ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 ნოემბერს ვაჟა–ფშაველას უკვდავი პოემის, „სტუმარ-მასპინძელის“, მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.
გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 14:33 13-11-2010]
მაყურებელმა თეატრალური წარმოდგენა დადებითად შეაფასა.
შეკრებილი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა მსახიობმა თიკო შელეგიამ, რომელმაც „ჯოყოლას ცოლის“ როლის შესანიშნავად შესრულებისთვის პუბლიკისგან ოვაციები დაიმსახურა.
მაია კალანდია, თეატრის მმართველი: „რეჟისორი გახლავთ კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე.
პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის თეატრის თანადაფინანსებით განხორციელდა.
„სტუმარ–მასპინძლისთვის“ შეიქმნა სპეციალური მუსიკალური ნაწარმოები, რომლის კომპოზიტორიც არის გიორგი მაისურაძე; მხატვრული გაფორმება ეკუთვნის დიზაინერ მარიკა კორკელიას. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობებიც, მათი დებიუტი ჩვენი თეატრის სცენაზე შედგა“.