უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა პოლიტპატიმრად გამოცხადებული ვლადიმერ ვახანიას საქმის განხილვაზე, ამის შესახებ „ღია ბოქლომს“ დაკავებულის ოჯახის წევრებმა აცნობეს... მიუხედავად დიდი მცდელობისა ჩვენმა რედაქციამ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზეზეზის გარკვევა.
გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 19:16 14-01-2011]
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის ოქტომბერში, ზუგდიდში, თითქოს, იარაღის უკანონოდ შენნახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა საქართველოს სიყვარულისთვის დევნილ ვლადიმერ ვახანიას. აკადენიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს...
2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვახანიას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უსამართლო–სასამართლო პროცესები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჯალათი პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მკვლელი მოსამართლე დავით კეკენაძე ვახანიას ოჯახის წევრთა მოთხოვნის მიუხედავად განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არცერთ ჯერზე არ დასთანხმდნენ.
საქმის გასაჩივრებიდან 10 თვეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარ ვალდიმერ ვახანიას საქმის წარმოება დაიწყო და 2010 წლის 30 ივნისს განაჩენი გამოიტანა. ხელისუფლების ვერაგული განზრახვა, ქუთაისელმა მოსამართლეებმა სისრულეში წარმატებით მოიყვანეს და მხოლოდ 6 თვით შეამცირეს ზუგდიდის რაიონული სასამართთლოს სასჯელი...
აქციების ფონზე, ხმაურით მიმდინარეობდა ქუთაისში სასამართლო სხდომები. მაგალითად 21, 25 და 30 ივნისს გამართული პროცესები. დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლეები მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე, პროცესის გაჭიანურებით, გულითავადმყოფი განსასჯელის, მკვლელობის მცდელობაში არაერთხელ დაადანასაულეს.
თითქმის ყველა განხილვას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რუსი უფლებადამცველები, აგრეთვე დარბაზს გარეთ განსასჯელის ოჯახის წევრები მათ შორის ნანული ვახანია, რომელმაც 14 ივნისს ძმის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ევროსაბჭოს მისიის შენობასთან, შიმშილობის აქცია დაიწყო. ქალბატონი ნანული ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ გონებადაკარგული არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი კვლავ გეგმავდა აქციის გარძელებას, მაგრამ ექიმებმა, ახლობლებმა და სასულიერო პირებმა ამის უფლება არ მისცეს – ისევდაისევ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
ნანული ვახანია განსაკუთრებულ პროტესტს სწორედ მაშინ გამოთქვამდა, როდესაც სასამართლოს დარბაზში დაუძლურებული აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია კბილებამდე შეარაღებული და ნიღბიანი ბადრაგის თანხლებით შემოჰყავდათ და მისი ძმისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნაზე მოსამართლე და პროკურორი ირონიით უარყოფითად პასუხობდნენ. ამის გამო მას დარბაზი მრავალჯერ დაატოვებინეს.
პროფესიით იურისტი ვლადიმერ ვახანია, რომელიც ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლომ დაკითხა ყურადღებას ამახვილებდა მასზე განხორციელებულ კანონდარღვევებზე, მან პოლიცია და პროკურატურა ჩხრეკის დროს მის გაძარცვაში დაადანაშაულა. ვახანიას თქმით ნაღდი ფული და რამოდენიმე ძვირადღირებული ნივთი სამართალდამცავებმა და პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ მიითვისეს...
ვახანიას გასამართლებიდან ცოტა ხანში ქართულ პოლიტიკას ახალი პარტია „მთლიანი საქართველო“ შეემატა. დამფუძნებლების განცხადებით პარტია ცენტრისტული ორიენტაციისაა და მისი მთავარი მიზანი პოლიტპატიმრების დაცვაა.
პარტიის ლიდერი, აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია მოძრაობის დაფუძნებას დაკავებამდე დიდი ხნით ადრე გეგმავდა, თუმცა ამის საშუალება ცნობილი მიზეზის გამო არ მიეცა...
ვლადიმერ ვახანიას ზუგდიდში უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, მას წლების განმავობაში ბევრისთვის გაუწევია დახმარება, განსაკუფჯებით უმძიმეს 90-იან წლებში. ზუგდიდში აქტიურად საუბრობენ ბატონი ვლადიმერის დაკავების რეალურ მიზეზებზე. როგორც ჟურნალ „ღია ბოქლომის“ მკითხველს მოეხსენება, ცოტა ხნის წინ მეგრულ–ქართული ლექსიკონის შვიდტომეული გამოიცა, რომლის ერთ–ერთი ავტორი სწორედ ვლადიმერ ვახანია გახლავთ. ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეგრული ენა უნიკალური და მსოფლიო ენებს შორის გამორჩეულია. მარტო იმის ხმამაღლა გაცხადება რად ღირს, რომ ამ ქართველურ ენაში, ფაქტობრივად, 120 მილიონი სიტყვაა!!! აკადემიკოსის დაკავების ერთ–ერთი რეალური მიზეზიც ეს გახლავთ – სააკაშვილის პირსისხლიანმა მთავრობამ საქართველოს გამთლიანებაზე და მეგრულის, როგორც ჭეშმარიტად ქართველური ენის, განსაკუთრებულობაზე ღიად საუბარი არ აპატია აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას...