პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას დაკავებულ ზუგდიდელს ელგუჯა დარასელიას ნათესავებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
გაზიარება
[13:09 27-05-2011]
ელგუჯა დარასელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დაკავებულთა სიაშია, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობია. დაკავებულის დედამ ზამირა ღადუამ გუშინ Livepress.ge–ს უთხრა, რომ შვილი დიღმის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული. „ყინწვისის ტაძართან დაკავებულების მოყვანის შემდეგ ადგილები არ დარჩენილა და გადაუყვანიათ, ასე გვითხრეს პოლიციაში. თუმცა არ გვეუბნებიან ზუსტ მისამართს, თუ სად არის. ახლა ბოლნისში ჩემს ადვოკატთან ერთად მივდივარ, დაკავებულების უმეტესობა იქ გადაუყვანიათ და შეიძლება ჩემი შვილიც იქ იყოს.“ ამბობს „სახალხო კრების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზამირა ღადუა.
შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების“ წევრი ზამირა ღადუა შვილს აქციის დაშლის ღამიდან ეძეძებს. პატიმრობაში კიდევ ერთი ზუგდიდელი დემნა კვარაცხელია იმყოფება.
Livepress.ge