Showing posts with label კომე ძ ია. Show all posts
Showing posts with label კომე ძ ია. Show all posts

დონაძე–მერაბიშვილის მწყერ–ჩიტობა! [video]

14:30 04.07.2012
ჟურნალისტების დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ "რეალ ტივის" კამერით. პირი, რომელიც კითხვებს სვამს "არის თუ არა მე-9 არხის ჟურნალისტი ოცნების პრეს-სამსახურის თანამშრომელი"- თავად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეს-სამსახურიდან. ის გადაღებულია პოლიციის სპეცფორმით.

გორი, თელავი, ზუგდიდი - ბოლო პერიოდში მე-9 არხის რეგიონულ ჟურნალისტებს რეალ ტივის მიკროფონით გადამღები ჯგუფები დაყვებიან და უცნაურ კითხვებს უსვამენ.

მაგალითად: რამდენი მათი ხელფასი? ან რომელ რაიონში ვის წარადგენს ქართული ოცნება მაჟორიტარად? შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის მუშაობის ხელის შეშლის დაუფარავ მეთოდებზე გადავიდა.






READ MORE - დონაძე–მერაბიშვილის მწყერ–ჩიტობა! [video]

მილოცვები პრეზიდენტს ზუგდიდიდან [video]

ავტორი პაატა ლაგვილავა
17:06 21.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი დღეს იუბილარია. მიხეილ სააკაშვილი 44 წლის გახდა. პრეზიდენტს ზუგდიდელები დაბადების დღეს ულოცავენ.





READ MORE - მილოცვები პრეზიდენტს ზუგდიდიდან [video]

წარმატებული პიარ-პროექტი დასრულდა - ლალი მოროშკინა და თაკო ფხაკაძე შერიგდნენ

19:06 18.12.2011
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ დამფუძნებელი თაკო ფხაკაძე შერიგდნენ. ამის შესახებ განცხადება მოროშკინას ადვოკატმა ირაკლი კაპანაძემ გააკეთა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოროშკინამ და ფხაკაძემ შერიგების შესახებ გადაწყვეტილება მამა როსტომ ლორთქიფანიძის თხოვნით მიიღეს.

„...ინციდენტი ამოწურულია. ისინი შერიგდნენ", - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ და დასძინა, რომ მოროშკინამ შიმშილობაც შეწყვიტა.

ლალი მოროშკინასა და თაკო ფხაკაძეს შორის ინცინდენტი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჩაწერაზე მოხდა. მოროშკინამ ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მოროშკინას სასამართლომ 15-დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ფხაკაძემ ინცინდენტიდან მეორე დღეს პრესკონფერენციაც გამართა და განაცხადა, რომ „ეს იყო ადამიანის მოკვლის ჩვეულებრივი მცდელობა“.

„მიხარია, რომ ცოცხალი ვარ. მარტო იმიტომ ვარ ცოცხალი, რომ ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ ჩამცხო, თუ არ ვიცი რა ვუწოდო, იყო შედარებით ბლაგვი“, - აღნიშნა ფხაკაძემ.



READ MORE - წარმატებული პიარ-პროექტი დასრულდა - ლალი მოროშკინა და თაკო ფხაკაძე შერიგდნენ

ლალი მოროშკინა - თაკო ფხაკაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის სინდისზე იყოს, მე რომ საკანში ვზივარ

ავტორი ამბები.ge
04:27 11.12.2011
ლალი მოროშკინა ადმინისტრაციულ სასჯელს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდის. როგორც მოროშკინას ადვიკატმა თამარ გოჩელაშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას არ ითვალისწინებს.

ასევე, ადვოკატმა ჟურნალისტებს გააცნო ლალი მოროშკინას წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მადლობას უხდის თანადგომისთვის ყველას და აცხადებს, რომ მას პრობლემა თაკო ფხაკაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის საქციელმა შეუქმნეს.

"მათ სინდისზე იყოს, მე რომ ახლა წინასწარი დაკავების საკანში ვზივარ", - აღნიშნულია ლალი მოროშკინას განცხადებაში.

ასევე, ლალი მოროშკინამ შიმშილობაც გამოაცხადა. თუმცა ადვოკატის ცნობით, პროტესტი არა სასამართლო გადაწყვეტილებას, არამედ მისი კოლეგების, ნანუკა ჟორჟოლიანის და თაკო ფხაკაძის საქციელს უკავშირდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ლალი მოროშკინას "ნანუკას შოუს" ჩაწერისას განვითარებული მოვლენების გამო 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, გადაცემის ჩაწერისას მოროშკინამ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელსა" და მთავარ რედაქტორ თაკო ფხაკაძეს. ფხაკაძის თქმით, მოროშკინას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ "პრაიმ ტაიმის" "ყველაზე უგემოვნო ქალის" ნომინაციაში მოხვდა. "პრაიმ ტაიმის" მთავარი რედაქტორის თქმით, მოროშკინამ მას ყელში ჩანგალი ჩაარტყა. პოლიცია "იმედის" დაცვამ გამოიძახა.

თავად მოროშკინა აცხადებს, რომ ფხაკაძემ მას პროვოკაცია მოუწყო. "მე დავინახე როგორ ქირქილებდა თაკო ფხაკაძე ჩემზე და ამის გამო მუშტი მოხვდა ყბაში. დიპლომატიური ლაპარაკი დავამთავრე", - აღნიშნა მოროშკინამ.



READ MORE - ლალი მოროშკინა - თაკო ფხაკაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის სინდისზე იყოს, მე რომ საკანში ვზივარ

შეურაცხყოფილი კვერცხი, ანუ ჩემი აღარახარ მორჩა!

04:22 11.12.2011
ბათუმის სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან კვერცხებისა და შლოპანცების ქანდაკება ახალ ბულვარში გადააქვთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ირინა შერვაშიძემ განუცხადა.

"ეს ქანდაკება დროებით იდგა "რედისონის" წინ, თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაიდგმებოდა. ის ახალ ბულვარში მოდერნისტული ქანდაკებების სერიას შეუერთდება და ახალ ბულვარას და ზღვის ხედს ძალიან მოუხდება", - აღნიშნა ირინა შერვაშიძემ.

ქანდაკება 14 ნოემბერს "რედისონის" წინ დადგეს. ფრანგი სკულპტორის ელიზა ფანტოცის ქანდაკების დადგმისთვის ბათუმის მერიამ 160 000 ლარი გამოყო.



READ MORE - შეურაცხყოფილი კვერცხი, ანუ ჩემი აღარახარ მორჩა!

თაკო ფხაკაძეზე ლალი მოროშკინას თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა

ავტორი პალიტრაtv
20:52 10.12.2011
ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ გუშინ საღამოს, “ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემის ჩაწერისას, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარი რედაქტორი, თაკო ფხაკაძე სცემა.

როგორც მოროშკინამ რადიო “პალიტრას” განუცხადა, მას ფხაკაძემ პროვოკაცია მოუწყო, “მუშტით კი საკუთარი თავმოყვარეობის დაცვა სცადა”.






READ MORE - თაკო ფხაკაძეზე ლალი მოროშკინას თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა

თაკო ფხაკაძე: გადავრჩი, იმიტომ რომ ჩანგალი ბლაგვი იყო [video]

ავტორი პალიტრაtv
20:06 10.12.2011
გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის განცხადებით, ლალი მოროშკინასთან გუშინდელი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ "ჩანგალი ბლაგვი იყო".


"ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე მოროშკინასთან მომხდარი ინციდენტის დეტალებზე თაკო ფხაკაძემ დღეს "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ როგორც ჩანს, ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ კისერში ჩამცხო, ბლაგვი იყო. ესა არის ადამიანის მოკვლის ჩვეულებრივი მცდელობა, რაც ძალიან უბრალო და უწყინარ მიზეზს მოჰყვა. კერძოდ, გაზეთმა "პრაიმ ტაიმმა" ჩაატარა კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ადამიანები გამოვავლინეთ.





READ MORE - თაკო ფხაკაძე: გადავრჩი, იმიტომ რომ ჩანგალი ბლაგვი იყო [video]

ლალი მოროშკინა: მე ვცემე თაკო ფხაკაძე [video]

02:06 10.12.2011
ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედში” ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს ”პრაიმ ტაიმის” რედაქტორ თაკო ფხაკაძესთან კონფლიქტი მოუვიდა.

მან ბოდიში მოუხადა "კავკასიის" მაყურებლებს და საზოგადოებას, მიმართა სამართალდამცავებს და განაცხადა, რომ სცემა თაკო ფხაკაძე. მისივე თქმით, ხელზე სისხლის კვალიც კი აქვს.

მოროშკინამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ამბავი სასამართლოში სერიოზული გარჩევით დამთავრდება.

თაკო ფხაკაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თაკო ფხაკაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები აქვს.





READ MORE - ლალი მოროშკინა: მე ვცემე თაკო ფხაკაძე [video]

თბილისიდან ბრიუსელში დაბრუნებულმა რასმუსენმა ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა...

ავტორი გიორგი გიგაური | "ასავალ-დასავალი"
17:06 27.11.2011
ეს ამბავი არცერთ სახელისუფლო ტელევიზიას არ გაუშუქებია! არადა, იმავე პუტინს, მედვედევს ან თუნდაც, რომელიმე წვრილფეხა როგოზინს რომ შემთხვეოდა, "რუსთავი-1", "რუსთავი-2" და "რუსთავი-3" ახალი ამბების პირველივე სიუჟეტში გვახარებდნენ! მოკლედ, სულ ცოტა, ნახევარმა საქართველომ მაინც არ იცის, რომ ორდღიანი თბილისური ვოიაჟის შემდეგ ბრიუსელში დაბრუნებულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ხელი მოიტეხა!

რა თქმა უნდა, ნატო-ს გენერალურ მდივანს მალე გამოჯანმრთელებასა და მწყობრში ჩადგომას ვუსურვებთ, მაგრამ ანდერს ფოგ რასმუსენის ხელის მოტეხაში განგების ხელიც რომ ურევია, დაუფიქრებლად მოვაწერ ხელს!

რატომ? იმიტომ, რომ მეც ორივე ხელით ვეთანხმები იმათ, ვისაც ნატო-ს გენერალური მდივნის თბილისში გაკეთებული განცხადებების მოსმენისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა ერთი ხელის მოსმით უგულებელყო ჭეშმარიტება და პილატესავით, ხელები დაიბანა ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე!

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მართალია, განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში "დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნებაო" (ანუ სააკაშვილს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა), მაგრამ იქვე ისიც თქვა, "მე ველი, რომ საქართველო ნატო-ს ძლიერი წევრი გახდება, როგორც ამაზე ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე შევთანხმდითო!"

არადა, თავად ბატონმა გენსეკმა ყველაზე კარგად უწყის, რომ სააკაშვილის საქართველო კიდევ კარგა ხნის მანძილზე ვერ გახდება ნატო-ს წევრი!

დიახ, იცის, მაგრამ ქართველ ხალხს სააკაშვილივით ატყუებს!

დიახ, რასმუსენმა მშვენივრად იცის, რომ ტყუის, როცა ქართველი ხალხის გასაგონად აცხადებს, საქართველოში გატარებული რეფორმების წყალობით თქვენ კიდევ უფრო მიუახლოვდით ნატოსო!
ამდენად, რასმუსენს ფეხი რომ მოეტეხა, ვიტყოდით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, მაგრამ, რახან ხელი მოიტეხა, მხოლოდ იმასღა აღვნიშნავთ, რომ ხელი ხელს ვეღარ ბანს, ორივე ხელი კი - პირსო!
დიახ, ბატონი გენსეკი სულ ცოტა ხნით მაინც ვერ დაიბანს ორივე ხელით თბილისში დახვავებული ტყუილებით შერცხვენილ პირს!

ზემოთ განგების ხელი ვახსენე და უფრო დავაკონკრეტებ, როგორ და რა ვითარებაში მოიტეხა ნატო-ს გენსეკმა ხელი!

ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისიდან 11 ნოემბერს გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც, როგორც ცნობილია, არის განთავსებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა.

13 ნოემბერს (მოდი და, ნუ იტყვი, რომ "13" თარსი რიცხვი არ არის!) ანდერს ფოგ რასმუსენმა "ფეისბუქზე", თავის პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე განცხადება: "ჩემი მარცხენა ხელი თაბაშირში მაქვს, მჭიდროდ დამაგრებული და უმოძრაო... აღდგენა საჭიროებს გარკვეულ დროსა და მოთმინებას..."

14 ნოემბერს გავრცელდა ნატო-ს გენერალური მდივნის პრესამსახურის განცხადება:
"ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავარიაში მოყვა სამთო ველოსიპედით გასეირნებისას და ხელი მოიტეხა. რამდე-ნიმე დღის განმავლობაში გენერალური მდივანი სამუშაოზე ვერ გამოვა..."

როგორც ირკვევა, ნატო-ს გენერალური მდივანი ბრიუსელის მიდამოებში სამთო ველოსიპედით სეირნობისას დაეცა და მარცხენა ხელის წინამხარი მოიტეხა!

სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი, უფრო ზუსტად, 17 ნოემბერს, თბილისში, "ვარდების მოედანზე" (ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადრე დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა) ველოსიპედის უზარმაზარი კონსტრუქცია წამოჭიმეს!

თბილისიდან ბრიუსელში დაბრუნებულმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა, თბილისში კი, სააკაშვილის ხელდასხმით, ველოსიპედის ქანდაკება დადგეს!

არა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილსაც ჭკუა ეკეტება ველოსიპედით სეირნობაზე და ისიც ფაქტია, რომ თბილისის ცენტრში ველოსიპედის "უკვდავსაყოფად" მიღებული გადაწყვეტილება რასმუსენის ხელის მოტეხამდე იყო ხელმოწერილი, მაგრამ ბრიუსელში რასმუსენის ხელის მოტეხასა და თბილისში ველოსიპედის ძეგლის სააკაშვილისეულ ხელდასხმას შორის მთლად საკრალური თუ არა, სიმბოლური კავშირი რომ არსებობს, ხელკეტიც რომ დამკრა, მაინც არ გადავთქვამ!

სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ჩამობრძანებულ ძვირფას სტუმარს საჯაროდ ისიც შესჩივლა, თქვენმა წინამორბედმა ნატო-ს ჰალსტუხი მაჩუქა და თქვენგან ნატო-ს პიჯაკს მოველოდიო!
არადა, სააკაშვილს ნატო-ს საფირმო პიჯაკს რასმუსენი კი არა, ნატო-ს ბარე ორი, მომდევნო გენერალური მდივანიც ვერ ჩააცმევს! ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილს ძალიანაც რომ უნდოდეს, 2013 წლის შემდეგ ვეღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მეორეც, როგორც მოგახსენეთ, სააკაშვილმა ისეთ დღეში ჩააგდო საქართველო და იმდენი წყალი დაასხა რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო კარგახანი ვერ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი!

ჰოდა, ახლა თავად განსაჯეთ, გაეხარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ნატო-ს გენერალური მდივნის ბრიუსელური ავარია!

თქვენი არ ვიცი, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ პირადად მე, როცა თბილისის ცენტრში წამოჭიმულ ველოსიპედის უზარმაზარ ქანდაკებას შევავლებ თვალს, აუცილებლად გამახსენდება, რომ:
სააკაშვილმა რასმუსენის ავარიას თბილისის ცენტრში ძეგლი დაუდგა!

... და არც ის გამიკვირდება, რომ მტკვარზე ხიდად გადაჭიმული "მიშას პამპერსის" სახელდებისა არ იყოს, "ვარდების მოედანზე" დადგმულ მონსტრსაც ხალხმა ამიერიდან "რასმუსენის ავარია" უწოდოს!

ისე, ბათუმში დადგმულმა კვერცხებისა და "შლოპანცის" ქანდაკებამ რა დააშავა? თუ გავიხსენებთ, როგორ დაჰპირდა პუტინი სააკაშვილს "კვერცხებით ჩამოკიდებას", უპრიანი იქნება, "ნაცმო"-ს ბელადის ქვეცნობიერი შიშის "არქიტექტურულ" გამოვლინებას "პუტინის შლოპანცი" ვუწოდოთ! დამეთანხმებით, "შლოპანცით" კვერცხების დაზელა გაცილებით უმტკივნეულოა, ვიდრე იმავე კვერცხებით ჩამოკიდება! აკი, ამ უცნაური "არქიტექტურული შედევრის" პროსააკაშვილისტი კომენტატორები "შლოპანცის" იდუმალ მფლობელს არწმუნეენ, ფრთხილად გაიარე ჩვენთვის ასე ძვირფას კვერცხებზეო!..


READ MORE - თბილისიდან ბრიუსელში დაბრუნებულმა რასმუსენმა ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა...

სააკაშვილმა კვერცხი დადო!

ავტორი ჯაბა ხუბუა | "ასავალ-დასავალი"
17:06 03.11.2011
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" რვაწლიანი კრიახი და კაკანი საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კვერცხი დადო.

დიახ, კვერცხებისა და ფლოსტების ქანდაკებას ვგულისხმობ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ბათუმში დაიდგა და რომლის სახელწოდებაც არის - "სახიფათოდ თქვენი".

სააკაშვილის მიერ ბათუმში დადებული კვერცხების ნახვისთანავე ბევრს მაშინვე გაახსენდა პუტინის ცნობილი მუქარა, სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებო და ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილის შიში, პუტინმა მართლა კვერცხებით არ დამკიდოსო, ბათუმში კვერცხების ძეგლის დადგმაში სუბლიმირდა!
ამ ეჭვის პროვოცირებას თავად კვერცხების ქანდაკების სახელწოდებაც ახდენს - "სახიფათოდ თქვენი", რომელიც შეიძლება ასეც გავიგოთ - "სახიფათოდ თქვენი კვერცხებისათვის"... ვრცლად>>>


READ MORE - სააკაშვილმა კვერცხი დადო!

ძაღლმა სიკვდილი გაითამაშა [video]

20:06 04.12.2011
ოჯახის ერთგული ძაღლის უცნაური გართობა, პატრონთან ერთად ომობანა ითამაშა და თავი მოიმკვდარუნა.

ოჯახის ერთგული ძაღლის უცნაური გართობა, პატრონთან ერთად ომობანა ითამაშა და თავი მოიმკვდარუნა.






READ MORE - ძაღლმა სიკვდილი გაითამაშა [video]

საგანმანათლებლო სექსი ზუგდიდის თეატრის წინ

22:44 06-06-2011
რამოდენიმე წუთის წინ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქციას, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები, აღშფოთებული მოსახლეობა დაუკავშირდა. ადგილზე მისულ ჩვენ ჟურნალისტს, კულტურული დაწესებულების წინ მდებარე მინი ბაღში, მომხდარის შესახებ, იქვე შეკრებილმა მოქალაქეებმა უამბეს.

როგორც გაირკვა, ინციდენტი საპრეზიდენტო პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“–ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილ უცხოელ პედაგოგებს უკავშირდებოდა.

„თეატრთან ახლოს ვცხოვრობ. საღამოს 7 საათისთვის გარეთ გავიხედე, ჩემი ყურადღება მინდორზე გაშხლართულმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელსაც ზემოდან ქერათმიანი ქალი აჯდა. თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი, სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ. გავიფიქრე, იქვე საბავშვო ატრაქციონი მდებარეობს და ამ ყველაფერს ბავშვები შეესწრებიან–მეთქი. ეზოში ჩავედი. სეირის მაყურებელი ბავშვები იქაურობას გავარიდე, სწორედ ამ დროს ერთ–ერთმა მითხრა ესენი ჩვენს სკოლაში ასწავლიან ინგლისურს და მათ კარგად ვიცნობო. როცა ყველაფერს მორჩნენ და წასვლა დააპირეს შევატყვეთ, რომ მთვრალები იყვნენ...“ – ამბობს რესპოდენტი.

სხვათაშორის, ეს მიშას უცხოელი პედაგოგების მიერ მოწყობილი პირველი სკანდალი არ არის. "ღია ბოქლომმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში - ახალი სკანდალი ინგლისურენოვანი პედაგოგების გარშემო (+18)" – სადაც საუბარია 26 წლის ავსტრალიელი მარიას მიერ ბავშვებში გარყვნილების დანერგვის მცდელობას და ქართული ოჯახის დანგრევაზე; ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში, ტომას ფლეჩერი კი საკუთარ პირველკლასელ მოსწავლეებში, Facebook–ის მეშვეობით გავრცელებული ფოტოებით, თავისი ჰომოსექსუალური წარსულის დემონსტრირებას ახდენდა.





სტატია წაკითხულია счетчик посещений–ჯერ
READ MORE - საგანმანათლებლო სექსი ზუგდიდის თეატრის წინ

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...