დღეს, პარტია „მთლიანი საქართველო“ ზუგდიდში, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონულ მთავარ ოფისში პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა. მოძრაობაში 100–მდე მხარდამჭერი ოფიციალურად გაწევრიანდა. ლიდერებმა, თანაპარტიელებს „მთლიანი საქართველოს“ წევრობის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობებიც გადასცეს.
გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 17:30 11-06-2011]საზოგადოებას პარტიის უახლოესი გეგმები პოლიტიკური გაერთიანების გენერალურმა მდივანმა ჯემალ შელიამ გააცნო.
„მთლიანი საქართველო“ სამეგრელოს რეგიონში აქტიურ მოღვაწეობას იწყებს. პარტია სისტემატურ შეხვედრებს გამართავს რეგიონის მოსახლეობასთან, გაეცნობა მათ პრობლემებს და დაეხმარება გადაწყვეტაში. დღეს გაიმართა ვლადიმერ ვახანიას წიგნის „წერილები ციხიდან“ განხილვა და ჩამოყალიბდა მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა“ – ამბობს შელია.
შეხვედრაზე ასევე პარტიის წევრებმა საზოგადოებას მიაწოდეს გუშინ 10 ივნისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, სადაც საია (სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადმცველ ორგანიზაციებთან ერთად) ყურადღებას ამახვილებს პარტია „მთლიანი საქართველოს“ ლიდერის ვლადიმერ ვახანიას პოლიტიკური ნიშნით სრულიად უდანაშაულოდ დაკავების ფაქტზე.
2011 წლის 10 ივნისს, 12:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამართლებრივი კვლევის - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები“ - პრეზენტაცია გამართა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს დასკვნიდან:
„საპროცესო კოდექსის 475-ე მუხლის მიხედვით, ყველა მტკიცებულება უნდა იყოს სასამართლოზე წარდგენილი და გამოკვლეული. მტკიცებულების ერთ-ერთი სახე არის ნივთმტკიცება. საპროცესო კოდექსის 485-ე მუხლის მიხედვით, გამოძიებისას სასამართლო ახდენს ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერებას. თუკი ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა არ ხდება სასამართლოზე, მაშინ დაუშვებელია მისი სასამართლო კამათში მოშველიება ან განაჩენში მოხსენიება. საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის მიხედვით, განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული, რაც გულისხმობს, რომ იგი მხოლოდ გამოკვლეულ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს.
მაგალითად, ვლადიმერ ვახანიას საქმეში თავად დაცვის მხარე აყენებდა მოთხოვნას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის პროცესზე წარმოდგენისა და გამოკვლევის შესახებ, რაც არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იარაღის ან ნარკოტიკის შეძენისთვის იარაღის ან ნარკოტიკის შეძენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელია დადგინდეს შეძენის ზუსტი დრო და თარიღი.
დაცვის მხარის შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია: რამდენიმე საქმეში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვის ეტაპზე არ მომხდარა დაცვის მხარის მიერ დაყენებული მნიშვნელოვანი შუამდგომლობების დაკმაყოფილება. კვლევაში განხილულ საქმეებში დაცვის მხარეს უარი ეთქვა ისეთი ტიპის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, როგორიცაა: დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა; კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება; საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოთხოვნა და საქმისთვის დართვა; ჩანაწერებისა და ვიდეომასალების დართვა და გამოქვეყნება და ა.შ.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
გაზიარება ერთგულ კლიენტებს ქალბატონი ელიკო ტერტერაშვილი, თუ მათ ეს მიზერული თანხაც არ გააჩნიათ, "ნისიად" უმასპინძლდედა... დედოფლი...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
როცა რეზონანსული სახელმწიფო ტელევიზიები რიგ შემთხვევებში დუმილს ამჯობინებდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბებ...
-
15:36 27.04.2012 წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის ს...
-
საკონტაქტო პირები: გურამ როგავა (899 21 11 14) მარიკა კორკელია (855 14 15 11) გაზიარება [14:05 25-09-2010] სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ავტორი b2p.ge 02:26 03.12.2011 "39 რამ რაც გოგონას სურს და მალავს!" 1.შეეხო მის წელს. 2.მისცე მას შენი ჟაკეტი. 3.აკოცო მას ნელა. ...
-
18:05 24.05.2012 გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გ...
-
დედოფლისწყაროში დედოფლისწყაროს სასამართლომ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა მომჩივანი დეპუტატის გამოუცხა...
-
მოძრაობა “7 ნოემბერი” “ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის” და ამ ფაზას 28 აპრილს “კინოს სახლში” დაგეგმილი “სიურპრიზებით აღსავსე” აქციით იწყებს. რ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
პარტია „მთლიანი საქართველოს“ შეხვედრა ზუგდიდში და საიას ანგარიში ვლადიმერ ვახანიას საქმეზე
მაგალითად, ვლადიმერ ვახანიას საქმეში, დაცვის მხარის აქტიურობით, აღდგენილ იქნა სახლში დამონტაჟებული ვიდეოკამერით გადაღებული ფირი, რომელიც რეალურად ასახავს მოვლენებს და ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მოწმეების (პოლიციის თანამშრომლების) მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენებას. თუმცა, აღნიშნული მასალა, უსაფუძვლოდ, არ დაერთო საქმეს...“ – ასკვნის საია.
ვითხოვთ ვახანიას, ჯიქიას, ქვარაიას, წურწუმიას და ქებურიას განთავისუფლებას! სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელით[video] უკანონობის ზეიმი – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...
მსგავსი სტატიები:სერგეი კოვალიოვს სააკაშვილის კაბინეტიდან „უბორშიცა“ პასუხობდა [video] დღეს სააპელაციო სასამართლო პოლიტპატიმარ ვახანიას საქმეს განიხილავს ზვიად ძიძიგური: ვლადიმერ ვახანიას საქმე ძალიან ცუდადაა შეკერილი [video] საქართველოში კიდევ ერთი ახალი პარტია დაფუძნდა[video] ვლადიმერ ვახანიას პროცესზე მოწმე დააკავეს... [video]
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
stars.ge:რამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
01:03 5.01.2012 ჟურნალი "ღია ბოქლომი" მზადაა შეუერთდეს ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის მიერ ინიცირებულ მედია...
-
ექსპერტი გია ნოდია, ადასტურებს ინფორმაციას, რომ იმიტირებული “ქრონიკის” მზადებასთნ დაკავშირებით მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ნოდიას განმ...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
გაზიარება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 3...
-
გაზიარება ერთგულ კლიენტებს ქალბატონი ელიკო ტერტერაშვილი, თუ მათ ეს მიზერული თანხაც არ გააჩნიათ, "ნისიად" უმასპინძლდედა... დედოფლი...
-
ავტორი ნინო თოლორაია | livepress.ge 14:38 26.06.2014 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 26 ივნისს გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებუ...
-
ავტორი b2p.ge 02:26 03.12.2011 "39 რამ რაც გოგონას სურს და მალავს!" 1.შეეხო მის წელს. 2.მისცე მას შენი ჟაკეტი. 3.აკოცო მას ნელა. ...