17 ქართულმა დამოუკიდებელმა მედია–საშუალებამ ნაძალადევში გამოკითხვა ჩაატარა

15:25 20.03.2013
2013 წლის 24 აპრილს 17 წამყვანმა ქართულმა მედია–საშუალებამ შუალედური არჩევნების თემაზე პირველად ჩაატარეს ერთობლივი გამოკითხვა. გამოკითხვის ტერიტორიულ ( საარჩევნო) სივრცედ არჩეულ იქნა ნაძალადევის რაიონი. 

კვლევა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნაძალადევის რაიონის მეტროსადგურებთან და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. მან თითქმის ყველა საკვანძო უბანი მოიცვა, დაწყებული გადასასვლელი ხიდის ტერიტორიიდან დასრულებული თემქის დასახლებით.

სულ გამოიკითხა 2575 ადამიანი. არჩევნებში არ მონაწილეობს– 530 რესპონდენტი, რაც გამოკითხულთა 21%–ს შეადგენს!

შედეგები ასეთია: კახა კუკვა –372 ხმა, მირზა დავითაია– 156, ხვიჩა ასანიძე–3, ზაზა მეზვრიშვილი–2, გიორგი ლილუაშვილი–3, გია ნემსაძე–5, გიორგი გუგავა–96, თამარ კორძაია–582, სოსო მანჯავიძე– 669, ზვიად ჩიტიშვილი–158; სულ 2045 ხმა;

გამოკითხვაში მონაწილე მედია–საშუალების ( გაზეთი „რეზონანსი“, გაზეთი „ვერსია“, გაზეთი“ ქართული სიტყვა“, გაზეთი „აჭარა P.S. „საერთო გაზეთი“, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“, გაზეთი „პრაიმტაიმი“, სააგენტო“პირველი“, სააგენტო „ექსპრესნიუსი“, სააგენტო “საქინფორმი“, სააგენტო „პრაიმერი“, ბათუმის 25–ე არხი, სააგენტო „ღია ბოქლომი“, სააგენტო „ფრონტლაინიუსი“, სააგენტო „სკანდალი.ჯი“, გაზეთი „კახი“,) წარმომადგენელთა განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში მათ შექმნან მონიტორინგის ფართო კოალიცია, რომელიც არა მარტო დააკვირდება არჩევნების პროცესს, არამედ აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კვლევებს.

2013 წლის 24 აპრილის გამოკითხვის შედეგებს, გამოკითხვის ორგანიზატორები და მონაწილეები დღესვე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, დაინტერესებულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდიან.

გამოკითხვაში მონაწილე მედია–საშუალებები:
გაზეთი „რეზონანსი“
გაზეთი „ვერსია“
გაზეთი“ ქართული სიტყვა“
გაზეთი „აჭარა P.S.
„საერთო გაზეთი“
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“
გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“
გაზეთი „პრაიმტაიმი“
სააგენტო“პირველი“
სააგენტო „ექსპრესნიუსი“
სააგენტო “საქინფორმი“
სააგენტო „პრაიმერი“
ბათუმის 25–ე არხი
სააგენტო „ღია ბოქლომი“
სააგენტო „ფრონტლაინიუსი“
სააგენტო „სკანდალი.ჯი“
გაზეთი „კახი“

READ MORE - 17 ქართულმა დამოუკიდებელმა მედია–საშუალებამ ნაძალადევში გამოკითხვა ჩაატარა

როლანდ ახალაიას წინასაარჩევნო დანაპირებთა შესრულების პერსპექტივა ჯერაც ბუნდოვანია [Video]

ავტორი ნინო თოლორაია | livepress.ge
15:25  20.03.2013
„მე უნდა მოვიდე თქვეთან. უნდა ვიარო სისტემატურად. ეს პრაქტიკა მინდა დავნერგო. ის კი არა, დეპუტატი გავხდე და დავჯდე იქ. იქ შეიძლება ნაკლები დავჯდე და აქ ვიარო მეტი“ - აცხადებდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებისას საქართველოს პარლამენტის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია.

საკანონმდებლო ორგანოს წევრად გახდომის შემდეგ მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობასთან შეხვედრა მოეწყო, არ ახსენდება მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელთაც „ლაივპრესი“ ზუგდიდში ესაუბრა.

1 ოქტომბრის კენჭისყრის დღემდე როლანდ ახალაია მთავრობის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთო პროგრამაზე საუბრობდა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, რომლის გაშუქებაც მედიასაშუალებებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ ყოფილა, ვიდეომასალებიდან ამონარიდების ნახვა კი დეპუტატობის კანდიდატის „ფეისბუკის“ გვერდზე იყო შესაძლებელი, კონკრეტულ ხედვებსა და განსახორციელებელ ქმედებებზე არაფერი თქმულა.

„თუ მე ამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთავრობის პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ შეაღწიოს ყველა ოჯახში. ჩვენი მიზანია პრობლემები შემცირდეს, გაძლიერდეს სოფელი. ბევრი შეპირება არ ვიცი. გაკეთებით ვცდილობ უფრო მეტი გავაკეთო. ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი, გვერდში მდგომი. შუამავალი მთავრობას და ხალხს შორის. ყოველთვის ვიყავი შედეგზე ორიენტირებული“, - მოსახლეობა შეხვედრებზე ძირითადად ამ შინაარსის დაპირებებს და ანსამბლ „ოდოიას“ ცოცხლად შესრულებულ რეპერტუარს ისმენდა.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 31 იანვარს გაიხსნა. მისი ხელმძღვანელის, ყოფილი პროკურორის, ნუგზარ მღებრიშვილის განცხადებით, როლანდ ახალაია ოფისში პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ რამდენჯერმე იმყოფებოდა და მოქალაქეებიც მიიღო.

„4-5 პიროვნება გვყავდა. ზოგს ოპერაციები სჭირდებოდა, ზოგს საავადმყოფოს თანხების გადარიცხვა, ასევე იურიდიული კონსულტაციები. ფინანსურად დახმარების სახსრები ჩვენ არ გვაქვს. საკრებულოს ვთხოვეთ, ისინი დაეხმარნენ. გუბერნატორი დაეხმარა. რეკომენდაციას ვუწევთ მოქალაქეებს სხვადასხვა სამსახურებთან. გასვლითი შეხვედრები ჯერ არ გვქონია, მაგრამ გეგმაში გვაქვს. დავაწესეთ დეპუტატთან მიღების დღეებიც“, - აცხადებს ნუგზარ მღებრიშვილი.


ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ დეპუტატი პარლამენტის სხდომებზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის ისაუბრებს, თუმცა მღებრიშვილს უჭირს თქმა, რა კონკრეტულ თემებზე მუშაობს როლანდ ახალაია, ან საკანონმდებლო ორგანოს შეკრებიდან დღემდე რა პრობლემები განიხილა მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირება „ლაივპრესმა“ ვერ მოახერხა. ჩვენ მას ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მივწერეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. მობილურ ტელეფონზეც არაერთხელ დავურეკეთ. ახალაია არც საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის სექციაში - „დაუკავშირდი შენს დეპუტატს“, მითითებულ ტელეფონს პასუხობს.

როლანდ ახალაია პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებს პერიოდულად აცდენს. „ლაივპრესი“ მაჟორიტარი დეპუტატის დასწრების შესახებ მონაცემებით დაინტერესდა და ინფორმაცია საჯარო წესით გამოითხოვა. ქუთაისიდან მიღებული პასუხის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი პარლამენტში გამართულ 20 პლენარულ სხდომათაგან 8-ზე არ გამოცხადდა, მათგან ერთი არასაპატიო მიზეზით. რაც შეეხება დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომებს, რომლის წევრიც როლანდ ახალაიაა, იგი 5 შეკრებას არ დაესწრო, 4 საპატიო და ერთიც არასაპატიო მიზეზით.

საკანონმდებლო ორგანოს შეკრებიდან ხუთი თვის მანძილზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი სიტყვით პარლამენტის სხდომათა დარბაზში არცერთხელ გამოსულა.



READ MORE - როლანდ ახალაიას წინასაარჩევნო დანაპირებთა შესრულების პერსპექტივა ჯერაც ბუნდოვანია [Video]

ირმა ინაშვილი: „ ბატონი გია ხუხაშვილი გულწრფელად ეძებს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან“

ავტორი ირმა ინაშვილი | მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი.
13:09  09.01.2013
ბოლო ორი დღის მანძილზე მე და გია ხუხაშვილმა არაერთხელ ვისაუბრეთ ტელეფონით. მეტიც, ბატონი გია „ობიექტივში“ მესტუმრა და ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მე ამას ვაფასებ.

ის, რომ „ობიექტივის“, ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს აგრესიული „შავი ფიარი“, არავისთვის საიდუმლო არ არის.
დასანანია, რომ ამაში არაერთი ჟურნალისტი და მედია-საშუალებაა ჩართული. ამ საქმეს ხელმძღვანელობს ადამიანთა ჯგუფი, რომლის აქტიური წევრებიც(ჩემი ინფორმაციით) ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან. ზოგიერთმა მათგანმა დაიბრალა ციხის კადრების მოპოვება-გავრცელების საქმეში თანამონაწილეობა და ორგანიზატორობაც კი, რაც ტყუილია და რის ხარჯზეც, თანამდებობრივ წინსვლას მიაღწია. თავის დროზე ამას გავასაჯაროებთ.

ბატონი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მას ამ
ყველაფერთან შეხება არ აქვს. ამ ეტაპზე შემიძლია დავადასტურო, რომ ბატონი გია გულწრფელად ეძებს გამოსავალს შემქნილი ვითარებიდან, რაც მახარებს.

სხვა კომენტარისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

READ MORE - ირმა ინაშვილი: „ ბატონი გია ხუხაშვილი გულწრფელად ეძებს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან“

ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია თანამდებობიდან გადადგა

16:03 19.12.2012
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია თანამდებობიდან გადადგა.

აღნიშნული ჟურნალისტებს ქობალიას მოადგილემ თენგიზ შანავამ დაუდასტურა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია.

შანავას ინფორმაციით, განცხადება გადადგომის თაობაზე ზუგდიდის საკრებულოში გუშინ, საღამოს, შევიდა.

სავარაუდოდ, განცხადებას ქალაქის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე, უახლოეს დღეებში, გან

იხილავს.

READ MORE - ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია თანამდებობიდან გადადგა

Georgian Dream Requests Re-Counting of Votes in Every PS in Martvili District

Levan Tchezhia
16:03 20.10.2012
Georgian Dream states that results of the parliamentary elections in Martvili district must be recounted and results in some polling stations must be annulled. Activists claim Coalition and their majoritarian candidate Murtaz Khurtsilava lost elections in the district because of faked results.

At the session of the District Election Commission, Coalition representatives requested to review results from every polling station but commission members did not satisfy their request.

One of their complaints was about PS # 19. According to the commission members’ decision, results from the PS # 19 were opened and re-counted. Some violations were observed as a result of re-counting. At the same time, number of ballot papers was more than registered – 607 ballot papers were found in the box instead registered 602. On that ground the election results from the PS were annulled. After this incident, Georgian Dream’s member Giorgi Kurua was more persistent in his demands.

“We demand to recount every PS. Open every election journal and we will find the truth! Elections were faked in Martvili; the fact that 805 votes were annulled from the proportional list convinces me in it. Several complaints were written in polling stations during the polls but nobody responded to them. You see situation is getting worse every day. What are you afraid of?! Open results and let us put an end to this controversy. The court will make you to open them but why we should need courts; it would be better if we open and recount them,” Giorgi Kurua suggested commission members.

Commission chairman Grigol Bartia did not find Kurua’s examples as arguments and requested him to leave the session for having breached regulation rules. “It is not argument; it is your wish. Unless you keep silence, I will expel you from the session. There is no ground to re-count PS results because nobody has filed complaints from them.”

Representative of the political party Zviad Gamsakhurdia – Free Way Irakli Jamburia claimed the opposite. “I personally witnessed in several polling stations, in Chkoni too, that secretary did not register the complaint. Why are not you opening the results? It causes our grounded doubt. Let us open and estimate the truth and reality.”

Wife of the chairman of municipal board and sister-in-law of Zaza Gorozia, minister of agriculture, Olga Shurkanova was particularly active during the session; she was CEC representative in the District Election Commission. Shurkanoa aggressively responded to Georgian Dream’s representatives instead DEC chairman.

After the results from PS #19 were annulled, Georgian Dream’s members became more eager to recount every polling station. However, DEC did not satisfy Coalition’s request. So, the Georgian Dream intends to continue struggle in the court.





READ MORE - Georgian Dream Requests Re-Counting of Votes in Every PS in Martvili District

ილია ჩაჩიბაია თურქი მოქალაქის მიერ „ობიექტივის“ დაფინანსების ფაქტს უარყოფს

frontnews.ge
16:03 20.10.2012
მედიაკავშირი „ობიექტივის" პროდიუსერი ილია ჩაჩიბაია თურქი მოქალაქის ალი ალთუნის მიერ „ობიექტივის" დაფინანსების ფაქტს უარყოფს.


ამის შესახებ მან frontnews -ს ახალგაზრდული გაერთიანება „მიყვარხარ საქართველოს" მიერ მამა ელიზბარ დიაკონიძის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.

„ინფორმაცია, რომელსაც მამა ელიზბარ დიაკონიძე ავრცელებს, თითქოს ირმა ინაშვილს და მედიაკავშირ "ობიექტივს" ვინმე თურქი მოქალაქე ალი ალფონი აფინანსებს სიცრუეა. მინდა ავღნიშნო, რომ გასული 8 თვის განმავლობაში თანამშრომელთა უმეტეს ნაწილს ხელფასი არ აუღია. წინასაარჩევნოდ გარკვეული მინიმალური თანხები შემოვიდა და დღეს ვიღებთ იმდენად დაბალ და მცირე ხელფასს, რომ ამის გახმოვანებაც კი მრცხვენია. ამიტომ ვინ არის ალი ალფონი ნამდვილად არ ვიცი, პირველად მესმის მისი ვინაობა. თუ მოძღვარი მამა ელიზბარი ამბობს, რომ ჩვენ ის გვაფინანსებს, მაშინ ელემენტარულად შემივიდნენ ჩვენს საეთერო სტუდიაში და მოძრავ კამერას დააკვირდნენ, რომელიც უკვე ძაიან დიდი ხანია გვაქვს და ელემენტარულად ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების არ ქონის გამო ვერ მოვახერხეთ, რომ საეთეროში ყოფილიყო გამართული აპარატურა. აქედან გამომდინარე სრულიად უსაფუძვლოა ეს ბრალდება. მამა ელიზბარი რას გვერჩის ჩვენთვის გაუგებარია და საიდან მოიტანა ასეთი ცნობები. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს მოუწოდებ, რომ ასეთი სახის ინფორმაციებს ნუ დაიჯერებენ. ეს არის სპეციალურად „ობიექტივის" წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ამ კამპანიას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დარჩენილი ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაის მთავრობის წარმომადგენლები ახორციელებენ", – განუცხადა ილია ჩაჩიბაიამ.

მამა ელიზბარ დიაკონიძის განცხადებით, მედიაკავშირ „ობიექტივს" თურქი მოქალაქე ალი ალთუნი აფინანსებს.

ამის შესახებ მამა ელიზბარი „ახალგაზრდული გაერთიანება - „მიყვარხარ საქართველოსთან" ინტერვიუში აცხადებს.

„ინაშვილი მე ძალიან არაკორექტულად მომექცა. მე სამშაბათობით ერთსაათიანი გადაცემა მქონდა "ობიექტივში", მერე ვამხილეთ თბილისში 5 მეჩეთის გახსნის შესახებ თურქი მოქალაქე ალი ალთუნი, რაც ირმას არ მოეწონა (ალი ალთუნი ქართველია, ალთუნაშვილი იყო და გვარი გადაიკეთა, ქართველობა ისე არ გააჩნია) როგორც გაირკვა ეს ალი ალთუნი აფინანსებს "ობიექტივს". ირმას უთქვამს: "ნეტავი იცოდეთ რა რთულია დაფინანსება და მამაოს მკაცრი ტონი გვიფუჭებს ყველაფერსო" და დაიხურა გადაცემა. ეს მითხრა "წმინდა გიორგის სადროშოს" თავმჯდომარე გიორგი სუბელიანმა", - აცხადებს მამა ელიზბარი.




READ MORE - ილია ჩაჩიბაია თურქი მოქალაქის მიერ „ობიექტივის“ დაფინანსების ფაქტს უარყოფს

მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო

18:45 16.09.2012
გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 7 საექტემბერს დაიწყო. მოსამართლის ნატრული აკობიას განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), რომელიც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცობეხიას მეგობრის ნიკოლოზ ბაძაღუას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბექა ცობეხიამ განაცხადა, რომ ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 13 ივლისს, ანაკლიაში გიორგი ფოჩხუა ცემა და არ მოუკლავს. მისი თქმით, გიორგი ფოჩხუა წყალში დაიხრჩო.

ყურაშვილისგან განსხვავებით, ბაძაღუას ადვოკატი მთავრისა ბიგვავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.

სასამართლომ დღეს, ბრალდების მხარის მოწმეები გიორგი ფოჩხუას მეუღლე და მეგობრები დაკითხა. გიორგი ფოჩხუას მეგობრებმა დეტალურად გაიხსენეს 13 ივლისის ღამე.

დაიკითხა ეჭვმიტანილის ნათესავი, მერაბ ცობეხია. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ღამის საათებში მასთან სახლში ბექა ცობეხია მეგობარ ნიკოლოზ ბაძაღუასთან ერთად მივიდა ტაქსით და ფული სთხოვა. მერაბ ცობეხიას თქმით, ბექა ცობეხიამ მას უთხრა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მეგობრის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მას ბაძაღუამაც უამბო.“ბაძაღუამ მითხრა ბექას კაცი ყავს მოკლული და სოფელში გავუშვიო. ვკითხე ვინ–მეთქი და მითხრა ფოჩხუაო.“– განუცხადა სასამართლოს ეჭვმიტანილის ნათესავმა.

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით გამოცხადებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა სერჟანტმა ლაშა თორდიამ, რომელიც 14 ივლისს, ხურჩის საგუშაგოზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა განაცხადა, რომ ამ დღეს, ბექა ცობეხიამ სამეგრელო–აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა.

26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, სასტუმრო „ოქროს საწმისის“ ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და ყელის არეში, ასევე არ აღმოაჩნდა კუთვნილი ნივთები, ფოტოაპარატი, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. სამართალდამცავებმა გიორგი ფოჩხუას კუთვნილი ფოტოაპარატი ეჭვმიტანილისგან, მას შემდეგ ამოიღეს, რაც ის პოლიციას ჩაბარდა.

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს ჩაინიშნა.





READ MORE - მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო

როლანდ ახალაია ჟურნალისტებსა და საკუთარ ამომრჩეველს გაექცა [video]

17:35 16.09.2012
რატომ ემალება როლანდ ახალაია ჟურნალისტებს? - ამ შეკითხვაზე პასუხი "ნაციონალების" საარჩევნო შტაბის პრეს-სამსახურს, თამუნა შონიას არ აქვს.

ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა დაამყაროს, შონია ყოველი შეხვედრის დროს, მედიის წარმომადგენლებს გაურბის და მოუცლელობის მიზეზით მანქანაში იკეტება. პრეს-სამსახურის ფუნქცია კი, წესით, მედიასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნაა. ეს თამუნა შონიამ თავადაც უნდა იცოდეს, რადგან ყოფილი ჟურნალისტია.

ჟურნალისტებსა და საკუთარ ამომრჩეველს როლანდ ახალაია და მისი გუნდი გუშინ, სოფელ ინგირში გაექცა.

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრა ჟურნალისტების მოულოდნელი გამოჩენის გამო შეწყვიტა. ყოფილი პროკურორი "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე მანქანაში ჩასვეს და მასთან მიახლოების საშუალება არავის მისცეს. ახალაიასთან შეხვედრის მსურველებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ მოასწრეს მაჟორიტარობის კანდიდატთან გასაუბრება.

"მეცრხე არხმა" ასევე დააფიქსირა მიკროავტობუსები, რომლითაც სოფლის ყველა უბნიდან მოსახლეობა უფასოდ ჩაიყვანეს.







READ MORE - როლანდ ახალაია ჟურნალისტებსა და საკუთარ ამომრჩეველს გაექცა [video]

ვლადიმერ ვახანია თავისუფალია! [video]

13:21 14.09.2012
დღეს, რუსთავის მე-6 საპყრობილიდან პოლიტპატიმარი ვლადიმერ ვახანია გაათავისუფლეს.

პოლიტიკური პარტია "მთლიანი საქართველოს" და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიხედვით 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ პოლიტპატიმარი დღეს გაათავისუფლეს.

ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.








READ MORE - ვლადიმერ ვახანია თავისუფალია! [video]

ხვალ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას გაათავისუფლებენ!

13:06 13.09.2012
ხვალ, 14 სექტემბერს 11 საათზე ზუგდიდის #67 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პოლიტიკურ პატიმარ ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობის ვადა ეწურება.

რუსთავის მე-6 საპყრობილესთან ვლადიმერ ვახანიას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წევრები დახვდებიან.

დეპუტატობის კანდიდატი, მედიისათვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველ განცხადებებს გააკეთებს.

ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.

2012 წლის 14 სექტემბერს, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ ხვალ ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.







READ MORE - ხვალ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას გაათავისუფლებენ!

„ობიექტივი“ პატიმარ გენადი მაზანაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მიმართავს

19:06 07.10.2012
უფლებადამცველსა და მედია–კავშირ „ობიექტივის“ წამყვან კოტე ინაშვილს ქალთა N5–ე კოლონიიდან პატიმარი ანა მაზანაშვილი დაუკავშირდა. მისი შვილი, გენადი მაზანაშვილი, რომელიც სასჯელს გლდანის N8–ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ტუბერკულოზით არის დაავადებული.

ანა მაზანაშვილის ინფორმაციით, მის შვილს პლევრიტი განუვითარდა და ის საკნიდან N18 ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფილტვიდან წყლის ამოღების შემდეგ კი, ისევ საკანში დააბრუნეს.

მაზანაშვილმა დედამისს შეატყობინა, რომ ვეღარ სუნთქავს და შველას ითხოვს.

„მოვუწოდებ სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებს, მათ შორის N18 ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ დავით ასათიანს, გენადი მაზანაშვილის მიმართ გამოიჩინონ გულისხმიერება და გადაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“,–განაცხადა ინაშვილმა.

მედია–კავშირი „ობიექტივი“ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს წერილობით მიმართავს.





READ MORE - „ობიექტივი“ პატიმარ გენადი მაზანაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მიმართავს

როლანდ ახალაია: „ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია“

ავტორი რუსიკო უშიკიშვილი
13:06 07.10.2012
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია მოსაშვილს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, თუმცა საარჩევნო პროგრამაზე არ უსაუბრია. როგორც ახალაიამ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ყველაფერი კეთდება და ხელისუფლება მათ ყველაფერს გაუკეთებს.

„გავბედე და გადავწყვიტე ხალხთან გავსულიყავი. ხალხისთვის მიმენდო ჩემი ბედი, რამდენად სწორად ვიმუშავე და რამდენად სწორად გავაკეთე. მე არ შევრცხვენილვარ და არ შევრცხვები არასდოს ჩემი ხალხის წინაშე. ეს ჩემთვის თანამდებობა კი არა, პასუხიმგებლობაა, რომელიც მამძიმებს თქვენს წინაშე“, - განაცხადა ახალაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაიმართება თუ არა დებატები მასსა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შორის, ახალაიამ განაცხადა, რომ ალასანია მისი ოპონენტი არ არის.

„მე დღეს ქართველ ხალხთან მაქვს დებატები. ის მერე ვნახოთ. ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია“, - განაცხადა ახალაიამ.

ძალიან რთულია მიხვდე, რას გულისხმობდა ბატონი ახალაია, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს ოპონენტი უწოდა. საერთოდ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული თქვან ხოლმე, როდესაც მედიის წარმომადგენლები მათ ოპონენტებთან დაკავშირებით უსვამენ კითხვებს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკო ხაჩირაშვილმა, როდესაც მას ოპონენტებზე ინგა გრიგოლიასა (ქდმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი) და სოსო ჯაჭვლიანზე („ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი) ჰკითხეს, რომელ მათგანს მიიჩნევთ კონკურენტადო, ხაჩირაშვილმა განაცხადა, „ჩემი ოპონენტი გლდანის პრობლემებიაო“. მაშინ რამდენიმე პოლიტიკოსმა მისი ეს გამოთქმა აიტაცა კიდეც, რადგან მართლაც ნებისმიერი მაჟორიტარის გამოწვევა მის ოლქში არსებული პრობლემებია. მაგრამ რას ნიშნავს როლანდ ახალაიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ოპონენტი არა ირაკლი ალასანია, არამედ ხალხია, ცოტა რთული სათქმელია.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ ისეთი რამე წამოსცდეს, რაც სიმართლეა, მაგრამ ამის თქმა სულ არ სდომოდა. ამიტომ, შეგვიძლია ახალაიას ეს განცხადება მისი ქვეცნობიერის გამოძახილად მივიჩნიოთ. ისე კი, რატომ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოპონენტი საკუთარი ამომრჩეველი, ამ კითხვით რამდენიმე კანდიდატს და პოლიტიკურ ექსპერტს მივმართეთ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ალბათ, როლანდ ახალაიამ სიტყვა „ოპონენტის“ მნიშვნელობა არ იცის, თორემ ასე არ იტყოდა.

„ამ შემთხვევაში ბატონი ახალაია რესპონდენტის როლში იყო, რადგან მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. მეეჭვება, რომ რესპონდენტს ესმოდეს სიტყვა „ოპონენტის“ მნიშვნელობა, თორემ, თუკი მან გაიგო ამ სიტყვის მნიშვნელობა, მიხვდება, რომ ის ხალხთან დაპირისპირებული ყოფილა. სხვა შემთხვევაში, ზიგმუნს ფროიდს უნდა მივმართოთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

„ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ როლანდ ახალაიას სიმართლე ღმერთმა ათქმევინა.

„როლანდ ახალაიას ღმერთმა სიმართლე მისი ნების წინააღმდეგ ათქმევინა. სიმართლე კი ის არის, რომ მისი ოპონენტი არა რომელიმე კანდიდატი, ან პოლიტიკური ძალაა, არამედ საკუთარი ხალხია. უკანასკნელი წლების განმავლობაში როლანდ ახალაია, ძირითადად, ჯალათის ფუნქციას ასრულებდა, აპატიმრებდა ადამიანებს, თესავდა შიშს, ტერორს. ბუნებრივია, იგი ასე განიხილავს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ამის ასე თქმა არ უნდოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როლანდ ახალაიას ღმერთმა ათქმევინა სიმართლე“, - აღნიშნავს ძიძიგური.

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგადად ხელისუფლების კანდიდატები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ხალხის წინაშე საჯაროდ წარდგომას და მოსახლეობის წინაშე კითხვებზე პასუხის ღიად გაცემას ერიდებიან.

„იგივე სიტუაციაა ფოთში. მე პირდაპირ, საჯაროდ მივმართე „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატს, თენგიზ სარიშვილს და გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ეთერში დებატებში მივიღო მონაწილეობა და მოსახლეობის კითხვებს ღიად ვუპასუხო. სარიშვილმა დებატებზე უარი განცხადა. იმისთვის, რომ მოსახლეობას რეალური წარმოდგენა შეექმნას და „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატებს შორის განსხვავება კარგად დაინახოს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ორივე კანდიდატი დებატებში დაინახოს“, - აცხადებს ბესელია.

მისი თქმით, „ნაციონალების“ მიერ დებატებისთვის თავის არიდება იმას ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ღიად უპასუხონ იმ კითხვებს, რაც მოსახლეობის მხრიდან მათი მისამართით არსებობს. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს პირდაპირ მეტყველებს მათ სისუსტეზე და „ქართული ოცნების“ წევრს ცოტა უკვირს კიდეც, რომ ამას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ვერც კი მალავენ.

„მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოპონენტი არ შეიძლება იყოს ხალხი. ხალხი უნდა იყოს ჩვენი თანამოაზრე, თანამებრძოლი და თანამგრძნობი. მე ჩემს ხალხს სწორედ ასე ვუყურებ. შესაბამისად, მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ აცხადებს, რომ დებატებზე უარს ამბობენ“, - აღნიშნავს ეკა ბესელია.

„ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი კი აპელირებას ფსიქოლოგიაზე აკეთებს და ამბობს, რომ მსგავს ფენომენს ფსიქოლოგები წამოცდენას ეძახიან.

„ფსიქოლოგიაში წამოცდენა ჰქვია, როცა ადამიანი უნებლიედ ამბობს იმას, რაც სიმართლეა, ანუ იმას კი არ ამბობს, რაც სურს რომ თქვას, არამედ სიმართლეს. ამ შემთხვევაშიც ბატონ როლანდს წამოსცდა ის, რაც ნამდვილად სიმართლეა. როგორც როლანდ ახალაიას, ასევე „ნაცმოძრაობის“ სხვა მაჟორიტარი კანდიდატების და მთლიანად მმართველი პარტიის ოპონენტი არის ქართველი ხალხი. „ქართული ოცნების“ ძალა კი იმაშია, რომ ხალხი მხარს გვიჭერს. ამ შემთხვევაში, დაპირისპირება არის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ბიძინა ივანიშვილი კი საზოგადოების მაკონსოლიდირებელ ფუნქციას ასრულებს. მოკლედ მართალია ის კაცი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როლანდ ახალაიას თუ რამეში დავეთანხმებოდი, ნამდვილად არ მეგონა“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.





READ MORE - როლანდ ახალაია: „ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია“

ხვამლის მთის საიდუმლოებით ბიძინა ივანიშვილიც დაინტერესდა

ავტორი მანანა ნოზაძე
13:06 05.10.2012
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხვამლის მთის საიდუმლოების ამოხსნასა და ამ მისტერიულ მთაზე არქეოლოგიური კვლევების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში მიმდინარე აქციისას განაცხადა.


„ლეჩხუმი ის მხარეა, რომელიც, ვინ იცის, უამრავ გასაოცარ საიდუმლოს ინახავს და დღემდე არავის უმხელს. მიხვდით ალბათ, რომ ხვამლის მთაზე მოგახსენებთ. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ხვამლის მასივში, მისი გამოქვაბულების სიღრმეში, ინახებოდა ქართველ მეფეთა საგანძური, რომელიც ჯერაც არ არის გამოკვლეული. ამ მთას, სხვათა შორის, თურმე, ანტიკური ავტორებიც იცნობდნენ“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, აქ მართლაც საოცარი აღმოჩენები გველოდება. უამრავი ლეგენდაა ხვამლის მთასთან დაკავშირებული. ამ ლეგენდების მიხედვით, ამირანი მის სიღრმეში, კლდეზე იყო მიჯაჭვული. ივანიშვილის მიზანია, რომ ჯერ კიდევ გამოუცნობად დარჩენილი ჩვენი წარსული შესწავლილ იქნას. მისი თქმით, არაერთი ქართველი მეცნიერ-არქეოლოგი დაინტერესებულა ხვამლის მთის პრობლემით, მაგრამ საკმარისი სახსრების უქონლობის გამო სასურველის გაკეთება ვერ შეძლეს.

„ასეთი კეთილშობილური ოცნებების ასრულებაზე თუ არ ვიზრუნეთ, რაღა „ქართული ოცნება“ ვიქნებით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

ქართველებს მიწისქვეშა ქალაქების შენების უდიდესი კულტურა გვაქვს, ამის დასტურად მარტო ვარძია რად ღირს, მაგრამ საინტერესოა, მაინც რა საიდუმლოს ინახავს ხვამლის ანუ ხომლის მთა? რა დავალებით გაგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე? რატომ დაუკავშირდა გერმანული დესანტის „ედელვაისის“ კავკასიის ქედზე წარუმატებელი გადასხმა გერმანელების სურვილს, რომ კავკასიაზე განძი აღმოეჩინათ?! რატომ აცხადებენ, რომ, როცა ზემოდან დახედავ ხვამლის მთას, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს? საიდან იცოდა ჟიულ ვერნიმ (რომელიც პარიზს არასდროს გასცილებია) სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ? რატომ გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“, რომ „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს“...

ამ მისტიური მთის შესახებ For.ge მკვლევარებს ესაუბრა.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ ხვამლის მთაზე სამეფო საგანძური ინახებოდა და ეს სულაც არ არის ლეგენდა. მეტიც, „ქართლის ცხოვრებაში“ პირდაპირ წერია, რომ დავითებმა, - დავით მეექვსემ და დავით მეშვიდემ, რომლებიც ულუსა და ნარინის სახელებით არიან ცნობილნი, სამეფო გაიყვეს და, ასევე, გაიყვეს საგანძური, რომელიც დამალული იყო ხვამლის მთაში.

„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მთაში გარკვეული ზოდიაქოს ნიშნებიცაა. იქ აუცილებლად უნდა მოეწყოს სპეციალური ექსპედიცია და შესწავლილ იქნას იქაურობა. ნამდვილად საინტერესო ფაქტია. მართალია, ლეგენდა გვაუწყებს, მაგრამ არ ვიცი, ნამდვილად მანდ იყო თუ არა მიჯაჭული ამირანი“.

გიორგი ოთხმეზურის აზრით, ხომლის მთის გარდა, ასევე, საინტერესო იქნებოდა, ექსპედიციები მოწყობილიყო ასეთივე საიდუმლოებით მოცული ადგილებში, როგორიცაა ახალგორის, ქსნის ხეობაში მდებარე გამოქვაბულები, სადაც, ჩვენი წინაპრები მალავდნენ საგანძურს. ასევე, გერგეთის სამებისკენაც გაჰქონდათ საუნჯე და გადმოცემით, თითქოს სვეტიცხოვლის საგანძურს იქ ინახავდნენ.

გარდა ამისა, ისტორიკოსი რუისის გამოქვაბულებსაც საინტერესო საკვლევ ადგილებად მიიჩნევს.

„ლეონტი მროველის წარწერაა ამის თაობაზე, რომ შიშიანობის დროს რუისის ტაძარი მრევლის ნავთსაყუდელი იყო. რა თქმა უნდა, ეს სიწმინდეები უნდა გამოვიკვლიოთ, ამის შეუსწავლელად დატოვება არ შეიძლება, ეს ჩვენი ისტორია და სიმდიდრეა,“ - გვითხრა გიორგი ოთხმეზურმა.

ხვამლის მთაზე გადაღებული ფილმების რეჟისორი დავით გოგუაძე For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი მათ მიერ ჩატარებული ექსპედიციის შედეგებს გაეცნო და აქედან გამოიტანა დასკვნა, რომ ამ მთის შესწავლა საინტერესოა. მით უფრო, რომ ექსპედიციის დასასრულს მათ უკვე ქალაქი აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ, რადგან ამას უაღრესად დიდი თანხები სჭირდებოდა.

„ამის სახელმწიფო დაფინანსება წარმოუდგენელია. დიდი ხანია, ხვამლის მთის ძირში ქალაქს ვეძებდით. ვიცოდით, რომ ყველა შემთხვევაში, რაღაც ქალაქი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი გარდაიცვალა, მერე ჩვენ გავაგრძელეთ ძიება და უკვე ექსპედიციის ბოლო წელი იყო, როცა ქალაქის ნაშთები ვიპოვეთ. როგორც ჩანს, ძალიან ძველია და მიწის პირზე ძლივს იკითხება. მარტო გამოცდილი თვალი თუ შეამჩნევს, რომ იქ ქალაქია. ისე, ადგილობრივებიც დადიან იმ მიდამოებში, მაგრამ არავის არაფერი აღუქვამს, არც ქალაქის არსებობა, არც არაფერი“, - გვითხრა დავით გოგუაძემ.

მისი განმარტებით, ხვამლის გამოქვაბულის უძველესი ნახატების გაშიფვრამ აჩვენა, რომ ისინი ძველ წელთაღრიცხვას განეკუთვნებიან. როგორც ჩანს, თარიღებს ბოლო წარღვნიდან ითვლიდნენ და ეს ნახატებიც ამას უნდა მიუთითებდეს. სხვათა შორის, ამ ნამუშევრების დათარიღება ბევრი მეცნიერის გამოკვლევას ემთხვევა. კერძოდ, ზუსტად ამ აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ფილმების გადაღება შავი ზღვის ადიდებასთან დაკავშირებით და ამ უცხოური ფილმების კვლევებიც ემთხვევა ამ პერიოდს.

„ბობ ბალარდი, - არის ასეთი ცნობილი საზღვაო ბიოლოგი და არქეოლოგი, რომელიც იკვლევს შავი ზღვის სიღრმეებს. ის და მისი ჯგუფი ათობით მილიონს ხარჯავენ ექსპედიციებში. მათი კვლევებიც ემთხვევა ჩვენს კვლევას, მათაც თურქეთის ნაპირებზე, ასი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს მსგავსი კვალი. გარდა ამისა, სხვა გამოკვლევებიც ჩატარდა და ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ აღმოჩენები დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდს ემთხვევა. ასე რომ, ხვამლის მთა კოლხური კულტურის გავრცელების არეალია. ჩვენს ექსპედიციაში მყოფმა მკვლევარებმა სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს ძვ.წელთაღრიცხვის 5604 ცის ვარსკვლავიანი სურათი და აღმოჩნდა, რომ მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს კომბინაცია არცერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელ წარღვნას - 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით, ხოლო თანამედროვე გადათვლით, სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ასევე ქართველების საწყისი დასაბამიდან აქამომდე ანუ ქრისტეს დაბადებამდე“, - აღნიშნა დავით გოგუაძემ.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ამირანი ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული და, ასევე, შესაძლოა, მეფე აიეტის დროინდელი ცნობილი ოქროს ვერძი აქ იყოს საძიებელი (რადგან ხვამლის მთის გამოქვაბულებს ზუსტად ოქროს ვერძის მოდარაჯე გველეშაპის ფორმა აქვს და ამ გამოქვაბულს „ვერძისთავა“ ჰქვია), დავით გოგუაძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სიმბოლოებია, სიმბოლიზმის ენითაა გადმოცემული და, რეალურად, სულ სხვა რამეს ნიშნავს.

მალე რეჟისორი ხვამლის მთის შესახებ მესამე ფილმსაც დაასრულებს და იმედოვნებს, რომ ამ მთაზე გამოძიება კვლავაც გაგრძელდება, რადგან თავის დროზე სწორედ მათი ჯგუფი აწარმოებდა იქ ექსპედიციას.

„ხვამლის მთის ძირში ქალაქის გათხრას მინიმუმ მილიონი ლარი მაინც დასჭირდება და იმის იქით რა აღმოჩნდება, ეს უკვე აღარ ვიცი“, - აცხადებს დავით გოგუაძე.

რაც შეეხება უშუალოდ გეოგრაფიულ აღწერილობას, ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. ლეჩხუმის აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“

სხვათა შორის, ხომლს სულხან-საბაც განმარტავს, როგორც ვარსკვლავთკრებულს. დავით გოგუაძის თქმით, სახელი „ხომლი“ (ანუ ვარსვკლავთკრებული) კოსმიური დატვირთვისაა. უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას და ამბობდნენ, რომ, რაც დედამიწაზე ხდება, ის ზუსტად აირეკლება ცაზე.

რაც შეეხება სტალინის დროინდელ ექსპედიციას, დავით გოგუაძის განმარტებით, ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს ქვაბულში, ვერაფერი აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ ორ მუშასთან ერთად ავიდა. ამბობდნენ, მაშინაც სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.
რეჟისორი იხსენებს, რომ ხვამლის მთაზე პირველი ლაშქრობისას ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. სწორედ მათი დახმარებით მოახერხეს ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა, რადგან კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა, თვით ალპინისტური აღჭურვილობითაც კი, შეუძლებელია.

კლდის ქვედა ბაქანზე მათ შვიდი ოთახი დახვდათ, კედლებზე კი წითელი საღებავით გამოხატული ფიგურები იყო, რაც ქვაბულის არქაულ პერიოდზე მიუთითებდა. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შედიოდნენ და აქვე იყო მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. თუმცა არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ციხე-ქვაბულში განძი არ იქნებოდა, რადგან, მიუვალი ადგილის მიუხედავად, ფასადი ვიზუალურად კლდეზე შესამჩნევი იყო. ამიტომ ჩვენი მეფეები სახელმწიფო ხაზინას იქ არ შეინახავდნენ. თუმცა შესაძლოა, განძი აქვე სხვა ადგილას ინახებოდეს, რადგან ხვამლის კლდე მთლიანად დახრამულია და შიგნით რა ხდება, არავინ იცის.

გარდა ამისა, რეჟისორის თქმით, მათ ნახეს გამოქვაბული, რომელსაც „ვერძისთავა“ ეწოდება და, რომლიდანაც წყალი ისე გადმოქუხდა, რომ რიონს თითქმის კეტავდა. ადგილობრივების თქმით, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის, ხან რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რომ იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. თუმცა, როგორც ჩანს, რეალურად გამოქვაბულში, წყლის სათავეში რაღაც სისტემაა, რომელიც წლის სხვადასხვა დროს წყლის განსხვავებულ მიმართულებას განაპირობებს.

განძთან ერთად, ხვამლის მთა რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოსაც უკავშირდება. ხვამლის ძირში არის ასეთი ადგილი „გონა“. სხვათა შორის, რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე მართლაც მაღაროები იყო. დავით გოგუაძის თქმით, ხვამლის გონის მიდამოების ზედაპირული გათხრისას მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა მათი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანს. ეს ყველაფერი კი ამ ადგილებში განვითარებული მეტალურგიის კერის არსებობას ადასტურებს.

კიდევ ერთი, ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, რომლის ქვედა შრეებიც ძალიან არქაულია. ამდენად, ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები და დღემდე რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?!





READ MORE - ხვამლის მთის საიდუმლოებით ბიძინა ივანიშვილიც დაინტერესდა

ლარი კინგი: მეამაყება, რომ „მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი

16:52 05.09.2012
ტელეკომპანია მეცხრე არხის ხელმძღვანელობამ დღეს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. მრჩეველთა საბჭო არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. ესენი არიან: საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი და საერთაშორისო გვერდის რედაქტორი ლეს გელბი, ყოფილი კონგრესმენი, თერთმეტი სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე ლი ჰამილტონი, „სიენენზე“ ლარი კინგის შოუს წამყვანი და ქველმოქმედი ლარი კინგი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი და ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი რობერტ მენარდი.

ლარი კინგის განცხადებით, როგორც ჟურნალისტისა და მედია კომენტატორისთვის ჟურნალისტთა უფლებების დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა, მსოფლიოს მასშტაბით, მისი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„მეამაყება, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი, როგორც ჟურნალისტისა და მედია კომენტატორისთვის ჟურნალისტთა უფლებების დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით ჩემი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „მეცხრე არხი“ როგორც ნებისმიერი სხვა ახალი დამოუკიდბელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდება, რაც ხელს უშლის მის მისიას ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდიელისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ“, - განაცხადა ლარი კინგიმ.



READ MORE - ლარი კინგი: მეამაყება, რომ „მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი

სააკაშვილი ზუგდიდში ზონდერებს წვრთნის [video]

13:06 11.08.2012
ზუგდიდში, კრილოვის ქუჩაზე ფარითა და ხელკეტით აღჭურვილი ასამდე ადამიანის გაურკვეველი სამზადისი მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გეგმიურ წვრთნებს უკავშირდება.

"ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით კი, ამ ჯგუფებში როგორც პოლიციელები, ასევე ზონდერები, სამოქალაქო პირები, ე.წ რეზერვისტები არიან გაერთიანებული.

"პროცესს აკონტროლებს და კოორდინაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უწევს. ზუგდიდში დიდი ხანია, საუბრობენ იმ მიტინგის დარბევაზე, რომელსაც სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში გეგმავს. კადრში კარგად ჩანს ყოფილი ცნობილი ზონდერი, ეხლა მაღალჩიონოსანი პოლიციელი გიორგი სამუშია, რომელიც 2007 წლის ოქტომბერში მიტინგების დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა", - განაცხადა მიქაიამ.






READ MORE - სააკაშვილი ზუგდიდში ზონდერებს წვრთნის [video]

სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია

09:01 2.07.2012
სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია.

ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას წარადგენენ.

წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი ლევან ქარდავა იქნება.
ჩხოროწყუს რაიონში გოჩა ლემონჯავას კანდიდატურას წარადგენენ. ლემონჯავა ფოთის ყოფილი მერია.

სენაკში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი იყრის, რომელიც ასევე ამ მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გახლდათ. თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, რადგან სამეგრელოს გუბერნატორად დაინიშნა.

აბაშაში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით დარცმელიძეს წარადგენს.

მმართველ პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს. თუმცა ამ რაიონში სავარაუდო კანდიდატი ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი მოიაზრებოდა. თუმცა, სარიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამარათლადამრღვევად ცნო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ სარიშვილმა მოქალაქეს საჩუქრად სატელიტური თეფში გადასცა.

ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობას “ მარტვილსა და ხობში მაჟორიტარი კანდიდატები არ დაუსახელებია.





READ MORE - სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია

ვინ და რატომ ირაზმება მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში დაგეგმილ ვიზიტამდე? [video]

09:01 2.07.2012
სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია.

ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტური ინტერესი მოსახლეობასთან ოპოზიციური თუ სახელისუფლებო შეხვედრების მიმართ განსაკუთრებულად იზრდება, მითუმეტეს, თუ მას ქვეყნის პრეზიდენტი მართავს. თუმცა, ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ ჩატარებული შეხვედრები დახურულად ცხადდება და ტელეეკრანებზე მხოლოდ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ დამონტაჟებული კადრები ხვდება.

სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დღეს სწორედ ასეთ დახურულ შეხვედრამდე, სოფელ ცაიშში პრეზიდენტის ლოდინში დარაზმული ადამიანების გადაღება და მათთან გასაუბრება გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რესტორან „დიარონიდან“ ჯერ წალენჯიხაში გაემგზავრა და ზუგდიდის მთავარ ქუჩებზე ძალოვანების ორსაათიანი პიკეტი მოიხსნა.

მიხეილ სააკაშვილს სოფელ ცაიშში დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტით მიყვანილი სხვა მოქალაქეებიც ელოდებოდნენ. იქ შეკრებილ 120-მდე ადამიანში ზუგდიდის პოლიციის, კუდ-ის, სოდ-ისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელიც მრავლად იყო. „for.ge“-ს, „livepress.ge“-ს, „ტვ-9“ სა და „მაესტროს“ ჟურნალისტების გამოჩენას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანებთან ერთად ადგილობრივი „ნაცელიტის“ სრული მობილიზაცია მოჰყვა. თუმცა, შეხვედრის ადგილიდან 5 ნომრით „დამშვენებული“ წითელმაისურიანი ყმაწვილკაცები რატომღაც გაქრნენ.

პრესის წარმომადგენლებს მოულოდნელად ქალბატონი მიუახლოვდა, რომელმაც თავი მათ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლად გააცნო. მან შეხვედრა პროტოკოლის მიხედვით დახურულად გამოაცხადა, თუმცა მასში პრეზიდენტის მონაწილეობა არ დაადასტურა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჟურნალისტები შესაბამის პრესსამსახურში გადაამისამართა. თავის მხრივ, „გულღია და უშუალო“ ქალბატონი „პრესსამსახურის“ ფუნქციასაც მოხერხებულად ითავსებდა და ინტერვიუს ჩაწერის პროცესს საკუთარი მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით აფიქსირებდა. „მცველმა“ ქალბატონმა პრეზიდენტის გამოჩენამდე ჟურნალისტებს შეკრებილ მოსახლეობასთან ინტერვიუს ჩაწერის ნებართვაც თავადვე მისცა.

ამგვარი სიტყვიერი ნებართვის მიუხედავად, ჟურნალისტები ძალოვანებმა ქვის ღობეს არ გადაატარეს და პრეზიდენტის მომლოდინე ადამიანებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ხელოვნურად შექმნილი ბარიერის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა მედიასთან გასაუბრების სურვილი თავად გამოთქვა. ღობის გაღმიდან ჟურნალისტებს პირველად ცაიშში მცხოვრები ქალბატონი, როზა წყაბელია მიუახლოვდა და ინტერვიუ იმ კითხვებით დაიწყო, რის დასმასაც პრეზიდენტთან შეხვედრისას აპირებდა. პირველივე წინადადება მას პოლიციისა და კუდ-ის თანამშრომლებმა გააწყვეტინეს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ინტერვიუს ჩაწერა გაგრძელდა. საკუთარი დუხჭირი ყოფისა და დაავადებულ, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩენილ ოთხ შვილიშვილზე საუბარისას იგივე პირებმა ვიდეო კამერას უკვე მეორედ, ძალის გამოყენებით მოაშორეს. როზა წყაბელია სამართალდამცავებმა ჯერ მიწაზე ათრიეს, ხოლო შემდეგ ყოფილი ამბულატორიის ფიცრულ შენობაში გამოამწყვდიეს. ქალბატონის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე 85 წლის ცაიშელმა, პალიკო ჯანაშიამ იქვე გააპროტესტა და ჟურნალისტებს განუცხადა, „ქალის მიმართ ასეთი ძაღლური მოპყრობა დანაშაულია.“

პალიკო ჯანაშია მედიასთან სოფლის მეურნებაში არსებულ იმ პრობლემებზეც საუბრობდა, რომელმაც გლეხი წელში გაწყვიტა. „თუ პრეზიდენტი სოფლის მეურნეობას ვერ მიხედავს, ის პრეზიდენტი აღარ არის. ამბობენ, სოფლის მეურნეობა ავაყვავეთო. როგორ ააყვავეს, როცა სასუქი 45 ლარი ღირს, მიწას დამუშავება უნდა... ტრაქტორი არ არის. პრეზიდენტს ვეტყვი, რომ სოფელს, გლეხს უჭირს და იგი გაჭირვებიდან უნდა ამოიყვანოს. ენგურჰესი ხომ ჩვენია? როგორ უნდა გადავიხადოთ ასე გაძვირებული დენის საფასური...“ - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო პალიკო ჯანაშიამ, რომელიც ძალოვანებმა ამჯერად, „კორექტულად“, ქალბატონ წყაბელიას გზას გაუყენეს.

რამდენიმე წუთში, საღამოს 6 საათისთვის მიხეილ სააკაშვილი მთავრობისა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამოჩნდა. ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება ძალოვანებმა არ მისცეს. მიხეილ სააკაშვილის ხმა ჟურნალისტებს მხოლოდ ღობის გაღმიდან ესმოდათ...






READ MORE - ვინ და რატომ ირაზმება მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში დაგეგმილ ვიზიტამდე? [video]

ამომრჩეველთა სიები კუდ-ისა და ნაცმოძრაობის ოფისებში „ზუსტდება“ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
09:01 20.07.2012
ამომრჩეველთა ლიგის რეგისტრატორებზე, ნიკოლოზ ჭურღულიასა და თორნიკე თაკალანძეზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი მიეძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, ამომრჩეველთა ლიგის წევრები სამართალდამცავებს უნდობლობას უცხადებენ, რადგან მიიჩნევენ რომ თავდასხმა სწორედ პოლიციისა და ნაცმოძრაობის ერთობლივი ჯგუფების მიერ განხორციელდა.

ორგანიზაციის წევრები სამართალდამცავებისგან რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების დაბრუნებას მოითხოვენ. ამომრჩეველთა ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ ხელისუფლება ზუგდიდის, დარჩელისა და რუხის ტერიტორიაზე მომუშავე რეგისტრატორებზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟშიც დაადანაშაულა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიებში გარდაცვლილთა რაოდენობა ხელოვნურად გაიზარდა.

კახა მიქაიას განცხადებით, რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა ლიგაში წარმოდგენილი სიები კუდ-ის ან ნაცმოძრაობის ოფისშია შედგენილი, რაც მომავალში ამომრჩეველთა ლიგის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტს ისახავდა მიზნად.







READ MORE - ამომრჩეველთა სიები კუდ-ისა და ნაცმოძრაობის ოფისებში „ზუსტდება“ [video]

"სოლიდარობამ მედიის თავისუფლებისთვის" მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია გამართა

09:01 18.07.2012
მედია გაერთიანებამ "სოლიდარობამ მედიის თავისუფლებისთვის" მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებს სიმბოლურად ერთჯერადი თეფშები ეჭირათ, რომელზეც "მე-9 არხის", "ინფო9"-ის, "მაესტროს" და "გლობალ ტვ"-ის ლოგოები იყო გამოსახული.

მხარდამჭერ აქციაში თხუთმეტამდე მედიასაშუალების წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა განცხადებით, ის, რაც ხდება, მხოლოდ "მაესტროს" პრობლემა არ არის.

მათივე თქმით, "მაესტროს" მიმართ განხორციელებული ქმედებები თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას წარმოადგენს".

როგორც "პირWელს" მაესტროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა, "ანტენები "მაესტროსთვის" ისეთივე აუცილებელია, როგორც გაზეთისთვის - ფურცელი".

"პროკურატურის მთავარი ამოცანა პროცესის არჩევნებამდე გაწელვაა, რათა ინფორმაციის რეგიონებში გავრცელება ვერ განვახორციელოთ, იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემაზე მხოლოდ "მაესტროს" თანამშრომლები ისაუბრებენ, ხელისუფლება და მთავარი პროკურატურა ფაქტს მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს დაუკავშირებს", - აცხადებს ღლონტი.





READ MORE - "სოლიდარობამ მედიის თავისუფლებისთვის" მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია გამართა

ხვალ გიორგი ფოჩხუას დაკრძალავენ [video]

16:40 18.07.2012
ხვალ, ზუგდიდში მსახიობ გიორგი ფოჩხუას დაკრძალავენ.

11:00 საათზე, ვლაქერნის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძარში გიორგი ფოჩხუას პარაკლისს გადაუხდიან. 12:00 საათისთვის კი მიცვალებულს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც საზოგადოებას სამძიმარის გამოხატვის საშუალება მიეცემა. დღის მეორე ნახევარში კი ყველასათვის საყვარელ ზუგდიდელ მსახიობს მიწას მიაბარებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუა 6 ივლისს, ანაკლიაში იქნა მოკლული. ბოროტმოქმედი დაკავებულია.

ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გიორგის ახლობლებს, განსაკუთრებით კი მის მეუღლეს და მცირეწლოვან ვაჟიშვილს.






READ MORE - ხვალ გიორგი ფოჩხუას დაკრძალავენ [video]

ირმა ინაშვილმა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას სააკაშვილის რეჟიმის მიერ მედიის დევნის ფაქტები გააცნო...

16:02 18.07.2012
რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში დასრულდა მედია–კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელ ირმა ინაშვილსა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა. ირმა ინაშვილის თქმით, ფედერაციის წარმომადგენლებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მედიის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით.

ირმა ინაშვილი: " შევხვდი ფედერაციის წარმომადგენლებს. გადავეცი "ობიექტივის" მოხსენება საქართველოში ჟურნალისტთა და მედია-საშუალებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აწარმოებს.

მოხსენებაში კონკრეტული ფაქტები იყო ასახული: გლობალtv-ს და "მაესტროს"ანტენების დაყადაღება, info 9-ის ჟურნალისტების ცემა და საქმიანობაში ხელის შეშლა, საბა წიწიკაშვილის და ჩვენი სხვა კოლეგების დარბევის ფაქტები... "ობიექტივის" წამყვანის მერაბ ჭიქაშვილის უკანონო დაპატიმრება და გასამართლება...

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე ოლივერ მონეი-კარლი გაოგნებული იყო... "ჩვენ ამ ფაქტების შესახებ არაფერი გვსმენია, არავის მოუწოდებია ინფორმაცია"... მე ვეკითხები:" კი მაგრამ, თქვენი წარმომადგენელი ხომ მუშაობს თბილისში... ვინმე ზვიად ფოჩხუაა, ის რატომ არ გაწვდით ამ ინფორმაციას?"... " თქვენგან პირველად მესმის, რომ ბოლო დროს საქართველოში ჟურნალისტები ასეთ წნეხის ქვეშ მუშაობენ და ასეთი ზეწოლაა მათზე". შეხვედრას ვესწრებოდით მე, გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე".







READ MORE - ირმა ინაშვილმა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას სააკაშვილის რეჟიმის მიერ მედიის დევნის ფაქტები გააცნო...

გიორგი ფოჩხუას შემზარავი მკვლელობის საქმე გახსნილია [video]

14:42 16.07.2012
ელენე ფოჩხუას ინფორმაციით, მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელია. ის გიორგი ფოჩხუას გაუჩინარების დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა.

"როგორც მე მითხრეს, ბექა ცობეხიას ანაკლიაში ფული არ ჰქონდა. მან ჩემი ძმა დაინახა, რომ სასტუმრო "ოქროს საწმისის" კაფეში ერთობოდა და თან ჰქონდა ძვირადღირებული ფოტოკამერა და ჯვრისწერის ბეჭედი. კაფედან გამოსულებს ცობეხია ჩემს ძმას გამოეცნაურა და გვერდზე გაიხმო. როგორც ვხვდები, ფული მოსთხოვა, გიორგი მას გაუძალიანდა. შემდეგ კი მოხდა ის ტრაგედია, რამაც გიორგის სიცოცხლე შეიწირა. ის ზღვაში გაძარცული და მოკლული გადააგდეს",-განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელენე ფოჩხუამ განუცხადა, ბექა ცობეხია სამართალდამცავებმა აფხაზეთში დააკავეს.
მისივე ინფომრაციით, ბექა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული, რომლის ვინაობა და მომხდარი ტრაგედიის დეტალები დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.



მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ბექა ცობეხია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დედამ, რიმა ცხაკაიამ გადმოიყვანა და სამართალდამცავებს ჩააბარა.

გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, 1992 წელს დაბადებულ ბექა ცობეხიას, ბრალი წაეყენა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე, დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა.


| ბრალდებულის დედა |

| ბრალდებული ბექა ცობეხია |







READ MORE - გიორგი ფოჩხუას შემზარავი მკვლელობის საქმე გახსნილია [video]

წინა კვირას google-ს მთვლელის მონაცემებით ჩვენი გვერდი მოინახულა: ორშაბათს - 2080, სამშაბათს - 2061, ოთხშაბათს - 2980, ხუთშაბათს - 2989, პარასკევს - 3703, შაბათს - 2445 და კვირას - 2298 პირმა. 2011 წელი – 211 837.
 
 
მთავარი|ახალი ამბები|სტატიები|ექსკლუზივი|ვიდეო|ფსიქოლოგის გვერდი|პარაფსიქოლოგია|სკოლა|ამინდი|ბმულები|ქალა|სიახლეების ბიულეტენი|სამეგრელოს შესახებ|ონლაინი|მედია|ყველაზე სკანდალური|დაიცავი საქართველო|მედია დაიჯესტი|ჟურნალის ფანკლუბი|მკვლელები|მეგრული მუსიკა|სპორტი| მედიის მდგომარეობს სამეგრელოში| ფოტო|გამოკითხვა|პატარა ვარსკვლავები|არქივი|კავშირი
 

ვიდეოსიახლეები

"ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ "პოლიცია ყველგან შევიდა, სადაც "გლობალტივის" ანტენებს ამონტაჟებდნენ" - გოგიტა მოდებაძე
მგლებმა თელავის რაიონში 26 სული ცხვარი დაგლიჯეს

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

საქართველო

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

"საქართველოს ბანკის" სათაო ოფისთან მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა

აშშ-ში მოკლული ბექა ზარდიაშვილის ახლობლები გარდაცვლილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ეს საინტერესოა

"ეგვიპტელებო გვაკოცეთ ..." - ლალი მოროშკინას უხამსი წარწერა

ჩახდილი გოლკიპერი - სკანდალი შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ

"შენ გენაცვალე" ნიუიორკული აქცენტით - ემიგრანტი მომღერალი ილუშა ცინაძე

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...