15:59 23.01.2012
"ღია ბოქლომი" გთავაზობთ მედია–კავშირ "ობიექტივის" მიერ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. მოქალაქეებმა სულ 20 კითხვას უპასუხეს. ამჯერად, „ობიექტივი“ ავრცელებს პასუხებს პირველ ოთხ კითხვაზე:1. „არის თუ არ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო?“ - გამოკითხულთა 17.0%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემოა, 72.66%ფიქრობს, რომ ასეთი გარემო არ არის, 9.62%–მაარ იცის, 0.64%–მა კი შეკითხვას არ უპასუხა.
2. 15.29% მხარს უჭერს დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 150–დან 190–მდე, 69.1% – მხარს არ უჭერს, 15.26%–მა არ იცის, მხარს უჭერს თუ არა, 0.33% –მა შეკითხვას არ უპასუხა.
3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს 81.33%, 8.15% არ აპირებს, 9.86%-ს არ გადაუწყვეტია, 0.61%-მა შეკითხვას არ უპასუხა.
4. შეკითხვაზე - „2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მიეცეს ყველა პარტიას და საზოგადოებრივ მოძრაობას,გთხოვთ დაასახელოთ რომელს დაუჭერდით მხარს?“ – პასუხები ასე განაწილდა:
1. „ქართული ოცნება“ (ბიძინა ივანიშვილი) – 62.12%
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მიხეილ სააკაშვილი) – 13.37%
3. „წინააღმდეგობის მოძრაობა“ (დავით თარხან-მოურავი) – 4.81%
4. „თავისუფალი დემოკრატები - ჩვენი საქართველო“ (ირაკლი ალასანია) – 3.34%
5. „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ (გიორგი თარგამაძე) – 3.12%
6. „ახალი მემარჯვენეები“ (დავით გამყრელიძე) –2.35%
7. „ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი) – 2.23%
8. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე) – 1.28%
9. „ეროვნული ფორუმი“ – 1.07%
10.„სახალხო კრება“ – 0.92%
11. „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ (ნინო ბურჯანაძე) – 0.79%
12. „მწვანეთა პარტია“ (გია გაჩეჩილაძე) – 0.77%
13. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა) – 0.73%
14. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (დავით უსუფაშვილი) – 0.73%
15. „ქართული პარტია“ (ირაკლი ოქრუაშვილი) – 0.33%
16. „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური) –0.27%
17. „საქართველოს გზა“ (სალომე ზურაბიშვილი) – 0.24%
18. „ხალხის პარტია“ (კობა დავითაშვილი) – 0.24%
19. „ქართული დასი“ (ჯონდი ბაღათურია) – 0.15%
20. „ტრადიციონალისტთა კავშირი“ (აკაკი ასათიანი) – 0.06%
შეკითხვას არ უპასუხა გამოკითხულთა 1.08%-მა.
სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი. მათგან – 49% მამაკაცი, 51% – მანდილოსანი. გამოკითხულთა 36% 18–30 წლამდე ასაკისაა, 47% - 30–60 წლამდე, 17% 60 წელს აღემატება. გამოკითხულთა 21% მუშაობს, 37% უმუშევარია, დანარჩენებმა არ გაამხილეს, მუშაობენ თუ არა.
