დარბევის ღამეს კინოთეატრ „რუსთაველში“ სპეცრაზმელებმა ქალები გააუპატიურეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ უფლებათა დამცველმა მანანა კობახიძემ პრესაგე.ტვ-ს დელიკატური და შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდა. ეს არის ფაქტი, რა დროსაც კომენტარი ზედმეტია და მას პრესაგე.ტვ ყოველგვარი შეფასების გარეშე გთავაზობთ.

გაზიარება
[ნანა მაისაშვილი. 19:16 30-05-2011]
მანანა კობახიძე: - დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები შევიკრიბეთ რათა დაგვესახა გეგმა როგორ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს დაშავდნენ. ჩვენი სურვილია მათ დროულად დავეხმაროთ იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში, გავარკვიოთ როგორ უნდა იმოქმედონ და ასე შემდეგ. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთმა უფლებათა დამცველმა, რომელსაც ვერ დაგისახელებთ, მოგვაწოდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტების შესახებ ინფორმაცია.

აქციის დაშლის პროცესში კინო „რუსთაველში“, სადაც დაახლოებით სამასამდე ადამიანმა შეაფარა თავი, დაფიქსირდა ამორალური საქციელი. იქ შესულმა სპეცრაზმმა დააფიქსირა, რომ კინოთეატრი ქალებს დაეტოვებინათ და მამაკაცები დარჩენილიყვნენ. მიუხედავად ამისა, არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რამდენიმე სპეცრაზმელმა კინოთეატრის შენობაში ქალები გააუპატიურა.

რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?
- ჯერ ვერ დაგისახელეთ იმ ორგანიზაციას, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არის სარწმუნო და დაზუსტებული ინფორმაცია, რომელსაც ყავს მოწმეები.

ასე საჯაროდ გააუპატიურეს ქალები?
- საჯაროდ, არა, მაგრამ არც თვითმხილველების გარეშე დაფიქსირებულა ეს ფაქტები.

ეს იყო მცდელობა თუ გაუპატიურება?
- ჯერ ვერ გეტყვით ეს იყო მცდელობა თუ დამთავრებული გაუპატიურება, როგორც დანაშაული, მაგრამ გიმეორებთ ეს იყო დანაშაული, რომელსაც ყავს თვითმხილველები.

დაზარალებულებმა უკვე მოგმართეს?
- არა, არა. ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი, რომლის გადახარშვასაც დრო ჭირდება. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი და არაადამიანური მოპყრობის უკიდურესი ფორმა. ესაა წამების ტოლფასი, ყოველ შემთხვევაში, ევროპის სასამართლოს გაუპატიურება წამების რანგში აქვს აყვანილი. თუ ეს დადასტურდება ოფიციალურად, ეს იქნება დიდი დანაშაული.

თუ დაზარალებულებმა არ მოგმაერთეს თქვენ რა შეგიძლიათ?
- თუ თავად დაზარალებულები ვერ მოერევიან თავს და თავად არ გახდებიან ინიციატორები, სამართლებრივ პოცედურებს ვერ დავიწყებთ, ვერ მოვახერხებთ ვერც იდენტიფიცირებას და ვერც სამართლებრივ დაცვას ვერ განვახორციელებთ.

მოწმეები არაა საკმარისი?
- დაზარალებულმა უნდა გამოთქვან სურვილი, ესაა მთავარი. ერთი საათია, რაც ეს ინფორმაცია გავიგეთ და შოკირებული ვარ.

სხვათაშორის, იქ მამაკაცების გაუპატიურებაზეც იყო საუბარი.
- ჩვენ მოწმეები გვყავს მხოლოდ ქალების გაუპატიურების ფაქტებზე. ახლა ძნელია გვარების დასახელება, ვიდრე არ დავრწმუნდებით ყველაფერში.

ანუ იცით ვინ არიან დაზარალებულები?
- გეუბნებით ეს არის დელიკატური თემა.

presage.tv


READ MORE - დარბევის ღამეს კინოთეატრ „რუსთაველში“ სპეცრაზმელებმა ქალები გააუპატიურეს

ბათიაშვილი უკვე სახლშია

“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიაშვილი უკვე სახლშია და თავს ნორმალურად გრძნობს. ამის შესახებ ბათიაშვილის ოჯახის წევრებმა რუსთაველის ძეგლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს.

გაზიარება
[16:57 27-05-2011]
ბათიაშვილი საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას 17:00 საათზე აპირებს, სადაც ყველაფრის მოყოლას აპირებს.

"სწორედ ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ბათიაშვილი დაუკავშირდა საკუთარ ოჯახს. ამდენად, ვიცით, რომ ის ცოცხალია. ახლა ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ გამოჩნდნენ სხვა გაუჩინარებული პირები", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.



READ MORE - ბათიაშვილი უკვე სახლშია

მიხეილ სააკაშვილს შოკოლადი ესროლეს

მარჯანიშვილის თეატრში წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ვახტანგ მაისურაძეს 90-დღიანი პატიმრობა შეეფარდა , გიორგი ლაპიაშვილს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, დავით ფაცაცია კი უდანაშაულოდ ცნო.

გაზიარება
[13:37 27-05-2011]
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა კახა კოჟორაძემ განუცხადა, მაისურაძეს და ლაპიაშვილს ბრალი ედებათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

დავით ფაცაციამ და გიორგი ლაპიაშვილმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის მიმართულებით შოკოლადის სროლაზე. ინციდენტი 27 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში მოხდა, სადაც "ეკვადორის დღეებისადმი" მიძღვნილ ღონისძიებას პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ადვოკატის თქმით, თავად დაკავებულებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ თეატრის შენობაში მათ პრეზიდენტის მისამართით სიტყვიერი უკმაყოფილება გამოხატეს 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო და არავითარ შოკოლადის სროლას ადგილი არ ჰქონია.

iunterpressnews.ge


READ MORE - მიხეილ სააკაშვილს შოკოლადი ესროლეს

ელგუჯა დარასელია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არ აღმოჩნდა

პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას დაკავებულ ზუგდიდელს ელგუჯა დარასელიას ნათესავებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

გაზიარება
[13:09 27-05-2011]
ელგუჯა დარასელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დაკავებულთა სიაშია, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობია. დაკავებულის დედამ ზამირა ღადუამ გუშინ Livepress.ge–ს უთხრა, რომ შვილი დიღმის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული. „ყინწვისის ტაძართან დაკავებულების მოყვანის შემდეგ ადგილები არ დარჩენილა და გადაუყვანიათ, ასე გვითხრეს პოლიციაში. თუმცა არ გვეუბნებიან ზუსტ მისამართს, თუ სად არის. ახლა ბოლნისში ჩემს ადვოკატთან ერთად მივდივარ, დაკავებულების უმეტესობა იქ გადაუყვანიათ და შეიძლება ჩემი შვილიც იქ იყოს.“ ამბობს „სახალხო კრების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზამირა ღადუა.

შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების“ წევრი ზამირა ღადუა შვილს აქციის დაშლის ღამიდან ეძეძებს. პატიმრობაში კიდევ ერთი ზუგდიდელი დემნა კვარაცხელია იმყოფება.

Livepress.ge



READ MORE - ელგუჯა დარასელია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არ აღმოჩნდა

კახი კალაძე სააკაშვილს დიქტატორს უწოდებს და 26 მაისს აქციის დარბევას გმობს!

26 მაისს აქციის დარბევასთან დაკავშირებით, კახი კალაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს:

გაზიარება
[13:03 28-05-2011]
"საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, ღამით მოხდა შემზარავი ტრაგედია, სამართალდამცავთა მიერ სასტიკად იქნა დარბეული მშვიდობიანი მიტინგის მონაწილენი, ასაკისა და სქესის განურჩევლად დაუნდობლად, უმოწყალოდ ცემეს აქციის თითქმის ყველა მონაწილე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, ასევე სახალხო დამცველის მიერ აღიარებულ იქნა, რომ პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. თვითმხილველთა განცხადებებით და მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა მიერ გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ გამოიყენა დროის უმოკლეს მონაკვეთში სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი და მხუთავი გაზი, რეზინის ტყვიები და ბოლოს როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ უკვე დაპატიმრებულ, ძირს დაგდებულ ხელ-ფეხ შეკრულ ადამიანებს.

აღნიშნულმა სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციამ გამოიწვია ათასობით ჩვენი თანამემამულის მოწამლვა, ადამიანებმა მიიღეს მრავლობითი ხარისხის უმძიმესი დაზიანებები და რაც ყველაზე გულსატკენია, არის მსხვერპლი. მწუხარებით თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და მჯერა, რომ ქართული საზოგადოებრიობა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ობიექტურად გამოიძიებენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, ქართველი სამართალდამცავები სხვადასხვა საბაბითა და პროვოცირებით აკავებდნენ ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მასიურად ხდებოდა გაუგებარი მიზეზებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევა.

ჩემთვის - სპორტსმენისათვის, სავსებით აპოლიტიკური ადამიანისათვის მიუღებელია, როგორც ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით, ასევე ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ყველანაირი დაუშვებელი მეთოდით. არ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნის საქართველო ერთი ნაბიჯს ევროკავშირისაკენ დგამდეს და ორი ნაბიჯით უკან მიდიოდეს ავტოკრატიისა და დიქტატურისაკენ. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო მოხელენი არიან ხალხის მიერ დაქირავებულნი. სამართალდამცავებსაც ჩვენივე აკრეფილი გადასახადებიდან აქვთ ხელფასები.

მე, ერთი რიგითი ქართველი, მივმართავ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, საქართველოს მეგობარ ქვეყანათა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვთხოვ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით დააყენონ საქართველოს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას საკითხი, რათა გამოიძიონ ობიექტურად 26 მაისის ტრაგედიის დამნაშავეთა ვინაობა და ხელი შეუშალონ მასობრივ რეპრესიებს, რაც საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს აშკარად ჩრდილს აყენებს.

აქვე გამოვთქვამ სურვილს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს ეყოფათ გონიერება და აღნიშნული სისხლიანი აქცია აღარასოდეს განმეორდება, ისევე, როგორც არ განმეორდება ადამიანთა გაუგებარი მიზეზებით მასობრივი დაპატიმრება."


READ MORE - კახი კალაძე სააკაშვილს დიქტატორს უწოდებს და 26 მაისს აქციის დარბევას გმობს!

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, სავარაუდოდ, ორი გვამი აღმოაჩინეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, სავარაუდოდ, ორი გვამი აღმოაჩინეს.

გაზიარება
[23:26 27-05-2011]
როგორც “ექპსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილი სამართალდამცავებს ჩაკეტილი აქვთ და ხალხს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თავისუფლების მოედანსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ამავალ კიბესთან ძალოვანი უწყების თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ფარნით მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებენ.

“ექსპრესნიუსი” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა უტიაშვილთან შეეცადა დაკავშირებას, მაგარმ იგი მობილურ ტელეფონს არ პასუხობს.

epn.ge


READ MORE - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, სავარაუდოდ, ორი გვამი აღმოაჩინეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში ნიკა კვინტრაძის ცხედარი აღმოაჩინეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, სავარაუდოდ, 26 მაისს გამართული აქციის მონაწილე ნიკა კვინტრაძის ცხედარი აღმოაჩინეს.

გაზიარება
[23:04 27-05-2011]
როგორც "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა, გარდაცვლილს ოჯახის წევრები 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ეძებდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდენ. ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია ჩაბნელებულია.

თავისუფლების მოედანსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ამავალ კიბესთან კი ძალოვანი უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ფარნით მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებდნენ.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, თუ რას აკეთებენ ისინი იქ, განაცხადეს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ღობესთან ბალახია გათელილი, რაც მათ საეჭვოდ მოეჩვენათ. ჩვენ ვცდილობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

interpressnews.ge



READ MORE - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში ნიკა კვინტრაძის ცხედარი აღმოაჩინეს

„ირაკლი ბათიაშვილს ერთ–ერთ სამინისტროში აწამებენ“

ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ირაკლი ბათიაშვილი და მისი ცოლისძმა ერთ–ერთ სამინისტროში ჰყავთ და არ უშვებენ.

გაზიარება
[18:20 27-05-2011]
„არ გვეუბნებიან, რომელ სამინისტროში ჰყავთ. ვიცით, მხოლოდ ის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ნახევრად მკვდრები არიან და კვლავ აწამებენ. მისი მოკვლა უნდათ. ისეთ მდგომარეობაში ჰყავთ, რომ გამოჩენაც არ უნდათ და ამიტომ მალავენ,“– განაცხადა „ტრიბუნა.ge”-სთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილის შვილმა ირინა ბათიაშვილმა.

ირინა ბათიაშვილი, ამ საკითხზე, დღეს 15:00 საათზე მრგვალ ბაღში სპეციალური ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

tribuna.ge



READ MORE - „ირაკლი ბათიაშვილს ერთ–ერთ სამინისტროში აწამებენ“

გარდაცვლილად გამოცხადებული ვლადიმერ მასურაშვილი „არამიანცში“ მკურნალობს

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს კრების ერთ–ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაძირა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.

გაზიარება
[16:08 27-05-2011]
მოგვიანებით, ნოდარც ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ის სამართალდამცველების ცემის შედეგად გარდაიცვალა და მას ავტომანქანა არ შეჯახებია.

დღეს კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მეორე გარდაცვლილის მონაცემების სიზუსტის საკითხი. საქმე იმაშია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცის) სხვა დაშავებულებთან ერთად შსს–ს თანამშრომლებმა ვლადიმერ მასურაშვილიც მიიყვანეს, რომელიც ამ დრომდე რჩება იქ ტრამვული შოკის დიაგნოზით და შესაბამის მკურნალობას გადის.

დეტალების გასარკვევად საქინფორმი „თავისუფლების ცენტრის“ თავმჯდომარეს ეკა ჯიხვაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ იმ უზუსტობაზე ისაუბრა, რომლზეც ზემოთ მოგახსენეთ. „დიახ, ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს. მე დაზუისტებით ვერ გეტყვით, ეს სხვა მასურაშვილია, თუ ის, რომელიც შსს–მ მკვდრად გამოაცხადა, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივედი, იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ, მასურაშვილი ნამდვილად არ არის. პროზექტურაში მითხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცხადაძე და მოსულიშვილი მიიყვანეს, მასურაშვილი კი არ უხსენებიათ“, – განაცხადა ჯიხვაშვილმა.

ამის შემდეგ საქინფორმი შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორთან შოთა უტიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ, მან სააგენტოს კორესპონდენტის ზარს არ უპასუხა.

P.s. ალბათ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი განმარტებების გაკეთება აუცილებელია.

sulanews.wordpress.com



READ MORE - გარდაცვლილად გამოცხადებული ვლადიმერ მასურაშვილი „არამიანცში“ მკურნალობს

ესკორტის ჩავლა - კადრები განსხვავებული რაკურსით [video]

თბილისის ფორუმზე გავრცელდა TV-25-ის მიერ გადაღებული კადრები.

გაზიარება
[14:22 27-05-2011]
ვიდეომასალაში ჩანს, 26 მაისის ღამით ესკორტის ჩავლა განსხვავებული რაკურსით. აქამდე ვრცელდებოდა შსს-ს მასალა, რომელშიც სამინისტროს განცხადებით, ნაჩვენებია, თუ როგორ გაიტანა ნინო ბურჯანაძის ესკორტმა პოლიციელი.







READ MORE - ესკორტის ჩავლა - კადრები განსხვავებული რაკურსით [video]

ქართველი დედა ნინო ბურჯანაძე სპეცრაზმის მანქანას გადაუდგა [video]

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ანზორიკო ბიწაძე დააკავეს.

გაზიარება
[14:08 27-05-2011]
ნინო ბურჯანაძე შემთხვევის ადგილზე მივიდა, ის სპეცრაზმის მანქანას გადაუდგა და მისი დაკავება სთხოვა.

ნინო ბურჯანაძის პირადი დაცვის სრული შემადგენლობა დაკავებულია.









READ MORE - ქართველი დედა ნინო ბურჯანაძე სპეცრაზმის მანქანას გადაუდგა [video]

პოლიციამ გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟუნალისტებს სცემა [video]

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟუნალისტებმა წუხელ მომხდარი დარბევისას მძიმე დაზიანებები მიიღეს.მედიაკავშირ "ობიექტივში" აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჟურნალისტებმა ბექა სივსივაძემ, გიორგი მამაცაშვილმა და ჯაბა ხუბუამ გამართეს.

გაზიარება
[22:00 26-05-2011]
ბექა სივსივაძეს ზურგის არეში აღენიშნება რეზინის ტყვიებით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები, გიორგი მამაცაშვილი კი სპეცრაზმელების მიერ ხელკეტებით არის ნაცემი; მას გადაადგილება უჭირს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. სივსივაძის თქმით, როდესაც დარბევა დაიწყო, ისინი დაიძრნენ "თავისუფლების მოედნისკენ", რომელიც სპეცრაზმის მიერ იყო გადაკეტილი.

"ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ვართ ჟურნალისტები, თუმცა მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაგვიხსნეს ცეცხლი", - განაცხადა სივსივაძემ. მისივე თქმით, ისინი დააკავეს და ეწ ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს.

ჟურნალისტების თქმით, მოგვიანებით, ისინი ერთ-ერთი "სამთავრობო არხის" ჟურნალისტმა იხსნა.


palitratv.ge



READ MORE - პოლიციამ გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟუნალისტებს სცემა [video]

”ვეძებთ ირაკლი ბათიაშვილს”

ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილმა, ირინა ბათიაშვილმა განაცხადა, რომ მას საფრანგეთიდან სულხან მოლაშვილი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პარიზში აპირებს აქციის გამართვას, რომლის ლოზუნგიც იქნება - ”ვეძებთ ირაკლი ბათიაშვილს”.

გაზიარება
[18:50 26-05-2011]
შეგახსენებთ, რომ 26 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ”სახალხო კრების” ორგანიზებული აქციის დარბევის შემდეგ, კრების ერთერთი ლიდერის - ირაკლი ბათაშვილის ადგილ-სამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.








ობიექტივი.net



READ MORE - ”ვეძებთ ირაკლი ბათიაშვილს”

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წუხანდელი აქციის დაშლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა [video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წუხანდელი აქციის დაშლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
[17:54 26-05-2011]
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიციის თანამშრომლის, ვლადიმერ მასურაშვილის გარდა, გარდაცვლილია აქციაზე მყოფი ყოფილი პოლიციელი, ნოდარ ცხადაძე.

შოთა უტიაშვილის განმარტებით, ნოდარ ცხადაძე, სავარაუდოდ, "იმ ავადსახსენებელ ესკორტს ემსხვერპლა, რომელსაც - ვლადიმერ მასურაშვილი”.

უტიაშვილის თქმით, ორივე ცხედარი ერთმანეთის სიახლოვეს არის ნაპოვნი. უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სულ 37 ადამიანია დაშავებული. მათგან 8 პოლიციელია და 28 - მოქალაქე, აქედან ერთი ITV-ის ჟურნალისტი, რისთვისაც უტიაშვილმა ბოდიშიც მოიხადა. დაშავებულთა შორის ერთი ქალია, დანარჩენი კი - მამაკაცები.

ამასთან, შს სამინისტროში პირველი ბრიფინგი, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე გამართა და პოლიციელ ვლადიმერ მასურაშვილის გარდაცვალებაში მიტინგის ორგანიზატორთა, კერძოდ ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის ესკორტი დაადანაშაულა, გავრცელდა ვიდეომასალაც.

გარდაცვლილ პოლიციელზე კი, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, მზად არის, მათი მანქანები ექსპერტიზაზე დღესვე წარადგინოს.

"ეს მანქანები არც ვიცი ვის ეკუთვნის და არ ავიღებ პასუხისმგებლობას. ყველა ჩვენს მანქანაზე მზად ვარ ამ წუთასვე ჩატარდეს ექსპერტიზა", - განაცხადა ბურჯანაძემ.


interpressnews.ge


READ MORE - შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წუხანდელი აქციის დაშლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა [video]

ნინო ბურჯანაძე ხვალისათვის დაგეგმილ აქციაზე მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს

"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხვალისათვის დაგეგმილ აქციაზე მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს, თუმცა ამტკიცებს, რომ "ოპოზიციონერების დაპატიმრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს".

გაზიარება
[17:51 26-05-2011]
ამის შესახებ ბურჯანაძემ "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი დაპატიმრებისთვის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მაგრამ თუ ხელისუფლება ამაზე წავა, ჩვენ ამასაც გავუძლებთ. თუ ეს იმისთვისაა საჭირო, რომ პროცესმა წინ წაიწიოს, რომ ქვეყანაში დიქტატურა არ მეფობდეს და ნეობოლშევიზმმა ვერ გაიმარჯვოს, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნით ციხეშიც ჩავჯდეთ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, "ოპოზიციონერებს შესაძლოა, ნებისმიერი ბრალდება წაუყენონ".

"ხელისუფლებას ვინმეს დასაპატიმრებლად რაიმე არგუმენტი არ სჭირდება. ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის – 21 მაისს, როცა ასობით ადამიანი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააპატიმრეს", - დასძინა ბურჯანაძემ.

pirveli.com.ge



READ MORE - ნინო ბურჯანაძე ხვალისათვის დაგეგმილ აქციაზე მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს

რუსეთი "სააკაშვილის რეჟიმის" ქმედებების ადეკვატურ შეფასებას მოითხოვს

რუსეთს "სააკაშვილის რეჟიმის მიერ ოპოზიციის მიტინგის დარბევის" ადეკვატური საერთაშორისო შეფასების იმედი აქვს . როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.

გაზიარება
[17:45 26-05-2011]
მოსკოვი იმედოვნებს, რომ მოვლენებს ადეკვატურად შეაფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ისინი, ვინც თბილისს მხარს უჭერს.

"ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული სააკაშვილის ქმედებები, რომლებიც არღვევს დემოკრატიულ ნორმებს, საერთაშორისო დონეზე ძალიან სერიოზულად უნდა გამოიძიონ", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რუსთაველის გამზირზე სახალხო კრების საპროტესტო აქციის დაშლა სპეცრაზმმა ღამის 12.00 საათის შემდეგ დაიწყო.

თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, სპეცრაზმელები მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი ალყაში მოაქციეს და თავის დაღწევის საშუალება არ მისცეს.

აქციის დაშლის შემდეგ მათი მასობრივი დაკავებები დაიწყო. ათეულობით აქციის მონაწილე, სასტიკად ნაცემი და ხელებზე ბორკილდადებული მიწაზე საათობით იწვნენ. დაღუპულია ორი პირი - ერთი პოლიციელი და ერთი აქციის მონაწილე. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 90-მდე ადამიანი, რომლებსაც ორ თვემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ.

შს სამინისტრომ პირველი ოფიციალური განცხადება წუხელვე გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო კრების აქცია სანქცირებული იყო 21-დან 25 მაისის ჩათვლით. 00:10 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლა; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო კი, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

interpressnews.ge


READ MORE - რუსეთი "სააკაშვილის რეჟიმის" ქმედებების ადეკვატურ შეფასებას მოითხოვს

ნინო ბურჯანაძე - მაინც ამოვთხრი ამ ხელისუფლებას, ოღონდ მართლა

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბრძოლის გაგრძელებას ხელისუფლების წინააღმდეგ კვლავ აპირებს .

გაზიარება
[17:26 26-05-2011]
"მაინც ამოვთხრი ამ ხელისუფლებას, ოღონდ მართლა",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს ბურჯანაძე გაქცეული ისეთ მდგომარეობაში უნდოდა ენახა, როგორშიც პრეზიდენტი ხალხმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იხილა.

ბურჯანაძის განცხადებით, მისი პირადი დაცვის თანამშრომლები იმიტომ დააკავეს, რომ იცავდნენ და არ მისცეს სპეცრაზმს მასთან ფიზიკურად შეხების უფლება.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ დაკავების არ ეშინია, ერთიც რომ დარჩეს ბოლომდე იბრძოლებს, საქართველოში თუ არა, ევროპაში სამართალს მაინც იპოვის.

interpressnews.ge



READ MORE - ნინო ბურჯანაძე - მაინც ამოვთხრი ამ ხელისუფლებას, ოღონდ მართლა

ირაკლი ოქრუაშვილი - მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან

ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: "ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება.

გაზიარება
[18:00 24-05-2011]
ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით, რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.

მათი სურვილია ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან.

ამის შემდეგ, მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე.

იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ქვია, ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი.

მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!",-ნათქვმია ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვაში.

interpressnews.ge


READ MORE - ირაკლი ოქრუაშვილი - მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან

სამეგრელო პოლიტიკური დაპატიმრებების მოლოდინშია[video]

ოპოზიციური პარტიების გააქტიურებასთან ერთად სამეგრელოში ძალოვანი სტრუქტურებიც აქტიურ რეჟიმში გადადიან. ამ ინფორმაციის უტყუარობას ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი ფაქტებიც ადასტურებს, როცა მერაბიშვილისა და ახალაიას უწყებები პოლიტიკური ლიდერების მიმართ ფარულ თუ ღია პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ. მოსალოდნელი დაპატიმრებების შესახებ ინფორმაცია დღეს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა მიქაიამ პარტიის თბილისის ოფისში გაახმაურა.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა.18:29 18-05-2011]
კახა მიქაია: „სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები 17 მაისს, დილით ანაკლიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ და „ქართულ პარტიასთან“ ბრძოლის მეთოდები დაგეგმეს. ამ შეხვედრაზე ზუგდიდში „ქართული პარტიის“ ოფისის დაშლა გადაწყდა. გუშინვე იგივე შემადგენლობა, მაგრამ მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრაზე ცნობილმა ზონდერმა თემურ თორიამ, მეტსახელად „ლოქომ“, „ქართული პარტიის“ წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება თავის თავზე აიღო. ეს ადამიანები პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლების დაპატიმრებას არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალური სარჩულით აპირებენ.

შესაძლოა, ეს ნარკოტიკის, ან იარაღის ჩადება, ქუჩაში ჩხუბის პროვოცირება, ავტოკატასტროფა, ან სხვა რამ იყოს. თუ პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლებს - ალექსანდრე გეთიას, ალექსანდრე მოლაშხიას, დავით სორდიას, რამაზ შუბითიძეს, გიორგი ჯღარკავას, გურამ ჩიქვანავას, თენგიზ გერგედავას რაიმე ხიფათი შეემთხვევათ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილს დაეკისრება“.

მერაბიშვილის ზონდერი, თემურ თორია ზედმეტსახელად "ლოქო"

კახა მიქაიასგან განსხვავებით 14 მაისს, სამეგრელო –ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე უკვე დაიბარეს „სახალხო კრების“ წინააღმდეგობის კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ზამირა ღადუა. მისი განცხადებით, პროკურატურის გამომძიებლები თოდუა და საჯაია უსაფუძვლო ბრალდებებით მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ახალაიას უწყება ამჯერად, ზამირა ღადუას, როგორც ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის საქმიანობით, 6 წლის შემდეგ დაინტერესდა. პარტიის ლიდერი კამერის წინ დაკითხვის დეტალებზე, მისი ოჯახისა და ახლო ნათესავების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ტერორზე საუბრობს.

presage.tv

READ MORE - სამეგრელო პოლიტიკური დაპატიმრებების მოლოდინშია[video]

„მცირე ხარვეზებით“ დასრულებული „დიდი რეაბილიტაცია“ და დევნილთა პროტესტი აბაშაში [video]

მძიმე საციალურ პირობებში გატარებული ოცწლიანი დევნილობის შემდეგ, აფხაზეთიდან გამოხიზნული ქართველები ახალი პრობლემის წინაშე დგანან – ხელისუფლების მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, მათთვის რეაბილიტირებულ სახლებში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. 16 მაისს, აბაშაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა ყოფილი პროფტექნიკუმის შენობასთან საპროტესტო აქცია სწორედ ამ მიზეზით გამართეს.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა.18:29 18-05-2011]
32 ოჯახი მათთვის გამოყოფილი ფართების დათვალიერებას დილიდან ითხოვდა, თუმცა შენობასთან მობილიზებული დაცვის პოლიცია შესვლას კრძალავდა. შენობის დევნილებზე გადაცემის ნებართვას შუადღემდე დევნილთა რეგიონალური სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ელოდნენ. დღის მეორე ნახევარში ახალი ბინადრებისთვის სახლის კარები ფართოდ გაიღო, თუმცა დევნილებმა იგი მალევე გაიხურეს.

ელექტროენერგიისა და წყლის არ არსებობა, ჩამოცვენილი ბათქაში და ალაგ–ალაგ შელესილი კედლები იქ დარჩენის საშუალებას არ იძლეოდა. სამაგიეროდ, დევნილებმა დაპირებები ადგილზევე უხვად მიიღეს. რემონტის უხარისხობასა და „მცირე ხარვეზების“ გამოსწორებაზე პასუხისმგებლობა სამუშაოთა მწარმოებელ კომპანია „აქსისთან“ ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომაც აიღო. ხელისუფლებამ „დიდი რეაბილიტაციის“ დასრულების თარიღად 6 ივნისი გამოაცხადა.

presage.tv


READ MORE - „მცირე ხარვეზებით“ დასრულებული „დიდი რეაბილიტაცია“ და დევნილთა პროტესტი აბაშაში [video]

პოლიციელებმა ეკლესია დაარბიეს და მღვდელს ცეცხლი გაუხსნეს!

ავტორი ილია ჩაჩიბაია
16:23 17.05.2011
11 მაისს, ზუგდიდიელმა პოლიციელებმა, ქალაქში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულმა სამართალდამცავებმა ყოველგვარ მორალურ თუ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯეს და ის მანქანაც დაცხრილეს რომელშიც ეკლესიის წინამძღვარი მამა ანდრია ლიპარტია იჯდა. როგორც ჟურნალ „ღია ბოქლომთან“ საუბრისას მრევლი აცხადებს სამართალდამცავები ალკოფოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღით ხელში, გარშემომყოფთ მოკვლით ემუქრებოდნენ.


რატომ მოიქცნენ მერაბიშვილი-სააკაშვილის პოლიციელები ასე უცნობია, თუმცა ერთი კი ფაქტია, შს-ს თავგასული წარმომადგენლები ბოლო პერიოდში დაუნდობელი ქმედებებით განსაკუთრებით სამეგრელოში გამოირჩევიან.

მომხდარიდან მეორე დღეს ეკლესიაზე თავდასსმის ფაქტს „ქართული პარტია“ გამოეხმაურა. 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე, კახა მიქაიამ მკაცრად გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლება და ინციდენტში მონაწილე „სამართალდამცავების“ დასჯა მოითხოვა.

რწმენაშელახული მრევლი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით.

ნონა, მრევლის წევრი: „მწუხრის მსახურება სრულდებოდა, როდესაც გარედან სროლის და ყვირილის ხმა შემოგვესმა, მამაო გარეთ გავიდა რათა საქმის ვითარებაში გარკვეულიყო, ჩვენც გავყევით. პოლიციელები ტაძართან ახლოს, სადაც სასაფლაოებისთვის გამოყოფილი ფართი მდებარეობს ჩხუბობდნენ, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა რომლის გავარიც ქარჩავა გახლავთ მამა ანდრიას შეურაცყოფა მიაყენა შენ ვინახარ შენი დედა ....ო და მისკენ გაიწია, სწორედ ამ დროს მეორე პოლიციელმა, გუდუნა ფონიამ მამაო მიზანში ამოიღო კვლავ იგინებოდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. ანდრია სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და იქვე ჩვენი მრევლის კახა ყურაშვილის მანქანაში ჩაჯდა. რამოდენიმე წუთში მანქანა სამართალდამცავებმა დაცხრილეს. მამაო სასწაულით გადარჩა. შემდეგ პოლიციელები ეკლესიაში შეიჭრნენ. მრევლის წევრებს მივარდნენ და პირში იარაღს უდებდნენ, იყო რამდენიმე უმისამართო გასროლაც. ყველაფერი ბავშვების და მოხუცების თვალწინ მოხდა. იმდენად ნასვამები იყვნენ, რომ ფეხზე ძლივს იდგნენ. ვითხოვთ ეს პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. ღვთის შეწევნით სერიოზულად არავინ დაშავებულა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ტყვია ბავშვებს მოხვედროდათ“.

მამა ანდრია ლიპარტია: „როცა ეს ყველაფერი მოხდა ლოცვები მიმდინარეობდა. გარეთ სროლა ატყდა... მე მღვდელი ვარ და ამ საკითხზე საუბრისგან თავს ვიკავებ. გთხოვთ ადამიანურად გამიგოთ, მეტს ვერაფერს გეტყვით...“

მანონი კემულარია, მამა ანდრიას მეუღლე: „შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ. როგორც თვითმხილველებმა მითხრეს პოლიციელებმა ჯერ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ხალხი ააწიოკეს და შემდეგ ეკლესიის სასაფლაოებისკენ გადმოინაცვლეს. ტაძრთან რომ მათხოვრობს ბიჭი ხვიჩა, იმას იარაღი დაადეს და მოკვლას უპირებდნენო. ერთმანეთს პირში იარაღს უდებდნენ. მამაო, ჩემი შვილი და სტიქაროსანი ტაძრიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში მანქანაში ჩასხდნენ, მაშინ ერთ-ერთმა დაუმიზნა და გაისროლა. ჩემს შვილს თავი დაბლა დაუწევია – ტყვია არ მოხვდა. საბედნიეროდ, როდესაც პოლიციელი ისროდა ფეხი დაუცდა და ორმოში ჩავარდა. მადლობა უფალს გადავრჩით. ცოტახანში მრევლის წევრებმა ტყვიის მასრებიც იპოვნეს. გასროლა მოხდა ჩვეულებრივი ტაბელური იარაღიდან. ტაძარში მყოფ შავოსან დედებს სტიქაროსნები გადაუმალავთ, ბიჭები რომ არ დაეჭირათ. ის პირები იმდენად მთვრალები იყვნენ, რომ თავსაც ვერ აკონტროლებდნენ. ინტერვიუს მიცემას ყველა თავს არიდებს და ჩემგანაც არ მინდა გაიჟღეროს ამ ინფორმაციამ“.

ხვიჩა ჩუხუა, ერთ-ერთი დაზარალებული: „ჩემთან ორი შეიარაღებული პირი მოვიდა, მითხრეს ჩქარა იმღერეო. იარაღი შუბლზე დამადეს, მიყვიროდნენ არ გაინძრე თორემ გესვრითო. მე გავიქეცი ეკლესიისკენ, ხალხმა გადამარჩინა. ამის შემდეგ მამაოსაც ესროლეს. ჰაერშიც ისვროდნენ“.

ნატალია ფარჯიკია, მესანთლე: „იმ მანქანას ესროლეს, რომელშიც მამაო, მისი შვილი და მრევლი კახა ყურაშვილი ცოლდათ ერთად, ისხდნენ. პოლიციელები საუბედუროდ ფორმაში არ იყვნენ გამოწყობილი. ტაძარში რომ შემოვიდნენ შარვალი ძვრებოდათ და ირაღი უჩანდათ“.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მისი ლაქიების მიერ ეკლესიის და მართლმადიდებლობის შეურაცყოფის ეს პირველი ფაქტი არ არის.

„ვარდების რევოლუციის”, ანუ მას შემდეგ, რაც ლიბერალთა ერთმა ჯგუფმა დემოკრატიული ღირებულებების დეკლარირებით სახელმწიფო ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის დროც დადგა. მათ კარგად ესმოდათ ამ ბრძოლის სირთულე. ხალხის სარწმუნოებისკენ შემობრუნება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ეკლესიის დიდი ავტორიტეტი, რასაც აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვებიც ადასტურებდა, მათთვის საფრთხეს შეიცავდა და კიდევ უფრო აშფოთებდა ულტრალიბერალურად განწყობილ „დემოკრატებს“.

2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას გლდანის მართლმადიდებლურ ეპარქიაში, სახელისუფლებო ძალების მიერ დაიწყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის დარბევა. გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. გადათელეს ტაძრის ღობეები და მრევლზე იერიში მიიტანეს.

მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და ღვთისმსახურებისთვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. ბოლოს, მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითა კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ღვთის სახლში.

მამა ბასილი ეკლესიაში შეჭრილებს ამბიონზე მთავარანგელოზ მიქაელის ხატით გულში ჩახუტებული დახვდა. ნიღბოსნებმა იგი ცემით ძირს დააგდეს და წიხლებით გაათრიეს გარეთ, შემდეგ კი ცემითვე მანქანაში ჩატენეს და რაიონული პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს...

2007 წლის 18 მაისს ჩამოღამებულ ფერიაზე ბულდოზერები გამოჩნდა. თითქმის დასრულებული ტაძარი დილით მიწასთან გასწორებული დახვდათ ფერიელებს. ეკლესიის შენების ნებართვა არ არსებობდაო, – დაიწყო ფიცი-მტკიცი მთავრობამ...

ცოტა ხნის წინ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის, თეა თუთბერიძის მიერ, "facebook"-ზე გავრცელებულ, პატრიარქის გაშარჟებულ ვიდეო განცხადებას, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა. ამ მასალაზე ილია მეორის სურათზე დამონტაჟებული იყო ხმა, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნიდა, თითქოს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ იხსენიებდა და ხალხს მისი დამხობისკენ მოუწოდებდა. პატრიარქის შეურაცხყოფა, მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო. თუთბერიძე კი აცხადებდა, რომ ასეთი ვიდეოების დამზადება-გავრცელება სიტყვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტია და პატრიარქს იმიტომ ებრძვის, რომ მისი ძმისშვილი რუსეთის სპეცსამსახურების თანამსრომელია....

მთავრობის და მათი ხელქვეითების ასეთ ქმედებებს შეიძლება დავარქვათ ერთი სახელი – იდეოლოგიური სატანიზმი. დაჯგუფების ლიდერებად კი შეგვიძლია მოვისაზროთ სააკაშვილი, ბოკერია, თუთბერიძე და საქართველოს დანაშაულებრივი მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

ცნობისთვის, მსოფლიოში მრავლად არიან იდეოლოგიური სატანიზმის მომხრეები. რატომ უწოდებენ ეს ადამიანები საკუთარ თავს სატანისტებს, მათი არგუმენტი ასეთია: „ჩვენ ვართ ანტიქრისტიანები შესაბამისად ქრისტიანებისთვის ვართ სატანისტები.“

მაგალითად, ასეთი ტიპის დაჯგუფებების მიერ სკანდინავიაში განხორციელდა არაერთი ეკლესიის დარბევა თუ განადგურება...

რეალურად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სატანიზმის ეს განხრა კომერციული მიზნებისთვის არის შექმნილი და მის პოპულარიზაციაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიც მონაწილეობენ.

ირმა ინაშვილი, ჟურნალისტი: „2004 წლის აგვისტოში, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე პუბლიცისტიკის ჯგუფის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, ჩემს კოლეგებთან ერთად დამიბარეს ტელევიზიის სათათბირო დარბაზში. როდესაც „საგანგებო თათბირზე” შევედი, დარბაზში დამხვდნენ "თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელები და მხარდამჭერები: ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, სოზარ სუბარი, ლაშა ბუღაძე, ბექა მინდიაშვილი, ნოდარ ლადარია, ბასილ კობახიძე, მამუკა ხერხეულიძე, თამარ კინწურაშვილი... ამ ადამიანებმა, ანუ ჩვენი ქვეყნისა და ერის დიდმა „მოსიყვარულეებმა” პირდაპირ დაგვირიგეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას. პიარ-გეგმის თანახმად, პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს მონასტრებში მოღვაწე დედები და მამები მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში უნდა წარმოგვეჩინა, რათა ამას გამოეწვია საზოგადოების უნდობლობა და ზიზღი ეკლესიისადმი. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა საპატრიარქო, როგორც შურიან, მოქიშპე მღვდელმსახურთა ბუდე. უნდა გაგვეკრიტიკებინა ქართული საეკლესიო გალობა, წირვა; ხაზი უნდა გაგვესვა, რომ მრევლი გაუნათლებელია და არ იცის კონკრეტული საეკლესიო დღესასწაულების ისტორია და არსი.

ახლოვდებოდა ფერისცვალების დღესასწაული. „თავისუფლების ინსტიტუტის” „ლიდერშიფი” გვაძლევდა რეკომენდაციას, - გამოგვეკითხა მრევლი და გვეჩვენებინა, რომ დიდმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს ფერისცვალებ...“


READ MORE - პოლიციელებმა ეკლესია დაარბიეს და მღვდელს ცეცხლი გაუხსნეს!

livepress.ge-ს ახალი ამბები სამეგრელო–ზემო სვანეთიდან და აფხაზეთიდან

არაკომერციული ორგანიზაცია „მედია ფონდის" მიერ ჩამოყალიბებული საინფორმაციო ცენტრი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში და ასევე მის მომიჯნავე აფხაზეთში მომხდარი მოვლენებს livepress.ge-ს საშუალებით გააშუქებს. ვებ-გვერდი ახალი შექმნილია და ჯერ ტესტურ რეჟიმში მუშაობს.

გაზიარება
[ნატა ძველიშვილი. 14:26 17-05-2011]
როგორც „მედია ფონდის" გამგეობის თავმდჯომარე გერონტი ყალიჩავა ამბობს, სამეგრელო - ზემო სვანეთში მსგავსი გამოცემა არ არსებობს, რაც ადგილობრივი ამბების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებას ხელს უშლის. ცენტრს საკუთარი კორესპონდენტები ჰყავს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის ქალაქებში, ასევე აფხაზეთში.

„ინტერნეტ-გამოცემის გარდა სხვა მედიასაშუელების შექმნაზე არც გვიფიქრია, რადგან ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აქაური ამბები უფრო დიდ აუდიტორიას გავაცნოთ. რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა თანდათან იზრდება, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ხარისხიანი მასალების შექმნის შემთხვევაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება", - ამბობს გერონტი ყალიჩავა, რომელიც livepress.ge -ს მთავარი რედაქტორიცაა. მისი განმარტებით, გამოცემას ზოგადი სახელი შეურჩიეს, რადგან აქ სხვა რეგიონის ამბებიც გამოქვეყნდება და რუბრიკაში „საქართველო" მოექცევა. საიტზე ასევე განთავსდება აუდიო, ვიდეო და ფოტო რეპორტაჟები. ეყოლებათ ბლოგერებიც.

ვებ-გვერდი დაუგეგმავად 13 მაისს ჩართო. „იმ დღეს პირველებმა გავიგეთ, რომ ზუგდიდში ეკლესიის ეზოში პოლიციელები სტიქაროსნის მანქანას ესროდნენ, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადავწყიტეთ გაგვევრცელებინა ეს ინფორმაცია, თუმცა ამ დღეებში ვაპირებთ, რომ დიდი პრეზენტაცია გავმართოთ და საზოგადოებას ჩვენი ინტერნეტ-გამოცემა გავაცნოთ," - განმარტა გერონტი ყალიჩავამ.

livepress.ge ფონდ „ღია საზოგადობა - საქართველოს" დაფინანსებით შეიქმნა, პროექტი შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი რედაქტორის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ გამოცემა დამოუკიდებელ დაფინანსებაზე გადავა და არ დაიხურება.

ჟურნალი "ღია ბოქლომი" კოლეგებს ობიექტურობას და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

media.ge


READ MORE - livepress.ge-ს ახალი ამბები სამეგრელო–ზემო სვანეთიდან და აფხაზეთიდან

კახა მიქაია: "ამერიკა პატრონად უპატრონო სააკაშვილს სჭირდება" [audio]

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრ კახა მიქაიას განცხადებით, "ამერიკა პატრონად უპატრონო სააკაშვილს სჭირდება".

გაზიარება
[16:26 16-05-2011]
ამის შესახებ მიქაიამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ამასთან, მან აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მადლობა გადაუხადა იმ "ადეკვატური კომენტარისთვის", რომელიც მან დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ჩვენ არ გვჭირდება ამერიკა, როგორც პატრონი. ჩვენ გვჭირდება იგი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. პატრონად აშშ უპატრონო სააკაშვილს სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები აშშ-ის დოლარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საერთო იდეებს უნდა ეფუძნებოდეს. ნუ გვაბრალებენ, რომ ანტიამერიკულ განწყობებს ვქმნით, - ასეთი განწყობის შექმნა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია. თუ ეს მოხდა, ამის შემოქმედი საქართველოს ხელისუფლება და აშშ-ის ადმინისტრაცია იქნებიან"- განაცხადა მიქაიამ და აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდა, “მხარი დაუჭიროს ქართველ საზოგადოებას და არა ავტოკრატი სააკაშვილის რეჟიმს".

აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. "ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა საელჩოს წარმომადგენელს ბარაქ ობამას სახელზე შედგენილი მიმართვა გადასცეს.

"ქართული რადიო" აქციის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. გთავაზობთ კახა მიქაიას გამოსვლის აუდიო ჩანაწერს.





READ MORE - კახა მიქაია: "ამერიკა პატრონად უპატრონო სააკაშვილს სჭირდება" [audio]

რუსთავი - პოლიცია იფურთხება, პრეს-სამსახური იმალება

ქართულმა მედიამ, 7 მაისს რუსთავში “სახალხო კრების” და ორგანიზაცია “არას” წევრების დაკავების დეტლები მეტ-ნაკლებად ამომწურავად გააშუქა. აქცია რომლის დროსაც დაკავებები მოხდა, რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს, ვალერი დუღაშვილს ეძღვნებოდა.

გაზიარება
[14:15 12-05-2011]
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ძველი ”ფოკუსები” არ გაემეორებინა. კონკრეტულად კი დუღაშვილს ოპოზიციური განწყობის მქონე მოქალაქეების დაჭერაში და იარაღის ჩადებაში სდებდნენ ბრალს.

7 მაისს 12 აქციის მონაწილე დაიჭირეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, რუსთავის “სახალხო კრების” კომიტეტის შეფიცულთა ხელმძღვანელი, გოჩა თედორაძე იყო. დღეს კრების რუსთაველი წევრები თედორაძესთან დაკავშირებით იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მედიას არ გაუშუქებია.

”გოჩა თედორაძემ, სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეს განუცხადა, რომ მას რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ვალერი დუღაშვილი დაემუქრა. მან სასამართლოს ოქმში დააფიქსირა, რომ 7 მაისს, დაკავების შემდეგ, ის რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც დუღაშვილმა სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ დაუხოცავდა ოჯახის წევრებს და საკუთარი ხელით დაამარხინებდა მათ. მას შემდეგ, რაც თედორაძე მუქარას არ აყვა, დუღაშვილმა სახეში შეაფურთხა.

სასამრთლოს მიმდინარეობისას გოჩამ მოგვმართა და გვთხოვა, რომ მისი ოჯახისთვის ყურადღება მიგვექცია. სამწუხაროდ, მოსამართლემ ამ ინფორმაციას ყურადღება არ მიაქცია “ - საუბრობს “სახალხო კრების” რუსთავის კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი, თორნიკე არევაძე.

მისი თქმით, თედორაძესა და დუღაშვილს შორის დაპირისპირისპირება სათავეს, 7 მაისზე გაცილებით ადრე იღებს. “2009 წელს, როდესაც აპრილის აქციების დასრულების შემდეგ დაჭერები დაიწყო, დუღაშვილმა პირადად ჩაუდო იარაღი თედორაძეს. მის დაკავებასაც ის ხელმძღვანელობდა. საკუთარი სახლის ეზოდან გაიყვანა თედორაძე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ცოლს, დედას და ძმას.

ვალერი დუღაშვილზე არაერთი საჩივარია დაწერილი წლების მანაძილზე, თუმცა პროკურატურა ამ საქმეებს არ იძიებს“ – ამბობს არევაძე.

თავად რუსთავის პოლიციის მაღალჩინოსანი, დუღაშვილი, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს.

შსს ქვემო ქართლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თამარ დოდაშვილის მობილურ ტელეფონზე დარეკვისას, მას შემდეგ, რაც პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტად ვეცნობით, გვეუბნებიან, რომ ნომერი გვეშლება.

აღნიშნულ ნომერზე კი, რეგიონის ჟურნალისტები ქალბატონ თამარს არაერთხელ დავკავშირებივართ.

presage.tv


READ MORE - რუსთავი - პოლიცია იფურთხება, პრეს-სამსახური იმალება

გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა...

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ ქვემო ქედში ადგილობრივ მცხოვრებს 34 წლის ემზარ გოგოლაურს ეძებენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა.

გაზიარება
[ილია მარტყოფლიშვილი. 14:26 12-05-2011]
უკვე მერამდენე დღეა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ გოგოლაძეს შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები უშედეგოდ ეძებენ. "ქიზიყის" ინფორმაციით, გოგოლაური მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოაძევეს. დაკარგულის ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცს ცვლილებები სწორედ მას შემდეგ დაეტყო და ოჯახთან განშორებას მწვავედ განიცდიდა.

დაკარგულის მამა მათე გოგოლაური "ქიზიყთან" საუბარში თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა:

,,გაუჩინარების წინა ღამეს უკვე გვიანი იყო, ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა მისი ოთახიდან ხმაური შემომესმა. კარი შევხსენი და დავინახე, რომ წინ თოფი ედო და სასხლეტს აწვალებდა (ტირის). დავამშვიდე, ვთხოვე დაეძინა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ... რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონდა, რომ ამის გამო თვითმკვლელობაზე ეფიქრა. ბოლო დროს ემოციური გახდა, ყველაფერზე ნერვიულობდა, მშივრები დავიხოცებითო – ამბობდა. შვილები ძალიან ენატრებოდა, სულ მათ სურათებს დაჰყურებდა. ვაპირებდით, რომ ნევროპათოლოგთან წაგვეყვანა და გვემკურნალა, მაგრამ არ დაგვცალდა... ეზოდან რომ გადიოდა, რამდენჯერმე ვთხოვე შეჩერებულიყო, მაგრამ სანამ მოვტრიალდი, უკვე აღარსად ჩანდა. გაოცებულები და დაბნეულები ვართ. პოლიცია პირველივე დღიდანვე გამოვიძახეთ. გაწვრთნილი ძაღლებიც მოიყვანეს, ყველგან ეძებეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კვალი მდინარე ალაზნის ნაპირთან გზაზე იკარგება. პირველად შირაქის ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ სოფელ ოზაანშიც შენიშნეს, წნორის ტაქსის მძღოლს უნახავს ტიბაანში, სპორტული ტანსაცმელი ეცვაო," - განუცხადა "ქიზიყს" მათე გოგოლაურმა.

,,არც ალკოჰოლთან ჰქონდა მიდრეკილება და როგორც ვიცი, არც ოჯახური პრობლემები აქვთ. ეს პიროვნება სოფელში უარყოფითად არ ხასიათდება, არც ვალები აქვს. ეს მოულოდნელი ამბავი მისი თანაკლასელებისგან შევიტყვე, - აცხადებს სოფელ ქვემო ქედის რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი.

შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო მოსახლეობას მოუწოდებს დაკარგულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სამორიგეო განყოფილებას ნომერზე 877 52 71 97. დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ქიზიყის" რედაქციასაც. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"ქიზიყი"


READ MORE - გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა...

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...