01:06 06.12.2011
გიყვარდეთ ერთმანეთი!ადამიანის გული მხოლოდ სიყვარულისთვისაა და არა ბოღმისთვის!
არაფერს გასწავლით, არავის ჭკუას არ გარიგებთ, მაგრამ ხალხო გიყვარდეთ ერთმანეთი, ქვეყნად არაფერი ღირს ამ გრძნობის გრძნობად და გაზიარებად, არანაირი სხვა.
ცხოვრება უამრავ სახარბიელო წინადადებას შემოგთავაზებთ. და თქვენც ყოველთვის უამრავ გამართლებას უპოვნით თავს, თუნდაც იმაზე რომ ორი წამით დააკელით ყურადღება, რომ კიდევ არ უთხარით გუშინ, რომ ლამაზია, რომ გიყვარს, რომ მოგენატრა, რომ გჭირდება, რომ ერთადერთია და რომ არ ჩაეხუტეთ...
მაგრამ თუ დაფიქრდებით თქვენც კარგად მიხვდებით, ქვეყნად ამის კეთებაზე უფრო დიდი ბედნიერება და სიამოვნება არ არსებობს.
უბრალოდ, გიყვარდეთ ერთმანეთი, მოეფერეთ და ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ცხოვრება ისედაც წამია და არ ღირს ამ წამის გატარება კამათში, სისულელეების მტკიცებაში და ცალ–ცალკე ყოფნაში. ყველა პრინციპი ფასს კარგავს, როცა გიცინის და თვალებში გიყურებს, ამაზე დიდი სულიერი სიმშვიდე არ არსებობს.
ნუ გაიშავთეთრებთ ცხოვრებას, იცხოვრეთ ლამაზ და თბილ ფერებში, იცხოვრეთ იქ, სადაც მისი მარტო ღიმილიც კი კმარა ყველა პრობლემის დასავიწყებლად! გაახილეთ თვალები და დაინახეთ ეს!
ამის მიხვედრის ფასი ნუ იქნება ამ ყველაფრის დაკარგვა.!
ჭეშმარიტება სიყვარულშია!!!
სხვა ყველაფერი წარმავალია!..
