20:59 16.06.2011
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს პრემიერა გაიმართა. მონო სპექტაკლი სახელწოდებით "აღსარება" მსახიობმა გიორგი ფოჩხუამ დადგა.დამწყები რეჟისორის სხვა სპექტაკლებისგან განსხვავებით, წარმოდგენამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
მთავარი გმირი კი, რომელსაც გოგი გუგუჩია ანსახიერებს, მონოლოგის გზით შეეცდა ის წინააღმდეგობები გადმოეცა, რომელიც მომნანიებელსადა მოძღვარს შორის არსებობს.
როგორც თეატრის მმართველმა მაია კალანდიამ წარმოდგენის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა სცენარის ავტორის ვინაობა მისივე თხოვნით არ ხმაურდება.
მხატვრული გაფორმება დიზაინერ მარიკა კორკელიას ეკუთვნის. ვიზუალურმა ეფექტებმა პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.
"აღსარება" – მუსიკალურად გერმანული ჯგუფის cocorosie-ს სიმღერით გაფორმდა.
კულტურა – სხვა სტატიები ამ კატეგორიიდან>>>