გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 11.09.2009]
11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო სპექტაკლები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არცერთ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცივსისხლიანი პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახაიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არცერთ ჯერზე არ დასთანხმდნენ.
განსაკუთრებით დაძაბული იყო 10 სექტემბერს გამართული განხილვა. დავით კეკენაძემ პროცესიდან განსასჯელი ვლადიმერ ვახანია, ადვოკატები ლალი აფციაური, ლილი გელაშვილი და თქვენი მონა-მორჩილიც გამოაძევა.
ლალი აფციაური: “ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება ქვეყანაში, როდესაც მოსამართლე დარბაზიდან მაძევებს?! ის არის სუბიექტური, აგრეთვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კეკენაძე კრიმინალია! ყველა პროცესზე ჩადის კრიმინალურ საქმიანობას. ამ პიროვნების შეფასებისას მხოლოდ სიტყვა მიკერძოებულის ხმარება ლოიალური იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის დაისაჯოს ზუსტად ისე როგორც იმსახურებს. ამ მოსამართლეზე უნდა დადგეს ისეთივე განაჩენი, როგორსაც ვახანიას პროცესზე გეგმავს და როგორი გადაწყვეტილებაც მიიღო თუნდაც აფრასიძეების და კვიციანების საქმეზე...~
ადვოკატის გაძევების შემდეგ, ვლადიმერ ვახანიას, სასამართლოს თავმჯდომარემ 2 წუთიანი სიტყვა მისცა. აკადემიკოსი კიდევ ერთხელ ამახვილებდა ყურადღებას მის მიმართ განხორციელებულ კანინდარღვევებზე. ბუნებრივია, პროფესიით იურისტ ვახანიას კანონზე დაფუძნებულმა შენიშვნებმა კეკენაძე გააღიზიანა, რაც ჩაქუჩის წამდაუწუმ ხათქუნში გამოიხატა. ბოლოს, გამწარებულმა “კანონის დამცველმა”, ვახანიას უბრძანა, გაჩერდით! თქვენი დრო ამოიწურაო, ბატონმა ვლადიმერმა კიდევ ერთი, დამატებითი წუთი ითხოვა პოზიციის დასასრულებლად, მაგრამ ვინ აცალა?! მოთმინების ფიალა აევსო კეკენაძეს, და საზეიმოდ გამოაცხადა: ვახანია, თქვენ გაძევებული ხართ დარბაზიდან!