21:24 01.02.2012
პრიკასო უკვე ცნობილი ამერიკელი მხატვარის სახელია. ხელოვანი ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც საზოგადოებამ მისი პენისით შესრულებული ნახატები მოიწონა. პრიკასოსგან პორტრეტის შეძენა ნებისმიერ მსურველს 200 დოლარად შეუძლია, არსებობს სპეციალური ფასდაკლებებიც.მხატვარმა აღიარა, რომ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გაკვირვებას ვერ მალავდნენ მაშინ, როდესაც მან საკუთარ თავში ასეთი ნიჭი აღმოაჩინა.
"ერთ დღეს, ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რომ ჩემი პენისით მისი დახატვა შემეძლო. ის აღფრთოვანდა. მალე მივხვდი, რომ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობა აღმოვაჩინე – პენისის ხელოვნება. ჩემი ნახატები გაიგზავნა სხვადასხვა გალერეებში, მაგრამ აღიარება დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა – მათ უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ ეს ნახატები ნამდვილად სასქესო ორგანოთი იყო შესრულებული. ბოლოს გადავწყვიტე მომეწყო სახალხო ჩვენებები..." – ამბობს პრიკასო.
