჭრილობებს თბილისში იშუშებდა, სამეგრელოში დაბრუნდა და „პრესაგე.ტვ“–სთან საუბრის სურვილი გამოთქვა. მისივე თხოვნით ვინაობას არ ვამხელთ. იგი 52 წლის მამაკაცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს და შს სამინისტროს მთავარი სამმართველოდან 27 მაისს გაათავისუფლეს.

    „როცა დარბევა დაიწყო, ადამიანების ტალღამ თავისუფლების მოედნისკენ წამიღო. ზუსტად ამ დროს, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით კინოთეატრ „რუსთაველის“ ვიტრინა ჩალეწა. იქ თავშესაფრის ძებნას აზრი არ ჰქონდა, რადგან დიდი ალბათობა იყო შენობაში ცრემლსადენი გაზი გაეშვათ. როგორღაც უკან გაბრუნება მოვახერხე და „მხატვრის სახლის“ უკანა ტერიტორიაზე აღმოვჩნდი. იქაურობაც სპეცრაზმით იყო გადატენილი. უცებ 1არხის ჟურნალისტი და ოპერატორი შევნიშნე, ისინიც დაბლა გარბოდნენ. მეც მათ ავეკიდე, ვიფიქრე, ჟურნალისტების თანდასწრებით ცემას მოერიდებიან–თქო...

    ხელებზე „პლასტმასის ჟგუტი“ გადამიჭირეს, წყლიან ორმოში ჩამაგდეს და იქ მირტყამდნენ... შემდეგ, მოაყენეს მიკროავტობუსი, 20–მდე დაკავებული ჩაგვყარეს და დიღომში, პოლიციის სამმართველოში მიგვიყვანეს. შენობის პირველ სართულზე უამრავი დასახიჩრებული ადამიანი ვნახე. მათ შორის იყო ლუკა კურტანიძე, გია კობახიძე, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) და ბათუმელი დუმბაძეც. იქ დამხვდა ნონა გაფრინდაშვილის ვაჟი, დათო ჭიჭინაძეც, რომლისთვისაც ექიმებს პირველადი დახმარება უკვე აღმოეჩინათ. ვიცი, რომ დათოს უკვე ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარეს. მას სახე ჰქონდა დასახიჩრებული. რამდენიმე წუთში შენობის ფოიე სპეცრაზმელებით გაივსო, ასაკის მიხედვით დაგვახარისხეს და დაკავებულების ამოცნობას შეუდგნენ...

    ერთი ამბავი არასოდეს დამავიწყდება... ერთ–ერთ სპეცრაზმელს, რომელსაც ნიღაბი შუბლზე აეწია და სახე უჩანდა, დაახლოებით 65 წლამდე სრულიად ჭაღარა, ულვაშიანი მამაკაცი ეცნო. უთხრა: „შენ რუსთავის მარშრუტის მძღოლი არ ხარ? ხომ გაგაფრთხილე მომიტინგეები თბილისში არ გადმოიყვანო–თქო?“ და სამი სპეცრაზმელი წიხლებით შეადგა. უმოწყალოდ ცემდნენ ხელებითაც, რომელზეც სპეციალური ხელთათმანი ეკეთათ. ამ ხელთათმანს შუაგულში „პლასტმასის“ ნაჭერი ჰქონდა და დარტყმა მეტად მტკივნეული იყო. ამ კაცის ამტანობით შოკირებული ვიყავი, არც კი ყვიროდა, ვაჟკაცურად გმინავდა და გინებას გინებითვე პასუხობდა. სწორედ ეს ვერ აიტანეს და ერთმა სპეცრაზმელმა ზევით ააყენა, ულვაშებში წვდა, ქვედა ყბა ჩამოუგდო და პირში ჩააფურთხა. ამის შემდეგ მის ულვაშებს ორივე ხელი ჩაავლო და კანიანად ააგლიჯა. სისხლმა ორივე მიმართულებით ითქრიალა...

    შემზარავი სანახავი იყო. არ ვიცი, ეს ახალგაზრდა, ადამიანი როგორ ვუწოდო, ან ქართველი, ამით რის მიღწევას ცდილობდა, იქნებ ნამუსის ახდას, მაგრამ იმ მოხუცმა ესეც ღირსეულად აიტანა.

    ამ ყველაფერს იქ მყოფი ექიმებიც ხედავდნენ... თითქოს სპეცრაზმელები ერთმანეთს სისასტიკეში ეჯიბრებოდნენ. უნდა ავღნიშნო, რომ ამ „ბოევიკების“ დაჯგუფებებში თითო ისეთი კაცი ერია, ვინც მათ მოქმედებას აკონტროლებდა და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილის პირას მისული მომიტინგის ცემას აწყვეტინებდა. მახსენდება ერთი ახალგაზრდა, ოციოდე წლის ბიჭიც, რომელსაც ცემისგან ხმაც კი დაკარგვოდა. სპეცრაზმელები მას აიძულებდნენ ეთქვა: „ბურჯანაძის დედა მოვ...ან“. ბიჭი კარგა ხანს არ, და ალბათ, ვერც ამბობდა. მანამდე ურტყეს, სანამ არ ათქმევინეს, მაგრამ უბრძანეს უფრო ხმამაღლა ეთქვა, ამჯერად „ბურჯანაძის პირში შევ...ცი...“ იმ ბავშვმა გონება დაკარგა. ასეთივე ბედი გაიზიარა ჩემმა ნაცნობმა ახალგაზრდა ყმაწვილმაც. იმ დროს, როცა მას სპეცრაზმელები ურტყამდნენ, მის ტელეფონზე ზარი გაისმა. ზუმერში კი „ბელა–ჩაო“ ისმოდა. ზედმეტია ავხსნა, თუ რა სისასტიკე მოჰყვებოდა იტალიურ თავისუფლებას ქართულად...

    presage.tv



    READ MORE - „სპეცრაზმელმა დაკავებულს ულვაშები კანიანად ააგლიჯა“ - „კიდევ ერთი ნაციონალური“ ისტორია

    „ქართული პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერს, კახა მიქაიას პატრულმა მანქანა ჩამოართვა

    რამდენიმე წუთის წინ, ჩუღურეთის რაიონში, ქართვლელიშვილის ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟმა (73-04 სანომრე ნიშნით LHL 287), „ქართული პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაიას კუთვნილი მანქანა ჩამოართვა და 100 ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამოუწერა. საპატრულო ეკიპაჟის განმარტებით, მიქაიას დაჯარიმების მიზეზი, ღერძულა ხაზის გადაკვეთა იყო, რამაც ავარიული სიტუაცია შექმნა. თავად მიქაია თავს უადანაშაულოდ მიიჩნევს.

    გაზიარება
    [19:00 01-06-2011]
    „ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილთან შესახვედრად მივდიოდი, როდესაც ე.წ. „მალაკნების ხიდს“ გავცდი, საპირისპირო მიმართულებიდან საპატრულო ეკიპაჟი შევამჩნიე. ისიც კი დავაფიქსირე, რომ რაღაც უცნაურად შემომხედეს და დაჟინებით დამაკვირდნენ. ამის შემდეგ, უკან გამომყვნენ და სანამ დანიშნულების ადგილზე არ მივედი არ გავუჩერებივარ, რაც უცნაურია. თუ მოძრაობის წესები დავარღვიე, რას ელოდებოდნენ? როდესაც მანქანა გავაჩერე თავზე დამადგნენ და მითხრეს, რომ 022-ზე ანონიმურმა პირმა დარეკა და ინფორმაცია გადასცა, რომ მოძრაობის წესები დავარღვიე. მანქანას 45 წუთის განმავლობაში ჩხრეკდნენ, მეც სიმთვრალეზე შემამოწმეს, თუმცა ვერაფერი, რომ ვერ აღმომიჩინეს, მანქანა საჯარიმოზე გადაიყვენეს და 100 ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამომიწერეს. მანქანა, რომ დავიბრუნო, იძულებული ვარ, 48 ლარი გადავიხადო, ხოლო ამის შემდეგ, - 100 ლარიანი ჯარიმა.“

    ჩვენს კითხვაზე, აპირებს თუ არა ჯარიმის გასაჩივრებას მიქაია გვპასუხობს: „თქვენ საქართველოში სადმე გაგიგიათ, რომ სამართალდამცველებს რიგითმა მოქალაქემ სასამართლოში უჩივლა და საქმე მოიგო? ასე რომ, გასაჩივრებას აზრი არ აქვს და იძულებული ვარ თანხა გადავიხადო. ადგილზეც კი არ გამიპროტესტებია ეს ამბავი, რადგან მერე შარს მომდებდნენ და დამიჭერდნენ,“ - ამბობს კახა მიქაია.

    presage.tv


    READ MORE - „ქართული პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერს, კახა მიქაიას პატრულმა მანქანა ჩამოართვა

    ზუგდიდის ბაზრის „სამთავრობო“ და „ოპოზიციური“ მოვაჭრების პროტესტი [video]

    ხელისუფლებამ მოახერხა და თავის მომხრეებად და ოპონენტებად ბაზრის მოვაჭრეებიც დაჰყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ლევან მესხიას თუ დავუჯერებთ, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები ხელისუფლების პოტენციური მომხრეები არიან, გარემოვაჭრეები კი, არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის ან გაერთიანების, არამედ, „უახლესი ტენდენციების“ შესაბამისად, პირადად ნინო ბურჯანაძის.

    გაზიარება
    [ნანა ფაჟავა. 22:02 31-05-2011]
    ცოტა ხნის წინ, მესხია „გარეოპოზიციონერობას“ ასეთივე წარმატებით ზუგდიდის მთავარ ოპოზიციონერს, კახა მიქაიას უკავშირებდა, რომელიც დარბევის შედეგად ნაცემ–ნაბეგვ გარემოვაჭრეებს მუდმივ მხარდაჭერას უცხადებდა. მითუმეტეს მაშინ, როცა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ექვსთვიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიერ აყრილი გარემოვაჭრეები მიქაიას დახლებს ზედ საკნებთან უშლიდნენ. (http://www.youtube.com/watch?v=UQaUSUR10MU)

    მას შემდეგ, გარემოვაჭრეებმა ნებართვის მიღების მოთხოვნით ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან არაერთი აქცია გამართეს, გამგებელ ქობალიას სახლშიც მიაკითხეს, მაგრამ უშედეგოდ.

    გუშინ, ქობალიას უწყებასთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა– მოვაჭრეები გარემოვაჭრეების წინააღმდეგ. ამჯერად, ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა ხელისუფლებისაგან გარემოვაჭრეების ალაგმვა პირდაპირ მოითხოვეს. როგორც თავად აცხადებდა, პოლიციასთან „კონსულტაციაგამოვლილი“ ლევან მესხია აქციის მონაწილეებს „ჯიუტ“ გარემოვაჭრეებზე „მუშაობის გაგრძელებას“, მათ კანონიერ მოთხოვნაზე კი „კანონის აღსრულებას“ დაპირდა.

    ხელისუფლებისგან პირობამიღებული პროტესტანტები მალევე დაიშალნენ. ზუსტად 15 წუთში კი ბაზრის გარეპერიმეტრი სამართალდამცველებმა დაიკავეს და „კანონის აღსრულებასაც“ დიდი მონდომებით შეუდგნენ. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, რამდენიმე წუთით უკან დაიხიეს. როგორც გაირკვა, „სპეცოპერაციის“ გადადების მიზეზი ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტები გახდნენ, რომლებსაც გარემოვაჭრეები მოსალოდნელი დარბევის ასახვას ვიდეოკამერაზე სთხოვდნენ.

    მას შემდეგ, რაც ბაზრის ერთ–ერთ შესასვლელთან ზედამხედველობის სამსახურის „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა გამოჩნდა, პოლიციამ გარემოვაჭრეების დარბევა დაიწყო. „ოპერაციის“ დასრულების შემდეგ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ სამი გარემოვაჭრე გადაიყვანეს. რამდენიმე წუთში დაკავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. პოლიციის შენობიდან ერთი საათის შემდეგ გამოსული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებდა.

    სვეტლანა გელანტია და ნანი შეროზია პოლიციამ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლა, ხოლო ია თოდუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 20–ლარინი ჯარიმის გადახდა დააკისრა და ჩამორთმეული პროდუქტის კონფისკაციაც მოახდინა. 1კგ პომიდორი, 10 კგ კიტრი და 5კგ ბარდა–ასეთია იმ ნადავლის რაოდენობა, რომელსაც ქართულად „კანონის აღსრულების“ შედეგი ჰქვია.

    თუ რა ხდებოდა ზუგდიდის ბაზართან 30 მაისს, ნახეთ ვიდეოკადრებში.


    presage.tv



    READ MORE - ზუგდიდის ბაზრის „სამთავრობო“ და „ოპოზიციური“ მოვაჭრების პროტესტი [video]

    რედაქტორის რჩევით




     
     
     

    ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

    ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



    ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

    17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


    რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

    ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


    ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

    17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


    ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

    13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



    53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

    18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



    ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

    19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



    მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

    მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



    „შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

    ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



    „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

    ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

    ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

    ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



    ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

    15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



    „ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

    ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



    მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

    ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



    მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

    17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



    გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

    20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



    გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

    13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



    გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

    17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



    გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

    11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



    ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

    ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

    სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

    ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



    ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

    ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



    ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

    14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



    წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

    15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



    გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

    ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



    „ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

    ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


    დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

    18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



    „სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

    18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



    ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

    ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



    ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

    ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...