Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts

ვლადიმერ ვახანია თავისუფალია! [video]

13:21 14.09.2012
დღეს, რუსთავის მე-6 საპყრობილიდან პოლიტპატიმარი ვლადიმერ ვახანია გაათავისუფლეს.

პოლიტიკური პარტია "მთლიანი საქართველოს" და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიხედვით 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ პოლიტპატიმარი დღეს გაათავისუფლეს.

ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.








READ MORE - ვლადიმერ ვახანია თავისუფალია! [video]

ხვალ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას გაათავისუფლებენ!

13:06 13.09.2012
ხვალ, 14 სექტემბერს 11 საათზე ზუგდიდის #67 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პოლიტიკურ პატიმარ ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობის ვადა ეწურება.

რუსთავის მე-6 საპყრობილესთან ვლადიმერ ვახანიას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წევრები დახვდებიან.

დეპუტატობის კანდიდატი, მედიისათვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველ განცხადებებს გააკეთებს.

ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.

2012 წლის 14 სექტემბერს, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ ხვალ ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.







READ MORE - ხვალ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას გაათავისუფლებენ!

"ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

13:40 16.07.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , მათი მთავარი ინდიკატორი არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობაა, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე დაფიქსირდა.

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, NDI-ს კვლევებს არ ვენდობით და სხვათა შორის, არც სხვა ორგანიზაციის გამოკითხვებს - გააჩნია მათ წარმომავლობას, დაფინანსების წყაროებს და მეთოდიკას. ჩვენ არ ვიცნობთ მეთოდოლოგიას, არ ვიცით როგორაა ჩატარებული საველე სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ინდიკატორი არ არის რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო. არც გორში, არც მცხეთაში, არც ოზურგეთში, არც ქუთაისში და არც თბილისი ასეთი მასშტაბური აქციები არ ჩატარებულა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, დიდ პატივისცემას აფიქსირებს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ.

NDI-მ დღეს კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გაავრცელა, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
ასეთად ”ქართული ოცნება” რესპონდენტთა 20%-მა დაასახელა, ქდმ – 4%-მა, სხვა ოპოზიცია – 2%-მა, კითხვაზე პასუხი არ იცის – 15%-მა, პასუხზე უარი განაცხადა – 16%-მა.

NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. NDI აქვეყნებს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს მინუს 2%-ია.

NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე – ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა იმ რაოდენობიდან, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა (77%) , 22% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს.

20% აცხადებს, რომ ყველაზე მეტად საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ისურვებდა, 6% იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, მაინც მას ასახელებს, 4% – გიორგი თარგამაძეს, 3% პასუხობს, რომ არც ერთ კანდიდატს, 3% კი სხვა კანდიდატს ასახელებს.

როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ აღნიშნა, საკმაოდ მაღალია პასუხზე უარის და "არ ვიცი"-ს პროცენტული მაჩვენებლები. გამოკითხულთა 17% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს, ხოლო 25% ამბობს, რომ არ იცის, ვის ისურვებდა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად.







READ MORE - "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

მერაბ სეფაშვილმა არჩევანი გააკეთა!

16:00 09.07.2012
გიხაროდენ - იმღერეს შევარდნაძის მხარდასაჭერად... „აწვიმდნენ“ 2003 წლის რევოლუციას... მომღერალთა და მოცეკვავეების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა ქართული პოლიტიკური ბომონდი.

მერაბ სეფაშვილი მათში არასოდეს გარეულა! ბადრი პატარკაციშვილის „არტ-იმედში“ გენერალურ დირექტორად იღვაწა და ერთ-ერთი მუსიკალური არხის ხელმძღვანელად მოგვევლინა ბოლოს. მერე, რევოლუციის მერე, სხვადასხვა ტელეკომპანიების დახურვას „პირველი სტერეოს“ „გადახალისებაც“ მოჰყვა და მერაბ სეფაშვილმა კვლავ სიმღერა გააგრძელა... იგი არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში. არც დითირამბები მიუძღვნია არავისთვის, ბევრისგან განსხვავებით.

ბოლოს, ნოემბრის მიტინგებზე გამოჩნდა... ჯემალ სეფიაშვილთან, ეკა კვალიაშვილთან და სხვებთან ერთად... „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“ - იმღერა ღია ცის ქვეშ, ფონოგრამის გარეშე და ასიათასობით ადამიანს ცრემლი მოადგა... მაშინ ხალხის გვერდით იდგა მერაბი!

ახლა წინასაარჩევნო ფუსფუსია... თავადაც 5 იანვრისთვის ემზადება და... „5“-იანი უნდა შემოხაზოს საარჩევნო ბიულეტენში. ეს კარგია! კარგია, რადგან თავის პოზიციას არ მალავს! და, სხვებივით ბუჩქებში არ იმალება... არადა, ყველა ჩვენგანს ბევრი გვინახავს პირში მოცინარი და მერე დამალული.

ახლა სხვა დროა! მთავარია, წინასაარჩევნო ხმა არ წაგერთვას, ხუთოსანივით მოიქცე და უსაქმურობას ვერავინ დაგწამებს. წინასაარჩევნოდ ყველას გაახსენდებით! მანამდე, კუტუნიო და რუსლანა უნდა ამღერონ წვიმიან თბილისში, მოცეკვავე შადრევნებთან... ჰო, რუსლანა თუ რუსლანი მაშინ უნდა აემღერებინათ კიდევ, ასლანი რომ გაიქცა. ახლა 5 იანვარი ახლოვდება. მომღერლებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ სცენას ნატრულობდნენ და ქართული სიმღერის გარდაცვალებას მისტიროდნენ, წინასაარჩევნოდ საქმე გაუჩნდათ. წინასაარჩევნოდ ბევრმა მათგანმა „ღირსების ორდენიც“ დაიკიდა გულზე, პრეზიდენტისგან ბოძებული. სულ ახლახან, თან... ბევრმა საკუთარი დამოკიდებულება, არცთუ თბილი - არ დამალა და... ხელისუფლებამ „დაიკიდა“ ისინი...

„ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე, გაიმარჯვებ, იცოდე, ჩემო ვაჟკაცო!“ - იმღერა მერაბ სეფაშვილმა ორიოდე დღის წინ და სცენაზე უმალ მიხეილ სააკაშვილი აიჭრა... მერაბ სეფაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა! ჯერი თქვენზეა, ძვირფასო მკითხველო!

ყველასათვის საყვარელ მომღერალს მერაბ სეფაშვილს მის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯისა და „რჩეული გმირების“ თაობაზე მკითხველთა თხოვნით ვესაუბრეთ:

მერაბ, საზოგადოებისთის საკმაოდ მოულოდნელი იყო შენი გამოჩენა მიხეილ სააკაშვილის გვერდით..., რედაქციაშიც რეკავენ და არჩევნებისადმი შენი კონკრეტული დამოკიდებულებით ინტერესდებიან მკითხველები...

-არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ...

ორიოდე დღის წინ „რუსთავი-2“-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჩანდა, რომ შენ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს უჭერდი მხარს...

-მე ისედაც მიშას ვუჭერ მხარს! საარჩევნო კამპანიაში მასთან ერთად ვარ!

თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზეც იყავი შენ მისული და ასი ათას კაცს ფონოგრამის გარეშე უმღერე...

-იქ რომ ვიყავი, კი არ ვთანამშრომლობდი მათთან... მიტინგზე ვიყავი, უბრალოდ...

„შენი გმირი“ უწოდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მართლა შენს რჩეულ გმირად თვლი მას?

-მე არ ვერევი პოლიტიკურ პროცესებში. ჩემი აზრი გამაჩნია, მართლა ჩემი მეგობარია მიშა და... ხალხს მინდა ვუთხრა: არავის გვერდით დგომა საქმეს არ წაადგება! ამ ქვეყნის გვერდით უნდა ვიდგეთ ყველანი, თუ გვინდა, რომ რაღაცა აშენდეს და გაკეთდეს! მე საერთოდ არ მინდა რუსეთის აქ შემოსვლა... დაანებონ მიშას თავი, მართლა ნუ გაუწყალეს გული... ტელევიზორს უყურებს, საერთოდ, ეს ხალხი? გადართონ რუსეთის არხზე და ნახავენ - პირდაპირ რომ აცხადებენ, აფხაზეთი უნდა ვაღიაროთო... ომობს ეს კაცი და, აბა. ომში არ უნდა დავუდგე გვერდით? აბა, რაღა მოქალაქე ხარ...

თბილისური ჭორები სულ არ მჭირდება დღეს... სააკაშვილს, როგორც პიროვნებას კი არ ეძღვნებოდა ეს სიმღერა და სიყვარულს კი არ ვუხსნიდი... სიმღერაა ეგეთი, რომელსაც ვმღერი და ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს...

„ასავალ-დასავალი“, 3-9 დეკემბერი, 2007 წელი







READ MORE - მერაბ სეფაშვილმა არჩევანი გააკეთა!

ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! [video]

14:06 04.07.2012
ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! [video]

"ატმის ფასი იმდენად მცირეა, რომ ბანკიდან აღებულ სესხებსაც ვერ დავფარავთ."- ჩივიან კახელი გლეხები.







READ MORE - ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! [video]

პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჩაფიძის კლინიკა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს [video]

21:06 29.06.2012
ოჯახის წევრთა მცდელობის მიუხედავად, პოლიტპატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

ნანული ვახანია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის ძმას საავადმყოფო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და უკვე საპყრობილეშია გადაყვანილი.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად მისულ ჟურნალისტებს და პატიმრის ოჯახის წევრებს, შენობის მისაღებში განგვიცხადეს, რომ კალმახელიძის სტრუქტურაში პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა. შენობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალადობის გზით სამინისტროში შესვლის საშუალება არ მოგვცეს.

ვახანიას ადვოკატებმა, მოგვიანებით სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოახერხეს. როგორც საჯარო დაწესებულებაში იურისტ სოსო ბარათაშვილს განუცხადეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია;

ჩაფიძის კლინიკაში ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.

2012 წლის სექტემბერში, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ შემოდგომაზე ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.






READ MORE - პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჩაფიძის კლინიკა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს [video]

"რა იყო პატარა ბიჭი გევასება ქურდები? ხომ არ გინდა შენით დაინტერესდნენ ?"


15:06 29.06.2012
მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებას გეგმავს.

"შსს-ს თანამშრომელი გიგი შუბითიძე მემუქრება და მპირდება, რომ ჩემზე მოხდება ფიზიკური ანგარიშსწორება. "გინდა შენით დავინტერესდეთ? შენნაირები ბევრი მომინელებია, იცოდე მაგარ შარში ხარ, რა იყო პატარა ბიჭი გევასება ქურდები? ხომ არ გინდა შენით დაინტერესდნენ?" - ერთ-ერთ ფორუმზე სწორედ ასე მომმართა შუბითიძემ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვთხოვ სასწრაფო რეაგირებას!




READ MORE - "რა იყო პატარა ბიჭი გევასება ქურდები? ხომ არ გინდა შენით დაინტერესდნენ ?"

განმუხურში, საკანალიზაციო არხში, მუშა ცოცხლად ჩაიმარხა [video]

ავტორი მაია ღურწკაია
17:52 28.06.2012
თელავის რაიონის მკვიდრი 56 წლის გიორგი სარიჯაშვილი კანალიზაციის არხში მილსადენის ჩამონტაჟების დროს ჩამოშლილმა მიწამ ჩამარხა.

სოფლის მკვიდრთა განცხადებით განმუხურში მიწა არამყარია და სამუშაოების ჩატარების დროს განსაკუთრებული დამცავი ჯებირების გაკეთებას საჭიროებს, რაც ამ შემთხვევაში გამოყენებული არ იყო. მიწის ჩამოშლის თავიდან აცილებაც ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილი მუშა ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზა უტარდება. სოფელ განმუხურში წყალ -კანალიზაციის გაყვანილობას კომპანია "ფერი" აწარმოებს. მისი დირექტორის გელა წოწორიას განცხადებით ასეთ სიღრმეზე ჯებირები არ კეთდება.






READ MORE - განმუხურში, საკანალიზაციო არხში, მუშა ცოცხლად ჩაიმარხა [video]

ზაზა ღოროზიას აზრით ჩაი მოდაში აღარაა და აჭარას იაპონური ჯიშის მანდარინი სჭირდება

ავტორი ჟანა მეგრელიშვილი
20:54 24.06.2012
"ადრე, საქართველოში მხოლოდ ოთხი კულტურა იყო, ჩაი, მანდარინი, ყურძენი და ვაშლი. შეიცვალა სიტუაცია, ჩაი აღარაა კონკურენტუნარიანი, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში, მას თავად საბჭოთა კავშირი ყიდულობდა. ერთი არის კიდევ, თხილი, რომელიც დღეს ყველაზე მთავარი საექსპორტო პროდუქტია ჩვენთან. 2011 წელს, დაახლოებით 160 მილიონი დოლარის ექსპორტი მოხდა, წელს უფრო მეტი იქნება. ჩვენ დავიწყეთ ჩაის ადგილას ახალი ჯიშების გამოცდა ჩაის ყოფილ მიწებზე, რადგანაც ჩაის კი აქვს პერსპექტივა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო," - ეს განცხადება და უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ, მექანიზაციის ცენტრის ეზოში, საჯარო სივრცეში გააკეთა.

გოროზია გურიის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებულს, სოფლის ა(ა)იპ განვითარების ცენტრის თანამშრომლებსა და რამდენიმე ფერმერს ოზურგეთში, გურიის რეგიონის ფერმერთა მექანიზაციის ცენტრში, ჟურნალისტებთან ერთად შეხვდა. გოროზია, ოზურგეთში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი პირველი სტუმრობის შესახებ "გურია ნიუსმა" შემთხვევით გაიგო, ამჯერად კი ოფიციალურად გვაცნობეს.

"ყველაზე მეტად, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებდა და აწუხებს რეგიონებში, ეს არის ტექნიკის არქონა. ჩვენ შევქმენით ეს ცენტრი, სადაც რაღაც რაოდენობის ტექნიკა გვაქვს, წელს კიდევ შემოვა. შარშანდელთან შედარებით ცოტათი გავაიაფეთ ტექნიკით მომსახურება, თუმცა კიდევ შემოვა და გავაიაფებთ. რაც უფრო მეტია თანამედროვე ტექნიკა, მით უფრო მეტად არის შესაძლებელი გავაიაფოდ ტექნიკით მომსახურება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მეტ გლეხს მოვემსახუროთ," - ანუგეშა მინისტრმა გლეხები ამ "სეილით" და თანამედროვე ჯიშების პოპულარიზაციაზე გადავიდა.

"წელს, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა დაიწყეს უცხოელი აგრონომების ჩამოყვანა, რომელმაც გამოიწვია ახალგაზრდების ხედვა იმისკენ, რომ მათაც ჩააბარონ აგროსექტორში. სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში, აგრონომის ზრდა ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ საქართველოში უამრავი პრობლემების გამო ეს შეუძლებელი გახდა. თუ ჩვენ თანამედროვე ჯიშები თანამედროვედ არ გავაკეთეთ, პრაქტიკულად, ის ჯიშები, რომელიც ჩვენთან არის, მოძველებულია და ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. მაგალითად, მანდარინზე გეტყვით, ჩაქვში შემოვიტანეთ და დავრგეთ ახალი თანამედროვე იაპონური ჯიშები..."

გოროზიას თქმით, მისი გურიაში ჩამოსვლის მიზანი იყო გლეხებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გაეცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "გურია ნიუსმა" ზაზა გოროზიას რამდენიმე კითხვით მიმართა.

- ბატონო ზაზა, ამერიკულ პეპელასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არ შეუწამლიათ ხეები. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მანქანები უბრალოდ გარედან ასხურებენ წამალს, ზოგიერთ სოფელში საერთოდ არ ყოფილან. დიდი პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით?

- თქვენ გგონიათ, რომ მინისტრი არ ფლობს ინფორმაციებს?

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მცხოვრებლები, ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ისინი აცხადებენ, რომ მანქანა იქ საერთოდ არ ყოფილა.

- მე მინდა ერთი რამ გითხრათ - ამერიკული პეპლის შეწამვლას აქვს თავისი პერიოდი. ჯერ უნდა გაიგოთ, როდის უნდა მოხდეს მისი შეწამვლა. სანამ ის ჭუპრიდან არ გამოვა, სანამ ის პირველი პერიოდი არ გაივლის, წამლის მოსხმას აზრი არ აქვს. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო ქონების განიავება. ჩვენ იმ პერიოდში ვასხამთ წამალს, როცა ეს არის აუცილებელი და ეს მატლი იქნება განადგურებული. მე მესმის აბსოლუტურად ყველა იმ გლეხის, რომელიც ხედავს, რომ მატლი გამოვიდა და მასზე რეაგირება არ ხდება. ჩვენს მიერ ხდება ამის კონტროლირება.

- ბატონო ზაზა, "გურია ნიუსის" კითხვებზე ადგილობრივი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ კომპეტენტური არ არის და ინფორმაციის მისაღებად თბილისს უნდა დავუკავშირდეთ, ამიტომ გეკითხებით თქვენ.

- რას ქვია, კომპეტენტური არ არის? ეს ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ასეა. თუ ასეთ კითხვებს გააგრძელებთ, მეც შემეპარება ეჭვი თქვენს არაკომპეტენტურებაში, რადგან არ იცით, რას ნიშნავს, მატლი როგორ უნდა შეიწამლოს და ასე შემდეგ.

- ბატონო ზაზა, თქვენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ბრძანდებით?

- ვიყავი და ვიქნები კიდეც, - გვითხრა გოროზიამ და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა.




READ MORE - ზაზა ღოროზიას აზრით ჩაი მოდაში აღარაა და აჭარას იაპონური ჯიშის მანდარინი სჭირდება

ლოთი ქობალია: "თუ რესპუბლიკელები სამეგრელოში ჩამოვლენ, ლაყე კვეცხებს ვესვრი!"

ავტორი ირმა მესხია
20:41 24.06.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" ივლისის ბოლოს აქციას ზუგდიდში გეგმავს. გამოვლენ თუ არა აქციაზე ზუგდიდელები ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, ნაადრევია. სამეგრელოში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პატივს სცემენ, ბევრი რამე გააკეთა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ისეთი ადამიანები ჰყავს შემოკრებილი, რომელთაც მეგრელები არ ენდობიან.

საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი მთავარსარდალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი ვახტანგ (ლოთი) ქობალია კოალიციაში შემავალ პარტიებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ რესპუბლიკელებს სამეგრელოში არ შეუშვებს.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ (ლოთი) ქობალიას დაუკავშირდა.

- ბატონო ვახტანგ, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს რეგიონები შემოიარა და სამეგრელოშიც აპირებენ ჩამოსვლას. თუ კოალიცია ზუგდიდში ჩამოვა სრული შემადგენლობით. კერძოდ საუბარი მაქვს "რესპუბლიკურ პარტიაზე" (კითხვის დასმა არ დამამთავრებინა. ავტ)

- ლაყე კვერცხს ვესვრი შუბლში!

- ხუმრობის გარეშე, ბატონო ვახტან, როგორ უნდა ესროლოთ ლაყე კვერცხი?

- საერთოდ არ ვხუმრობ. რესპუბლიკელებისთვის შემოვინახავ ლაყე კვერცხს. ამათმა საქართველოს ესროლეს და მე კვერცხი რომ ვესროლო, რაა?!

- ურთიერთობების დათბობას არ აპირებთ?

- მოდით, ამაზე არ ვილაპარაკოთ! დათბეს? როგორ?! მე დავთბე მათ მიმართ? ეს როგორ იქნება?! ეს ვერ გავიგე. მე თბილად ვიყო, მოვიდეს და ტყვია მესროლოს?! ერთხელ გვესროლეს და მოგვკლეს უკვე. ამისთვის უნდა მიესაჯოს იმ ნაძირალა ბერძენიშვილებს.

- შესაძლოა, "ქართული ოცნების" აქციაზე, რომელსაც ზუგდიდში გეგმავენ, სიტუაცია დაიძაბოს?

- ჩემი რჩევა იქნება, თავი შეიკავონ და ზუგდიდში არ ჩამოიყვანონ ისეთი ნაძირლები, როგორებიც არიან რესპუბლიკელები.

- თქვენ რესპუბლიკური პარტიის ყველა წევრზე საუბრობთ?

- აბა, ვინ არის იქ სუფთა?! ძალიან ბინძური პარტიაა. იცით რა არის?! მე "მხედრიონთან" რაღაც საერთო ენა გამოვნახე. ისინი აღიარებენ, რომ რეპუბლიკელებმა "მოწამლეს" თორემ, მეომრები სამეგრელოზე დაგეშილები კი არ იყვნენ. აი, იმ ხალხმა, თბილისში მიტინგებს რომ ატარებდნენ, გავანადგუროთ სამეგრელოო, რომ ამბობდნენ. თუ რესპუბლიკელები ჩამოვლენ, ლაყე კვეცხებს აუცილებლად ვესვრი და დავუპირისპირდები.

- რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილი თქვენს სოფელში, ოდიშში იმყოფებოდა ბაჩო ქოჩუას ოჯახში. ხომ არ შეხვედრიხართ მას?

- არა. მე იქ არავის მივუწვევივარ ან რა მინდა მათთან.

"გურია ნიუსმა" ამ საკითხზე კომენტარი კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს სპიკერს მაია ფანჯიკიძეს სთხოვა.

- კოალიცია მალე ზუგდიდში გეგმავს აქციას. ვახტანგ (ლოთი) ქობალია საჯაროდ აცხადებს, რომ თუ სამეგრელოში ჩავლენ რესპუბლიკელები იქ დაპირისპირება მოხდება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ყველას მინდა ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა პოლიტიკური კოალიცია ჩამოეყალიბებინა. თუკი მისდამი ნდობა ასეთი მაღალია და ეს ასეც არის, ამას ამ სიტყვების ავტორიც ადასტურებს, მაშინ მე მას მოვუწოდებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე ენდოს. მან იცის, რას აკეთებს და ვინ არის მის კოალიციაში..

სამეგრელო განსაკუთრებული რეგიონია, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. თქვენ იცით, რომ ირაკლი ალასანია უკვე თვეებია სამგრელოშია გადასული. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს და ენიჭება ამ რეგიონს. იგი იქ აკეთებს კოალიციის საქმეს. კოალიცია არის ისეთი, როგორიც არის. იგი არის მთლიანი და იგი არ დაირღვევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალა ერთობაშია, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.




READ MORE - ლოთი ქობალია: "თუ რესპუბლიკელები სამეგრელოში ჩამოვლენ, ლაყე კვეცხებს ვესვრი!"

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012
გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე წუთის წინ სამტრედიიდან ზუგდიდში საკუთარი ავტომანქანით ჩამოიყვანა.


„რომ არა კახა, ჩვენი მომხედავი არავინ იყო და ალბათ მოვკვდებდით. ხელისუფლებიდან ამ სამი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია“, – უთხრა ჟურნალისტებს სვეტლანა გელანტიამ.

სამტრედიიდან ჩამოსულ გარემოვაჭრეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე მოვაჭრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ შანავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, – „მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო“. შანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ დაიშვება და აქციის მონაწილეთათვის მაქსიმალურად კარგი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. „სურსათით მოვაჭრეებს ნორმალურ პირობებს შეუქმნის ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები ასევე გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 2013 წლის პირველ იანვრამდე. ისინი შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწერენ ხელს“, – განაცხადა თენგიზ შანავამ.

„დაიცავი საქართველოს“ წევრის, კახა მიქაიას თქმით, „ზუგდიდის ბაზარში წილები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ წილების გაყოფას შეეწირა გარემოვაჭრეების ჯანმრთელობა და შესაძლოა შეწირვოდა მათი სიცოცხლეც“. თავის მხრივ, თენგიზ შანავამ განაცხადა, რომ ადგილობივ ხელისუფლებას არავითარი პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და ის მხოლოდ გარევაჭრობის წინააღმდეგია.

გარემოვაჭრეებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წინადადება კვლავ მიუღებელია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალ დილით მიიღებენ გადაწყვეტილებას პროტესტის როგორ ფორმას მიმართონ. გარემოვაჭრეები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყბასაც.





READ MORE - გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012
გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე წუთის წინ სამტრედიიდან ზუგდიდში საკუთარი ავტომანქანით ჩამოიყვანა.


„რომ არა კახა, ჩვენი მომხედავი არავინ იყო და ალბათ მოვკვდებდით. ხელისუფლებიდან ამ სამი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია“, – უთხრა ჟურნალისტებს სვეტლანა გელანტიამ.

სამტრედიიდან ჩამოსულ გარემოვაჭრეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე მოვაჭრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ შანავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, – „მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო“. შანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ დაიშვება და აქციის მონაწილეთათვის მაქსიმალურად კარგი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. „სურსათით მოვაჭრეებს ნორმალურ პირობებს შეუქმნის ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები ასევე გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 2013 წლის პირველ იანვრამდე. ისინი შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწერენ ხელს“, – განაცხადა თენგიზ შანავამ.

„დაიცავი საქართველოს“ წევრის, კახა მიქაიას თქმით, „ზუგდიდის ბაზარში წილები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ წილების გაყოფას შეეწირა გარემოვაჭრეების ჯანმრთელობა და შესაძლოა შეწირვოდა მათი სიცოცხლეც“. თავის მხრივ, თენგიზ შანავამ განაცხადა, რომ ადგილობივ ხელისუფლებას არავითარი პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და ის მხოლოდ გარევაჭრობის წინააღმდეგია.

გარემოვაჭრეებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წინადადება კვლავ მიუღებელია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალ დილით მიიღებენ გადაწყვეტილებას პროტესტის როგორ ფორმას მიმართონ. გარემოვაჭრეები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყბასაც.





READ MORE - გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

კოტე ინაშვილი: „მოვითხოვთ სახელმწიფო გახდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლების გარანტი“

13:06 06.06.2012
4 წლის ვახტანგ ლორიას ესაჭიროება კვლევები და ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტოზური მკურნალობა. მედია-კავშირი „ობიექტივი“ მიმართავს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს უზრუნველყოს ვახტანგ ლორიას სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მკურნალობა.

ოთხი წლის ვახტანგ ლორია არის სოციალურად დაუცველი. ვახტანგის დედა თამარ ბაშარაძე პატიმარია. მას არ ჰყავს მამა და იზრდება დეიდასთან. ვახტანგი ეპილეფსიით არის დაავადებული. ვახტანგის დეიდა რუსუდან ბაშარაძე გვატყობინებს, რომ ბავშვის ამბოლატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის სახსრები არ გააჩნია.

რუსუდან ბაშარაძე: „უამრავი გამოკვლევებია საჭირო, წამლები ძალზედ ძვირი ღირს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვყიდულობთ. 4 წლის ვახტანგს ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა, ჩვენ მცხეთაში ვცხოვრობთ და თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გვიხდება სიარული, რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოგმართავთ თხოვნით, რომ გვიშუამდგომლოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და იქნებ მოგვაქციონ სათანადო ყურადღება“.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია მედიაციის სამსახური, რომელსაც ჰყავს ომბუცმენი სოფიო ლებანიძე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებანი.

მოვითხოვთ სახელმწიფო გახდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლების გარანტი!!!

1. საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება;

2. 1948 წლის 10 დეკემბრის გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25–ე მუხლი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის შესაფერისი საცხოვრებელი პირობები – საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებელი ადგილის, სამედიცინო დახმარებისა და აუცილებელი სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის;


3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი: „ჯაკარტას პრინციპები“ – წამება, სასტიკი და სხვა არაჰუმანური მოპყრობა; სამედიცინო შეურაცხყოფა;

4. კანონი „პაციენტთა უფლებების შესახებ“:
საქართველოს მოქალაქეებისათვის კანონით არის განმტკიცებული უფლება შესაძლებლობის ფარგლებში ტანჯვისა და ტკივილის აცილებაზე.

5. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველჰყოს მოსახლეობისათვის აუცილებელი იმ 350 მედიკამენტის ხელმისაწვდომობა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ;

6. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისაგან სოციალურად დაუცველი ფენებისათვის გაუქმებული სოციალური შეღავათების აღდგენას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების საქმით შესრულებას;

მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემა „ხმა მიაწვდინე პატიმარს“ წამყვანი, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი კოტე ინაშვილი.




READ MORE - კოტე ინაშვილი: „მოვითხოვთ სახელმწიფო გახდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლების გარანტი“

გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.

შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის ყურადღების დათმობა მოუწია. მათი თქმით, სავაჭრო ადგილები იძულებით დაატოვებინეს, ემუქრებოდნენ დაჭერით და დაჯარიმებით.

პარლამენტის თავმჯდომარე გარემოვაჭრეებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ ბაზრის კეთილმოწყობას და გარემოვაჭრეებისთვის ნორმალური ადგილების გამოყოფას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს დაავალებს.






READ MORE - გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია
22:58 30.05.2012
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლეებმა ნანა ჭიჭილეიშვილმა, თეა ძიმისტარიშვილმა და ნათია ქუთათელაძემ მოსარჩელე მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ძალაში დატოვეს ე.წ. „უდოს“ კომისიის დადგენილება. კანონის დამცველების და მოპასუხე მხარის გულცივობამ დარბაზში მყოფი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. განსასჯელის დამ ნანული ვახანიამ გადაწყვეტილება გააპროტესტა და დარბაზი დატოვა.

აკადემიკოსმა ვლადიმერ ვახანიამ პროცესზე დასწრების სურვილი წერილობით გამოთქვა და სასამართლოს საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სთხოვა, თუმცა
მოსამართლეებმა: ჭიჭილეიშვილმა, ძიმისტარიშვილმა და ქუთათელაძემ პატიმარს ამის საშუალება არ მისცეს, გადაწყვეტილება კი დაჩქარებული წესით, 5-წუთიანი თათბირის შემდეგ გამოიტანეს.

სასამართლომ ვლადიმერ ვახანიას ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მტკიცებულებად არ ჩათვალა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივების არსებობას ამტკიცებდა.

ვლადიმერ ვახანია: „შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენების საფუძველზე აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი, რომელმაც გავლენა იქონია ჩემი კანონიერი უფლების დარღვევაზე.

ცოტა არ იყოს, გაუგებარია თუ საერთოდ მიუღებელი არა, მკვეთრად განსხვავებული სამართლებრივი შეფასება საბჭოს მხრიდან, რა დროსაც:

დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული გიორგი გორდაძე

1) გასამართლებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის,
2) დასჯილია მკაცრი სახდელით,
(კარცერი 5 დღე-ღამით)
3) ჰყავს მეუღლე, ორი შვილი;

შეფასების ფორმულით განისაზღვრა
საბოლოო ქულა – 3, 5

აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული ვლადიმერ ვახანია

1) იგივე,
2) არ ყოფილა დასჯილი,
3) ჰყავს მეუღლე, სამი შვილი;

შეფასების ფორმულით განისაზღვრა
საბოლოო ქულა – 7, 5

გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო მუშაობს ყველაზე უფრო დაბალი სტანდარტით სამართლებრივ საკითხთა გადაწყვეტის დროს, რაც მიანიშნებს სამართლის შერჩევითობაზე“ – წერს ვლადიმერ ვახანია სასამართლოსთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში.

პოლიტპატიმრის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასამართლომ, ისევე, როგორც ე.წ. „უდოს“ კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით პიროვნების დისკრიმინაცია ხორციელდება.

ვლადიმერ ვახანიას და, ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებას, პატიმარზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს.

ნანული ვახანია: "SOS !!! რუსთავის №6-ე საპყრობილე აგრძელებს ვლადიმერ ვახანიას მოწამვლას!!! მისი ჯანმრთელობის გაუარესება შევნიშნე ჯერ კიდევ მარტში. მაშინვე დამიწყეს პაემანების შეფერხება, არ მაძლევდენ ძმასთან შეხვედრის უფლებას. ბოლოს, როგორც იქნა ვლადიმერს შევხდი. ჩემი ძმა გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეჭვი, რომ ისევ დაიწყეს ვლადიმერის მოწამვლა, გამართლდა.

მკვლელი და ჯალათი ხელისუფლება ძმას მიკლავს და მე ამას დიდი ხანია ვუყურებ და ვერაფრით ვშველი. დავამტკიცე, რომ ვლადიმერის სიცოცხლე საფრთხეშია და ის საპყრობილებში მოწამვლით დაავადდა. ეს პროცესი ისევ გრძელდება! ჩემი ძმის სიცოცლის ხელყოფით და „უდო“-ზე უარის თქმით საქართველოს პრეზიდენტი და მისი ძალოვანი სტრუქტურები ვლადიმერ ვახანიაზე საშინელ ზეწოლას აგრძელებენ, თუნდაც ვლადიმერის სიცოცხლის ფასად!!! მე, ვლადიმერ ვახანიას და, ნანული ვახანია, ვაცხადებ: ვადანაშაულებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის „კუდ“-ს, მის იუსტიციის მინისტრს, მის შინაგან საქმეთა მინისტრს, მის პროკურორებს (საქართველოს და თბილისის მთავარ პროკურორებს), საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს – პატიმრის მიზანმიმართულ ლიკვიდაციაში!!! თქვენზე საჩივარს შევიტან საერთოშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში! მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!“ – ამბობს ნანული ვახანია.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.

2012 წლის სექტემბერში, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ შემოდგომაზე ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.




READ MORE - ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012
მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადება

გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.

სისტემატური ხასიათი აქვს ჩვენი ოფისის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“.

„ობიექტივის“ წამყვანისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძისა და „ობიექტივის“ კიდევ ერთი წამყვანის კოტე ინაშვილის საცხოვრებელ კორპუსებთან მუდმივად დგანან „კუდის“ ავტომანქანები და ადგილი აქვს სრულიად უსაგნო და, რაც მთავარია, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას.

მე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს, „ღამის სტუდიის“ დასრულების შემდეგ (ღამის 00.3 საათიდან 03.30-ის ფარგლებში) სახლის სადარბაზომდე სისტემატურად მაცილებს უნომრო, დაბურულმინიანი ავტომანქანა.

წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარეს და „ობიექტივის“ წამყვანს დავით თარხან-მოურავს ძალოვანი სტრუქტურებიდან ემუქრებიან დაპატიმრებით, თუ საქართველოს არ დატოვებს.
2012 წლის 18 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „ობიექტივის“ წამყვანი სოსო მანჯავიძე.

ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, რომელიც პირობითი მსჯავრდებულია, მოულოდნელად დაადანაშაულეს საჯარიმო გადასახადის პროკურატურისთვის გადაუხდელობაში. გადასახადი „ლიბერთი ბანკში“ ერთი წლის წინაა შეტანილი, მაგრამ (თურმე) კოტე ინაშვილის ბრალია, რომ ბანკმა ეს გადასახადი პროკურატურის ანგარიშზე არ გადარიცხა. ინაშვილი გუშინ, 2012 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს. მორიგი სასამართლო პროცესი 2012 წლის 17 ივლისაა დანიშნული. ჩვენი ინფორმაციით, 17 ივლისს კოტე ინაშვილის დაპატიმრებაა დაგეგმილი, რომელსაც პირობით სასჯელს „გაუცოცხლებენ“.

მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი და წამყვანი მამუკა გობეჩია ცოტა ხნის წინ გაასამართლეს, ავტობუსის გამყოლთან შელაპარაკების გამო და, გირაოს სახით, 2000 ლარი შეატანინეს სახელმწიფო ბიუჯეტში. გობეჩიას საქმე დღემდე დახურული არაა და მომავალ სასამართლო პროცესზე ემუქრებიან დაპატიმრებით.

ასევე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა.

„ობიექტივის“ ოფისის წინ, კინოს სახლის მიდებარე ტერიტორიაზე, სისტემატურად აზიანებენ „ობიექტივის“ წამყვანებისა და სტუმრების ავტომანქანებს. გუშინ, 2012 წლის 29 მაისს, ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს საკუთარი ავტომანქანა დაზიანებული დახვდა.

„ობიექტივის“ დამწყებ ჟურნალისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან, რომ თუ ისინი „ობიექტივს“ არ დატოვებენ, მათი ოჯახის წევრებს დააპატიმრებენ.

შექმნილი ვითარებისა და ინფორმაციის სარწმუნოობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვფლობთ, ვაცხადებთ:

1.მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობა არ აპირებს არც საქართველოს დატოვებას და არც რეჟიმის წინააღმდეგ (ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაწყებული) ბრძოლის შეწყვეტას.

2.ვერანარი ზეწოლა და დაშინება ვერ გამოიწვევს ჩვენს დემორალიზაციას და „ობიექტივის“ საქმიანობის შეჩერებასა, თუ შეფერხებას.


3.ყველა პროექტი, რომელსაც „ობიექტივი“ საქართველოში და ევროპაში, კონკრეტულად, ბრიუსელში, პარიზსა და სტრასბურგში ახორციელებს, ავტომატურ რეჟიმში განაგრძობს მოქმედებას, თუ მოახდენენ დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის, ან სოსო მანჯავიძის დაპატიმრებას. „ობიექტივის“ პროექტებს ხელისუფლება ვერ გააჩერებს.

სასარგებლო იქნება, თუ უფლებადაცველი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია-საშუალებები გამოხატავთ სოლიდარობას და მიმართავთ თქვენს საერთაშორისო პარტნიორებს. თავის მხრივ, „ობიექტივი“ ამ განცხადების ტექტს უგზავნის ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარია.

| ირმა ინაშვილი
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი
2012 წლის 30 მაისი. თბილისი.
|





READ MORE - მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
13:06 05.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით სავსე იყო. ფრიალებდა „ქართული ოცნების“, ხუთჯვრიანი და სამფეროვანი დროშები. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „სწორი გადაწყვეტილებები შრომით და ცოდნით“, „მოქალაქის თავისუფლება - ქვეყნის თავისუფლება“, „ქვეყანა შენთვის“, „წარსულის გამოცდილებით და მომავლის ხედვით“.

„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჯერ გამოჩენას და შემდეგ სიტყვით გამოსვლას ხალხი ოვაციებითა და ტაშით შეეგება, მაგრამ სკანდირება „ბი-ძი-ნა, ბი-ძი-ნა“ არ ყოფილა.

27 მაისს რუსთაველის გამზირზე, არც ერთი ფორმიანი პოლიციელი არ გამოჩენილა. საერთოდ, ამ დღეს საპატრულო პოლიციის მანქანები ქალაქში არ ჩანდნენ.

ორს აკლდა 15 წუთი თავისუფლების მოედანზე, რომ მივედით და ამ დროისთვის იქაურობა ხალხით სავსე იყო. ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან წამოსული კოლონები ჯერ მოსული არ იყო, მაგრამ ხალხი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა, ისე, როგორც 9 აპრილს დაწყებულ სამთვიან აქციებზე - შემართული, საბრძოლო განწყობით, სიახლის მოლოდინში.

კინოს სახლთან ადვოკატები ორ საათზე შეიკრიბნენ და აქციაზე ერთად მივიდნენ. რუსთაველის გამზირზე, ოპერამდე იდგა „ტოიოტას“ თეთრი ფერის „პიკაპები“ წარწერით „ქართული ოცნება“, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლები და დიდი ეკრანები იყო დამონტაჟებული.

რუსთაველის გამზირზე ჩართული იყო გოგი დოლიძის შესრულებით, პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის პატრიოტულ ლექსებზე, კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას მიერ დაწერილი სიმღერები. დროდადრო მამუკა ჩარკვიანის, ჯანსუღ კახიძის და „ცისფერი ტრიოს“, „ქართული ხმებისა“, თემურ თათარაშვილისა და ნანი ბრეგვაძის შესრულებული სიმღერებიც ისმოდა.

14.06 წუთზე ზვიად ძიძიგურმა გამოაცხადა, რომ ავლაბრიდან მომავალი კოლონა, რომელსაც წინ მოუძღვოდნენ: კახი კალაძე, სოზარ სუბარი, ელისო ჩაფიძე, ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი, გუგული მაღრაძე, კახა შარტავა და დათო მაღრაძე, თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრა.

პატარა გოგო-ბიჭები „ქართული ოცნებისა“ და ხუთჯვრიან დროშებს არიგებდნენ. პირველ სკოლასთან ჩოხოსნები იკრიბებოდნენ, რომლებიც იური ვაზაგაშვილის თაოსნობით
„დაიცავი სიცოცხლეს“ წარმომადგენლებთან ერთად სამი ნახევარზე გაემართნენ თავისუფლების მოედნისკენ. მათ დიდი პლაკატი ეჭირათ, წარწერით - „ერთობა სამართლიანობისათვის“. შედარებით მცირე ზომის პლაკატზე ეწერა - „თბილისი ბობოქრობს, ჯერი რეგიონებზეა“.

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისის საკრებულოს წინ დამონტაჟებულ სცენაზე ზვიად ძიძიგურს ნინელი ჭანკვეტაძე ჩაენაცვლა და 14.35 წუთზე მან გვამცნო, რომ ავლაბრიდან წამოსული კოლონა თავისუფლების მოედანზე მყოფებს შეუერთდა.

„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“, - განაცხადა ჭანკვეტაძემ.

რუსთაველის გამზირზე, ისევე, როგორც სხვა აქციების დროს, უკლებლივ ყველა მაღაზია და სახელმწიფო მუზეუმი ღია იყო. ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე თავისუფლების მოედანზე „ჰელსინკის ჯგუფის“ სხვა წევრებთან ერთად, სამფეროვანი დროშებით მოვიდა.

14.45 წუთზე გამოაცხადეს, რომ ვაკისა და დიდუბის კოლონები შეერთდნენ, რომელსაც თავისუფლების მოედნისკენ მოუძღვოდნენ: გოგლა ჟვანია, ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი სესიაშვილი, დათო ბერძენიშვილი.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ სრული შემადგენლობით (დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამაზ დიასამიძე, კარლო კოპალიანი...) თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა.

აქციის მონაწილეთა შორის დავინახეთ: ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი; კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი; მსახიობები: გია აბესალაშვილი, ბაადურ წულაძე, ლალი ბადურაშვილი, ზაზა პაპუაშვილი; უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე; „ჯიპას“ ხელმძღვანელი გოგი მარგველაშვილი; კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა; მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი; „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე შვილებთან ერთად; კავშირ „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი ლევან ყიფიანი; „წინააღმდეგობის მოძრაობიდან“ დავით თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე, მამუკა გობეჩია; „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე; ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (შევარდნაძის მმართველოს დროს) დავით იაკობიძე; მონარქისტული მოძრაობა „სამეფო გვირგვინის“ მეურვე ია ბაგრატიონ-მუხრანელი. აქციაზე 15-მდე სასულიერო პირიც დავთვალეთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები აქციაზე დაკვირვებას, იგივე მონიტორინგს ახორციელებდნენ.

აქციაზე დიდი პლაკატით მოვიდნენ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრის „ერთობა“ წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქელი მეგობრები.

რესპუბლიკის მოედნის მხრიდან რუსთაველზე ყველაზე დიდი კოლონა 15.30 წუთზე შემოვიდა. კოლონას ბიძინა ივანიშვილი, ცოლ-შვილთან ერთად მოუძღვოდა. უზარმაზარ ლურჯ ფონიან პლაკატზე თეთრად ეწერა “ჩვენ ვიწყებთ“. ხალხის ივანიშვილს ტაშითა და ოვაციებით შეეგება. აქა-იქ უსტვენდნენ.

15.45 წუთზე “თავისუფლება დღეს ჩვენი“ მომღერალმა ნატო მეტონიძემ ცოცხლად შეასრულა. შემდეგ სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ რუსთაველის გამზირზე - გასული წლის 26 მაისსა და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნისთვის. შემდეგ ივანიშვილმა თავისი გამოსვლა გააგრძელა და იქ შეკრებილ საზოგადოებას დაპირდა, რომ ხალხის ნდობას აუცილებლად გაამართლებს:

„...დღეს ჩვენ ვიწყებთ, რომ ხვალ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. მე დღეს დავრწმუნდი, რომ ქართველი ხალხის დაშინება ძალიან რთულია. ხალხს სააკაშვილის კი არ ეშინია?! ეს უნდობლობაა, ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, თქვენი ნდობა უნდა მოვიპოვოთ... ჩემი ოცნებაა თითოეული ადამიანი იყოს წელგამართული, დაცული იყოს მათი უფლებები, ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლოს თავისუფლება...“.

რუსთაველის გამირზე „ქართული ოცნების“ თეთრ მაისურებში გამოწყობილი გოგონები, ლურჯი ფერის ნაჭრის ჩანთებით, ოცნებებს აგროვებდნენ - დადიოდნენ და აქციის მონაწილეებს ეკითხებოდნენ - „ოცნებები გაქვთ?“ ისინი, ვისაც ფურცელზე ამავე პოლიტიკური ორგანიზაციის ბუკლეტის სპეციალურ ფურცელზე ჰქონდა ჩამოწერილი თავისი ოცნებები, გოგონები ართმევდნენ და ლურჯ ჩანთებში აგდებდნენ.

აქციაზე სიტყვით გამოსვლები ხუთის 15 წუთზე დასრულდა და შემდეგ ისევ პატრიოტული სიმღერები ჩართეს. ხალხი რეპუბლიკის მოედნისა და კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით დაიშალა. ისინი სკანდირებდნენ „სა-ქართ-ვე-ლო, სა-ქართ-ვე-ლო“.

| 27 მაისი, 2012 წელი. |





READ MORE - „ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.

დღესვე, ალასანია, ზუგდიდის ლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ტაძარში შეკრებილები იმ ადამიანების სულებზე ილოცებენ, რომლებიც ერთი წლის წინ, 26 მაისს, უსამართლობას და ძალადობას შეეწირნენ.




READ MORE - ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012
ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

პრესკონფერენციაზე ალასანიამ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დასკვნაზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზეა საუბარი. მისი განმარტებით, დოკუმენტში მისი ერთ-ერთი თანაგუდნელის სერგო თეთრაძის საქმეც მოხვდა, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. ირაკლი ალასანიამ პარტიის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა.

"ზუგდიდში ჩვენი მოღვაწეობა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი იქნება მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად იყვნენ ინფორმირებული იმ პროგრამებზე და იმ პოლიტიკაზე, რასაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელებს სამეგრელოში და თითოეული ზუგდიდელისთვის," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.




READ MORE - ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012
გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში, ბავშვების მიერ თამამად გაგზავნილი მნიშვნელოვანი მესიჯია.

ვიდეოში 53-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლე მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ტარას შავშიშვილს იმისთვის, რომ ის ყველაფერს აკეთებს მათი სკოლის „საკეთილდღეოდ“, იმისათვის, რომ მათ სკოლაში „არ“ იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რომ დირექციასა და მანდატურებს შორის „ახლო და მეგობრული“ ურთიერთობაა, რომ განსაკუთრებულად „დაცულად“ გრძნობენ თავს.

როგორც მოსწავლეები ვიდეოში ამბობენ, ისინი ძალიან „ბედნიერები“ არიან ამ ყოველივეთი და ყველას უსურვებენ, რომ ისეთი „კარგი“ დირექტორი ჰყავდეთ, როგორც ტარას შავშიშვილია.

ვიდეორგოლის პირველ კადრებში მოსწავლეები ახლო ხედით არიან გადაღებული, ბოლო მოსწავლის სიტყვის დასრულების შემდეგ ხედი ფართოვდება და კადრში, მუხლებზე დაჩოქილი ბავშვები ჩნდებიან. რამდენიმე წამში კადრში უცხო ადამიანი შემოდის, რომელიც რწმუნდება თუ არა, იმაში რომ ყველაფერი დავალებისამებრაა გადაღებული, „ვითომ“ ნიღბიან და იარაღიან პირებს, მათ გათრევას სთხოვს. „შემდეგი!“ – ისმის ხმა ვიდეორგოლის დასასრულს.

ვიდეორგოლი დაახლოებით, 2000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა,- საზოგადოების დიდ ნაწილს ბავშების ეს ნაბიჯი იმედს უბრუნებს, იმისა, რომ ეს თაობა არსებული ვითარებისადმი გულგრილი არ არის და სკოლებში გამეფებულ უსამართლობას ყველაზე კარგი ხერხებით ებრძვის.

„2 წუთში მოახერხეს ამ ბავშვებმა შაშკინის დამპალი რეფორმის ნამდვილი სახის ჩვენება!“, „აი ასეთი აზროვნების თაობის უნდა ეშინოდეს სოციალისტური აღმზრდელობის მატარებელ უფროსებს!“, „ეს არის სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითი, მე ვამაყობ მომავალი თაობით.“, „ყოჩაღ ახალგაზრდებო! თქვენ საქართველოს მომავალი და იმედი ხართ!“, „კარგები ხართ ბავშვებო, მისაბაძები სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის“... ვკითხულობთ სოციალურ ქსელ facebook-ზე აღნიშნული ვიდეოს კომენტარებში.



| From.ge |



READ MORE - 53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...