შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წუხანდელი აქციის დაშლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
გაზიარება
[17:54 26-05-2011]
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიციის თანამშრომლის, ვლადიმერ მასურაშვილის გარდა, გარდაცვლილია აქციაზე მყოფი ყოფილი პოლიციელი, ნოდარ ცხადაძე.
შოთა უტიაშვილის განმარტებით, ნოდარ ცხადაძე, სავარაუდოდ, "იმ ავადსახსენებელ ესკორტს ემსხვერპლა, რომელსაც - ვლადიმერ მასურაშვილი”.
უტიაშვილის თქმით, ორივე ცხედარი ერთმანეთის სიახლოვეს არის ნაპოვნი. უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სულ 37 ადამიანია დაშავებული. მათგან 8 პოლიციელია და 28 - მოქალაქე, აქედან ერთი ITV-ის ჟურნალისტი, რისთვისაც უტიაშვილმა ბოდიშიც მოიხადა. დაშავებულთა შორის ერთი ქალია, დანარჩენი კი - მამაკაცები.
ამასთან, შს სამინისტროში პირველი ბრიფინგი, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე გამართა და პოლიციელ ვლადიმერ მასურაშვილის გარდაცვალებაში მიტინგის ორგანიზატორთა, კერძოდ ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის ესკორტი დაადანაშაულა, გავრცელდა ვიდეომასალაც.
გარდაცვლილ პოლიციელზე კი, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პასუხისმგებლობა მოიხსნა.
როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, მზად არის, მათი მანქანები ექსპერტიზაზე დღესვე წარადგინოს.
"ეს მანქანები არც ვიცი ვის ეკუთვნის და არ ავიღებ პასუხისმგებლობას. ყველა ჩვენს მანქანაზე მზად ვარ ამ წუთასვე ჩატარდეს ექსპერტიზა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
interpressnews.ge