ამ წუთებში დასრულდა „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის შიდაპარიული არჩევნები. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ კომიტეტს უკვე მესამედ, ყოფილი მოსამართლე ნონა თოლორაია უხელმძღვანელებს.
გაზიარება
[16:26 11-06-2011]
ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მის მოადგილედ გიორგი თოდუა დაასახელა და კომიტეტმა ხმათა უმრავლესობთ მას ნდობა გამოუცხადა. მანამდე გიორგი თოდუა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის ხმათა უმრავლესობით ანა რაფავამ შეცვალა. ნონა თოლორაიას 4 ხმით ჩამორჩა, თავმჯდომარეობის ერთ–ერთი კანდიდატი მაია ღურწკაია. ის ამჯერად „რესპუბლიკელების“ შვიდკაციან კომიტეტში იქნება ირაკლი კვარაცხელიასთან, კახაბერ ბულიასთან და მანანა თოდუასთან ერთად. დღეს ზუგდიდელმა „რესპუბლიკელებმა“ სარევიზო კომისიაც აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მას მსახიობი ზურაბ ლაშხია უხელმძღანელებს.
შეგახსენებთ, რომ შიდაპარტიულ არჩევნებს საქართველოს „რესპუბლიკური პარტია“ ივნისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. პარტიის წესდების თანახმად, ადგილობრივი კომიტეტები წელიწადში ერთხელ ირჩევა. არჩევნები ფარულია და მასში მონაწილეობა მხოლოდ პარტიის წევრებს შეუძლიათ.
livepress.ge