16:00 13-06-2011
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „აღსარება“, ამ სახელწოდების მონო სპექტაკლი ერთგვარი ექსპერიმენტია რეჟისორისთვის, რომელიც უკვე მეორედ, საკუთარ ჩანაფიქრს 40 წუთიანი წარმოდგენით აცნობს მაყურებელს.
„ადამიანი მთელი თავისი ბნელი ბუნებით, გაცნობიერება „დაცემის“, ჭიდილი კაცობრივ სისუსტეებთან და აღსარების გზა“ – გიორგი ფოჩხუას გზავნილი პუბლიკას! მონო სპექტაკლის მიმდინარეობისას სამი მსახიობი რეჟისორის გადაწყვეტილებით სცენაზე შეკრავს წარმოდგენის შინაარს, მხოლოდ დუმილით, მთავარი გმირი კი, რომელსაც გოგი გუგუჩია ანსახიერებს, მონოლოგის გზით შეეცდება ის წინააღმდეგობები გადმოსცეს, მომნანიებელსა და მოძღვარს შორის რომ არსებობს. სცენარის ავტორის ვინაობა მისივე თხოვნით არ სახელდება. სპექტაკლის პრემიერა 15 და 16 ივნისს, საღამოს 19:00 გაიმართება. მსვურველებს სპექტაკლის ნახვა სეზონის დახურვამდე შეეძლებათ.
livepress.ge