20:25 12.07.2012
14 ივნისს გადაცემა "პროფილში" ახალი სკანდალური კლიპის პრემიერა შედგა. თავად გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმაც სწორედ ასე დააანონსა ნუცა შანშიაშვილის სიმღერაზე რეჟისორ შოთა კალანდაძის მიერ გადაღებული ვიდეო: "ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური კლიპის პრემიერა გვაქვს დღეს". ნუცა შანშიაშვილის ახალ კლიპში გადასაღებად რეჟისორმა მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სკანდალურად ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მიიწვია.

