გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟუნალისტებმა წუხელ მომხდარი დარბევისას მძიმე დაზიანებები მიიღეს.მედიაკავშირ "ობიექტივში" აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჟურნალისტებმა ბექა სივსივაძემ, გიორგი მამაცაშვილმა და ჯაბა ხუბუამ გამართეს.
გაზიარება
[22:00 26-05-2011]
ბექა სივსივაძეს ზურგის არეში აღენიშნება რეზინის ტყვიებით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები, გიორგი მამაცაშვილი კი სპეცრაზმელების მიერ ხელკეტებით არის ნაცემი; მას გადაადგილება უჭირს.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. სივსივაძის თქმით, როდესაც დარბევა დაიწყო, ისინი დაიძრნენ "თავისუფლების მოედნისკენ", რომელიც სპეცრაზმის მიერ იყო გადაკეტილი.
"ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ვართ ჟურნალისტები, თუმცა მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაგვიხსნეს ცეცხლი", - განაცხადა სივსივაძემ. მისივე თქმით, ისინი დააკავეს და ეწ ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს.
ჟურნალისტების თქმით, მოგვიანებით, ისინი ერთ-ერთი "სამთავრობო არხის" ჟურნალისტმა იხსნა.