საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთან ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ესტუმრა. პრეზიდენტმა და მინისტრმა აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ბავშვებს, რომლებიც ბანაკში ისვენებენ სიტყვით მიმართეს და ანაკლიის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გაზიარება
[22:00 07-06-2011]
სოფელ ანაკლიიდან ქვეყნის პირველი პირის ექსკორტმა ზუგდიდისკენ გადმოინაცვლა. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციულად რესტორან "დიარონში" ივახშმა, როდესაც პრეზიდენტი და მინისტრი შენობას ტოვებდნენ, ვერა ქობალიას მანქანას იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტს რესტორანთან ძალოვანების მიერ დაკავებული 2 პიროვნება დახვდა, მათი დაპატიმრების მიზეზის გარკვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ინციდენტთან დაკავშირებით ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
ძნელი სათქმელია ზუგდიდელებმა ვისი მიმართულებით ისროლეს კვერცხები, თუმცა ერთი კი ფაქტია, ვერა ქობალიამ რაიონი შეურაცყოფილმა დატოვა.