მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის წინაშეა. პარასკევს აშშ-ში რიგით მეშვიდე უმსხვილესი იპოთეკური ბანკი Indymac Bank გაკოტრდა. როგორც ცნობილია, ამერიკის ხელისუფლება მსხვილი იპოთეკური ბანკების Fannie Mae da Freddie Mac ნაციონალიზაციის საკითხსაც განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას. დასავლეთში აგორებულმა კრიზისმა აღმოსავლეთში მთელი სიძლიერით ჩააღწია და იაპონურმა ფინანსურმა კომპანიებმაც ნეგატიური საფონდო დინამიკის დემონსტრირება მოახდინეს - სიდიდით უმსხვილესი იაპონური ბანკის Mitsubishi UFJ Financial Group Incაქციები 1,4%-ით გაიაფდა.
გაზიარება
[ირმა ვარსიმაშვილი. 16:26 10-06-2011]
მსოფლიო კრიზისის ფონზე კი, საქართველოში არნახული მოვლენები ვითარდება – ორი უმსხვილესი ბანკი ("საქართველოს ბანკი" და "თიბისი") წლის ბოლოს მილიონების გათამაშებას გეგმავენ (თუმცა პირველი – დოლარის, ხოლო მეორე – ლარის!)!
მოგეხსენებათ, არც ერთი ადგილობრივი ბანკი წმინდა ქართული აქტივებით არ ოპერირებს და იმის საშიშროება, რომ ერთ მშვენიერ დღეს უცხოელი აქციონერები თუ პარტნიორები უკან გამოითხოვენ საკუთარ კაპიტალს, საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი ზარ-ზეიმით ორგანიზებული გათამაშებით ხდება ანაბრების "მოგროვება".
"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ანაბრების გათამაშების - "თქვენ მილიონი გელით" ფარგლებში გახსნილი დეპოზიტების რიცხვმა 15 000-ს მიაღწია. და გათამაშებაში, რომელიც 4 ივლისს გაიმართა, 15 000-მა მეანაბრემ, 1 300 000 ბილეთით მიიღო მონაწილეობა (შეგახსენებთ, რომ ბანკი თითოეულ 500-ლარიან დეპოზიტზე ერთ ბილეთს გასცემს და მოგების დათვლაც აქვე შეგვიძლია!).
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, კომერციული ბანკების პირველ ათეულში შემავალი 6 ბანკისთვის მაისი წამგებიანი იყო. მიმდინარე ფინანსური კრიზისით, ყველაზე მეტად "საქართველოს ბანკი" დაზარალდა. საბანკო ბაზრის ლიდერს, ერთი თვის განმავლობაში აქტივები 49 ნახევარი მილიონი ლარით შეუმცირდა.
აქტივების კლების მაჩვენებლით მეორე "ვითიბი ბანკია" - მან 32,5 მილიონი ლარი იზარალა და რეიტინგში მეხუთე ადგილი "ქართუს" დაუთმო, თვითონ კი მე-6-ზე გადაინაცვლა. მესამე და მეოთხე ადგილები, აქტივების კლების მოცულობით, "სახალხო" და "ბითიეი ბანკებმა" გაინაწილეს.
ფულის დეფიციტისა და საკრედიტო განაკვეთების ზრდის შედეგად, მაისში ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 13%-ით დაიკლო, თვის განმავლობაში სულ 160 მილიონი ლარის სესხი გაიცა - 63 მილიონით ნაკლები, ვიდრე აპრილში.
გაცემული სესხების მოცულობით "საქართველოს ბანკი" ლიდერობს, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 30% მისი წილია, 25%-იანი წილით მეორე – "თიბისია". მთლიანობაში კომერციულ ბანკებს, ივნისის მდგომარეობით, 5 მილიარდ 280 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბანკების უმეტესობამ შეგნებულად შეაჩერა სესხების გაცემა!
მაისში 4%-ით შემცირდა საბანკო ანაბრების მოცულობაც და 3 მილიარდი ლარი შეადგინა. მაისიდან მოყოლებული, სესხის მსურველთა რიცხვი საბანკო ბაზარზე რამდენჯერმე აღემატება იქ ფულის განთავსების მსურველთა რიცხვს. ეს კი აშკარად ნდობის დაბალ რეიტინგზე მეტყველებს.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია - კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 2008 წლის მაისის ბოლოს 5,3 მლრდ. ლარს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მლრდ. ლარით, ანუ 61,2%-ით გაიზარდა.
ალბათ, სწორედ "ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებაში" ითვლება ის 500 მილიონი ლარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ "საქართველოს ბანკმა" ხელისუფლებას "ასესხა". წარმატებული ფინალური აკორდის შემდეგ, თურმე ამჟამინდელ პრემიერს და ფავორიტი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს (ვინაიდან მის ფრთებქვეშ შეყუჟულ ბანკს სერიოზულად გაუჭირდა) პრეზიდენტისთვის ვალის გადახდაც კი მოუთხოვია.
ორი ქვეყნის მოქალაქე პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის ასეთი უცერემონიო ჟესტი ფრიად არ მოსწონებიათ "ნაციონალებს", რის გამოც პრეზიდენტის კაბინეტში შესულ ქართული პოლიტიკის "სიმპსონას" ამავე კაბინეტში ლაზათიანად ამოუპანღურეს, ამით გურგენიძეს მიანიშნეს, რომ საქართველოში პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ფეხსაცმლის წვერს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დღევანდელ პრემიერ-მინისტრს.
როგორც კულუარებში საუბრობენ, დაწიოკებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, თურმე, ლადო გურგენიძეს მოიაზრებდნენ. მოგეხსენებათ, მან თავისი საბანკო ბიზნესგამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენა და ქვეყნის "ძნელბედობის ჟამს" არა მხოლოდ პრემიერობა იკისრა, არამედ ხელისუფალთა ხაზინაში დიდ თანხებსაც მოუყარა თავი.
ფესვებგამაგრებულ "უმრავლესობას" კი ნამდვილად აღარ მოსწონს გურგენიძის პოზიციების გაძლიერება. სებ-ის პრეზიდენტობიდან მისი კანდიდატურის მოხსნა, როგორც ამბობენ, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ, ჯერ ერთი, ეროვნულ ხაზინაში რატომ უნდა "იქექებოდეს" ბრიტანეთის მოქალაქე?! მეორე და ყველაზე სანდო ვერსია კი ისაა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის დათხოვა და, მით უმეტეს, პრემიერის შეცვლა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და საბაბის გარეშეც შეიძლება!
პრემიერის სავარძელში ჩასაბრძანებლად კი, თუ "ნაციონალურ ჭორებს" დავუჯერებთ, გიგი უგულავას ამზადებენ და ახლა, როდესაც არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ვლადიმერ გურგენიძემაც თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, მაშინ "ჯორჯიან თაიმსის" პროგნოზი – უახლოეს მომავალში დიდ ბანკირს, პრემიერს და "ლიდერს" ხელისუფლებიდან უკვე საბოლოოდ გამოაპანღურებენ და შეიძლება დაიჭირონ კიდეც.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:23 25.03.2015 საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან დაკავშირებითაც ჩაატარა. შეკითხვაზე - ...
-
01:18 29.05.2010 ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია აქვეყნებს უნიკალურ ვიდეოჩანაწერს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოსკოვიდან პრეზიდენტ...
-
15:59 23.01.2012 "ღია ბოქლომი" გთავაზობთ მედია–კავშირ "ობიექტივის" მიერ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარებული გამოკითხვ...
-
21:15 23.03.2015 არსებული ინფორმაციით, IRI-ის კვლევის მიხედვით, პარტიათა რეიტინგში "ქართული ოცნება" 36 პროცენტით ლიდერობს. საე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხად...
-
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 ნოემბერს ვაჟა–ფშაველას უკვდავი პოემის, „სტუმარ-მასპინძელის“ , მოტივებზე შექ...
-
უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა პოლიტპატიმრად გამოცხადებული ვლადიმერ ვახანიას საქმის განხილვაზე, ამის შესახებ „ღია ბოქლომს“ დაკავებულის ოჯა...
-
მალე ევროკავშირს ”შავ სიაში” შეყვანილი საქართველოს 150 მოქალაქის გვარ-სახელი და საპასპორტო მონაცემები გადაეცემა. პრესაგე.ტვ-ის ინიციატივით კ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]

- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]

- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]

- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]

ვინ ამოარტყა პანღური ლადო გურგენიძეს?
რედაქტორის რჩევით
-
მოამზადა ლილუ მიროტაძემ, reportiori.ge 15:23 19.03.2014 ურნალ „რეიტინგთან" ინტერვიუში მსახიობი გივი სიხარულიძე გენდერულ თანასწორობაზე...
-
21:01 20.10.2011 მედია კავშირ "ობიექტივის" ორგანიზებით, სამეფო უბნის თეატრში სამი ჟურნალისტი ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლი...
-
20:22 26.03.2015 საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი ეარბას320–ის დამხმარე პილოტს ისტორიაში შესვლა და ისეთი რამის გაკეთება სურდა, რომ ყველას დ...
-
ავტორი ბელა ზაქაიძე 23:58 11.11.2011 19 წლის გვანცა ყუფარაძე 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას საპატიმრო სასჯელის ვადა დღეს ამო...
-
ჟურნალისტთა კავშირი ”ობიექტივი” აპროტესტებს ტელეკომპანია ”ალანიასთვის” სახელწოდების შეცვლის ფაქტს და აცხადებს, რომ ეს ”ცვლილება” დაგეგმილი...
-
გია ნოდიას რეპუტაცია, რომელსაც აქამდე თითქმის არასდროს შეხებია „მსახვრალი ხელი“, ეჭვის ქვეშ დადგა დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც განათლებისა ...
-
თეა თუთბერიიძე, “კონსერვატიული” პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი”, უახლოეს მომ...
-
მოწინააღმდეგე ეროსი კიწმარიშვილი, „ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გაზიარება [15:26 01-12-2010] „ქართული პარტიის" პოლიტიკური მ...
-
01:18 29.05.2010 ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია აქვეყნებს უნიკალურ ვიდეოჩანაწერს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოსკოვიდან პრეზიდენტ...


































