ავტორი თამუნა მაისაშვილი
01:35 18.12.2011
...მე წავალ! – თქვი და თითქოს ველოდი და არც ველოდი ამ სიტყვებს, უფრო სწორად არ მინდოდა დამეჯერებინა, არ მეგონა ასე თუ შეგეძლო წასვლა...–არ წახვიდე! იკივლა ჩემში ყველა ხმამ ერთად, მაგრამ ისე გაუბედავად რომ ვერ მოვაღწიე ეს ხმა შენამდე.
–ნახვამდის, თქვი და ვერ მივხვდი როგორ გამიჭირდებოდა უშენოდ როგორ არ მინდოდა ახლა სიმარტოვე.
–ნუ წახვალ! როგორ მინდოდა რაღაც ძალას შეეჩერებინე და გეთქვა გეხუმრეო , გაპატიებდი! ღმერთს გეფიცები გაპატიებდი!
–მე წავედი, ნახვამდის! - თქვი შენ.
–ხო, წადი! გითხარი და იმ წუთასვე ვინანე ჩემი სიტყვები. დარჩითქო რომ მეთქვა ნეტა დარჩებოდი?
შენ გარეშეე ჩემ ირგვლივ მეფობენ სიმარტოვე და არაფერი!
მე ახლა მშვიდად ვათვალერებ ჩემ სიმარტოვეს სადაც უშენობა ერთი პატარა კუნჭულია დიდ სასახლეში და ეს კუმჭული ამ სასახლის საიდუმლო გასასვლელია. რა კარგია რომ ეს მარტოობა ერთი დღეა, მხოლოდ ნახვიდან ნახვამდე, კოცნიდან კოცნამდე, ჩახუტებიდან ჩახუტებამდე, ფიქრიდან ფიქრამდე და ეს გაწელილი უშენო დღც გადის...
თუ დიდი ხანი სხვადასხვა მიზეზით ვერ გნახულობ ფიქრსა და ოცნებას შორის იწყება გაგიჟება, ეს გაგიჟება შენ უსახსოვრე ჩემ სიყვარულს, შენ უსახსოვრე ეს სიმარტოვე ჩემ სიყვარულს ამ მარტოობის დღეებში ჩემ ყელში შენი კოცნის ბასრი ნამსხვრევები ლღვება, მე მენატრები! სადაც ოცნება წყდება, რომელიც არ იცვლება, რომელიც ყოველდღე მეხება. ის სახეც გაქრა რომელშიც მე ყველაფერს ვმალავდი, მაგრამ არ წყდება გრძნობა არც ქრება სიტყვები, მე შენ მიყვარხარ!
