მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, სავარაუდოდ, 26 მაისს გამართული აქციის მონაწილე ნიკა კვინტრაძის ცხედარი აღმოაჩინეს.
გაზიარება
[23:04 27-05-2011]
როგორც "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა, გარდაცვლილს ოჯახის წევრები 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ეძებდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდენ. ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია ჩაბნელებულია.
თავისუფლების მოედანსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ამავალ კიბესთან კი ძალოვანი უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ფარნით მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებდნენ.
"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, თუ რას აკეთებენ ისინი იქ, განაცხადეს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ღობესთან ბალახია გათელილი, რაც მათ საეჭვოდ მოეჩვენათ. ჩვენ ვცდილობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
interpressnews.ge