Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts
Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts

ნინო ქათამაძე: ”ვარ მსოფლიოს მოქალაქე, მაგრამ ქართველი. არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად ვაგო პასუხი”


მოამზადა დავით შალიკაშვილმა
18:18 24.06.2012
ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლენტა.რუ”-მ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ.

- შეიძლება თუ არა მუსიკა, როგორც ძეხვი, დავყოთ პირველ, მეორე, მესამე ”სორტად”? ან, განსაზღვრავს თუ არა მუსიკის ელიტარულობას მისი ჟანრი?
- არანაირად არ ვყოფ მუსიკას. ძალზე ფართო დიაპაზონის მსმენელის შემოკრება შევძელით, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველასთვის ვუკრავთ. ასე მგონია, ჩვენ მიერ შესრულებულ მუსიკას "People Music" შეიძლება ეწოდოს. ყველა ადამიანს აქვს თავისი სიხარულისა და მწუხარების მელოდია. მუსიკა სწორედ ამ სულიერი მდგომარეობის ნოტებით გადმოცემაა. ხანდახან გვიჩდება რთული რაღაცეების გაკეთების სურვილი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი მუსიკის მოსმენისას ადამიანები საკუთარ განცდებში კი არ ჩაეფლონ, არამედ - იოცნებონ.

- არსებობს თუ არა კარგი და ცუდი მუსიკა?
- მუსიკის ასე დაყოფა, მის შეურაცხყოფად მიმაჩნია. ასე ვიტყოდი: არის მუსიკა, რომელიც ჩემია, ან რომელიც უცხოა ჩემთვის.

- ხანდახან მხოლოდ ფულის საკეთებლადაც ხომ წერენ მუსიკას?
- მერე რა, ესეც ხომ მუსიკაა.

- მაგრამ ის ხომ უსულო პროდუქტია?!
- საჭმელ პროდუქტებშიც ასე არ არის? - ზოგი ნამდვილია, ზოგიც სუროგატი, მაგრამ ერთსაც ვჭამთ და მეორესაც. მოდით, მუსიკის გარჩევა კრიტიკოსებს მივანდოთ, რომლებიც ამისათვის სწავლობენ და გასამრჯელოს იღებენ. ჩვენ კი ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. ერთნი ქმნიან მუსიკას, მეორენი უსმენენ მას. ამიტომ შეფასებებშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ მთელი სამყაროსთვის გახსნილი ხარ, შენი მუსიკაც ასევე ყველასათვის გახსნილი იქნება, თუ მიზანმიმართულად რომელიმე აუდიტორიისათვის ქმნი, შესაბამისად, მხოლოდ ეს აუდიტორია მოგისმენს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ”ევრო-2012”-ის მიმდინარეობისას კონცერტი გამართეთ ელტონ ჯონთან ერთად..
- ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მართლაც მიგვიწვიეს. მეიდანზე გავმართეთ კონცერტი. ელტონ ჯონიც მიწვეულია, მაგრამ ის სხვა დღეს იმღერებს.

- ელტონ ჯონის შემოქმედებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ძალიან გახსნილი, პოზიტიური მუსიკა აქვს, ვფიქრობ, კეთილი ადამიანია.

- ნინო, თქვენი მუსიკის მოსმენისას სურვილი მიჩნდება ბროლის ცრემლებით ვიტირო. როგორ ფიქრობთ, ვინ არიან თქვენი თაყვანისმცემლები?
- საუკეთესო ადამიანები. სიცოცხლის უდიდეს ნაწილს მათ ვუთმობ. მე მათ მთელ ცხოვრებას ვხედავ: როგორ დგებიან დილით საწოლიდან, ყველას თავისი საქმე, პრობლემა, ისტორია აქვს. მაგალითად, ერთმა ბიჭმა ორი თვე იმუშავა და აგროვა ფული, რომ ბილეთები ეყიდა და ჩემ კონცერტზე თავისი შეყვარებული მოეყვანა. მე ყველა ეს ისტორიები ვიცი. ისინი ჩემთვის მუსიკალური ეტიუდებივით არიან, რომლებიც კონცერტზე ერთად გროვდებიან, რომ შემდეგ ერთად მუსიკის ზეიმი მოვაწყოთ. კიდევ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს კონცერტებზე ხანშიშესული ადამიანები მოდიან, რომელთაც ბევრი რამ უნახავთ და გამოუცდიათ.

- თანამედროვე ქართულ სცენას თუ ადევნებთ თვალყურს?
- რა თქმა უნდა, მაგალითად, ნიუ-იორკში ჯაზის სასწავლებლებში არიან 16 წლის პატარა ბიჭები წასული. ისინი გენიალურები არიან.

- "ევროვიზიის" მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ. ამბობენ, რომ იქ გასამარჯვებლად ტალანტი და კარგი სიმღერა აუცილებელი არაა, საკმარისია კარგი პროდიუსერი გყავდეს, რომელიც "სწორ" მიმართულებას მოგცემს?
- სიმართლე გითხრათ, ეს არ მესმის. ისე კი, ვუყურებ ხოლმე. წელსაც ერთი გოგონა იყო, ძალიან თეატრალური ნატურა ჰქონდა და კარგადაც მღეროდა. სასიამოვნო საყურებელი იყო. ვფიქრობ, როგორც სატელევიზიო პოპ-პროექტი "ევროვიზია" შედგა. საყურებლადაც საინტერესოა.

- თქვენ რომ მიგიწვიონ, დათანხმდებით მონაწილეობის მიღებაზე?
- თუ ისეთი მუსიკის შესრულების უფლებას მომცემენ, როგორსაც მოვისურვებ და სრული თავისუფლებაც მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები საკუთარი ქვეყანა წარმოვადგინო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი სამყარო.

- მუსიკალურ პრესას თუ კითხულობთ?
- ნაკლებად. არ გამიმართლა - კომპიუტერის ხმარება არ ვიცი და საკუთარ თავზე ინფორმაციის მოპოვებაც კი მიჭირს.

- მოგწონთ თუ არა ის ცვლილებები, ბათუმში რომ ხდება?
- რა თქმა უნდა. ბათუმი ისედაც ლამაზი იყო და ახლა კიდევ უფრო გალამაზდა. ქუჩები პატარა ქვებით მოკირწყლეს და ეს ძალიან მოუხდა. ყველგან ძველი სტილის ლამპიონები დააყენეს და ეს ნათურები და ქვაფენილი ღამით საოცრი სანახავია. ახლა იქ სხვანაირი სიწყნარეა. პატარა ქალაქი, ზღვის ტალღების ხმა, როდესაც მის ქუჩებში დადიხარ, თავი შერლოკ ჰოლმსი გგონია. ეს ძალიან უხდება ბათუმს.

- გასაგებია, რომ უფასოდ არ მღერით. თქვენს პრეზიდენტს ცუდი დამოკიდებულება აქვს იმათთან, ვინც ფულს რუსეთში აკეთებს. არ გეშინიათ?
- არ მეშინია, იმიტომ, რომ მუსიკოსი ვარ. ასევე, ვარ მსოფლიოს მოქალაქე, მაგრამ ქართველი და ეს ჩემი არჩევანია. არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად ვაგო პასუხი. ვფიქრობ, რომ იმ ფულით, რომელიც საქართველოში შედის, ქვეყანა შენდება. ყველას ესმის ეს - მეც კი, ვინც არანაირ პროცესებში არ ვიღებ მონაწილეობას, გარდა ერთისა - სადაც ჩემი ხმა ისმის.

არის რაღაც პროგრამები, რომლებშიც ვმონაწილეობ. ამას არა პოლიტიკოსებისათვის, არამედ, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ვაკეთებ. გარწმუნებთ, თუ რაიმე პრეტენზიები მექნება, შემიძლია მივიდე და ხმამაღლა გამოვთქვა საკუთარი აზრი. მხოლოდ, ამას საკუთარ ქვეყანაში გავაკეთებ. არასოდეს მივიღებ ისეთ კონცერტში მონაწილეობას, სადაც ვიღაც მოვა და რომელიმე პოლიტიკოსის სასარგებლოდ აგიტაციას გააჩაღებს.

მე უფრო კარგად ვამჩნევ იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში ხდება, რადგანაც ხშირად ვარ საზღვარგარეთ და როდესაც ვბრუნდები, ვხედავ, რომ ის, რაც შენდებოდა, უკვე აშენებულია. კარგია, როდესაც ერთი ქაღალდის ასაღებად კილომეტრიან რიგში აღარ გიხდება ჩადგომა, ან ყველაფერზე უზარმაზარი ბოქლომის დადება, იმის შიშით, რომ არ გაგქურდონ.

- ესე იგი, თქვენთვის მისაღებია, როგორც ვითარდება დღეს საქართველო?
- დიახ. მაგალითად, განათლების სისტემაში მიმდინარეობს მასწავლებლების რეატესტაცია, ყველა კლასში კომპიუტერი დგას, მასწავლებლის ხელფასი 800-1000 ლარია. ეს კარგი ხელფასია, თუმცა, არც ისე ბევრია. უნდა ვაღიარო - პირადად მე, ამდენი არ მყოფნის.

ყურადღება ექცევა რაიონებს, ყველგან გაყავთ გზები, გაზი, შუქი, ინტერნეტი. რაც მთავარია ყველაფერი სისტემურად კეთდება და პროცესი მიმდინარეობს. უსამართლობის შემთხვევებიცაა, რომელშიც, ისევ და ისევ, კონკრეტული პიროვნებები არიან დამნაშავენი. კორუფციის ბრალდებით აპატიმრებენ ქრთამის მიმცემსაც და ამღებსაც. ეს ხდება ყველას დასანახად, სახალხოდ. ადამიანები სწავლობენ და პროცესში ახალგაზრდებიც არიან ჩართულნი.

- რუსეთსა და საქართველის შორის ცუდი ურთიერთობაა, არ გექმნებათ ამის გამო პრობლემები?
- აბსოლუტურად არა. პრეზიდენტმა პრემიით დამაჯილდოვა "ქართული მუსიკის განვითერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის," ანუ, პირიქით, მადლობა გადამიხადეს. პირველად ვიფიქრე, რომ შეეშალათ, შემდეგ კი - გამიხარდა. მადლობა გადამიხადეს იმისთვის, რომ შემიძლია სხვადასხვა ხალხს ჩემი სიყვარული მივაწვდინო.




READ MORE - ნინო ქათამაძე: ”ვარ მსოფლიოს მოქალაქე, მაგრამ ქართველი. არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად ვაგო პასუხი”

"დღეს სააკაშვილის რეჟიმი დგას მინის ფეხებზე და ყველანი ძალიან მალე ვნახავთ, როგორ გადაიმსხვრევიან!"

23:06 06.02.2012
ორშაბათის ნომერში ბიძინა ივანიშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ–დასავალი", სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად საუბარია პოლიციის რეფორმაზე:

ბიძინა ივანიშვილი: ამას ვწერდი მე და გიმეორებთ: როცა პოლიციის რეფორმაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამავდროულად პოლიცია პოლიტიზირებულ ძალად არის ქცეული.

ეს არის ამათი სახე! სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არსებობს პოლიტიკური პოლიცია, რითაც ყველა მიღწევასა და წინსვლას ხაზი გადაუსვეს და გააფერმკრთალეს! დღეს სააკაშვილის რეჟიმი დგას მინის ფეხებზე და ყველანი ძალიან მალე ვნახავთ, როგორ გადაიმსხვრევიან!





READ MORE - "დღეს სააკაშვილის რეჟიმი დგას მინის ფეხებზე და ყველანი ძალიან მალე ვნახავთ, როგორ გადაიმსხვრევიან!"

ბიძინა ივანიშვილი: ეს არ იქნება ქუჩიდან ხელისუფლების ძალით დამხობა

22:00 06.02.2012
"ასავალ–დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვის შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

- თუ საჭირო გახდება, ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ?

- რა თქმა უნდა! თუ საჭირო გახდა, ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენაც მოვუწოდებ! ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ დათმობს გამარჯვებას! ეს არ იქნება ქუჩიდან ხელისუფლების ძალით დამხობა, მაგრამ ხალხი თავის ხმებს აუცილებალდ დაიცავს და ხალხი თავად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, ვინც მოიგებს არჩევნებს.

- სააკაშვილის პარტიის უმრავლესობით მოსვლას გამორიცხავთ?

- აბსოლუტურად გამოვრიცხავ! მომავალ არჩევნებში მათ გამარჯვებაზე ლაპარაკი დროის უაზროდ ფლანგვაა. ის კი არა, ნორმალური ანალიტიკოსი და მრჩეველი რომ ჰყავდეს ვინმე, აუცილებლად ურჩევდა სააკაშვილს, რომ რაც უფრო ადრე დაწერს გადადგომის განცხადებას, უფრო უკეთესი იქნება მისთვის! "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის დამანგრეველ ძალად იქცა და სამწუხაროდ, წარმატებით ახორციელებს ქვეყნის ნგრევის საქმეს!



READ MORE - ბიძინა ივანიშვილი: ეს არ იქნება ქუჩიდან ხელისუფლების ძალით დამხობა

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე კილიმანჯაროს თეთრი მთიდან ხომ არ ჩამოვიდოდა ხალხი?!

ავტორი მანანა ნოზაძე
19:34 18.12.2011
მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმა ჯაჭვებშებმულმა გაიარა გზა გელათიდან სამებამდე - „ეს გზა ქართველი ერისთვის ღირსების დაბრუნების გზა გახლდათ“. მსახიობის აზრით, თუკი ქართული საზოგადოება მეცენატ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას ვერ დაუბრუნებს, მაშინ რა გარანტიაა, რომ ასეთი ხალხი 2012 წლის არჩევნებში საკუთარ ნებას გამოხატავს?!

Presage.tv ესაუბრა სოსო ჯაჭვლიანს.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მიწვეული საზოგადოება „ნაციონალებმა“ ძველი სახეების პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობად აღიქვეს. „კარის წითელი ინტელიგენციის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში“, - ასეთი იყო სახელისუფლო შეფასება.

- დავით აღმაშენებელი ტახტზე რომ ავიდა, მაშინ 16 წლის იყო. მოგეხსენებათ, მისი გამზრდელი გახლდათ გიორგი ჭყონდიდელი, მეუფე. გიორგი ჭყონდიდელს ჰკითხა დავითმა, დავიბენი, პირველად რა გავაკეთოო? გიორგი ჭყონდიდელმა ურჩია, შენ იცი, რაც უნდა გააკეთოო - პირველად რა უნდა გააკეთო და ღირსება უნდა დაუბრუნო ხალხსო. ხოდა, დავით აღმაშენებელი ადგა და დადიოდა სოფელ-სოფელ, ტყე-ტყე, ქალაქ-ქალაქ და ხალხს ეუბნებოდა, ნუ გეშინიათ, გამოდით გარეთო. ახლა მე ვაბრუნებ კითხვას და ასეთნაირად დავსვამ, - ახლა ლაპარაკია, რომ იქ, იმ დარბაზში, იყვნენ ისეთებიც, ასეთებიც... მაგრამ ესაა საქართველო და კილიმანჯაროს თეთრი მთიდან ხომ არ მოვიდოდა ხალხი? ამიტომ, იქ ვინც მოვიდა, იმ შეშინებული და „ჩასვრილი“ ხალხის მსგავსად, რომელთაც დავით აღმაშენებელი ეხვეწებოდა, გარეთ გამოდითო, ეს ადამიანები არიან ახლაც აქ. აქედან ვასკვნი, რომ შენ თვითონ თუ არ მიეცი მათ ჯიგარი, იმედი, არაფერი გამოვა. ახლა იმედი უკვე არის. აგერ, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც უზარმაზარი ნდობის მანდატით მოვიდა, რადგან იმდენი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული...

20 წლის განმავლობაში აკეთებდა ამხელა ქველმოქმედებას. საქართველოს ისტორიის მანძილზე ალბათ ასეთი ქველმოქმედი არ გვყოლია. ზოგიერთები ლაპარაკობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს თურმე ეს ადრევე ჩაფიქრებული ჰქონია, ჰოდა, თუ ჩაფიქრებული ჰქონდა და 20 წელი ითმენდა, რა მაგარი ყოფილა?! თუ არ ჰქონდა ჩაფიქრებული, კიდევ უფრო მაგარი გამოდის, იმიტომ, რომ რისკზე შეაგდო საკუთარი თავი. მაგრამ ახლა სვამენ კითხვებს, ვინ დაიყენა გვერდით, როგორი ადამიანები? აცალეთ, კაცო, ამ კაცს. კი, მეც მაქვს შეკითხვები, ყველას ებადება კითხვები, მაგრამ ყველაფერს ნუ გავამარტივებთ. მოდით რა, ვაცალოთ, რასაც აკეთებს, როგორც აკეთებს და მერე შევხედავთ და დავალაგებთ, არა? ამის შემდეგ საზოგადოების ყველა წევრი, უბრალო მოქალაქეები თავის სათქმელს იტყვიან.

ზოგიერთები აცხადებენ, რომ უფრო კატეგორიული უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და, რომ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მისგან მეტ რადიკალიზმს ითხოვდნენ.

- კატეგორიული რატომ უნდა ყოფილიყო, როცა ეს საზოგადოების დაფუძნება გახლდათ და არანაირი პომპეზურობა არ ყოფილა. ესენი, დანარჩენები, ვინც ასეთივე საზოგადოებრივ მოძრაობებს აფუძნებენ, ისეთი პომპეზურობით აკეთებენ ამას, რომ გაგიკვირდებათ. ბიძინა ივანიშვილს მთელი საქართველოს ბიუჯეტი აქვს და ამ დროს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ უბრალოდ, ჩვეულებრივად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე დააფუძნა. ეს იმიტომ, რომ ამ კაცს დღემდე გავლილი აქვს ყველაფერი ის, ადამიანმა რომ უნდა გაიაროს და მიაღწიოს იმ დიდ მწვერვალს, სადაც თვითონაა. ჩემთვის კერპები არ არსებობენ, არც ბიძინა ივანიშვილია ჩემი კერპი, ჩემთვის ერთია უფალი და, თუ ბიძინა ივანიშვილსაც შეეშლება და ვერ გააკეთებს ისე, როგორც საჭიროა, მე არავისგან არასოდეს არც მიმიღია და არც მივიღებ რამეს. რატომ, იცით? მე რაც მეკუთვნის, იმას მივიღებ და რაც არ მეკუთვნის, იმას არ მივიღებ.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციას თქვენ თუ ესწრებოდით? კითხვები გაჩნდა, იყო თუ არა მიწვეული ლუკა კურტანიძე?

- მეც ვესწრებოდი, როგორ არა? იქვე იყო ლუკა კურტანიძე, ჩვენ ერთად ვისხედით, გვერდიგვერდ. წვერებში იყო გაბურძგნული.

ცოტა ხნის წინ თქვენ გელათიდან ჯაჭვით შებმული ჩამობრძანდით, რაც სიმბოლური დატვირთვის იყო. მაინც რისი თქმა გინდოდათ ამით?

- ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ ხელმოწერებს რომ აკეთებენ, ჩვენც ასეთნაირად გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა. სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან დავით აღმაშენებლის საფლავიდან, საიდანაც ჩვენ დავიძარით, ნებისმიერ ქართველს შეუძლია, დაიჩოქოს, დაილოცოს და ა.შ. თავის დროზე, ჩვენმა პრეზიდენტმაც დაიჩოქა და დაიფიცა, რომ კარგ საქართველოს ააშენებდა და კი არ ააშენა, ნამუსი ახადა საქართველოს. მართლაც, ჩვენს ნაბიჯს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან იქიდან წამოვედით სამების აღმშენებლამდე, თანაც ჯაჭვებით წამოვედით, რადგან ეს მონობის სიმბოლოა. ეს იყო მთელი ჩვენი „ლეიტმოტივი“. აი, სად ჩნდება კითხვები, თუ არ გვინდა, რომ ხმა ამოვიღოთ... თუ მოქალაქეობას ვერ ვანიჭებთ ამ ადამიანს... ბიძინა ივანიშვილი რომ იძახის, 2012 წელს არჩევნებს მოვიგებთო, სანამ ჩვენი საზოგადოება წართმეულ მოქალაქეობას ვერ უბრუნებს ამ ადამიანს, მაშინ ამ საზოგადოების იმედი უნდა გვქონდეს 2012 წელს?! ხომ არის ამაში ლოგიკა?

რა განწყობა იყო გელათიდან თბილისამდე უბრალო ხალხში?

- ძალიან კარგი განწყობა იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნორმალურად მოხდა. ჩვენ არ გვინდოდა, ჭიქაში ქარიშხალი აგვეტეხა. ჩვეულებრივად, სათქმელი ვთქვით ამ ფორმით. ვიცოდით, რომ სადაც ჩვენ გამოვივლიდით, ხალხი გვნახავდა. უბრალოდ, ჩვენ ამ ფორმით გამოვხატეთ, რომ არ გვეშინია არაფრის.

თქვენ არ გეშინიათ, მაგრამ სოციოლოგიურ კვლევას თუ ვერწმუნებით, სამეგრელოში ივანიშვილის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი არ არის. იქაურები საჯაროდ მხარს უჭერენ „ნაციონალებს“, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და თბილისისგან განსხვავებით.

- რატომ? ამ სოციოლოგიურ კვლევაში მეგრელები რა შუაშია? მეგრელები ყველაზე მაგარი ქართველები არიან. ალბათ, ახლა ამას საჯაროდ ამბობენ, თორემ ჩადით ახლა და „ნაღდად“ იკითხეთ, რა როგორ არის. ეგრე არ არის. შემოგდებულია ეგ თემა. მეგრელები თუ გადაარჩენენ საქართველოს. მეგრელები არიან ყველაზე დიდი პროცენტულად. მეგრელებს ვთხოვ, რომ „დაიპყრონ“ საქართველო. ასეთია დღეს ჩემი თხოვნა, რადგან მეგრელი მირჩევნია დანარჩენ სხვას. აქ არაა საუბარი საქართველოს მკვიდრებზე, არამედ, - „სხვაზე“, თუ სწორად გამიგეთ... ახლა ლაზიკას აშენებას აპირებენ. „12 სკამი“ ხომ გინახავთ, იქ რომ არის ვასიუკი, ესაა ყველაფერი. ეს ზღაპრებია, მე მგონი, მანდ ცოტა სხვა საკითხია, ძაღლის თავია დამარხული, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ლაზიკას აშენება არარეალიზებადი და ზღაპრის თემაა.



READ MORE - „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე კილიმანჯაროს თეთრი მთიდან ხომ არ ჩამოვიდოდა ხალხი?!

რატომ და ვინ დაესხა თავს კახა მიქაიას ზუგდიდში?! [video]

15 ივლისს, “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელს, კახა მიქაიას თავს დაესხა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ბაჩუკი თოფურია.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 16:53 19-07-2010]
ინციდენტი რაიონის გამგეობის შენობის წინ, ღამის 10 საათისთვის მოხდა. როგორც კახა მიქაია ამბობს, ხელისუფლებამ მის მიმართ მორიგი პროვოკაცია განახორციელა -თოფურიამ მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადა.

მომხდარ ინციდენტს კახა მიქაია 8 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2-არხზე, გადაცემა “თავისუფალ ტრიბუნასა” და გაზეთ “ასავალ-დასავალში” გაკეთებულ იმ განცხადებებსა და ვიდეო ინტერვიუებს უკავშირებს, სადაც მან არსებული ხელისუფლების მორალური და ზნეობრივი სახე წარმოაჩინა. საუბარია გაეროში საქართველოს ელჩის, კახა ლომაიას მამის, ბორის ლომაიას ვიდეო ინტერვიუზე, სადაც მან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც “მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიას წისქვილ-მუზეუმის” გახსნაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობას ასახავდა.

ბორის ლომაიას ვიდეო-ინტერვიუ “პრესა.გე”-მ 2 ივლისს, სოფელ ნარაზენში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩაწერა. ინფორმაცია 27 ივნისს, ნარაზენში გამართული “ღონისძიების” შესახებ “პრესა.გე”-ს კახა მიქაიამ მიაწოდა.

ჩვენს ხელში აღმოჩნდა ასევე ის მოსაწვევიც, რომელიც ე.წ. პიკნიკზე დასასწრებად ხელისუფლებისა და საზოგადოების წევრებს ლომაიამ გაუგზავნა. “მოსაწვევი ბარათის” შინაარსის რეალობაში წარმოსახვა ჟურნალისტებისთვის ძალიან რთული და ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა.

უფრო მძიმე იყო ინტერვიუს შემდეგ ვიდეო მასალის გავრცელებაც. ამიტომაც, “პრესა.გე”-მ თავის დროზე ამისაგან თავი შეიკავა. (მოსაწვევი და მომავალ პიკნიკზე დასწრების პირობა ლომაისგან “პრესა.გე”-მაც მიიღო.) სტატიის ბოლოს მკითხველი ბორის ლომაიასთან ინტერვიუს ვიდეო-ჩანაწერსაც ნახავს, მანამდე კი ცნობილი “მოსაწვევის” შინაარსს უცვლელად გთავაზობთ.

“მოწვეული არიან მსმელი, მჭამელი და მტ...ელი მოქმედი მამაკაცები.
P.S. ბოლო მოთხოვნა სასურველია დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არატრადიციული სექსის მიმდევრები და გაუპარსავი პიჟონები პიკნიკზე არ გაიშვებიან. დასწრება მხოლოდ შორტებით.

P.S. ამ მოთხოვნას ქალბატონები შეასრულებენ თავისი სურვილისამებრ.
პიკნიკზე ბატონი ვიტალი თოფურიას რეკომენდაციით მოწვეული არიან მეგრული სიმღერის ხობის 2009 წლის ფესტივალის ლაურეატები, მეჩონგურე ქალბატონები.

პიკნიკზე პერსონალურად მოწვეულია შეუზღუდავი პასუხისმგებლობის საზოგადოება “სანუსის” პრეზიდენტი, ინჟინერ-მშენებელი და ფრაქტოლოგი, ბატონი შაქრო კვაშილავა, რომელიც გააკეთებს ექსპერიმენტალურ უფასო, უსისხლო ოპერაციას პიკნიკის ერთ-ერთ მონაწილეზე. ოპერაციის განათება უზრუნველყოფილი იქნება ჯიპების ავტონომიური ენერგორესურსებით.

პიკნიკის პროგრამაში შედის მოგონებები:
1. დიდ მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიაზე.
2. ნადეჟდა კრუპსკაიაზე.
3. ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ტრაგედიაზე.
4. პირველ ქალზე ჩვენს მამაკაცურ ცხოვრებაში.
5. მამათელ ედუარდ შევარდნაძეზე.

პიკნიკზე გათამაშდება ექსკლუზიური პრიზი ვიქტორინაში გამარჯვებისათვის:
1. რატომ იტყვიან შავი და თეთრი აბანოშიო გამოჩნდებაო?
2. რატომ არ დაბომბა გიტლერმა თბილისი?
3. დაგვისახელეთ პოლიტიკური ქორწინებანი საქართველოში.

ბაჩუკი თოფურიას მიქაიასთან გამკლავების მცდელობა “პრესა.გე”-სთვის ბუნებრივი რეაქციაა, რადგან საკრებულოს აპარატის თანამშრომელი სწორედ ის “ოპერატორია”, რომელიც ლომაიას თქმით, “მთელი ეს მსვლელობა” ვიდეო-კამერით დააფიქსირა. ლომაიას თანხმობის მიუხედავდ, თოფურიამ “პრესა.გე”-ს ფირი არ მისცა და განმარტა, რომ “იქ ისეთი რაღაცეებია, მას შენ კი არა, ლომაიასაც არავინ მისცემს, სულელია ეგ კაცი, როგორ მოგიყვა?!”

კახა მიქაიას კი, მოგვიანებით ის ვიდეო-მასალა გადასცეს, რომელიც “პიკნიკის” ერთ-ერთმა მონაწილემ მობილური ტელეფონით გადაიღო. მიქაია გადაღებულ კადრებს იმდენად ამორალურად მიიჩნევს, რომ მისი გავრცელებისგან თავს დღემდე იკავებს.

კახა მიქაია: “იციან, რომ ეს კადრები მაქვს და მათ გაღიზიანებას ჩემს განცხადებებთან ერთად ეს ფაქტიც იწვევს. თოფურია წუხელ, გამგეობის შენობიდან ალექსანდრე ქობალიას მიერ დაგეშილი გამომივარდა და ინციდენტის შემდეგაც იქ დაბრუნდა. ქობალიამ ამ შემთხვევაშიც მრავალჯერ ნაცადი ხერხი გამოიყენა და დაპირისპირების პროვოცირება სცადა.

დარწმუნებული ვარ, რომ ავყოლოდი, პოლიცია, რომელიც ალბათ იქვე იყო ჩასაფრებული, ჩემს დაკავებას შეეცდებოდა. ან საკმარისი იქნებოდა თუნდაც ქობალიასა და მისი თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც ხულიგნურ ქმედებას 31 დეკემბრის ღამეს თქვენთან, ჟურნალისტ ილია ჩაჩბაიასთან და მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად მიდასტურებდნენ.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, კრიმინალური მენტალიტეტი და ქუჩური გარჩევები ჩემთვის უცხოა. კაცური შეხვედრა შემიძლია და არა მათსავით ზურგში მიპარვა, თუმცა “კაცური” უკანალი, ვფიქრობ, მათ ლომაიას პიკნიკზე დარჩათ.

ის, რაც ნარაზენში მოხდა და რაზეც ლომაია საუბრობს, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ჯერ მარტო, რამხელა შეურაცხყოფაა ქართველი ქალის, სამეგრელოს წარსულის.

დღევანდელ ხელისუფლებას და ლომაიას საერთოდ არ აინტერესებთ ეს წარსული, ოღონდ კი მათ გამართონ ეს ორგიები, იქეიფონ და აკეთონ რაც უნდათ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ლომაიას ”პიკნიკი” არის დღევანდელი ხელისუფლების მორალური სახე.

დიახ, სამეგრელოში არსებობს მოსაზრება, რომ როლანდ ახალაია არის მამა-პროკურორი, მამა-იდეის აღმსრულებელი, იდეური მამა კი არის ბორის ლომაია. გასაკვირი არ არის ისიც, რომ ამ კაცის ოჯახში გაზრდილმა შვილმა დაანგრია საქართველოს განათლების სისტემა.

ეს მარაზმი კი, რაც ლომაიამ მოაწყო, ხელისუფლებამ დააფინანსა. მთელი სამხარეო ადმინისტრაცია, მთელი გამგეობისა და საკრებულოს აპარატი, ე.წ. ქალაქის მამები და ზუგდიდელი კოლორიტული ფიგურები ესწრებოდნენ ყოველივე ამას. ფრიდონ თოდუას ძმისთვისაც უნდოდათ ბუასილის ოპერაციის გაკეთება ”ჯიპების” შუქზე.

ამ ყველაფერში მთავარი მოქმედი გმირი კი, ლომაიას თქმით, გუბერნატორ გოროზიას მოადგილე, ვახტანგ ცხადაია ყოფილა...

მე პირდაპირ ვამბობ, სამეგრელოს სააკაშვილზე დიდი მტერი არ ჰყავს და არც ჰყოლია. სააკაშვილის მთელი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სამეგრელო დააჩოქოს. ლომაიას ”პიკნიკიც” ამას ემსახურებოდა!

presa.ge


ფოტოზე: კახა მიქაია
გამოყენებისას "ღია ბოქლომის"
მითითება აუცილებელია.
READ MORE - რატომ და ვინ დაესხა თავს კახა მიქაიას ზუგდიდში?! [video]

რუსეთ-საქართველოს წინასწარ განწირული მოლაპარაკებები

"მართლაც, არ გამოირიცხება მზაობა რუსეთ საქართველოს შორის დიალოგისთვის, რომლის მიზანი მხოლოდ დიალოგი იქნება. შედეგიანობის რეალობა, სამწუხაროდ, დაბალია", - ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

გაზიარება
[სალომე ცეცხლაძე. 15:50 12-07-2010]
ის, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადაა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ გვამცნო. პასუხად სააკაშვილმაც დაადასტურა რუსეთთან უპირობო თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ.

ექსპერტების აზრით, შესაძლოა, დიალოგი მართლაც დაიწყოს, მაგრამ მის შედეგიანობაში ეჭვი ეპარებათ.

პოლიტოლიგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის სურვილი საქართველოსა და რუსეთს შორის ორივე სახელმწიფოს მხრიდან განიხილება, როგორც საკუთარი თავის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის სურვილის ფონი. მისი აზრით, ეს სურვილი ამ ეტაპზე ქართულ-რუსულ ურთიერთობების ჩიხურ მდგომარეობაში შესვლის გამო დასავლეთის შეშფოთებამ გამოიწვია. დასავლეთის პოზიცია კი უხერხულობას უქმნის როგორც საქართველოს, ისე რუსეთს.

რამაზ საყვარლიძის თქმით, ამ ეტაპზე ორივე მხარეს აწყობს მოლაპარაკებების დაწყება. რუსულ მხარეს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და ოკუპაციის გამო საყვედურობს, რადგან მათ დაგმეს რუსეთის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში.

"როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი არის აშშ. აშშ-ის დღევანდელი საპროგრამო ხაზი "გადატვირთვის" და მშვიდობიანი ურთიერთობების პოლიტიკაა, ამიტომ, თუ რუსეთი და საქართველო ამერიკასთან ურთიერთობას აპირებენ, მათ უნდა აჩვენონ, რომ კონფლიქტი არ უნდათ და მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის მზად არიან", - ამბობს საყვარელიძე.

ექსპერტ გოგი ხუციშვილის თქმით, არც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაა მზად იმისთვის, რომ დიალოგი გამართოს რუსეთთან და არც რუსეთი. ამიტომ დიალოგის გადაწყვეტილება ორივესთვის მტკივნეული ნაბიჯია.

მისი აზრით, ქვეყნებმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგეს, რომ არსებობს საერთაშორისო ზეწოლა და მოთხოვნა მსოფლიოს ისეთი წამყვანი ძალისგან, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი. ხუციშვილი აშშ-ს ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს ანიჭებს, რადგან მისი პოლიტიკა რუსეთის გაუცხოებაში ან მის იზოლირებაში აღარ მდგომარეობს, რაც ბუშის პოლიტიკის მიზანი იყო.

ხუციშვილის თქმით, "გადატვირთის" ფონზე ამერიკა და დასავლეთ ევროპა ცდილობენ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ააწყონ. არა იმიტომ, რომ რუსეთს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცენ, არამედ იმიტომ, რომ ჩართოს რუსეთი სხვადასხვა პროცესებში, რაც ამ ქვეყანას პასუხისმგებელს გახდის თავის ქმედებაში და უფრო გახსნილი იქნება ურთიერთობებში.

"ყველა ჩვენი მოკავშირე, გარდა ბალტისპირეთის ქვეყნებისა, გვეუბნება, რომ საჭიროა დიალოგის დაწყება. ამიტომ უცხოეთის დასანახად რუსეთი და საქართველო აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან", - ამბობს ხუციშვილი.

ცისკარიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ამ დიალოგში ვინმე შუამავალი, მოდერატორი, რადგან ძნელი წარმოსადგენია, დიალოგს შედეგი მოჰყვეს, თუ რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ან პოლიტიკოსი არ ჩაერთო შეხვედრის დღის წესრიგის მომზადებაში და მისი დიალოგის წარმათვას ხელი არ შეუწყო.

ცისკარიშვილის თქმით, უნდა ვეცადოთ ეს მოლაპარაკებები "ჟენევის ფორმატის მსგავს გართობად" არ გადაიქცეს:
"ამ შემთხვევაში გვექნება კონტაქტი რუსეთთან, მაგრამ არ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული. თუ მხარეები მხოლოდ საკუთარი ქვეყნების მეხოტბეები იქნებიან, შეიძლება ორმხრივი ურთიერთობება უფრო გამწვავდეს, ვიდრე რაიმე საკითხი მოგვარდეს".
ცისკარიშვილის აზრით, მსგავს მოლაპარაკებებში რუსეთის ერთ-ერთი მკაფიო პოლიტიკური მიზანი დროის გაწელვა იქნება. ამიტომ თავდაპირველად შესაძლოა მათი მხრიდან საუბარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ დაიწყოს. საბოლოოდ კი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დათმობების ხარჯზე რუსეთი მიიღებს ჩვენი ქვეყნის თანხმობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში გაერთიანებაზე და კვლავ გაიყინება ეს ურთიერთობები.

ექსპერტის აზრით, ჩვენ თავად გვეშინია საკუთარი ინიციატივების. უნდა დადგეს საკითხი ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით არსებული კონფლიქტის გამიჯვნისა და ცალკ-ცალკე სტრატეგიების შემუშავაებისა. ეს კონფლიქტები არ არის ერთი და იმავე მიზეზებით წარმოშობილი და არც მათი დარეგულირება იქნება შესაძლებელი საერთო რეცეპტით. მათ ინდივიდულურობასთან ერთად აუცილებელია გავითვალისწონოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის განწყობები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი მაშინ გახდება საქართველოს ნაწილი, როცა ამას თვითონ მოინდომებენ.

ცისკარისვილის თქმით, ჩვენ ეს კარგად უნდა გავიაზროთ, თუ ვაპირებთ მოვლენების მშვიდობიან განვითარებას და არა მარტო ლაპარაკს ამ პრობლემის მოგვარებაზე, არამედ ფიქრსაც.

"ყოველთვის მოვლენების უკან მივჩანჩალებთ და ვცდილობთ დავიწუნოთ სხვა პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ფორმატი. შემდეგ გადის წლები და სანატრელი გვიხდება ის ფორმატი, რომლსაც ორიოდე წლის წინ ასე გაშმაგებით ვებრძოდით", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური მოტივაცია სურვილზე მაღლა დგება. ამბობს, რომ მეფეებს ხშირად არ მოსწონდათ თავისი საცოლე, მაგრამ მაინც ირთავდნენ მას. ასეთი სიტუაციაა ახლაც.

მისი აზრით, ის, თუ რატომ აქვს საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი, ცხადია - დიალოგის დაწყების საქართველოს პოლიტიკური მოტივაცია კონფლიქტის შემსუბუქება, ქვეყნის მთლიანობაზე საუბრის დაწყებაა.
საყვარელიძეს იხსენებს ხელისუფლების არგუმენტს, რომლის თანახმადაც სანამ არ განვვითარდებოდით, მანამ მოლაპარაკებებს არ დავიწყებდით. ეს არგუმენტი სამართლიანად გააკრიტიკა როგორც შიდა ოპოზიციამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა - მოლაპარაკება ხომ მაშინ გჭირდება, როცა გინდა მიზანს მიაღწიო.

რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტის აზრით, რუსეთმა 2008 წლის მოვლენებით ყველაფერი მიიღო რისი მიღებაც უნდოდა. როგორც დასავლეთს დაჰპირდა, დასავლეთ სერბიის აღიარებაზე შური იძია, ამერიკას დაანახა, რომ მუშტის გამოყენებაც შეუძლია, თავის ნათქვამს უკან არ წაიღებს და დასავლეთის ყველა თვითნებობაზე ხელს აღმართავს ისე, რომ მას ვერაფერს მოუხერხებენ. ამასთანავე, რუსეთმა აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობაც დაიწყო.

"ახლა კი რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის ყოველთვიურად მილიონების გადახდა ეკონომიკურ ტვირთად აწევს. ეკონომიკური ტვირთთან ერთად პოლიტიკური ტვირთის ამძიმებს", - ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, ისმება კითხვა - ვის შორის და რა დონეზე იწარმოებს მოლაპარაკებები. როცა რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილთან არ ვილაპარაკებო, შეიძლება დიალოგის წარმოებისას უფრო დაბალი ფიგურები შემოვიდნენ. ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები გაიმართება მესამე მხარის საშუალებით, თუ უშუალოდ რუსეთ-საქართცელოს შორის.
"ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი გარდა იმისა, რომ მათ აქვთ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი", - ამბობს საყვარელიძე.

ხუციშვილის თქმით, ამ მოლაპარაკებებით რუსეთი არაფერს კარგავს, საქართველოსთვის კი იგი უსაფრთხოებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით, სამომავლო რისკს შეიცავს.

"რუსეთი რომ არაა მზად ამ მოლაპარაკებებისთვის, არ მგონია, მას ეს აღელვებდეს, მაგრამ ჩვენ რომ არ ვართ მზად, ეს არის რისკი. იმ საკითხებში, რაშიც რუსეთთან თანამშრომლობა გამოდის, უნდა ვითანამშრომლოთ. ეს არის ნორმალური ურთიერთობები და პოლიტიკა, თუნდაც ჩვენ მიმართ ისეთ არაკეთილგანწყობილ ქვეყნასთან ურთიერთობაში, როგორიც რუსეთია", - ამბობს ხუციშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად დიალოგზე საუბრისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება მსოფლიოში, რომ კონფრონტაციისთვის ვემზადებით. სულ ვაჩვენებთ, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია კონფრონტაცია და არა რაიმე საკითხში თანამშრომლობა. ტელევიზიები და ყველა პროპაგანდული მანქანა ჩვენს ქვეყანაში იმაზე მუშაობენ, რომ ხალხს დაანახონ რა ცუდი და უსამართლლოა რუსეთი, პატარა ბავშვებსაც შთააგონებენ ამას.

"ჩვენ ვაჩვენებთ, რომ რუსეთი არის ისეთი ურჩხული, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა, მენეჯმენტი, ურთიერთობის პოზიტივზე გათვლა შეუძლებელია; ის მაინც მოგატყუებს, დაგჩაგრავს, ეცდება ჩაგყლაპოს, დაგყოს და ა.შ. რუსეთის ასეთი გაგება გამორიცხავს იმას, რომ გამოიყენებ ურთიერთობის შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს. ხალხში თესავ გაუცხოებას რუსეთის მიმართ, ამიტომ რუსეთსაც არ უჩნდენა სურვილი შენთან ურთიერთობისა და რაიმე პრობლემის მოგვარებაში დახმარებისა - თუნდაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემას ეხებოდეს ეს", - ამბობს ხუციშვილი.

მისი აზრით, რუსეთშიც ამ მხრივ საქართველოსმაგვარი სიტუაციაა, ხოლო როცა მხარეები დიალოგის აუცილებლობის შესახებ ლაპარაკობენ, ამავე დროს, კონფრონტაციის შენარჩუნებას არ უნდა უწყობდნენ ხელს. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის პოლიტიკასაც.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "მირთან" ინტერვიუში განაცხადა:

"პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, როცა რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოსას რუსეთში შვეიცარია წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ ნორმალური კონტაქტებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამით როგორც რუსი, ისე ქართველი ერი დაინტერესებულია. ჩვენ მოძმე ერები ვართ, რომელთა ერთმანეთზე გადაკიდება რთულია, თუმცა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზუსტად ამას მიაღწიოს".
"რეზონანსი"
READ MORE - რუსეთ-საქართველოს წინასწარ განწირული მოლაპარაკებები

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ „კვირის პალიტრის" და მისი ჟურნალისტის სარჩელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ გაზეთ „კვირის პალიტრის" და მისი ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის, სარჩელი არ დააკმაყოფილა 15 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

გაზიარება
[ლანა ბერიძე. 04:00 16-10-2010]
რედაქცია, ჟურნალისტთან ერთად, პარაფსიქოლოგს ცილისწამებაში ადანაშაულებს, ამასთან, ხათუნა პაიჭაძე, მისთვის პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით, ლომაიასგან კომპენსაციას - 50 ათას ლარს - მოითხოვს.

კერძოდ, საქმე ეხება მიმდინარე წლის 2 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში" გასულ სიუჟეტს, სადაც გამოყენებული იყო ლომაიასთან ინტერვიუს ჩანაწერი და აუდიოჩანაწერი. როგორც, სასამართლო პროცესზე გაირკვა, აუდიოჩანაწერი ტელეკომპანიას ლომაიამ მიაწოდა.
კომენტარში ლომაია "კვირის პალიტრას" სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა. აუდიოჩანაწერში კი, თითქოს, ხათუნა პაიჭაძე მას ფულს სძალავდა.
რედაქციას მიაჩნია, რომ ამ ინფორმაციამ გაზეთის „საქმიანი რეპუტაცია შელახა".

15 ოქტომბერს გამართულ პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ლომაიამ „კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ხათუნა პაიჭაძეს, ცილი მართლაც დასწამა, რადგან ხმა, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის, ხათუნა პაიჭაძეს არ ეკუთვნის. ამის მიუხედავად, აღნიშნა მოსამართლემ, ჟურნალისტს იმდენი ზარალი არ მიადგა, რომ ლომაიამ მას 50 ათასი ლარი გადაუხადოს.

პროცესის შემდეგ „კვირის პალიტრის", საქართველოს ერთ-ერთი დიდ ტირაჟიანი გაზეთის, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

„გაუგებარია მოსამართლის მოტივაცია, როდესაც ის ამბობს, რომ ხათუნა პაიჭაძეს ცილი მართლაც დასწამეს, მაგრამ მას ზარალი არ განუცდია", თქვა კორძაძემ.

"ირაკლი ლომაიას ბრალდება, თითქოს, გაზეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს ფულს სძალავდა, გავრცელდა 8-საათიანი "ქრონიკით" და არა რომელიმე რაიონული გაზეთით, რამაც "კვირის პალიტრის" საქმიან რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა",- დასძინა ადვოკატმა.

უფრო ადრე, 8 ოქტომბერს გამართულ პროცესზე, ირაკლი ლომაიას ადვოკატებმა "კვირის პალიტრასა" და ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძეს ხელის ჩამორთმევისკენ მოუწოდეს.

"მე, მოგიწოდებთ, რომ საქმე მორიგებით დასრულდეს. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და სარჩელი გავიწვიოთ",- მიმართა ლომაიას ადვოკატმა თემურ ტაბატაძემ მომჩივან მხარეს. ამასთან, მან დასძინა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფის წინააღმდეგ შეტანილი დაუსაბუთებელი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ადვოკატ თემურ ტაბატაძის თქმით, ირაკლი ლომაიას მართლაც ეგონა, რომ მას ხათუნა პაიჭაძე ესაუბრებოდა, რადგან ფულს მისი სახელით და გვარით სძალავდნენ.
media.ge
READ MORE - სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ „კვირის პალიტრის" და მისი ჟურნალისტის სარჩელი

კახა ლომაიას თანაგუნდელები სააკაშვილს უკვე მწარედ აკრიტიკებენ

კახა ლომაიას რეფორმატორი თანაგუნდელები განათლების ამჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს უპირისპირდებიან...

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 15:48 12-07-2010]
– ამ სფეროში გატარებულ ცვლილებებს, უწუნებენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის არ უნდა ერეოდეს იმაში, რაშიც არაკომპეტენტურია.

პრესა.გე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტში გადასვლამდე, განათლების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის დირექტორი – ერთ–ერთი მთავარი რეფორმატორი გახლდათ.

როგორ აფასებთ განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს?
- ბოლო 5 თვის განმავლობაში რაც ხორციელდება, იმისგან განსხვავებულია, რისი გატარებაც მანამდე მიმდინარეობდა. ზოგადად, პრობლემა ისაა, რომ ახლანდელი ცვლილებები ისე ხორციელდება, რომ მიზანი ვითომ იგივეა, რაც იყო ადრე, მაგრამ რეალურად, ის საშუალებები, რასაც დღეს სახელმწიფო გვთავაზობს, იმ მიზნებს ეწინააღმდეგება, ან იმ მიზნების მიღწევას შეუძლებელს ხდის.

რას იტყვით, გამოსაშვები გამოცდების დაბრუნებაზე?
– განათლების ხარისხის კუთხით, რაიმე დადებითი ცვლილების მომტანი არ იქნება – სკოლიდან მოსწავლეების გადინებასთან დაკავშირებით სიტუაციას გაართულებს; მასწავლებლები ახალი მეთოდებით აღარ ასწავლიან, რადგან ეს მეთოდები გულისხმობს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების მქონე მოქალაქის გაზრდას, ხოლო ტესტი არც ამ კრიტიკულ აზროვნებას ამოწმებს მაინცდამაინც და არც შემოქმედებით აზროვნებას; მით უმეტეს, არ ამოწმებს სოციალურ უნარ–ჩვევებს; პრობლემა ისაა, რომ მასწავლებლები გადაერთვებიან სწორედ ამ ტესტებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე, რაც ძალიან დააზიანებს იმ სკოლებს, სადაც განვითარებაზე ორიენტირებული, კარგი მასწავლებლები ჰყავთ.

რა აზრის ხართ თქვენს დროს გაუქმებული სპეც–სკოლების აღდგენაზე?
– სპეც–სკოლები ჩემს დროს არ გაუქმებულა; უბრალოდ, გაუქმდა სამინისტროს პრეროპგატივა, რომ სპეც–სკოლები დაეარსებინა. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ადრე სახელმწიფოს რომელიმე სკოლისთვის ნებართვა უნდა მიეცა, რომ გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა და 2005 წლიდან დაწყებული, ახალი სისტემით, ნებისმიერ სკოლას შეეძლო გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა.

ანუ, სახელმწიფომ ის შეზღუდვა მოხსნა, რომელიც სისტემაში სპეც–სკოლებთან დაკავშირებით არსებობდა და ყველა სკოლას უბიძგა, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი პროფილი თვითონ განესაზღვრა – სისტემა იმდენად თავისუფალი და მოქნილი გახდა, რომ ნებისმიერ სკოლას, ნებისმიერი საგნისთვის დამატებითი საათები შეეძლო დაემატებინა.

დღეს, როცა სპეც–სკოლების აღდგენაზე ვსაუბრობთ, მინისტრი, რომ ჩადის და ამბობს, “ეს სკოლა მე აღვადგინე“, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ სკოლას პროფილი თავისთავად შენარჩუნებული ჰქონდა. სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად სპეც–სკოლის შექმნაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ სპეციალური დაფინანსება გამოიყოფა (მაგალითად, ფიზიკა–მათემატიკური გაძლიერებული, ან სპორტული სკოლებისთვის) და სკოლები რაღაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ, თორემ, მაგალითად, თუ კომაროვის სკოლა ჩვეულებრივ დაფინანსებას იღებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სკოლა თბილისში, ან საქართველოს მასშტაბით, მაშინ სახელმწიფოსთან მიმართებაში ამ და სხვა სკოლას შორის რა განსხვავებაა?! – ერთადერთი განსხვავება ისაა, თქვა, რომ ესაა ფიზიკა–მათემატიკური სკოლა.

როგორ აფასებთ სკოლებში მანდატურების შეყვანას, რომელთა ასაკი 20 წლიდან განისაზღვრება?
– მანდატურის საჭიროება ზოგიერთ სკოლაში შეიძლება არსებობდეს, სადაც მოსწავლეების ქცევასთან დაკავშირებით პრობლემაა, მაგრამ ის ფორმა, რომლითაც დღეს მანდატურების შეყვანა ხდება, ზოგადად სისტემის არსს ეწინააღმდეგება იმ მხრივ, რომ სკოლას არა აქვს უფლება მანდატური თვითონ იქირავოს, ან საკუთარი თანამშრომელი შეარჩიოს. ეს მანდატური რეალურად ამ სკოლის მიერ დაქირავებული ადამიანი არ არის და შესაბამისად, სკოლის წინაშე მაინცდამაინც პასუხსაც არ აგებს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანი სკოლაში დირექტორის ძალაუფლებას ასუსტებს და იმის განცდას ქმნის, რომ სკოლა დამოუკიდებელი აღარ არის და სკოლაში მომუშავეებს მანდატურის მეშვეობით პირდაპირ სახელმწიფო აკონტროლებს.

ასევე, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და რომელშიც გაწერილია ის ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მანდატური, კონკრეტულ შემთხვევაში. ერთადერთი წყარო, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რას აკეთებს მანდატური, არის სატელევიზიო და სხვა სახის ინტერვიუები, სკოლის დირექტორებთან, თუ მინისტრთან. ასე რაიმეს დანერგვა, უბრალოდ მიუღებელია.

ადრე, 2004–დან 2009 წლის ბოლომდე, ნებისმიერი ასეთი ცვლილების წინ, კონცეფცია იწერებოდა, სამინისტროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამაზე ემსჯელა; შემდეგ იწყებოდა ხოლმე ამის დანერგვა.

რამდენად ახლოსაა სიმართლესთან, რომ ლომაიას მინისტრობისას განათლების სფეროში ძირითადად ის ცვლილებები ხორციელდებოდა, რაც თქვენს თავში იხარშებოდა?
– აგიხსნით, გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდებოდა – სამინისტროში ჯგუფი იყო, რომელიც სტრატეგიულ მიმართულებებზე ფიქრობდა. შემდეგ, ის ჯგუფი კონცეფციებს ქმნიდა, რომელთაც საჯაროდ ვავრცელებდით – სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვუგზავნიდით, მათ ვიწვევდით, სამინისტროში ამის განხილვა ხდებოდა და შემდეგ მინისტრი გადაწყვეტილებას იღებდა. ასე რომ, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა ისე, რომ ვიღაც ერთმა ადამიანმა მოიფიქრა და შემდეგ მეორე ადამიანმა ეს თავის გადაწყვეტილებად მიიღო.

ხომ შეიძლება, რომ ერთმა მოიფიქრა და დანარჩენებმა მისაღებად ჩათვალეს და გაიზიარეს?
– რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტული იდეა, ერთი ადამიანის თავში შეიძლება დაიბადოს, მაგრამ ის ხორცს ყოველთვის განხილვების საფუძველზე ისხამს. ანუ, ეს არ არის ერთი ადამიანის დაწერილი და შემდეგ სხვა ადამიანების მიერ განხორციელებული.

ახლა ვის თავში იბადება იდეები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში განათლების სფეროში ხორციელდება?
– სამწუხაროდ, მე არ მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც დღეს პოლიტიკის განსაზღვრაში უშუალოდ მონაწილეობენ. ვიცი, რომ ძალიან ხშირად ტარდება შეხვედრები, როცა სამინისტრო იბარებს სკოლის დირექტორებს, ჟურნალისტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს აცნობს. წინასწარაა ცნობილი, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას მოეწონა.

მაგალითად, პრეს–რელიზები შეხვედრებამდე რიგდება, სადაც წერია, რომ “შეხვედრამ აბსოლუტურად დადებით ატმოსფეროში ჩაიარა, ყველას მოეწონა, განიხილეს“ და ასე შემდეგ, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სამინისტროს არ აინტერესებს, კონკრეტული ადამიანები მოცემულ მომენტში რას ფიქრობენ.

დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს, სასკოლო სახელმძღვანელოებს ყოველწლიურად, რომ აღარ განაახლებენ?
– 2005 წლიდან სახელმძღვანელოების განახლება სამ წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ხოლო 2009 წლის გაზაფხულიდან, ხუთ წელიწადში ერთხელ. ასე რომ, დღეს ამასთან დაკავშირებით ახალი არაფერია.

მე მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე გეკითხებით, რომელიც იანვარში გააკეთა – ოჯახებს ყოველწლიურად არა აქვთ საშუალება, ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები იყიდონ, ასე არ შეიძლებაო.
– სააკაშვილმა 2009 წლის იანვარშიც ზუსტად იგივე განაცხადა. ანუ 2010 წლის იანვარში, ეს უბრალოდ იმის გამეორება იყო, რაც მანამდე თქვა და რაც შეცდომა გახლდათ. როგორც ჩანს, მას არასწორი ინფორმაციას აქვს.

2010 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ უმეცრები არიან ისინი, ვინც განათლების სფეროში ცვლილებები განახორციელაო და საინტერესოა, ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?
– ჩემი ემოციები ახლა ალბათ არავის აინტერესებს.

მე მაინტერესებს, მკითხველს აინტერესებს.
– არა მგონია მკითხველს განათლების სპეციალისტის ემოციები აინტერესებდეს.

უკაცრავად, მაგრამ თქვენი ემოცია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თქვენ ხართ ერთ–ერთი მთავარი იმჟამინდელ რეფორმატორებს შორის – რა განცდა გქონდათ როცა თქვენი ამდენი წლის ნაშრომზე თქვა, რომ ეს იყო უმეცრება და მეტი არაფერი?
– როგორც გითხარით, ემოციაზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს, ისეთი დეტალების განხილვაში, რომელსაც ის მუდმივად განიხილავს, იქნება ეს კონკრეტული საგნის სწავლება, თუ ის, სკოლაში ზარი უნდა დაირეკოს თუ არ უნდა დაირეკოს. ანუ მან პოლიტიკა, ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს.

აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მსჯელობდა იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს პრობლემა ინოვაციურ პოტენციალში და ამის გამოა კომპიუტერიზაცია მნიშვნელოვანი, ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ როდესაც ის მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ქიმია და ფიზიკა, ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან, უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა, რადგან არ შეიძლება პოლიტიკოსი ისეთ საკითხებში ჩაერიოს, რაშიც ის არაკომპეტენტურია.

დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების ერთად ჩატარება?
– ერთად არ ტარდება, ანუ შინაარსობრივად ერთი არ არის. სკოლის დასამთავრებლად საჭიროა 9 გამოცდის ჩაბარება და კიდევ 4 გამოცდის ჩაბარება იმისთვის, რომ უმაღლესში მოხვდე. ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ეს უბრალოდ, ართულებს დაადასტურონ, რომ არიან განათლებულები, მაშინ როდესაც ადამიანები საკუთარი განათლებას 12 წლის განმავლობაში ადასტურებენ.

მინისტრს დირექტორების დანიშვნა რომ შეეძლება, თუ სამეურვეო საბჭოები ვერ აირჩევენ, ამაზე რა აზრის ბრძანდებით?
– ეს არის კომპრომისული ვარიანტი. მინისტრმა თავდაპირველად გაახმოვანა ის, რომ არჩევნები საერთოდ აღარ ჩატარდებოდა და დანიშვნები იქნებოდა. ახლა საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ თუ ვერ აირჩია, მაშინ იქნება დანიშვნა. სახელმწიფო სკოლას უნდა დაეხმაროს იმაში, რომ მან არჩევა შეძლოს. ანუ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდს სკოლებს, რომ მათ ისწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი დაწესებულება დემოკრატიულად და როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არა აიღონ სკოლის ნაცვლად პასუხისმგებლობა ისეთ საკითხებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა მას არა აქვს.

მართლაც ჩაატარა თუ არა საკადრო წმენდა ახალმა მინისტრმა – ისინი, ვინც თქვენთან ერთად რეფორმას ახორციელებდნენ, ისევ სამინიტროში არიან თუ გამოუშვეს?
– ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს მუშაობს დეპარტამენტების უფროსებად, ან მოადგილეებად, ახალი მისულები არიან; თუმცა, არიან ძველებიც; იგივე მინისტრის მოადგილეები – ირინა ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე. პრობლემა ისაა, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ან თვითონ წამოვიდა, ან გამოუშვეს და მათ შორის ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, ვისაც განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. სამინისტრო სოროსის ფონდთან ერთად პროგრამას ახორციელებდა, რომელიც კოლუმბიის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ახალგაზრდების გაგზავნას გულისხმობდა, იმისთვის, რომ განათლების პოლიტიკა, მართვა და ადმინისტრირება ესწავლათ. დღეს სამინისტრო ასეთ ადამიანებს სამწუხაროდ, ვერ იყენებს.

თქვენ, ფაქტობრივად, არაფერზე გითქვამთ, რომ კარგია – ამჟამინდელი მინისტრის მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება გააკრიტიკეთ.
– თქვენ არ გიკითხავთ იმაზე, რა არის კარგი. სისტემური ცვლილებები, რაც დღეს ხორციელდება, კარგი არ არის.

რატომ გვეუბნებიან, რომ განათლების სფეროში რეფორმა უმეცრებმა გაატარეს, მაშინ, როცა აქამდე, 6 წლის განმავლობაში გაიძახოდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული?
– არ ვიცი. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო თვლის, რომ ის საზოგადოება, რომელიც სკოლის ცხოვრებაშია ჩართული, არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომელიც არის სწორი; შესაბამისად, ამას მოჰყვება მთავრობის არაპოპულარულობა და ამიტომ, ცდილობს გადადგას პოპულარული ნაბიჯები, თუნდაც იყოს არასწორი.

presa.ge
READ MORE - კახა ლომაიას თანაგუნდელები სააკაშვილს უკვე მწარედ აკრიტიკებენ

"ახლა არ თქვათ, ბატონო ირაკლი, მიკი - ეს ჩემი ფსევდონიმია და საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის მოქალაქეც ვარო"

ლომაიას ქრონიკები - თაღლითი, მეტსახელად "პარაფსიქოლოგიის მამა"; "თუ გადავაწყდი სადმე, დავმუხტავ, დავმუხტავ, დავმუხტავ!.."; "თქვენისთანა თაღლითების გამოაშკარავება ჩემთვის პატივია"

გაზიარება
[ხათუნა პაიჭაძე. 19:36 05-07-2010]
მას შემდეგ, რაც ირაკლი ლომაიამ სკანდალური "ბრალდებები" წამოაყენა და ტელევიზიებს "მამხილებელი ჩანაწერებიც" მიაწოდა "კვირის პალიტრისა" და პირადად ჩემს წინააღმდეგ, გადავწყვიტე ირაკლი ლომაიასთვის კიდევ ერთხელ მიმეჩინა ადგილი. ირაკლი ლომაიასთან ბრძოლა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ამიტომაც მივიჩნიე, რომ "კვირის პალიტრაში" შარშან გამოქვეყნებული მამხილებელი სტატია სრულიად საკმარისი იქნებოდა იმის გამოსააშკარავებლად, თუ ვინ არის სინამდვილეში ე.წ. "პარაფსიქოლოგიის მამა" ირაკლი ლომაია, მაგრამ აშკარად შევცდი.

ირაკლი ლომაიამ, როგორც თაღლითებს სჩვევიათ ხოლმე, მიზანმიმართულად დაიწყო შელახული პრესტიჟის რეაბილიტაცია პრესისა თუ ტელევიზიების საშუალებით და შეტევაზე გადმოსვლაც კი გაბედა.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ბატონი ლომაია საქართველოდან მართლაც "აითესა". ძებნისა და წინ და უკან სირბილის მიუხედავად, მაშინ ირაკლი ლომაიას ასავალ-დასავალს ვეღარსად მივაგენით, - პირადი ტელეფონი გათიშული ჰქონდა, საიტზე მითითებული ტელეფონები კი არ მუშაობდა. დიდი მცდელობის შემდეგ ერთ-ერთ სარეკლამო სტატიაში მითითებულ ნომერზე გვიპასუხეს, უკვე დავიღალეთ ზარებით, ლომაიას მთელი ქვეყანა ეძებს და არ ვიცით, სად არის, თავი დაგვანებეთო.

ამის გამო კარგარეთელის #8-ში (სადაც ირაკლი ლომაიას ოფისი იყო) მივედით. კარი დაკეტილი, ხოლო აბრა "ლომაია" ჩამოხსნილი დაგვხვდა. ეგრეთ წოდებული ოფისი იაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. როგორც ბინის მფლობელმა მაშინ გვითხრა, დამქირავებელი უეცრად გამქრალა, არც ოფისის ქირა გადაუხდია, მხოლოდ წერილი დაუტოვებია, ისე არ დაგტოვებთ, თქვენსა და ყველას ვალს აუცილებლად გადავიხდიო.

ლომაიას ქონება - მშენებარე ბინა ვაკეში და ორი ავტომობილი (მათ შორის "მერსედესი", რომელსაც ნომრის ნაცვლად ლომაია ეწერა) რომ სააღსრულებო ბიურომ აუქციონზე გაყიდა TBC ბანკის ვალების გამო, ეს ოფიციალურად იუსტიციის სამინისტროს საიტზე იყო მითითებული.

...ირაკლი ლომაიას საიტზე კი იდო ე.წ. "მკურნალი ფოტო", რომელიც თურმე ნებისმიერი დაავადებული ორგანოს სამკურნალოდ გამოიყენებოდა და რომელსაც ლომაია 30 დოლარად და 99 ცენტად ყიდდა(?!).

ზინაიდა, ირაკლი ლომაიას ყოფილი კლიენტი: "ჩემმა დისშვილმა სმა დაიწყო. ვერაფერი ვუშველე. ექსტრასენსებისა და თაღლითების არ მჯერა, მაგრამ ირაკლი ლომაიას "უნიკალური შესაძლებლობების" აღწერით აჭრელებული იყო მთელი პრესა, ტელევიზიები გადაცემებს უძღვნიდნენ, ლამის მესიად წარმოადგინეს - ხან მირონი სდისო, ხან ჯვრები და ეკლესიები ესახება სხეულზეო, ხან ყველას და ყველაფერს კურნავსო. რა ვიცი, რას აღარ წერდნენ და უჩვენებდნენ. ახლა კი ვიცი, მაგრამ მაშინ რა ვიცოდი, რომ ჩარჩოში ჩასმული და R-იანი სტატია რეკლამაა, დაფინანსებულია.

ეს არც ახლა იცის მოსახლეობის 90%-მა, ჩემსავით სიმართლე ჰგონიათ. მოკლედ, ლომაიასთან მივედი და ჩემს გასაჭირს მოვუყევი. მითხრა, აუცილებლად განვკურნავ თქვენს ძმისშვილს, აგერ ხელშეკრულება დავდოთო. 30 სანთელი მომცა, ყოველდღე დაანთეთ და ერთი თვის შემდეგ მოდითო. ამ მომსახურებაში 200 ლარი გადავიხადე. ჩემს დისშვილს რომ არაფერი ეშველა, ლომაიას მენეჯერს დავურეკე. მიპასუხა, აქ არ არის ბატონი ირაკლიო. ოფისში მივაკითხე. იქ ვიღაც ტანმაღალი კაცი დამხვდა, მგონი, ლევანი ერქვა, მითხრა, ექიმთანაც უნდა მიიყვანოთ, სისხლი გაუწმინდოთ, ნემსები გაიკეთოს, აბა, ისე როგორ გინდათო.

კი მაგრამ, სისხლი თუ გავუწმინდე, ექიმთან ვატარე და ნემსები ვუკეთე, ლომაიას 200 ლარი რაში გადავუხადე-მეთქი? მოკლედ, კიდევ მომცეს სანთლები და მითხრეს, თუ არ ეშველა, 40 ლარს დავიტოვებთ, დანარჩენს უკან დაგიბრუნებთო. ჩემი დისშვილი კი ისევ სვამდა. დავდიოდი და ვიხვეწებოდი, იქნებ ირაკლიმ დაურეკოს მაინც და დაელაპარაკოს-მეთქი, მაგრამ მკურნალობას ვინ დაეძებდა, არც ერთხელ არ დაურეკავს. ერთხელ მითხრა, დავრეკე და შინ არ იყოო. მაგრამ მივხვდი, იცრუა. რაღას ვიზამდი, დავანებე თავი.

არც ფული დაუბრუნებია. რამდენჯერმე მივედი ლომაიას სანახავად, მაგრამ ამაოდ. ერთ მშვენიერ დღეს ისევ მივაკითხე ოფისში, მაგრამ დაცვა დამხვდა, რადგან იმ კორპუსის მობინადრეები შეწუხებულან ლომაიას მაძებარი ხალხის მისვლა-მოსვლით. რომ გაიგეს, ერთ-ერთი მეც ვიყავი, როგორ ენდობით ასეთ ხალხს, რამ დაგაბრმავათო.

ლომაიასთან სასოწარკვეთამ მიმიყვანა. წყალწაღებული რომ ხავსს ებღაუჭები, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ვიდრე ლომაიასთან კაბინეტში შევიდოდი, დარბაზში ეკლესიებისა და ცნობილი ადამიანების გვერდით გადაღებული უამრავი ფოტო მომხვდა თვალში. ზოგი კლიენტი ეჭვობდა, ამან რა უნდა გვიშველოსო, მაგრამ რატომღაც თავს ვიდებდი, ნუ გეშინიათ, აუცილებლად გვიშველის-მეთქი! ლომაიასთან მკურნალობის შემდეგ ჩემს დისშვილს დიაბეტი და ტუბერკულოზი დაემართა.

ჩემი გვარის დასახელება მხოლოდ იმიტომ არ მინდა, მრცხვენია, თაღლით ირაკლი ლომაიას რომ მოვატყუებინე თავი. განათლებული ქალი ვარ, სამარცხვინოა, აბა, რა, ლომაიასთან რომ მიხვალ სამკურნალოდ?!"

მკითხველს ამგვარი მაგალითებით თავს აღარ შევაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალთ. საინტერესოა:

რამდენ ხანს უნდა უსმინოს ჩვენმა საზოგადოებამ ირაკლი ლომაიას ტყუილებს? გასაკვირი ის არის, რაც დრო გადის, ეს კაცი სულ უფრო და უფრო გაუგონარ სიცრუეს როშავს და გასდის კიდეც! ტელეკომპანიები დიდ საეთერო დროს უთმობენ ამ იაფფასიან აფერისტს, რომელიც არც ღმერთის სახელით სპეკულირებას ერიდება!

გარდა იმისა, რომ პარაფსიქოლოგიის მამობას იბრალებს, თურმე "სვაროვსკის" სახეც არის და ანჯელინა ჯოლისთან ერთადაც იღებენ ფილმში. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ "სვაროვსკის" თბილისურ წარმომადგენლობაში და ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყოთ. "სვაროვსკის" თბილისის ოფისში გაგვიმარტეს, რომ ირაკლი ლომაია კომპანიის სახე არასოდეს ყოფილა...

მთავარი ირაკლი ლომაიას შესახებ ჯერ არ გვითქვამს.

ლაიენი, რომელიც სინამდვილეში ირაკლი ლომაია უნდა იყოსო. ლომაია თაღლითი კი არის, მაგრამ ამ თაღლითობისთვის საბუთებიც ხომ ესაჭიროება? - სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რაც საწყალ ხალხს დაარწმუნებს მის პროფესიონალიზმში.

ამიტომ მივადექი "საქპატენტს" კითხვით, ვინმე მიკი ლაიენის სახელზე პატენტი ხომ არ გაქვთ გაცემული-მეთქი. პატენტი არა, მაგრამ მიკი ლაიენის სახელზე სალიცენზიო ხელშეკრულება გვაქვს რეგისტრირებული ლიცენზიანტ ვალერი ხომერიკსა და აზერბაიჯანის მოქალაქე მიკი ლაიენს შორისო და დოკუმენტები, მათ შორის - სალიცენზიო ხელშეკრულებაც გადმომცეს.

ხელშეკრულებაში ლიცენზიანტ მიკი ლაიენის მისამართად დაფიქსირებულია თბილისი, ყაზბეგის ქუჩა #18, ეს მისამართი ფიგურირებდა ვალერი ხომერიკსა და ირაკლი ლომაიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

ეჭვი არ იყო, აზერბაიჯანელი მიკი ლაიენი და ირაკლი ლომაია ერთი და იგივე პირი გახლდათ. ჩემი ჟურნალისტური ძიება კი იმით დასრულდა, რომ მოვიპოვე მიკი დავიდოვიჩ ლაიენის სახელზე გაცემული პასპორტის ასლი, რასაც წარმოგიდგენთ კიდეც. ამ დოკუმენტის ნახვის შემდეგ აღარ გაგიჩნდებათ კითხვა, ვინ არის მიკი დავიდოვიჩ ლაიენი. ფოტოზე მიკი ლაიენის გვარ-სახელით ბატონი ირაკლი ლომაია გახლავთ გამოსახული!

პასპორტის მონაცემებით ამ დოკუმენტის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1983 წლის 21 მარტს ქალაქ ბაქოში დაბადებული მიკი ლაიენია (?!) ახლა არ თქვათ, ბატონო ირაკლი, რომ მიკი, ეს ჩემი ფსევდონიმია და საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის მოქალაქეც ვარო. საქმე ის არის, რომ ფსევდონიმის აღების ან გვარ-სახელის შეცვლის შემთხვევაში არ იცვლება პირის სხვა პირადი მონაცემები, ისეთი, როგორიც, მაგალითად, დაბადების ადგილი და პირადი ნომერია.

ბატონი ირაკლი ლომაია, როგორც თავად ამბობს, ოფიციალურად ქალაქ თბილისშია დაბადებული, "ტრადიციულ ქართულ ოჯახში", ამ პასპორტის მიხედვით კი ის ბაქოში დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქეა! მის საქართველოს მოქალაქის პასპორტში მითითებული პირადი ნომერია 39001005112, რაც აზერბაიჯანული პასპორტის მონაცემებს არა თუ ემთხვევა, ახლოსაც არ მიდის. ასე რომ, ეს პასპორტი ყალბია, ბატონებო! საინტერესოა, როგორ ახერხებს ლომაია ამ პასპორტით საზღვარგარეთ მოგზაურობას...

ჩვენ დავუკავშირდით აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ მონაცემების გადამოწმება ვითხოვეთ. აზერბაიჯანიდან უახლოეს მომავალში შეგვპირდნენ ოფიციალური ინფორმაციის მოწოდებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილებაში კი გაგვიმარტეს, რომ საქმე აშკარად სიყალბესთან გვაქვს, რადგან აზერბაიჯანში კანონით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. ანუ ბატონი მიკი თუ ირაკლი ვერ იქნება ერთდროულად აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქე. ლომაიას არა მარტო ყალბი დოკუმენტი ჰქონდა, მას იყენებდა კიდეც. ეს დასტურდება "საქპატენტის" ოფიაციალური ინფორმაციით.

ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 4 დეკემბერს აზერბაიჯანის მოქალაქე მიკი ლაიენმა სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმა პატენტმფლობელ ვალერი ხომერიკთან, რომელსაც 1994 წელს დაპატენტებული აქვს "ხომერიკის ადამიანის ბიოენერგოკორექციის ხერხი". ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიკი, იმავე ირაკლი ლომაიამ ყალბი დოკუმენტი გამოიყენა, რაც საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (!).

მხოლოდ ეს არ არის ირაკლი ლომაიას მიერ ჩადენილი სიყალბეები. ჯერ იყო და, ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა დაფინანსებული სტატია სათაურით "ქალბატონი პაიჭაძისთვის არც ჩემი გაღმერთება იყო პრობლემა, თუ კარგა მაყუთს მოღუნავდა და ჩაიდებდა ჯიბეში", მოგვიანებით კი ტელეკომპანია "იმედს" გადასცა ე.წ. ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს მე ვესაუბრები და გაზეთში რეკლამის მიტანას ვთხოვ.

საქმე ის არის, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც ირაკლი ლომაიამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკას" მიასაღა, ჩემს ხმას არ შეიცავს. ლომაია უცნობ ქალს ესაუბრება, ტელეკომპანიას კი უცხადებს, რომ ეს შანტაჟისტი ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძეა(!).

არ ვიცი, რა ჰქონდა განზრახული ლომაიას, ამ აუდიოჩანაწერს ჩემად რომ ასაღებდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მის წინააღმდეგ ჯერ პროკურატურაში შევიტან საჩივარს და დანაშაულის დაბრალებისთვის პასუხს ვაგებინებ (ბუნებრივია აუდიოჩანაწერის ექსპერტიზასაც მოვითხოვ და დავადასტურებ კიდეც, რომ ყალბია), შემდეგ კი ბატონ ირაკლის სასამართლოშიც ვუჩივლებ ცრუინფორმაციის გავრცელებისა და პატივისა და ღირსების შელახვისათვის, რა თქმა უნდა, თუ ბატონ მიკის მანამდე არ ამოაყოფინეს ციხეში თავი.

არ ვიცი, რა ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია სხვისი ნათქვამის ჩემად გასაღება. რა გგონიათ, ბატონო ირაკლი, ან სასამართლოს გზა არ ვიცი, ან ექსპერტიზის ბიუროსი?

თუ გგონიათ, ჩემთვის ტალახის სროლით და სხვისი აუდიოჩანაწერების ჩემად გასაღებით გულს გამიხეთქთ, ძალიან შეცდით. პირიქით, თქვენისთანა თაღლითების გამოაშკარავება ჩემთვის პატივია, დიდი ხანია ამ საქმეს ვაკეთებ და არც მომავალში ვაპირებ უარის თქმას. ეტყობა, ირაკლი თუ მიკი ფიქრობს, ხათუნა პაიჭაძე საკადრისად უნდა დავსაჯო, ჩემზე ხმის ამოღება სხვა ჟურნალისტებმა რომ ვეღარ გაბედონო.

სხვათა შორის, ირაკლი ლომაიამ "კვირის პალიტრის" შანტაჟი და ცრუინფორმაციის გავრცელება ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" მჩხიბავი ლომაიას მამხილებელი მასალა დაიბეჭდა, რედაქციაში ლომაიას დამქაშები გვეწვივნენ და საპროტესტო წერილის სრულად, "ერთი სიტყვის შეუმოკლებლად" დაბეჭდვა და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. როცა არც ბოდიშის მოხდაზე დავთანხმდით და არც წერილის სრულად დაბეჭდვაზე (წერილი ძალიან დიდი იყო და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით სავსე),

ლომაიას დენშჩიკები ერთ-ერთ გამოცემას ეწვივნენ და განაცხადეს, რომ ეს სტატია ხათუნა პაიჭაძეს ვიღაცამ შეუკვეთა, "კვირის პალიტრის" რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილმა კი თითქოს ვანო მერაბიშვილის უწყებას ბლეყვე და ჩმორი უწოდაო. წარმოიდგინეთ ჩემი გაოგნება, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და ლომაიას წარგზავნილების პრეტენზია გადმომცა. ეტყობა, ბატონი ლომაია და მისი წარგზავნილები ფიქრობდნენ, ახლა ვანო მერაბიშვილი წაიკითხავს, რომ "კვირის პალიტრის" რედაქციაში მისი უწყებისთვის ბლეყვე და ჩმორი უწოდებიათ, გაცოფდება, ალყას შემოარტყამს "კვირის პალიტრას" და სპეცრაზმის მეშვეობით იქაურობას შემუსრავსო.

მისდა სამწუხაროდ, არც მერაბიშვილი გაბრაზებულა და ჩემგანაც საკმაოდ ცინიკური პასუხი მიიღო, - ირაკლი ლომაია პარაფსიქოლოგიის მამაა და ჩემი კომენტარი რა საჭიროა, თავად გამოიცნოს, ვინ გადამიხადა და რამდენი-მეთქი! ერთი სიტყვით, საქართველოში დაბრუნებულმა ირაკლი ლომაიამ (ეტყობა, ამჯერად სხვაგან გაატყავა ხალხი) გადაწყვიტა, შური ეძია (ის ხომ სხვადასხვა გამოცემისა და ტელეკომპანიისაგან, რა თქმა უნდა, სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ, გაფეტიშებას იყო ჩვეული).

ჯერ იყო და, ჩემმა კოლეგებმა შემატყობინეს, ირაკლი ლომაია შენზე გამწარებული ეძებს კომპრომატებსო, მოგვიანებით კი ლომაიამ ერთ-ერთ გაზეთში "კომპრომატებით" სავსე დაფინანსებული სტატია მიიტანა და ამაში არც სოლიდური თანხის გადახდა დაიშურა. ახლა ვნახოთ, რა "კომპრომატებითაა" სავსე სტატია:

"ქალბატონ ხათუნას მინდა შევახსენო, - დიახ, ვაღიარებ, რომ 17 წლის ბიჭი მოვედი განგების ნებით პარაფსიქოლოგიაში სენაკიდან და არა კაზინოდან, საიდანაც ხათუნა პაიჭაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია დაიწყო. მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან კაზინო ის ადგილია, სადაც თვალი ეწაფება ფულის მოგება-წაგებას.

ფულზე ვსაუბრობდი... ჩემი ანტირეკლამების თავიდათავი რეკლამის არჩადებაა ამა თუ იმ გაზეთში. მაქვს დიქტოფონზე ჩაწერილი ორი ჟურნალისტის დაშანტაჟება. ისინი გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ რეკლამა არ ჩავდე მის ჟურნალ-გაზეთებში, ანტირეკლამა არ ამცდება, თანაც ისეთი, თავი რომ არ გამომეყოფა გარეთ. შორს არ არის ის დრო, როცა ჯერჯერობით ამ გაუმხელელ ფაქტებს საჯაროდ აეხდება ფარდა და ტელევიზიითაც გაშუქდება.

ასე რომ, ქალბატონი პაიჭაძისთვის არც ჩემი გაღმერთება იყო პრობლემა, თუ კარგა მაყუთს მოღუნავდა და ჩაიდებდა ჯიბეში" (ციტატის დასასრული).

ვერ გყოლიათ კარგი ინფორმატორები, ბატონო ირაკლი, რას ხარჯავდით მაგ "კომპრომატებში" ფულს? ჩემთან მოსულიყავით, ნამდვილად არ დაგიმალავდით, რომ სტუდენტობისას კაზინოში ვმუშაობდი კრუპიედ და ინსპექტორად, თანაც იმასაც გეტყოდით, რომ არც კაფე-ბისტროსა და მაღაზიაში მუშაობა მითაკილია. თქვენგან განსხვავებით ფულს ყოველთვის პატიოსანი შრომით ვშოულობდი. ალბათ, როგორ დაგწყდათ გული, როცა გაიგეთ, რომ მხოლოდ ერთხელ ვარ გათხოვილი, თორემ ეკა კვალიაშვილივით (ბოდიში მომითხოვია ქალბატონ ეკასთან, მაგრამ ეს ლომაიას სტილია) მეძავისა და ჩათლახის იარლიყი ხომ არც მე ამცდებოდა?!

თურმე ნუ იტყვით, "კვირის პალიტრამ" ირაკლი ლომაიას შავი პიარი იმიტომ აუგორა, რომ ლომაიამ ჩვენთან რეკლამა არ განათავსა! როგორ ფიქრობთ, ბატონო ირაკლი, ეტყობა, რამე "კვირის პალიტრას" რეკლამების ნაკლებობის?

ბატონ ირაკლის მინდა ვაუწყო, რომ გაზეთი "კვირის პალიტრა" მჩხიბავებზე, მოლებზე, ექიმბაშებსა და თქვენნაირ "მკურნალებზე" სტატიებს პრინციპულად არ აქვეყნებს, არც R-ით და არც უამისოდ, უკვე მრავალი წელია, რადგან არ გვინდა თქვენნაირი შარლატანების ანკესზე გაჭირვებული ხალხის წამოგებაში მივიღოთ მონაწილეობა. იმედგადაწურული ხალხის მოტყუება ხომ უფრო ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფისა.

ისე, კარგი იქნება, ასეთი შარლატანების გაპიარებასა და საწყალი ხალხის გატყავებაში ჩემი კოლეგები თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის - ოფიციალური გასამრჯელოს სანაცვლოდაც. თუ ბატონმა ირაკლი ლომაიამ არ იცის, იმასაც ვეტყვით, რომ "კვირის პალიტრა" ყოველთვის აქვეყნებდა მჩხიბავებისა და შარლატანების მამხილებელ სტატიებს და მომავალშიც გამოაქვეყნებს, რათა დაიცვას მათგან საზოგადოება.

სხვათა შორის, ირაკლი ლომაიას, იმავე მიკი ლაიენს, მანამ, სანამ ცნობილი გახდებოდა მისი თაღლითობის შესახებ, მედია "პალიტრის" სხვადასხვა გამოცემაში, მაგალითად, ჟურნალ "გზაში", არაერთხელ აქვს დაბეჭდილი სარეკლამო სტატია, რა თქმა უნდა ოფიციალური R აღნიშვნით. ასე რომ, მისი არგუმენტი კიდევ ერთი სიყალბეა. საინტერესოა, რამდენი ბოროტება და სიყალბე უნდა ჩაიდინოთ ღვთისა და სიკეთის სახელით?

ჩვენს კოლეგებს კი (სახელდობრ იმ გაზეთს, სადაც ირაკლი ლომაიას ცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა) მინდა ვუთხრა, რომ არსებობს პრინციპები, რასაც მედია არ უნდა არღვევდეს და ასეთი ბრალდებების პარალელურად "ბრალდებულის" კომენტარიც არ უნდა გამოგრჩეთ.

მართალია, სტატია დაფინანსებული იყო და ირაკლი ლომაიამ ფული გადაგიხადათ, მაგრამ, როცა მეცენატი ბიძინა ივანიშვილი (რა შედარებაა, მაგრამ მაინც) ამ გაზეთის წინააღმდეგ სრულიად საქართველოს პრესაში და მათ შორის "კვირის პალიტრაში" სარეკლამო სტატიებს აქვეყნებდა, ჩვენ არ დაგვირღვევია ეთიკისა და კოლეგიალობის პრინციპი და მეორე მხარეს ყოველთვის მივმართავდით კომენტარისთვის.

P.S. მას შემდეგ, რაც შარშან გაზეთ "კვირის პალიტრაში" ირაკლი ლომაიას შესახებ სტატია გამოქვეყნდა, უამრავი მოქალაქე გამოგვეხმაურა, მათ შორის - "კვირის პალიტრის" ინტერნეტგვერდზეც (უკვე ვთქვით, რომ ირაკლი ლომაია არა მხოლოდ ვიზუალურად "მკურნალობდა", არამედ "დასხივებული სურათითაც").

გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს "კვირის პალიტრის" საიტიდან:

პარანოიდი: "უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა მქონდა. ჰოდა, შევედი ინტერნეტში, ირაკლი (მამა) ლომაიას საიტზე. გავაძვრე (მყის წარმოვაჩინე) ჩემი კრედიტბარათი და 30 დოლარისა და 99 ცენტის გადახდის შემდეგ ჩემს ეკრანზე გაიჩითა (გამობრწყინდა) ირაკლი (მამა) ლომაიას "დანავაროტებული" (დამუხტული) სურათი, ეს არ ვიკმარე და ვოლფეიფერად დავაყენე და შევუდექი მის ცქერას - დილას, შუადღესა და საღამოს.

ოღონდ ამ ყველაფერს მამაჩემის მალულად ვაკეთებდი, რადგან მამაჩემი სასტიკი სკეპტიკოსია. მოგეხსენებათ, თბილისი პატარაა და არაფერი იმალება, ერთ ურემონტო ხრუშჩოვკაში, სადაც კარებიც არ არის ოთახებს შორის, რა უნდა დამალულიყო. მამაჩემიც თავზე წამადგა ერთ დღეს, თვალებდასიებულს, ირაკლი (მამა) ლომაიას სურათს იმედის თვალით მაცქერალს...

შედეგი: 1. საკუთარ მამას მამათმავალი ვგონივარ; 2. ირაკლის დამუხტული სახის ცქერამ პრობლემები გამიჩინა ერექციაში; 3. შეყვარებულმა მიმატოვა. მხოლოდ ყავა, ნამცხვარი და კინო ხო არაა ეს ცხოვრებაო; 4. ამ ყველაფრის მერე დაკარგულ 30 დოლარს და 99 ცენტს ვიღა ჩივის; 5. ეს შედეგები ირაკლის პარაფსიქოლოგიურ სახეზე აისახება, თუ გადავაწყდი სადმე, დავმუხტავ, დავმუხტავ, დავმუხტავ!.."

წყარო:"კვირის პალიტრა"

მსგავსი სტატიები:

READ MORE - "ახლა არ თქვათ, ბატონო ირაკლი, მიკი - ეს ჩემი ფსევდონიმია და საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის მოქალაქეც ვარო"

როდის აღარ იქნება “ვისოლი” მონოპოლისტი?

გაზიარება
[რუსიკო მუმლაძე. 16:17 23-06-2010]
პარლამენტში ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი გაწურეს. მინისტრს “ვისოლის” წარმომადგენელი წამოეშველა. მონოპოლიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები როდის იგეგმება, რომ ისეთი კომპანია, როგორიც “ვისოლია” პრივილეგირებული არ იყოსო, მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ერთ-ერთმა რედაქტორმა.
პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზი უჩვეულოდ იყო გადაჭედილი, რადგან საკანონმდებლო ორგანომ ბოლოსდაბოლოს, ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსი, რომელიც არჩევნების შემდეგ მთავრობისა და ბიზნესის განხილვის აქტიური თემაა, დეპუტატებსა და სხვადასხვა სექტორის მოწვეულ სტუმრებს თავად ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა წარუდგინა.

როგორც ვიცერ-სპიკერმა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა დარბაზში არ იყვნენ, მხოლოდ “პარიკმახერები” და მესაათეები. ამ დროს ვეფხვაძემ “სერიოზული შენიშვნაც მიიღო “ნაციონალ” ზურაბ მელიქიშვილისგან - “პარიკმახერები კი არა – დალაქები” ჰქვიათო.

ამ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ყველა სფეროს თავისი თავისტკივილი აქვს და ეს ახალი კოდექსიც ბოლომდე არ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმისა არ იყოს, მაშინ გადასახადები საერთოდ არ უნდა დაწესდეს. თუმცა, ვიცე-სპიკერიც მართალია, როცა ამბობს, რომ კოდექსმა ღარიბისა და მდიდარის გარჩევა უნდა მოახერხოს უფრო უკეთესად, მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელის გამყიდველები აღარ დაიბეგრებიან, მაგრამ სპირტიანი სასმელების შემომტანი კომპანიებისთვის იზრდება გადასახადები.

ვეფხვაძე-ბაინდურაშვილის დავა ძირითადად, სასწავლებელების დაბეგვრის თემას ეხებოდა. ვეფხვაძე იძახდა, რომ შეიძლება, ბენდუქიძის კერძო უმაღლესი სასწავლებელი დაიბეგროს, სადაც, როგორც წესი, შეძლებული “მამიკოების” შვილები სწავლობენ. თუმცა, ის კატეგორიულად აყენებდა საკითხს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სახელმწიფო სტუდენტთა მხოლოდ 30%-ს უხდის სწავლის საფასურს, ეს დაბეგვრები არ უნდა შეეხოთ, რადგან ამ სასწავლო დაწესებულებებში ისეთები სწავლობენ, რომელთა მშობლები საშუალო ფენის წარმომადგენლებიც შეიძლება, არ იყვნენ.

მისივე თქმით, ახალი გადასახადი გააძვირებს სწავლას სამუსიკო სკოლებში, სპორდარბაზებში, სადაც დღეს თუ 20 ლარია გადასახადი, ხვალ 40 გახდება და იქაც ვეღარ შეძლებს საშუალო ფენაც კი, ატაროს შვილები.

დარბაზში ვეფხვაძემ და ბაინდურაშვილმა ბევრი იდავეს, თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა პრესა.გე-ს თანდასწრებით ვეფხვაძე უთხრა: “ბენდუქიძეს რას ერჩით კაცო. ეგ თემები გავიაროთ, კი ბატონო. პარლამენტში არ უნდა შემოგვეტანა? ბუნებრივია, ნაწილს აქ დაამატებთ რაღაცას. სწორი კრიტიკაა, გავიზიარებთ და გამოვა კარგი დოკუმენტი”.
- “ძალიან კარგი, მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, - უპასუხა ვეფხვაძემ.

რა ფორმით უნდა მოხდეს მდიდრებისა და ღარიბების სასწავლო დაწესებულებების დიფერენცირება ერთმანეთისგან, ჩვენს ამ კითხვაზე საკუთარი მოსაზრება არ აქვს ვეფხვაძეს. თუმცა, ის ამბობს, რომ მთავრობა იმისთვისაა, ეს ფორმა მოიფიქროს. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს მინისტრისა და დეპუტატის პარლამენტის ჰოლში გასაუბრება…

ორი დღის წინ ბენდუქიძემ ბიზნესმენებისა და პრემიერ გილაურის მთავარ მრჩეველთან შეხვედრის დროს ამ თემაზე განაცხადა, რომ ის საერთოდ არ არის მომხრე გადასახადების შემცირების, მაგრამ სასწავლებლების დაბეგვრის დროს რაღაც ნიუანსების გათვალისწინება მთავრობას შეეძლო. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ მათ ხარჯვით ნაწილს აუცილებლად დაეტყობა ახალი გადასახადი.

ეს კი, თავისთავად აისახება სტუდენტების სწავლის საფასურზეც. თუმცა, ამ ნაწილში ფინანსთა მინისტრი მართალია, როცა ამბობს, რომ გადასახადებისგანაც თავისუფალი იყო ეს სფერო, მაგრამ სწავლის საფასურმა მაინც მოიმატა. თანაც, მისი თქმით, მთავრობა შეეცადა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი დაეკისრებინა ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც მილიონებს ატრიალებენ. ასეთებად მთავრობა მობილური კომპანიებსა და კერძო უმაღლესებს თვლის.

საერთოდ კი, ბაინდურაშვილის თქმით, დროა, მდიდრებმა მეტი გადაიხადონ და გადასახადების რაოდენობის ზოგადი მაჩვენებლის საშუალო დონემდე მაინც ავიდნენ. თუმცა, იმედია, ხელისუფლება ღარიბებსაც არ დაივიწყებს, რადგან მათთვის გაძვირებული გადასახადი, უმეტეს შემთხვევაში, განათლებასთან დამშვიდობებასაც ნიშნავს.

სულ ცოტა, სახელმწიფომ უნდა დაწიოს ზღვარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაში მაღალი ქულების მიუხედავად, მაინც ვერ ხვდებიან. ეს ბარიერი შარშან უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2008 წელს. ანუ, სახელმწიფოს მხრიდან მაინც უნდა გაიზარდოს იმ სტუდენტთა დაფინანსება, რომლებიც უმაღლესებში აბარებენ, მაგრამ ზედმეტად მაღალი ბარიერის გამო ვერ ხვდებიან ამ დაფინანსებაში.

თავად მინისტრი პარლამენტში თითქმის სამსაათიანი დებატების შემდეგ სწორედ რომ ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის კერძო სასწავლებელში მიდიოდა შეხვედრაზე. ბენდუქიძესთან შეხვედრამდე კი, ფინანსთა მინისტრმა, ბაინდურაშვილმა პრესა.გე-თან ასეთი კომენტარი გააკეთა:

- “არ მივდივარ ბენდუქიძესთან მხოლოდ განათლების საკითხებზე სასაუბროდ. ყველაფერზე ვისაუბრებთ. ბენდუქიძე ნამდვილად არ გახლავთ ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ რაღაცა კონკრეტულზე უნდა ესაუბრო. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო წარმატებული ეკონომისტი და ბიზნესმენია ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება იქნება.

კახა ბენდუქიძეც და სხვა მსხვილი ბიზნესმენებიც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებისკენ მოგიწოდებენ. გაითვალისწინებთ მათ შენიშვნას?
- ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს გააჩნია ისეთი ბიუჯეტი, როგორიც უნდა ჰქონდეს…

ერთ წელიწადში შესაძლებელია ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე დაიყვანოთ?
- ერთ წელიწადში, არა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს დაგეგმილი გვაქვს 2013 წლისთვის”.

2013 წლისთვის კი, საპარალმენტო არჩევნებიც ჩატარებული იქნება და საპრეზიდენტოც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მანამდე “მოწყალებას გაიღებს” და ამომრჩევლებს გზებს დაუგებს “საჩუქრად”, როგორც ამას მათი საპარლამენტო მდივანი ხუროშვილი აცხადებს. ამავდროულად, ბევრ საგარეო ვალებსაც აიღებს, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ამდენ გზებს და შეღებილ ფასადებს ვერ გაუძლებს.

ხოლო, როცა ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკური გარანტია ექნებათ “ნაციონალებს” და არჩევნების წაგების საშიშროება გაივლის, ევროსტანდარტების შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტს 6%-დან სამამდე ჩამოიყვანენ. ანუ, გაბერილი ბიუჯეტისთვის აუტანელ ხარჯებსაც აღარ გაიღებენ, გზებსაც აღარ დააგებენ და ამომრჩევლებსაც მომდევნო 4 წლით დაივიწყებენ.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საგარეო ვალების აღება, რათა საბერძნეთის ბედში არ აღმოვჩნდეთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური პარამეტრები. ამავდროულად კი, როგორც ჭირაქაძე ამბობს, გზების კეთებასაც უნდა დაანებოს მთავრობამ თავი, რადგან დღევანდელ ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს.

- “როცა ფული არ გაქვს, თვითმფრინავს არ ყიდულობ, ხო? ჩვენ თუ მოვინდომეთ, ერთ წელიწადში გვაქვს რესურსები, დეფიციტი 3%-მდე ჩამოვიყვანოთ”, - აცხადებს ჭირაქაძე.

სხვათა შორის, მისი ასოციაციის წევრი და საწვავის უმსხვილესი კომპანია “ვისოლი” დღეს მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა პარლამენტში. როცა სასწავლებლების დღგ-ით დაბეგვრის გამო ბაინდურაშვილი გაწურეს, მას “ვისოლის” წარმომადგენელი წამოეშველა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალი საგადასახადო კოდექსი რევოლუციურია, ვინც ადრე აკეთებდა ბიზნესს, მან იცის, რამხელა შეღავათები ექნება ამ ახალი კოდექსითო და ა.შ.

“ვისოლის” წარმომადგენელმა გამოსვლა რომ დაამთავრა, “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა იკითხა, მონოპოლიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები როდის იგეგმება, რომ ისეთი კომპანია, როგორიც “ვისოლია” პრივილეგირებული არ იყოსო. დარბაზს სიცილმა გადაუარა. ბაინდურაშვილმა კი უპასუხა: “ჩვენ ახლა ამ თემას არ ვიხილავთ”.

არადა, ეს ისეთი თემაა, რომელზეც მარტო მედია წერს, ხელისუფლება კი, არ ლაპარაკობს. ანუ, როგორც ამბობენ, თავის ბიზნესმენებს ხელისუფლება ისე უქმნის მონოპოლურ სიტუაციებს, რომ ამით ორივე მხარე კმაყოფილია და ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. საწინააღმდეგო ვისაც აქვს, იმდენად ღარიბია, მისი ხმა არც ამ ბიზნესმენებამდე მიდის და არც ხელისუფლებამდე.

იქამდე არც მედიის ხმა აღწევს და არც ევროკავშირის. ევროკავშირი დიდი ხანია ითხოვს ისეთი ლიბერალური გარემოს შექმნას, სადაც ერთ კომპანიას არ ექნება მონოპოლური უფლება, მაგალითად, შაქარი შემოიტანოს, ან საწვავი და როგორც უნდა, ისე არ ზარდოს ფასები.

- “ერთი კომპანიაა, რომელსაც შაქარი შემოაქვს საქართველოში. თუ ბიჭი ხარ, შენ შემოიტანე საზღვარზე საწვავი, ან შაქარი. ეგრევე გადაგიყრიან საბაჟოზევე. მიდი მერე და უფლებებზე ილაპარაკე”, - აცხადებს ვეფხვაძე.

არადა, რეალური ფუნქციების მქონე ანტიმონოპოლიური სამსახური და ასეთივე რეალური არამონოპოლიური გარემო რომ შეიქმნას ჩვენთან, მაშინ ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობასაც მივაღწევთ და ამით ღარიბებიც ისარგებლებენ...

სამაგიეროდ, დაზარალდებიან მონოპოლსტები, რადგან სხვა კონკურენტი ფირმები გამოჩნდებიან, რომლებიც აქ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან, პროდუქციის ფასებს დაწევენ და ჩვენი მილიონერების მოგებას გაანახევრებენ. ეს მონოპოლისტი ბიზნესმენები კი, მათი ასოციაციის პრეზიდენტ ჭირაქაძის თქმით, “დიახაც რომ მთავრობის მომხრეები არიან”.

presa.ge
READ MORE - როდის აღარ იქნება “ვისოლი” მონოპოლისტი?

ვინ დაღუპა ესპანეთის ნაკრები და კასილიასი?

გაზიარება
[ნიკოლოზ ნეფარიძე. 20:57 19-06-2010]
ესპანეთის ნაკრების მოულოდნელი მარცხი უპირველესი თემაა ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო გუნდის ყოფილი თავკაცის, ევრო 2008-ის ტრიუმფატორი მწვრთნელის, ლუის არაგონესის აზრი იყო. მან კი "ალ ჯაზირაზე" ძალიან მკაცრად გააკრიტიკა დღევანდელი ნაკრები და მისი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე:

"უბურთოდ გუნდი ძალიან ნელა მოძრაობდა, სისწრაფეში ვერ ათავისუფლებდნენ სივრცეებს შეტევისას. ეს დიდი დარტყმაა ესპანური ფეხბურთისთვის და იმ იმედებისთვის, რაც ჩვენ ყველას გვქონდა, თუმცა სამყაროს დასასრული სულაც არ არის - ჯერ კიდევ რჩება ორი თამაში ჯგუფში. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გუნდმა უღალატა ჩამოყალიბებულ სისტემას და ერთდროულად ორი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი გამოიყვანა, ტრადიციული ერთის ნაცვლად".

ვისენტე დელ ბოსკემ ჩვეული სიდინჯით უპასუხა კრიტიკოსებს და უპირველესად კი არაგონესს: "ყველანაირ კრიტიკას ვიღებ, თუკი ის აზრს მოკლებული არ არის. ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არაგონესი ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია. მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ვინმესთან დებატებში შევიდე, ჩემი მისიაა გუნდი მაქსიმალურად კარგად ავათამაშო".

ესპანელი ფანები კი ვისენტე დელ ბოსკეზე მეტად წარუმატებლობას... იკერ კასილიასის გელფრენდ სარა კარბონეროს აბრალებენ. საიდან სადაო იტყვით, აი, რატომ არიან ამ აზრზე ესპანეთში - ყველა თანხმდება იმაში, რომ ჟელსონ ფერნანდესის გოლისას კასილიასმა მეტად არადამაჯერებლად ითამაშა. კასილიასის გერლფრენდი კი ჟურნალისტია, ის "ტელესინკოში" მუშაობს და თამაშის წინ სპეციალურ სიუჟეტს იღებდა კასილიასის კართან. მატჩის შემდეგ ინტერვიუში კი სარამ იკერს ჰკითხა, ეს როგორ მოგივიდაო. გულშემატკივართა დიდი ნაწილი გააღიზიანა სარას ყოფნამ სამხრეთ აფრიკაში, მით უმეტეს თამაშის წინ. მათ მიაჩნიათ, რომ გოგონამ გუნდში არასტაბილურობა შეიტანა და არია იკერი. "რა სისულელეა, ასეთ რამეს მართლა მაბრალებენ", - უკვირს თავად ჟურნალისტს.

"ლელო"
READ MORE - ვინ დაღუპა ესპანეთის ნაკრები და კასილიასი?

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...