Showing posts with label ეს საინტერესოა. Show all posts
Showing posts with label ეს საინტერესოა. Show all posts

რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]


ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:47 17.05.2012
თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია “იდენტობა“-ს წევრებად გამეცნენ. თქვენ აწყობთ გეიაღლუმს-მეთქი, - კითხვა შევუბრუნე და საყურიანმა გაიცინა - “ვაიმეეეე“. მის გვერდით მდგომმა გოგონამ განმიმარტა, რომ ისინი აწყობდნენ აქციას, რომლითაც აპროტესტებენ ჰომოფობიას.

ეგ ჰომოფობია რაღა არის-მეთქი და სიძულვილი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისადმიო, - დაახლოებით ასეთი შინაარსის პასუხი გამცეს. სად იგრძენით ეს სიძულვილი-მეთქი და ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, ახლა მაგალითად, ერთმა ტაქსისტმა წამოყვანაზე უარი ამ პლაკატების და დროშების გამო გვითხრაო.

ფილარმონიასთან 15-20 ახალგაზრდა შეიკრიბა, რომელთაგან უმეტესობა კაბიანები იყვნენ, სახე ფერადი საღებავიღით ჰქონდათ შეღებილი, ხელში ეჭირათ პლაკატები: “მეც გეი ვარ“, “სიყვარული სიყვარულია“... ამ პლაკატზე სამი ნახატი ჰქონდათ - გოგო-ბიჭი, ბიჭი-ბიჭი და გოგო-გოგო.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია ჩამუქებულმინიანი შავი ფერის “ჯიპებით“ იყო სავსე. უშუალოდ აქციის მონაწილეებთან კი ის ნაცრისფერფორმიანი პოლიციელები იდგნენ (5-6), რომლებიც პოლიტიკური მოთხოვნებით გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ ხოლმე.

აქციის გასაშუქებლად ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო მოსული, რომელთა უმეტესობა გაღიმებული სახით იღებდა კადრებს და იწერდა კომენტარებს. ერთ-ერთ ფოტოგრაფს ვკითხე - ამ ყველაფერის შემხედვარეს რა გაცინებს-მეთქი და სიმწრის სიცილიო, - მომიგო.

ორის წუთებზე აქციაზე ორი უცხოელი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა. მათ კამერების წინ დაუზარებლად დაიწყეს პოზიორობა - ერთმანეთს კოცნიდნენ. 51-ე სკოლიდან ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად გადმოდიოდნენ და ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ.

აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ, თავიანთი დროშებით, პლაკატებით და თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. ახალგაზრდა ქალი მიჰყვებოდა და გაცხარებული ეუბნებოდა, რომ ისინი საქართველოში ვერ შეძლებდნენ გაბატონებას. ერთი საყურიანი, გრძელთმიანი ბიჭი მოუბრუნდა და ნეტავ შენ, რომ ამის ლაპარაკი არ გეზარებაო. შენ არ გეზარება ამ პლაკატებით ქუჩაში სიარული-მეთქი, - ვკითხე და ამაზე მიპასუხა - “მე გეი ვარ და ამით ვამაყობო“.

აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მეცნიერებათა აკადემიამდე მშვიდად მოვიდნენ. გაჩერებასთან, იქ სადაც კიბეებზე ნახატებს ჰყიდიან, “მართლამდიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უთხრეს, რომ მათ არ გაატარებდნენ.

ჩემი თვალით არ დამინახავს, მაგრამ, როგორც რუსთაველის გამზირზე დამხვდურებმა მითხრეს, ლურჯფორმიანი პოლიციელების და კუდის თანამშრომლების მობილიზება სწორედ ამ ადგილზე მომხდარა, აქციის მონაწილეების მოსვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე.

ცოცხალ ჯაჭვში სასულიერო პირები და წვეროსანი ახალგაზრდები იდგნენ. მეც მათთან ერთად დავდექი. უცებ, “თიბისი“ ბანკის წინ, კიბეებზე დაახლოებით 22 წლის ახალგაზრდა კაცმა ხმამაღლა დაუწყო გინება აქციის მონაწილეებს, მივარდა და პლაკატები და დროშა დაუხია. ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი აზრით), ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. სხვათა შორის, ეს ახალგაზრდა თვალს ისე მიეფარა, რომ იქვე მდგომ დაახლოებით ორასამდე პოლიციელს ამ ახალგაზრდის დაკავება არ უცდია.

რამდენიმე წუთის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე ვიღაცეები სამართალდამცავებმა შავ “ჯიპში“ ჩასვეს და წაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის და სახალხო დამცველის ტელეფონების ძებნა დაიწყეს - ჩვენები დაიჭირეს და უნდა შევატყობინოთო. შემდეგ ერთმანეთი გააფრთხილეს - ტაქსებში ჩაჯექით და სახლებში იყავით, იქიდან შევეხმიანოთ ერთმანეთსო.

პირველ საათზე დაწყებული ე.წ. გეიაღლუმი, რომელიც ვერ შედგა, დაახლოებით სამი საათისთვის დასრულდა. სხვათა შორის, შეხლა-შემოხლების დროს, კიბეებზე დალაგებული, არც ერთი ნახატი არ დაზიანებულა.






READ MORE - რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ყველაზე მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

17:06 22.02.2012
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკით, გამოვლინდა ყველაზე მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

მონაცემები მიღებულია დაბადება–გარდაცვალების შედარების საფუძველზე. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული გვარების უმრავლესობა აჭარული გვარებია.

1. ბერიძე, 2.ბოლქვაძე, 3.შაინიძე, 4.სურმანიძე, 5.კაპანაძე, 6.ცეცხლაძე, 7.დავითაძე, 8.დიასამიძე, 9.მახარაძე, 10.აბაშიძე, 11.დუმბაძე, 12.ფუტკარაძე, 13. მიქელაძე, 14.აბულაძე, 15.ზოიძე.

16.თურმანიძე, 17.გელაშვილი, 18.შავაძე, 19.ირემაძე, 20.ქათამაძე, 21.ლომიძე, 22.ტაბატაძე, 23.ნოზაძე, 24.ბარბაქაძე, 25.მაჭარაშვილი, 26.გორგაძე, 27.ჭაღალიძე, 28.აბრამიშვილი, 29.წიკლაური, 30.ცერცვაძე.





READ MORE - ყველაზე მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი ცხოვრობს

17:58 20.02.2012
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე, 55 აკაკი წერეთელი და 7 ლუკა რაზიკაშვილი ცხოვრობს.

ცნობისთვის: ანა კალანდაძე - 109, მიხეილ ჯავახიშვილი – 51 , ივანე ჯავახიშვილი – 54, ნინო რამიშვილი – 160, ილიკო სუხიშვილი – 1, ლადო ასათიანი – 8, ნიკოლოზ ბარათაშვილი – 26, თენგიზ აბულაძე – 59, ელენე ახვლედიანი 45, აკაკი ბაქრაძე 12, იაკობ გოგებაშვილი 4, კონსტანტინე გამსახურდია 5, დავით გურამიშვილი 8, ცოტნე დადიანი 26, ჰამლეტ გონაშვილი – 2, ლადო გუდიაშვილი – 1, ნოდარ დუმბაძე - 77, სერგო ზაქარიაძე - 6, ნატო (ნატალია) ვაჩნაძე - 8, რეზო თაბუკაშვილი - 11, მედეა ჯაფარიძე - 28, მიხეილ თამარაშვილი - 8, ექვთიმე თაყაიშვილი - 1, გიორგი ლეონიძე - 27, გალაკტიონ ტაბიძე – 2, აკაკი შანიძე – 15, სოფიკო ჭიაურელი – 1, მიხეილ ხერგიანი – 7.



READ MORE - საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი ცხოვრობს

გაინტერესებთ გისმენენ თუ არა?

16:31 09.02.2012
უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ მისი საუბრის ნებისმიერი დეტალი უჩინარი აპარატისა თუ პიროვნებისთვის სრულიად ხელმისაწვდომია.

მობილური ტელეფონიების მოსმენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ მისი საუბრის ნებისმიერი დეტალი უჩინარი აპარატისა თუ პიროვნებისთვის სრულიად ხელმისაწვდომია. თანაც ისე, რომ ამისათვის შესაბამისი სანქციები სულაც არაა საჭირო. პრობლემა უკვე გასცდა რომელიმე ცალკეული ქვეყნის ფარგლებს და უკვე ყველამ იცის რომ "მას" უსმენენ.

ადამიანები აღნიშულზე ზოგჯერ ცინიკურად, ზოჯერ კი სრულად მშვიდად რეაგირებენ – "მისმინონ, რას ვამბობ ასეთს?..."

ამის მიუხედავად, თქვენ მაინც შეგიძლიათ განსაზღვროთ გისმენენ თუ არა და იქნებ თქვენზე სწრაფადაც კითხულობენ თქვენთვის გამოგზავნილ SMS-ს შეტყობინებებს.

პრინციპში თქვენი ტელეფონის მოსმენა მხოლოდ "ძალოვანი უწყებების" წარმომადგენლებს კი არა, ცნობისმოყვარე უფროსს, ეჭვიან მეუღლეს, ან სულაც სხვა დაინტერესებულ პირსაც შეუძლია. გააჩნია, ვინ რამდენად კეთილსინიდისიერად გამოიყენებს მას, ან გამოიყენებს კი საერთოდ?.

თუ თქვენ გარკვეული ეჭვები გაქვთ, არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც გაგიფანტავთ ან დაგიდასტურებთ თქვენი წინათგრძნობის ნამდვილობას.

ელემენტის ტემპერატურა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება რომ თქვენ "გისმენენ" არის ელემენტი. იმ შემთხვევაში, თუ გამოუყენებელ მდგომარეობაში შეამჩნევთ, რომ ელემენტი თბილი ან სულაც ცხელია, ეს ნიშნავს რომ "მიზანში" ხართ.

ელემენტი ხურდება ან თბება ტელეფონის გადამეტებული გამოყენებისას. შესაბამისად, ელემენტი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს თბილი, თუ თქვენ ტელეფონზე "სულ ახლახან" ისაუბრეთ.

ტელეფონის ელემენტი ძალიან სწრაფად "ჯდება"

თუ თქვენ პერიოდულად ტელეფონის დატენვა უფრო ხშირად გიწევთ, ვიდრე სხვა შემთხვევებში, მაშინ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ თქვენ პოტენციური საფრთხის ქვეშ იმყოფებით. როდესაც ტელეფონი ისმინება, მისი ელემენტი იმაზე უფრო ადრე ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ. ტელეფონი, რომელიც ისმინება, მუდმივად იწერს საუბარს იმ გარემოში, სადაც ის დევს, თუნდაც გარეგნულად მას ამის არავითარი ნიშანწყალიც არ ჰქონდეს.

თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რამდენად ახალია თქვენი ტელეფონი და ელემენტის სიძველეს "პოტენციურ მტრებს" ნუ დააბრალებთ.

დაყოვნება გამორთვისას

იმ შემთხვევაში თუ ტელეფონის გამორთვისას წარმოშვა პაუზა, არ ქრება ეკრანი, ან სულაც ვერ შეძელით გამორთოთ ის, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ ანკესზე ხარ დაკიდებული.

მუდმივად მიაქციეთ ყურადღება როგორ მუშაობს თქვენი მობილური ჩვეულებრივ რეჟიმში და ტელეფონის პროგრამულ უზრუნველყოფაში წარმოქმნილი პრობლემა პანიკაში ნუ ჩაგაგდებთ.

უცნაური აქტიურობა

ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ტელეფონს თავისით აენთო ეკრანი, თავისით "გამოიყარა" სხვა მონაცემები, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ, ან სულაც თავისით გამოირთო? Uუცნაური აქტივობა, შესაძლოა, იმის სიგნალი იყოს, რომ "ვიღაც" მართავს "თქვენს" კუთვნილ ნივთს. აქვე დააკვირდით, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესი მონაცემების გადაცემაში რაიმე სახის შეფერხებას. თუ დარწმუნდებით, რომ ამ მხრივ ყველაფერი ნათელია, მაშინ თქვენი ეჭვები საფუძველსმოკლებული არ არის.

ფონის ხმაური

როდესაც თქვენ საუბრობთ და თუ თქვენი ტელეფინი ისმინება, შესაძლოა. იგრძნოთ "ხარვეზები" _ რაღაც ექოს მაგვარი, ჩამრთველის ჩართვა გამორთვის მაგვარი ხმა, წკაპუნი _ თუ ეს ყველაფერი გარემო პირობებს, ან დაკავშირებასთან არსებულ ხარვეზებს არ უკავშირდება, მაშინ ტელეფონზე და მის ხარისხზე ნუ გაბრაზდებით, უბრალდ თქვენი საუბარი ვიღაცას აინტერესებს.

თუ პულსირებულ ხმაურს ისმენთ თქვენი ტელეფონიდან, როდესაც ის არ მუშაობს _ ეს სერიოზული პრობლემაა.

ხარვეზები

თუ თქვენ ტელეფონს სხვა ელექტრომოწყობლობების სიახლოვეს იყენებთ, მაგალითად ტელევიზორთან ახლოს, და ქმნის გარკვეულ ხარვეზებს, ეს, შესაძლოა, იმის შედეგი იყოს, რომ მობილურის კორპუსში უცხო მოწყობილობაა შეერთებული. Mმეტწილად, ზემოქმედებითი ხარბეზები ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ თუ ეს ხდება მაშინ, როდესაც ტელეფონი აქტიურ მდგომარეობაში არაა, ანუ როდესაც თქვენ არ საუბრობთ, მაშინ თქვენ "ხაფანგში" ხართ მოყოლილი.

გახდი დეზინფორმატორი

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ თქვენ ტელეფონს უსმენენ, ან თქვენს საუბარს იწერენ, მაშინ შეგიძლიათ გახდეთ დეზინფორმატორი, რათა სრულად დაადასტუროთ თქვენი ეჭვები. შეატყობინეთ მას ვისაც ენდობით თქვენი "საიდუმლო" ინფორმაცია ტელეფონით. თუ თქვენ მოგვიანებით გაიგებთ, რომ თქვენი საიდუმლოს შესახებ სხვებმაც გაიგეს, გამოდის რომ ეჭვებიც გააქარწყლეთ _ გისმენენ.

მიიღეთ დახმარება

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გისმენენ მაშინ მიმართეთ დახმარებისთვის პოლიციას, რადგან მას აქვს შესაბამისი მოწყობილობა, რათა დაადგინოს თუ ვინ გისმენთ. მაგრამ ამ გზით წასვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებულნი ხართ რომ სწორედ ისინი არ გისმენენ, ვისაც უნდა შესჩივლოთ.

დასკვნა

ჩამოთვლილი გარემოებები სულაც არაა სავალდებულო იმაში დასაეჭვებლად, რომ გისმენენ. უპირველესად დარწმუნდით, რომ ეს ყველაფერი არაა ცუდი კავშირის, დაძველებული ელემენტის, ან კიდევ გაფუჭებული ტელეფონის ბრალი.

და მაინც, თუ გსურთ რომ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი დაბლოკეთ თქვენი ტელეფონი პაროლით, მუდმივად გქონდეთ თან და თუ მას არ იყენებთ კორპუსიდან მოხსენით ელემენტი.

არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ისინი ვინც გისმენენ "უფრო ჭკვიანები", გამოცდილები და ტექნუკურად აღჭურვილები არიან და თუ სურთ, ტელეფონის გარეშეც მოგისმენენ.





READ MORE - გაინტერესებთ გისმენენ თუ არა?

მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა საქართველოში 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 09.02.2012
საქართველოში მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს, ფიქსირებული ქსელის აბონენტთა რაოდენობა - მილიონ 105 883-სს, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 300 050-სს. ესაა 2010 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემები, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშშია წარმოდგენილი.

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი - 2010 წლის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე დარიცხულმა შემოსავალმა 5 600 241 12 ლარი შეადგენა.

ეს და სხვა საინტერესო მონაცემები, თანდართული რეკომენდაციებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, იგივე საიამ სასტუმრო “რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილიც ესწრებოდა.

როგორც საიას წარმომადგენლებმა - ეკატერინე ფოფხაძემ და თამარ კორძაიამ განმარტეს, მათი ორგანიზაცია კვლევას სახელწოდებით “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები“ ახორციელებდა “ლევან მიქელაძის ფონდთან“ ერთად, “იუსაიდისა“ და “აირექსის“ მხარდაჭერით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და უფლებამოსილების ფარგლების შესახებ საიას იურისტმა ნათია კაპანაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, კომისიაში 5 წევრია, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი 6-6 წლით ნიშნავს, მათი გათავისუფლებაც მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია; კომისიის წევრებს იმუნიტეტი იცავთ - მათი დაკავება, ან დაპატიმრება, აგრეთვე გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი; გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, კომისიის დაკავებული, ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

პლუს ამას, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კომისიის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სააკაშვილის ხელმოწერა აღემატება სასამართლოს გადაწყვეტილებას. საია მიიჩნევს, რომ კომისიის ამა თუ იმ წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელწმიფო ორგანოებისგან და მოქმედებს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზიის, რადიოსიხშირეების და სატელეფონო კომუნიკაციების რეგულირება შედის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში“, - ნათქვამია საიას მიერ წარმოდგენილ კვლევაში.

საინტერესო ისაა, რომ ამავე კვლევის მიხედვით, 2010 წლის მანძილზე კომისიასთან არსებულ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 108 განცხადება შევიდა, მაშინ, როცა მაგალითად, საიასთან არსებული “ქართული მედიის სამართებრივი დაცვის ცენტრში“ ბოლო ერთი წლის მანძილზე 117 დოკუმენტი მომზადდა და ამავე ორგანიზაციის მიერ 1136 კონსულტაცია გაიცა.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შესული განცხადებების სიმცირე მომხმარებელთა არაინფორმირებულობაზე მეტყველებს - ადამიანებმა არ იციან, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

როგორც “რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე გაირკვა, საიას მიერ წერილობით წარმოდგენილ რეკომენდაციებს დეტალურად და ყურადღებით გაცნობია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი. მისი შენიშვნების მცირე ნაწილი საიამ გაიზიარა.

“დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს. მზად ვართ ჩვენი რეკომენდაციები თქვენს შენიშვნებთან შეჯერდეს, რის შემდეგაც რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას პარლამენტს წარვუდგენთ“, - განაცხადეს ორსაათიანი ღონისძიების დასასრულს საიას წარმომადგენლებმა.

"ობიექტივი"






READ MORE - მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა საქართველოში 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს

"ვალენტინი” - განკვეთილი ბერი, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი

20:06 08.02.2012
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბოლო წლებში, ყოველ 14 თებერვალს აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს (მონათლულს შეყვარებულთა დღედ), თუმცა ხუთიოდ წლის წინ, რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს სახელად ვალენტინი და ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი, არარეალური, კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება! კომერციის სახე კი ფულის მოყვარულმა ამერიკელებმა მას 1846 წლიდან მისცეს, როცა ”ვალენტინის” ბიზნეს-ხაზი შექმნეს და ფულის კეთების ახალი ჩარხი მოამზადეს.

არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა - რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა! "აღიარებული დღესასწაული", რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის, ვალენტინის, მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა.

ასეთივე აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც (მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ), რამეთუ ეს არის დღე როცა ჰომოსექსუალისტებს პირველად დაწერეს ჯვარი!

მართმადიდებლური ეკლესია, ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს - გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო, სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დაარსებასაც კონკრეტული ქართული წყვილის, კონკრეტული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად!


READ MORE - "ვალენტინი” - განკვეთილი ბერი, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი

ზუგდიდელებისთვის უჩვეულო საახალწლო სანახაობა [video]

19:06 16.01.2012
"ათინათის" flesh mob show

რადიო „ათინათმა“ ძველით ახალი წელი ზუგდიდელებს „flesh mob show“-თი მიულოცა.

„ათინათის“ ოფისთან რადიოს თანამშრომლებმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა ქორეოგრაფიული წარმოდგენები გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, „ათინათის“ თანამშრომლებმა გამვლელებს ტკბილეული დაურიგეს.

ასოციაცია „ათინათის“ დირექტორის, რუსუდან ყალიჩავას თქმით, „flesh mob show” მსოფლიოსთვის უცხო ხილი არ არის, მაგრამ ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა.

ასოციაცია “ათინათი“ ზუგდიდელებს მსგავსი სიურპრიზების მოწყობას მომავალშიც პირდება.

შეგახსენებთ, რომ „flesh mob show”-ს დროს ორგანიზაციები ხალხმრავალ ადგილას იკრიდებიან და მოულოდნელად მართავენ წარმოდგენას. რითაც საზოგადოების ყურადღებას იქცევენ.




READ MORE - ზუგდიდელებისთვის უჩვეულო საახალწლო სანახაობა [video]

გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]

20:25 12.07.2012
14 ივნისს გადაცემა "პროფილში" ახალი სკანდალური კლიპის პრემიერა შედგა. თავად გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმაც სწორედ ასე დააანონსა ნუცა შანშიაშვილის სიმღერაზე რეჟისორ შოთა კალანდაძის მიერ გადაღებული ვიდეო: "ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური კლიპის პრემიერა გვაქვს დღეს".

ნუცა შანშიაშვილის ახალ კლიპში გადასაღებად რეჟისორმა მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სკანდალურად ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მიიწვია.









READ MORE - გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]

შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]


13:06 28.06.2012
შიშველმა ველოიპედისტებმა კანადაში საპროტესტო აქცია გამართეს...

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავდნენ ნევთობის მოხმარების ზრდის, ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის გამო გამოწვეულ საცობების, ეკოლოგიის დაბინძურების წინააღმდეგ ..

















READ MORE - შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]

მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]


13:06 21.05.2012
წყვილმა ბავშვის შეშინება გადაწყვიტა და პატარა გოგონა სარეცხ მანქანაში შესვა, თუმცა ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა: სარეცხი მანქანის კარები ავტომატურად ჩაიკეტა და ბრუნვა დაიწყო.

თითქმის ერთწუთიანი ბრუნვის შემდეგ ბავშვის გამოყვანა უსაფრთხოდ მოხერხდა. მას მცირე დაზიანებები აღმოაჩნდა.



| palitratv.ge |



READ MORE - მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]

რვაფეხა ბავშვი

13:06 19.05.2012
ბიჭი თავის ტყუპისცალის სხეულის ნაწილებით დაიბადა, რომელიც მუცლად ყოფნის დროს გარდაიცვალა,თუმცა კი ამ ტყუპისცალის ორგანიზმს შეესისხლხორცა და ზრდას განაგრძობდა ბიჭის გულმკერდზე კიდურებით.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მას შერაქვეს ბიჭი–რვაფეხა, მაგრამ ახლახანს მისმა მშობლებმა სხვების დახმარებით შეაგროვეს საჭირო თანხა ოპერაციისთვის და ბიჭი მალე დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას პარაზიტი ტყუპის გარეშე, რომელიც რეალურად დიდ ხორცმეტს წარმოადგენდა.




READ MORE - რვაფეხა ბავშვი

სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]

17:06 27.04.2012
სირიის სამოქალაქო ომის შოკისმომგვრელი კადრები: ვიდეოში ნაჩვენებია როგორ მარხავენ ცოცხლად სირიელი ამბოხებულები მამაკაცს.






READ MORE - სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]

ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე

ავტორი თეო ბლავაძე
19:41 02.02.2012
ჩემი ცხოვრება დაბადებიდან მუსიკასთანაა დაკავშირებული ეს იყო ჩვეულებრივი და ამავე დროს არაჩვეულებრივი ცხოვრება.

დავიბადე საოპერო მომღერლის ოჯახში. მამა - რევაზ ლაგვილავა, წლების განმავლობაში ცნობილი ბარიტონია, გამორჩეული დრამატული და ჰეროიკული ხმა აქვს. საკუთარი თავი სცენაზე თავადვე იპოვა.

მან ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი, როგორც მომღერლის ჩამოყალიბებაში პირველი პროფესიული გაკვეთილები, სწორედ მისგან ავიღე. 1999წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში, ისიც ამ დროს მოვიდა კონსერვატორიაში და სწავლა რომ დავასრულე, მაშინ წამოვიდა. ეს ჩემთვის გაკეთა და ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის. რომ არა ის, მე შეიძლებოდა დღეს სხვა პროფესია მქონოდა. მაგალითად ვყოფილიყავი მოჭიდავე, რადგან იმ პერიოდში, მოწამლული ვიყავი სპორტის ამ სახეობით. მშობლებმა დაინახეს ჩემში პოტენციალი და ნიჭს სწორი მიმართულება მისცეს.

ძალიან ბევრი ადამიანი მღერის ბავშვობაში მაგრამ მომღერლად ვერ ყალიბდება. ამის კარგი მაგალითია რობერტინო ლორეტი, რომელიც ბავშვობაში ანგელოზივით მღეროდა და მერე ქუჩაში დასაძახებელი ხმაც დაკარგა.

დღესაც მახსოვს მამას წარმოთქმული საინტერესო ფრაზა – “ვნახოთ, თუ ექნება ხმა, იმღერებს, თუ არა და მის წამებას ვერ ვუყურებ.” გარდატეხის ასაკში ხმა იცვლება. თავიდან ტენორობას ვცდილობდი თუმცა მეტყობოდა რომ მამასავით ბარიტონი ვიქნებოდი. ასეც მოხდა, თუმცა, მამას ხმით ვერ გავეჯიბრები.

დედა – ლია კვარაცხელია, ასევე მომღერალი, ვოკალისტი, რომელმაც კარიერა დათმო ოჯახისთვის. ჩემი მშობლების წყვილი არის საოცრად რომანტიული, ხმაურიანი, ემოციური... ხშირად ვხუმრობ, დაიწყო იტალიური ოჯახითქო. ისინი კურსელები იყვნენ. მათი სიყვარულიც კონსერვატორიაში დაიბადა. ეს იყო გიჟური სიყვარული, რომელზეც დღესაც აღფრთოვანებით საუბრობენ მათი მეგობრები. მე ბედნიერი ვარ რომ ასეთი მშობლები მყავს!

იმ შემთხვევაში თუ კი მონაცემი დავინახე, შვილისთვის მეც იმავეს გავიმეორებ, რაც მამამ გააკეთა ჩემთვის და არა იმიტომ რომ ჩემი შვილია. არ უნდა მოატყუო ბავშვი, ცხოვრება არ უნდა დაუნგრიო და ვინმეს წამოსაძახებელი არ უნდა გახადო.

ძმა – ეს ჩემი თილისმაა... დიპლომატიის მაგალითი. შეუძლია ჩემი ემოციების სწორ ტალღაზე დაყენება მაშინ, როდესაც მე ეს მჭირდება. არასდროს მიგრძვნია ის 12 წლიანი ზღვარი, რომელიც ჩვენს შორის იყო. ის არის ჩემი კარგი მეგობარი.

ბავშვობაში მყავდა თანატოლი მეგობრებიც, მაგრამ, ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა მხიბლავდა. მამას მეგობრების წრეში თავს კარგად ვგრძნობდი, მათგან ბევრს ვსწავლლობდი. შემდეგ შემოვიდა თეატრი ჩემს ცხოვრებაში და სცენაზე ასაკობრივი ზღვარიც გარკვეულ ფარგლებში, გაქრა ჩვენს შორის.

გავიზარდე კულისებში. 4 – 5 წლის ბავშვი ვიჯექი და ვუსმენდი დაუვიწყარ “დონ კარლოსს” რომელიც იმ დროს თბილისში გადიოდა, რევაზ ლაგვილავას, პაატა ბურჭულაძის, ცისანა ტატიშვილის, ალეკო ხომერიკის, ელდერ გეწაძის, და მაია თომაძის შესრულებით. ესენი უდიდესი მომღერლები არიან.

ჩემს ბავშვობას დაემთხვა სავალალო პერიოდი საქართველოში. ჩემს თაობას თინეიჯერული ასაკი არ გაულია. ბავშვობიდან პრობლემატურ ცხოვრებაში გადავეშვით. მე გამიმართლა, რადგან ეს ასაკი გავატარე თეატრში. თუმცა რათქმაუნდა იყო ქუჩაც მაგრამ გარკვეული დოზით.

შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში და გამიმართლა რადგან საოპერო სტუდია მეორე კურსიდან იწყებოდა, მე კი 1 კურსზე დამაკავეს “დონ ჯოვანის” ნაწყვეტები და მითხრეს იმღერეო. მეორე კურსზე კი რახმანინოვის “ალეკო” –ში ალეკოს პარტია შევასრულე რის შემდეგაც ჩავთვალე რომ დრო იყო თავი თეატრში მომესინჯა. ჩემი დებიუტი შედგა გურამ ელიავას მიერ ძალიან არაორდინალურად დადგმულ სპეკტაკლში, დონიცეტის “სიყვარულის ნეკტარში.” ეს იყო ძალიან საინტერესო დადგმა სადაც ბელკორეს პარტია შევასრულე ქართულად. აი მაშინ თქვეს - “შედგა!” ხალხი კმაყოფილი იყო და მე ეს ძალიან მახარებდა, ამან გადამაწყვეტია გადამედგა სერიოზული ნაბიჯი და მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ “დონ ჯოვანი”-ში მემღერა დონ ჯოვანი. მიუხედავად იმისა რომ ვოკალურადაც და ხასიათითაც ვიყავი გახსნილი ეს მაინც იყო სერიოზული რისკი ვინაიდან “დონ ჯოვანი” მარათონული პარტიაა და არანორმალურ ენერგიას და გამოცდილებას მოითხოვს. როგორც ამბობენ “ვინც არ რისკავს შამპანურს არ სვავს” და გამოვიდა რომ შამპანური დავლიე. მოხდა ის რაც მინდოდა. ეს როლი იყო რომელმაც დამამკვიდრა თეატრში, მომცა საბაბი მეთქვა რომ მე ვარ მომღერალი და თეატრის სოლისტი!
ემოციურად საოცრად დამმუხტველი იყო ჩემთვის დონიცეტის “დონ პასკუალე” რომელიც ნინო მაჩაიძესთან და გოჩა დათუსანთან ერთად შევასრულე სტუდიაში და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ თეატრში გადმოვიტანეთ. რთულია ემოციის გადმოცემა რომელსაც იმ დროს განიცდი როდესაც შენზე გაკეთებული სპეკტაკლი შენვე გადმოგაქვს თეატრში...

17 წლის ვიყავი როდესაც სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრემია გადმომცეს. ვიყავი პრეზიდენტის სამ გზის სტიპენდიანტი, 2004 წლიდან - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი, მოგებული მაქვს საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსი, არა ერთი ჯილდო მაქვს მიღებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ის ახტაცებული სახე და ტაშია რომელიც კონცერტის დასრულების შემდეგ მხვდება. სცენაზე რომ გამოვდივარ პირველივე ფრაზის მერე ვხვდები რა აურა მოდის დარბაზიდან. არია დამთავრებული არ მაქ როდესაც წინასწარ ვიცი რა რეაქცია იქნება... ჩვენი პროფესია არის ისეთი რომ ყოველ წუთს უნდა ამტკიცო შენი შესაძლებლობა. შეიძლება დღეს წარმატებული გამოსვლა გქონდეს და ჯილდო დაიმსახურო მაგრამ ხვალ თავიდან გადიხარ სცენაზე და თვავიდან უნდა დაიწყო მტკიცება რადგან მაყურებელი დაუნდობელია და მართებულად დაუნდობელი!

ეხლა იგეგმება “ტოსკა” და რომც არ ვიყო აქ აუცილებლად ჩამოვალ და ვიმღერებ. შემოქმედებით იმ ეტაპზე ვარ რომლისთვისაც დავიბადე. იყო ეტაპი ბელკორედან – მალატესტამდე, მალატესტადან –დონ ჯოვანიმდე, დონ ჯოვანიდან ტრავიეტამდე. მე მიყვარს ეტაპებით ცხოვრება და არა მხოლოდ პროფესიაში, ჩემი აზრით ეს უფრო შედეგიანია ვიდრე ნახტომებით ხრამში გადავარდნა.

2007 წელს ლა სკალას აკადემიაში მოვხვდი და ისეთმა მსოფლიო ოპერის ისტორიის მოვლენამ როგორიც იყო თურქი სოპრანო ლეილა გეინჯერი, რომელმაც 50 წლის განმავლობაში იდედოფლა ლა სკალას სცენაზე დამასახელა თავის ფავორიტად ეს იყო ფაქტიურად მეორე ცის გახსნა. ყველგან ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, იქაც კი სადაც ჩემი ყოფნა არ სიამუვნებდათ. ჩემი ლა სკალას აკადემიაში ყოფნის მეორე წელს გარდაიცვალა ქალბატონი ლეილა და ეს იყო ჩემთვის გამოუსწორებელი ტრამვა.

8 სპეკტაკლი მაქვს ნამღერი პლაციდო დომინგოსთან ერთად რაც დიდი ბედნიერება...
მე მიყვარს ჩემი პროფესია ავადმყოფურად! ხელოვანი ადამიანის ცხოვრება ძალიან არაორდინალურია, წარმატებას თან ახლავს წყენაც, გულის ტკენაც. მაგრამ, თან და თან სწავლობ ბალანსს და აგრძელებ გზას... შეიძლება სცენაზე იმარჯვებდე, პირად ცხოვრებაში აგებდე ან პირიქით.

ვარ არაორდინალური და საოცრად ბოჰემური. იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთნები რომლებიც ვერ ამტკიცებენ რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში. ჩემნაირი ტიპის ადამიანი შეუძლებელია ამ გრძნობის გარეშე იყოს. სიყვარულს მე სხვანაირად ვხედავ და ვგრძნობ. ქალი ჩემთვის სხვა მოვლენაა... არაორდინალური, ინდივიდუალური, ინტელექტუალი... ქალს თვალებში რომ ჩავხედავ და იქიდან სიცარიელე ამომხედავს მის სილამზეც ქრება. მსოფლიოში აღიარებული ქალის ეტალონი – მერლინ მონრო, მე არ მომწონს რადგან ის ყალბია. თოჯინას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს! ჩემს გვერდით ვერ იქნება ქალი რომელსაც უყვარს პირობითობა.




READ MORE - ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე

რეზო ამაშუკელი: სააკაშვილს "სკოჩს" ვაჩუქებდი, რომ პირზე აიკრას და გიჟის თეთრ ხალათს

ავტორი რეზო ამაშუკელი | პოეტი
21:54 06.01.2012
სააკაშვილს “სკოჩს” ვაჩუქებდი, რომ პირზე აიკრას და გიჟის თეთრ ხალათს, რომ ჩაიცვას, მოუხდება. ისედაც შეურაცხადივით დახტის წინ და უკან. დააკვირდით სახეზე, რას ჰგავს, წამლებით არის გაძეძგილი… 11 წელია ვიძახი, ხალხო! ეს თქვენი მაღალი, ლამაზი და ჭკვიანი დაგღუპავთ-მეთქი. დამიჯერა ვინმემ?.. ვინც მეტყვის, მისი მმართველობის დროს ბევრი რამე გაკეთდაო, კისერიც უტეხია. თბილისი “თბილისი ლაივისთვის” და პედერასტებისთვის შენდება. ბიჭოლამ რომ ბალიშები შეიკეროს და დუტამ ფულები გააკეთოს...

- ქვეყანაზე კი, რა გითხრათ, – ეს ერი აღარ არის უკვე, ახლა დუტა-შმუტას დროა. სტეფანე არ დაგავიწყდეთ, მიმხრჩვალ ყვინჩილას რომ ჰგავს. ძლივს ერთი სინათლე გამოჩნდა ქართულ რეალობაში ბიძინა ივანიშვილის სახით და იმასაც თავისუფლების ინსტიტუტის ყლორტები შეესივნენ. ახლა იმას გვეძიძგილავებიან, რომ ნაციონალები ისევ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოღონდ უმცირესობითო. ცუდად გაწურულ ჩვარს რომ ჰგავს აკო მინაშვილი, მაგასთან თანამშრომლობა როგორ შეიძლება?! ნაციონალებთან ურთიერთობა როგორ შეიძლება, ცოლებს ვეღარ პატრონობენ და ქვეყანას უპატრონებენ?!. საუბედუროდ, ყველა ჩემი ინტუიცია გამართლდა და ახლაც ვაცხადებ ხმამაღლა, – ბიძინა ივანიშვილი კრისტალივით სუფთა კაცია, მაგრამ მის გარშემო ისევ დაირაზმებიან პატარა წუწკები… თუ ქართველი ახალგაზრდები არ გამოცოცხლდებიან, არაფერი შეიცვლება. დათო მაღრაძესა და ლაშა ბუღაძეს როდემდე უნდა ვუსმინოთ? ვინ არიან, რა გაუკეთებიათ?! გამოვიდა რატი ამაღლობელი და სცენიდან გვეფლირტავება, ფლირტი ჰყვარებია თურმე ბიჭს. რა დროს ფლირტია, თქვე უპატრონოებო, ქვეყანა თავზე გვენგრევა…



READ MORE - რეზო ამაშუკელი: სააკაშვილს "სკოჩს" ვაჩუქებდი, რომ პირზე აიკრას და გიჟის თეთრ ხალათს

“ნაოპერაციევ პატიმარს დირექტორმა თავზე დააფურთხა და თანამშრომლებს უბრძანა ბარათაშვილისთვის ყოველდღე იგივე გაეკეთებინათ“

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:06 03.12.2011
მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ცემა-წამების ფორმები შეიცვალა - მორგში ჩაყვანა, ცემა და “დასკოჩვა“ თავზე დაფურთხებამ და მუქარამ ჩაანაცვლა. პლუს ამას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო, ოღონდ არა პატიმრის წამების, არამედ თვითდაზიანების მიყენების ფაქტზე.

ამ სიახლეების შესახებ “ობიექტივს“ ბარათაშვილის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ კახაბერ ბარათაშვილი 28 ნოემბრიდან მოყოლებული არაერთხელ სცემეს და აწამეს, რის შესახებაც პირველი სტატია სათაურით “პალატიდან საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს, თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“ გამოვაქვეყნეთ 29 ნოემბერს. ამას კიდევ სამი სტატია მოჰყვა - “პატიმარს 28 ნოემბერს გაუპატიურებით ემუქრებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი“; პატიმარ ბარათაშვილის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა; პატიმარმა კახაბერ ბარათაშვილმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

ბოლოს როდის შეხვდით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა?

კახაბერ მუმლაძე: პატიმარს ბოლოს 16 დეკემბერს, N18-ე სამკურნალო დაწესებულებაში შევხვდი. ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუკეთდა და ჭრილობები შეუხორცდა, რის გამოც მსჯავრდებული ექიმ ზურაბ ცაცაშვილს ემადლიერება. არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, კახაბერ ბარათაშვილი ჩვეულებრივ საპატიმრო დაწესებულებაში არ გადაჰყავთ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა თვითდაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 13 დეკემბერს გამომძიებელმა პავლე სამყურაშვილმა კახაბარ ბარათაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხა. ამ პროცესს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელთან, გაგი მოსიაშვილთან ერთად ვესწრებოდი.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მეც მოვითხოვე ბარათაშვილის წამების საქმეზე გამოძიების დაწყება, საპასუხოდ ჩვეულ ტაქტიკას მიმართეს - საერთოდ, როდესაც ცემა-წამების ფაქტი გახმაურდება და ვითარება გამძაფრდება ხოლმე, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს თავად მიმართავენ და საქმის გამოძიებას შეუსაბამო მუხლით იწყებენ. ასე მოხდა ბარათაშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ კახაბერ ბარათაშვილი დაზარალებულად ცნონ და საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია მისცენ.
კახაბერ ბარათაშვილი ძალიან ემადლიერება სახალხო დამცველის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც მისი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანეს და მასთან შაბათ-კვირასაც კი შედიან და ნახულობენ.

რა თქვა ბარათაშვილმა გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში?

-დეტალურად აღწერა მისი ცემა-წამების ფაქტები, კონკრეტული პირები დაასახელა; თქვა როგორ ითხოვდა 28 ნოემბერს ექიმის დახმარებას, რის შემდეგაც მორგში ჩაიყვანეს, სცემეს და “დასკოჩეს“; ასევე დეტალურად აღწერა მორგი (სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის სახით ამოცნობაც ჩატარდება); ბარათაშვილმა ოპერაციის შემდეგ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ფაქტებზეც ისაუბრა.

ნაოპერაციევ პატიმარს N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა, ვაჟა ცხვედიანმა თავზე დააფურთხა და თანამშრომლებს უბრძანა ბარათაშვილისთვის ყოველდღე იგივე გაეკეთებინათ. ასეთი ფაქტი მეორედაც განმეორდა.

ეს როდის მოხდა?

-7 დეკემბერს პატიმართან, მისივე თხოვნის საფუძველზე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტები იყვნენ შესულები. მათი წასვლის შემდეგ დაიწყეს კახაბერ ბარათაშვილზე ზეწოლა.

დირექტორის სიტყვიერი ბრძანება შეასრულეს - ყოველდღე აფურთხებდნენ პატიმარს?

-ხელქვეითებს დირექტორის ეს უკანონო ბრძანება არ შეუსრულებიათ. ბარათაშვილმა 11-გვერდიანი ჩვენება მისცა, რომლის ასლის წამოღების საშუალება არ მოგვცეს, “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“.
პლუს ამას, “ემპათიას“ წასვლის შემდეგ პატიმარს ვაჟა ცხვედიანმა უთხრა - “მე შენ ბიჭო! ვის ეუბნები, მთავრობას? იცი რომ მე ვარ მთავრობა და ჩვენა ვართ მთავრობა?!“ ზუსტად ასე დააფიქსირა თავის ჩვენებაში ბარათაშვილმა ცხვედიანის სიტყვები. მას დაემუქრნენ იმითაც, რომ აკრძალულ ნივთს დაუდებენ და ამით დარჩენილ ერთ წელიწადს გაუხანგრძლივებენ.

უთხრეს ისიც, რომ თუ არ გაჩერდება, მის მეუღლეს ციხეში ჩასვამენ. ვაჟა ცხვედიანი პატიმრის შვილის ასაკითაც დაინტერესდა. როცა გაიგო, რომ გოგოა და არის 8 წლის, ამაზე ჩაილაპარაკა - “ძალიან კარგი, თუ გოგოა“. ეს კახაბერ ბარათაშვილმა მუქარად აღიქვა.

რა ასაკისაა N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი?


-ვაჟა ცხვედიანი დაახლოებით 30 წლის იქნება. იგი მსგავს ქმედებაში არაერთხელაა შემჩნეული, მაგრამ ამაზე პასუხს დღემდე არ სთხოვენ.

როგორ ექცევიან კახაბერ ბარათაშვილს ჩვენების მიცემის შემდეგ?

-ჩვენების მიცემის შემდეგ ცალკე საკანში გადაიყვანეს, სადაც ღამღამობით განათებას არ თიშავენ. პლუს ამას, მის საკანთან მორიგე დგას, რომელიც ყოველ 15 წუთში ერთხელ ზემდგომებს რაციის საშუალებით ატყობინებს ბარათაშვილის შესახებ. ასე რომ, განათებას თან ერთვის ხმაური, რომელიც რაციით ინფორმაციის გადაცემას ახლავს, რაც პატიმარს ძილის საშუალებას არ აძლევს.



READ MORE - “ნაოპერაციევ პატიმარს დირექტორმა თავზე დააფურთხა და თანამშრომლებს უბრძანა ბარათაშვილისთვის ყოველდღე იგივე გაეკეთებინათ“

პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის

21:24 01.02.2012
პრიკასო უკვე ცნობილი ამერიკელი მხატვარის სახელია. ხელოვანი ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც საზოგადოებამ მისი პენისით შესრულებული ნახატები მოიწონა. პრიკასოსგან პორტრეტის შეძენა ნებისმიერ მსურველს 200 დოლარად შეუძლია, არსებობს სპეციალური ფასდაკლებებიც.

მხატვარმა აღიარა, რომ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გაკვირვებას ვერ მალავდნენ მაშინ, როდესაც მან საკუთარ თავში ასეთი ნიჭი აღმოაჩინა.

"ერთ დღეს, ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რომ ჩემი პენისით მისი დახატვა შემეძლო. ის აღფრთოვანდა. მალე მივხვდი, რომ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობა აღმოვაჩინე – პენისის ხელოვნება. ჩემი ნახატები გაიგზავნა სხვადასხვა გალერეებში, მაგრამ აღიარება დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა – მათ უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ ეს ნახატები ნამდვილად სასქესო ორგანოთი იყო შესრულებული. ბოლოს გადავწყვიტე მომეწყო სახალხო ჩვენებები..." – ამბობს პრიკასო.








READ MORE - პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის

შემოქმედება გულის არევით [ფოტო]

17:01 01.02.2012
გულის არევა ნახატის შექმნი ძირითადი კომპონენტია...


























READ MORE - შემოქმედება გულის არევით [ფოტო]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...