დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის 12 ოქტომბერს იარაღის უკანონოდ შენნახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების ნუგზარ კვარაცხელიას, გია ებრალიძის, ლალი აფციაურის, ილია ლომიას და ლილი გელაშვილის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკას" ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადენიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს და ის ვახანიას საკუთრებად გაასაღეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს 4 წლით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯა.
საქმე დაცვის მხარის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იქნა გასაჩივრებული.