მარჯანიშვილის თეატრში წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ვახტანგ მაისურაძეს 90-დღიანი პატიმრობა შეეფარდა , გიორგი ლაპიაშვილს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, დავით ფაცაცია კი უდანაშაულოდ ცნო.
გაზიარება
[13:37 27-05-2011]
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა კახა კოჟორაძემ განუცხადა, მაისურაძეს და ლაპიაშვილს ბრალი ედებათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
დავით ფაცაციამ და გიორგი ლაპიაშვილმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის მიმართულებით შოკოლადის სროლაზე. ინციდენტი 27 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში მოხდა, სადაც "ეკვადორის დღეებისადმი" მიძღვნილ ღონისძიებას პრეზიდენტიც ესწრებოდა.
ადვოკატის თქმით, თავად დაკავებულებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ თეატრის შენობაში მათ პრეზიდენტის მისამართით სიტყვიერი უკმაყოფილება გამოხატეს 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო და არავითარ შოკოლადის სროლას ადგილი არ ჰქონია.
iunterpressnews.ge