პირველი ქართული ”შავი სია” ევროკავშირისთვის...

მალე ევროკავშირს ”შავ სიაში” შეყვანილი საქართველოს 150 მოქალაქის გვარ-სახელი და საპასპორტო მონაცემები გადაეცემა. პრესაგე.ტვ-ის ინიციატივით კი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციას მედიის ერთობლივი განცხადებაც გადაეგზავნება. მიმართვაში ზუსტად იქნება აღწერილი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქართული მედიასაშუალებებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტები. შეიქმნება პრეცენდენტი, როცა ყველა ერთად (და არა - ცალცალკე) ამხელს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობაში. ვნახოთ, რამდენი მედიასაშუალება მოაწერს ხელს საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენის ოფისში შექმნილ მიმართვას...

გაზიარება
[რუსიკო მუმლაძე. 19:31 03-02-2011]

ახლა კი იმის შესახებ, რატომ შეიქმნა ევროკავშირისთვის გადასაცემი ე.წ. ”შავი სია”. საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ ეს ”შავი სია” იმიტომ შეადგინა, რომ მასში შეყვანილი ადამიანები დიდი ხანია განიცდიან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, მაგრამ ისინი, ფაქტობრივად, დაუცველები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება ”ნაცმოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

”თუ ამ ადამიანზე სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ზეწოლა, ეს ფაქტი მაშინვე ეცნობება ევროკავშირს. მაგრამ მთავარი აქ ისაა, ევროკავშირი უკვე წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რომ ამ ადამიანზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს. ანუ ფაქტის მოხდენის შემდეგ არ დაიწყება რაპორტების წერა, აი, ასეთი რამ მოხდაო. როგორც წესი, ამ რაპორტების წერას ფაქტის მოხდენის შემდგომ ნაკლები ეფექტი აქვს, მაგრამ ასეთი ადამიანების სიები რომ იარსებებს, მათ თავს გადამხდარ ისტორიაზეც უფრო მეტად მოხდება ყურადღების გამახვილება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საერთო სახალხო მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოსო მანჯავიძემ.

პრესკონფერენციის შემდეგ პრესაგე.ტვ-მ მანჯავიძეს ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვა, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო ამ მოძრაობის საქმიანობის შესახებ.

სოსო მანჯავიძე: ”საქართველოში არსებულ სავალალო სიტუაციაზე, ჩემს მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ მიმართვაში, გასული წლის დასაწყისში უკვე ვისაუბრე, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მას შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, 2004 წლიდან დღემდე საქართველოში პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანია. ხელისუფლება, სწორედ იმისათვის, რომ დამალოს თავისი დანაშაული და გაამართლოს საკუთარი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული რეპრესიები, მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს მოსახლეობის დისკრედიტაციას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საკუთარი ერის კრიმინალურ ერად გამოცხადებას. ქართული საზოგადოება არ უნდა შეეგუოს ამას, უნდა გავაცნობიეროდ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ შვილებს მომავალს უსპობს და ერს განადგურებას უქადის.

საქართველოში ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომლის მოქმედებაც სრულად შეესაბამება 1987 წლის ჟენევის დეკლარაციის განსაზღვრებას ”სახელმწიფო ტერორიზმის” შესახებ. ჟენევის კონვენციის თანახმად ასეთად მიიჩნევა "პოლიციური სახელმწიფოს პრაქტიკა - საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შიშის დანერგვის მიზნით - თვალთვალი, შეკრებათა დაშლა, მედიის კონტროლი, ცემა, ტანჯვა, არასამართლებრივი და მასიური დაპატიმრებები, ფალსიფიცირებული ბრალდებები და ხმების გავრცელება, საჩვენებელი სასამართლოები, მკვლელობები".

საქართველოში ყველამ იცის, რომ ციხეები ადამიანის საწამებელ ადგილად გადაიქცა, ყოველდღიურია პატიმართა ნათესავების შანტაჟი. განსაკუთრებით ამაზრზენია პატიმართა ოჯახების იძულება, წინასაარჩევნოდ ხმების მოზიდვის თვალსაზრისით. 2004 წლიდან დღემდე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულია 100,455-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ადმინისტრაციული წესით - 145 000 ათასზე მეტი... რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ემალება ამ ტერორის მანქანას. პატიმართა რიცხვი, 2003 წლამდე - ე.წ "ვარდების რევოლუციამდე" 7, 500 ადამიანს შეადგენდა, ამჟამად კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ციხეებში გამოკეტილია 30 000 ზე მეტი ადამიანი. 300 ათასზე მეტი კი პრობაციონერია.. ამ ფონზე, გავიხსენოთ ის, რომ დღეს საქართველოში სულ რაღაც 3 500 000 ადამიანი ცხოვრობს, რათა კიდევ უფრო რეალურად დავინახოთ ეს კატასტროფული მდგომარეობა.

ადამიანები ცდილობენ სტრასბურგის სასამართლოში იპოვონ სამართალი, რისთვისაც ისინი სასტიკად იდევნებიან რეჟიმის მიერ... საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობით - მყარად დგას სამარცხვინო პირველ ადგილზე. სახელმწიფო ტერორიზმის რეჟიმი საქართველოში უნდა დამთავრდეს.



ბატონო სოსო, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ მოხდება ფაქტი, ყველა ერთად ავტეხთ კაკაფონიას, მეორე დღეს - ვივიწყებთ მომხდარს... იმ ადამიანებს კი, რომლებზეც სახელმწიფო ტერორი განხორციელდა, მარტოებს, მხოლოდ ადვოკატების იმედად უწევთ ბრძოლა სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ... არსებობს უამრავი არასამთავრობო, თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს მხოლოდ საკუტარი პიარისთვის იყენებს... ამიტომ ახალი ორგანიზაციების აღარვის სჯერა...
-ეს პრობლემა ყველას ერთად გვაწუხებს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრძოლა იქნება მიზანმიმართული და ყოველდღიური. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზებს და არა - მათგან გამომდინარე შედეგებს. კერძოდ - მიზეზი ჩვენს ქვეყანაზე თავსდატეხილი უბედურებისა არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ატარებს სახელმწიფო ტერორის პოლიტიკას და ამასთანავე ემორჩილება გარე ძალებს, რომელთა ინტერესები წინააღმდეგობაშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შედეგზე ორიენტირებული. მაგალითად, საგარეო მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ”ნაცმოძრაობის” რეჟიმის რეალურ არსს...

ამიტომ, პირველი ნაბიჯი რაც გადავდგით, დავამყარეთ ურთიერთობა ევროკავშირთან და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვიწყებთ მათთვის იმ ადამიანთა სიების გადაცემას, რომლებიც ხელისუფლებასთან ბრძოლის გამო მუდმივი საფრთხისა და ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში. 150 ადამიანის სია უახლოეს დღეებში გადაიგზავნება. შევქმენით ომბუცმენთა ინსტიტუტი, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება მთელი ძალით. მოქალაქეებს შეეძლებათ, მივიდნენ და თავისი პრობლემების შესახებ დააფიქსირონ წინააღმდეგობის მოძრაობის ოფისში, სადაც მათ გაეწევათ უფასო იურიდიული მომსახურება. შეიქმნება ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები, რომლებიც შემთხვევის ადგილებზე დააფიქსირებენ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რაც დაუყოვნმებლივ ეცნობება, როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და არ ვიბრძვით ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ავტორიტარული ჯგუფის მიერ მიტაცებული ძალაუფლება უკან დავუბრუნოთ ქართველ ხალხს. ამ ბრძოლის კიდევ სხვა კონკრეტული მექანიზმების შესახებ უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას... ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ბრძოლა იქნება კონკრეტული მიზნების მისაღწევად, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ კვალიფიციურად და გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა.

უახლოეს მომავალში კიდევ 150 ადამიანი სია გადაეგიგზავნება ევროკავშირს. ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს მოვუწოდებთ, მოვიდნენ ჩვენს ოფისში, დააფიქსირონ თავისი პრობლემები და თუ მათ სურვილი ექნებათ, შევიტანთ ამ სიაში...

ანუ შესაძლებელია, რომ ამ სიაში ცნობილი სახეების გარდა, ”რიგითი” მოქალაქეებიც მოხვდნენ?
-რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ”რიგითი” ადამიანები არ არსებობენ, ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა იმიტომ, რომ თავისებურად უნუიკალურია... როგორც კი ორი ერთნაირი გაჩნდება, სამყაროც დაიღუპება. ამას იმიტომ ვამბობ, მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ყველა ადამიანი ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებს და არავის აქვს უფლება, მითუმეტეს - ხელისუფლებას, ის გაანადგუროს.

ჩვენი საქმიანობა იმიტომაცაა განსხვავებული, რომ ევროკავშირისთვის გადაგზავნილ სიებში მოხვდება ყველა, ვისაც აქვს მოტივაცია, ებრძოლოს რეჟიმს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

თქვენ აცხადებთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლა უკვე პოლიტიკურ ელფერს იძენს..
-რეჟიმთან ბრძოლა პირველ რიგში საზოგადოების საქმეა. ყველა ხვდება რომ, ავტორიტარიზმის პირობებში პოლიტიკური საქმიანობა შეუძლებელია, არის მხოლოდ ამ საქმიანობის იმიტირება. არსებობს პოლიტიკური მონოპოლია, რომელიც ახდენს დემოკრატიის იმიტირებას, რათა არ დაკარგოს საერთაშორისო მხარდაჭერა, გრანტები და ა.შ. ეს იმიტაციები პირველ რიგში ხელისუფლებას სჭირდება, რათა თავის ინტერესებიდან გამომდინარე, მართოს საერთო სახალხო პროტესი... ამ მიზნით ინახავს, აფინანსებს და პროპაგანდას უწევს ვითომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში - ამ პროტესტის ბლოკირებას ახდენენ. უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არსებობენ სოციალური პროტესტის ბლოკატორები, პატრიოტული თუ ლიბერალური განწყობილების ბლოკატორები და ა.შ.

ასეთ სიტუაციაში ერთი გამოსავალი არსებობს, რომ ხალხმა თავად იბრძოლოს თავისი პოლიტიკური უფლებების დასაბრუნებლად, რაც ავტომატურად გამოიწვევს ჯერ რეჟიმის რყევას, შემდეგ კი - საერთოდ დასრულებას. ფაქტობრივად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო დემოკრატიული მოძრაობა. საერთოდ კი, მინდა, გითხართ, საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს. პოლიტიკური პროცესები მიდის მხოლოდ იმ საზოგადოებაში, რომელიც მოქალაქეებისგან შედგება... მოქალაქეებს კი, მოვალეობებთან ერთად აქვთ უფლებები. მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესი - თავისუფალი არჩევანის უფლებაა. სწორედ ამ უფლების დაბრუნებისათვის შეიქმნა ეს ორგანიზაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებებზე და მხოლოდ ლაპარაკით არ შემოვიფარგლებით”.

ამ ”შავ სიაში” აუცილებლად მოხვდებიან ქართული მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც უკვე გახდნენ ხელისუფლების ზეწოლისა, თუ მათი მხარდამჭერებისგან გავრცელებული ბინძური პროვოკაციის ობიექტები. შეგახსენებთ, რომ გასული წელს ქართული მედიაისტორია პრესაგე.ტვ-ის სკანდალით შეივსო, ახალი წელი კი ასე დაიწყო: მედიაკავშირი ”ობექტივისთვის” ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ”ობიექტივის” ჩასაძირად, ერთ-ერთ სააგენტოს (რამდენიმე ათეული ათასი დოლარის სანაცვლოდ) პიარ-კამპანიას უკვეთდა... ამ სააგენტომ უარი თქვა ”შავი პიარის” განხორციელებაზე და ”ობიექტივის” ხელმძღვანელობაც საქმის კურსში ჩააყენა. თუმცა, აქ საკითხავი ისაა, სხვა - ხელისუფლებისგან მართული მედიასაშუალება არ გამოჩნდება, რომელიც ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობას მიიღებს?

საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენი ირმა ინაშვილი: ”ჩვენ მივესალმებით პრესაგე.ტვ-ის ინიციატივას, რომ ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ, რომელზეც ხელისუფლების ზეწოლა განხორციელდა, ერთობლივად მივმართოთ - როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ”.

presage.tv

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...