20:16 01.06.2012
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.
როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქალთა N5-ე კოლონიაში ცალკე დგას შენობა, სადაც ბავშვებთან ერთად პატიმარი დედები იმყოფებიან. შენობაში ექვსი მცირე ზომის საკანია და ერთი სამზარეულო აქვთ. ექვს საწოლზე დაძინება კი ცხრა პატიმარ დედას უხდება.
„გაუსაძლის პირობებში გვიწევს ყოფნა. კვებისა და ჰიგიენის დაცვის პრობლემების გარდა, სამზარეულოდან სკამებიც კი გაიტანეს. საჭმელს ფეხზე დგომით ვჭამთ. ადმინისტრაციასთან დიდი ხვეწნა- მუდარის შემდეგ, დღეში მხოლოდ ერთი საათით გავყავრთ ეზოში. ღამის პირველ საათზე შეგვყრიან საკნებში და მხოლოდ დილით გვიღებენ კარს. ფაქტობრივად, კოლონიის რეჟიმში კი არა, ციხის რეჟიმში ვცხოვრობთ.
ციხის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს ჩვენზე. ოფიცრები და კონტროლიორები გვლანძღავენ და გვაგინებენ, არაადამიანურად გვეპყრობიან და ღირსებას გვილახავენ.
ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენ, დედებმა უარი ვთქვათ მცირეწლოვან ბავშვებზე და გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში. გვემუქრებიან, რომ 6-საკნიან ციხეში ფეხმძიმე ქალებს კიდევ დავამატებთო.
ქალთა კოლონიაში გვანცა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით არასამთავრობო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციიდანაც მოვიდნენ. მან საკუთარი თვალით ნახა არსებული რეალობა. მას შემდეგ გვინდა დაკავშირება ლიპარტელიანთან, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობს. ბატონო კოტე, მოგმართავთ თხოვნით, საჯარო გახადოთ ჩვენი სიტუაცია და იქნებ ვინმე დაგვეხმაროს“,–აცნობეს ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიის პატიმარმა დედებმა.
უფლებადამცველი და ჟურნალისტი კოტე ინაშვილი კოლონიის დირექტორს მედიკო ალანიას მიმართავს ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ფაქტს, რადგან ამ ბავშვების უფლებების შელახვისთვის მომავალში პასუხისგება მოუწევს.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედია კავშირი „ობიექტივი“ წერილობით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს“,–აღნიშნა კოტე ინაშვილმა.
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndica...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზ...
-
დარბევის 2 წლისთავზე თბილისის ქუჩებში 7-8 ათასამდე ადამიანი გამოვიდა და 2007 წლის 7 ნოემბერს რეზინის ტყვიებით, რეზინის ხელკეტებით, წყლის ჭავ...
-
16 წლის გოგონას ქორწილის ღამე პოლიციაში ავტორი ეთერ თურაძე 22:20 09.07.2012 მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ჯერ კიდევ ქორწილის ბოლო სტუ...
-
Веб Картинки Видео Карты Новости Группы Gmail ещё ▼ Настройки поиска | Войти Google Расширенный поиск Поиск в Интернете Поиск с...
-
ავტორი ირმა ინაშვილი | მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი. 13:09 09.01.2013 ბოლო ორი დღის მანძილზე მე და გია ხუხაშვილმა ა...
-
ქართული მისტიკური ტრილერი “სპამი“ ბოლო დროს საქართველოში გადაღებული ფილმებისგან მკვეთრად განსხვავდება. პირველ რიგში ჟანრობრივად, რადგან მსგა...
-
15:29 07.05.2011 19 წლის ზუგდიდელი გეი გიგი მანია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. ის თავის მეგობრებთან ერთად სახალხო დამცველისა...
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]

- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]

- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]

- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]

სვანეთში დაცული საგანძური კონტეინერებში ჩაამწყვდიეს
16:00 01.09.2011ფრთხილად, თქვენი facebook-ის "გატეხვა" ადვილია!
20:20 14.08.2011ჩემი კაბირია – რეზო კლდიაშვილი
17:05 07.08.2011გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში
რუბრიკიდან: ადამიანის უფლებები, ეს სააკაშვილის საქართველოა, წყარო obieqtivi.net
ეს საინტერესოა
- მომღერალი ძაღლი, რომელიც 8 მილიონმა ადამიანმა გაიცნო [video]
- საახალწლო ბათუმი პროტესტის ნიშნად ფეხსაცმელებით მოირთო!
- ბესარიონ გუგუშვილის ექსკლუზივი – ამღერებული მერაბ კოსტავა [video]
- ჩაეხუტეთ ერთმანეთს [video]
- ნუ წახვალ! – მე შენ მიყვარხარ!
- არ მიიღოთ ბეჭედი შუბლზე!!! [video]
- 27 გზა ქალის გასაღიმებლად
- შენ არ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი! [video]
- "39 რამ რაც გოგონას სურს და მალავს!"
- ძაღლმა თვითმკვლელობა სცადა [video]
- "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ"
- უყურეთ ფილმს "The Secret" ონლაინში
- ანომალია - ორთავიანი ადამიანი [video]
- ცხოველი ქალი ? - ვიდეო რომელიც 7-მა მილიონმა ადამიანმა ნახა
- "დედა ტერეზას გამონათქვამები"
- ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი [video]
- "5 რჩევა მათ ვისაც კარიერული წინსვლა სურთ"
- მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ადამიან კვდება [video]
- სად გაქვს ხალი?
- ბავშვს 2 თავი და 8 კიდური აქვს [video]
- ქალის ტიპები, რომლებსაც ვერ იტანენ მამაკაცები
- ძაღლმა სიკვდილი გაითამაშა [video]
- "რატომ იკეთებენ ნიშნობის ბეჭედს სწორედ არათითზე?"
- პატარა უკრაინელმა გოგონამ მსოფლიო გააოცა [video]











































































