22:44 06-06-2011
რამოდენიმე წუთის წინ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქციას, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები, აღშფოთებული მოსახლეობა დაუკავშირდა. ადგილზე მისულ ჩვენ ჟურნალისტს, კულტურული დაწესებულების წინ მდებარე მინი ბაღში, მომხდარის შესახებ, იქვე შეკრებილმა მოქალაქეებმა უამბეს.
როგორც გაირკვა, ინციდენტი საპრეზიდენტო პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“–ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილ უცხოელ პედაგოგებს უკავშირდებოდა.
„თეატრთან ახლოს ვცხოვრობ. საღამოს 7 საათისთვის გარეთ გავიხედე, ჩემი ყურადღება მინდორზე გაშხლართულმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელსაც ზემოდან ქერათმიანი ქალი აჯდა. თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი, სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ. გავიფიქრე, იქვე საბავშვო ატრაქციონი მდებარეობს და ამ ყველაფერს ბავშვები შეესწრებიან–მეთქი. ეზოში ჩავედი. სეირის მაყურებელი ბავშვები იქაურობას გავარიდე, სწორედ ამ დროს ერთ–ერთმა მითხრა ესენი ჩვენს სკოლაში ასწავლიან ინგლისურს და მათ კარგად ვიცნობო. როცა ყველაფერს მორჩნენ და წასვლა დააპირეს შევატყვეთ, რომ მთვრალები იყვნენ...“ – ამბობს რესპოდენტი.