ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ქართული პერიოდული გამოცემების სრულყოფილი კოლექცია გამოიფინება

17:06 29.10.2011
31 ოქტომბერს 12:00 საათზე „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო“. ეს გამოფენა პირველად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2011 წლის 2-5 მაისს ჩატარდა. იგი მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში გამოცემული ბეჭდური პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილ კოლექციას ფლობს. მასში დაცულია მასალები 1819 წლიდან (პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან) დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების (პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი“, ცისფერყანწელთა გამოცემები, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მენშევიკური პრესა და ა. შ.) ასლები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალები იმ პუბლიცისტებსა და საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.

ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, არასდროს უნახავთ ქართული პერიოდული გამოცემების რეტროსპექტული, ქრონოლოგიურად დალაგებული გამოფენა, რომელიც თვალნათლივ ასახავდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარების საინტერესო და, ხშირ შემთხვევაში, დრამატულ ეტაპებს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასევე უცნობია, რა პოლიტიკურ გარემოში უწევდა მუშაობა ქართულ მედიას, რა ღირებულებებს ამკვიდრებდა და როგორ ხედავდა იგი საკუთარ თავს ამ რეალობაში. ასევე, ნაკლებად არის ცნობილი ქართული ბეჭდური გამოცემების უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინი და მათი პოლიგრაფიული შესრულება.

31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გამოფენას თან ერთვის შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა. გაიმართება რამდენიმე დისკუსია ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის თემაზე.

ბათუმის საქალაქო ბიბლლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება, საინტერესო იქნება როგორც ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევრებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ზუგდიდის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა.

| livepress |


READ MORE - ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ქართული პერიოდული გამოცემების სრულყოფილი კოლექცია გამოიფინება

დავით თარხან–მოურავი: “პოლიტიკური გაერთიანების “წინააღმდეგობის მოძრაობა“ გული იმასთან მიდის ვინც ქართველია“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
15:20 30.10.2011
კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება – “წინააღმდეგობის მოძრაობა“ დაფუძნდა, რომლის მხარდამჭერთა დარბაზში გაერთიანებულნი არიან: რობერტ სტურუა, გელა ნიკოლაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რეზო ჩხეიძე, ირმა ინაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ნანა შონია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლალი აფციაური, გურამ ფირცხალავა, თემიკო ჭიჭინაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ნინო რატიშვილი, ლელიკო ჯაფარიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზურა მანჯავიძე, გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, ქეთი დოლიძე, ლილი და ნანა ხურითები...

ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანება “წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარედ დავით თარხან–მოურავი აირჩიეს, ხოლო გენერალურ მდივნად სოსო მანჯავიძე. პოლიტიკური გაერთიანების სამდივნოში გაერთიანებულნი არიან: მარინა ბერაძე, სოსო ზაალიშვილი, რეგან თელოიანი, ალექსანდრე კეზევაძე, არჩილ ლეკიშვილი, ადა მარშანია, ერეკლე საღლიანი და ელგუჯა ჩხაიძე, ხოლო ამავე ორგანიზაციის კომიტეტში: მამუკა გობეჩია, ნატა თარხან-მოურავი, ნანა კალანდაძე, მიხეილ კაჭკაჭიშვილი, ჯიმშერ ოთანაძე, გოდერძი ოთარაშვილი, ნინო პეტრიაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი და შოთა ჭოხონელიძე.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ “ობიექტივი“ ესაუბრა “წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დავით თარხან–მოურავს.

რამ განაპირობა ახალი პარტიის შექმნა, მაშინ, როცა უამრავი პარტიაა?

დავით თარხან–მოურავი:
ამ კითხვაზე, რომ გიპასუხოთ, ჯერ იმ ვითარებაზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი – ხალხის მოსყიდვის, დაშინების და დაყაჩაღების გზით, 2008 წლის საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, დღეს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს 15–20–კაციან ჯგუფს, რომელთა შორის ზოგი ავანტიურისტია და ზოგი დამნაშავე. მათ ისეთი ხელისუფლება შექმნეს, რომელიც მხოლოდ ძალას ეფუძნება, მეტს არაფერს. ეს ძალა ხელისუფლების სათავეში დღემდე იმიტომ შემორჩა, რომ ადამიანებს აშინებენ, იჭერენ. ჩვენი ქვეყანა ერთ ძალიან დიდ ციხეს დაემსგავა, სადაც ყველაფერს გართმევენ და სადაც ადამიანები სიკვდილის პირამდე მიჰყავთ. ცენტრალური ტელეარხები ავანტიურისტთა და დამნაშავეთა ჯგუფის ხელშია და ეს ტელევიზიები მათი ენით საუბრობენ. აი, ეს არის ჩვენი ქვეყანა.

ტერორისტული მანქანა თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. მათ შორის იმათაც, ვინც ან “ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ან ამ ხელისუფლებას ემსახურება. ხელისუფლების ქვედა და საშუალო დონეზე მომუშავე ადამიანების ჩათვლით, ყველა ხვდება რა უბედურებაში ვართ. ეს ხელისუფლება არ უყვარს მათივე თანამშრომლებს. ვანო მერაბიშვილი არ უყვართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

დასამალი და ახალი არაფერია იმაში, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგია საზოგადოებას არ მოსწონს და დღეს, არც ერთ პარტიას არ აქვს სერიოზული მხარდაჭერა, რადგან მათდამი ნდობა დაკარგულია. არსებობენ პროამერიკული პარტიები, რომელთა შორის “ცერეუს“ აგენტურაც არის.

დაასახელებთ ასეთ პარტიებს?
–არა.

რატომ?
–ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ვთვლი, რომ ეს ხალხმა შესანიშნავად იცის. მათ შესახებ თითქმის ყოველდღე წერენ სხვადასხვა გაზეთებში და მე მთხოვთ მათ დასახელებას?! არის პარტიები, რომლებიც პირდაპირ ვანო მერაბიშვილის განკარგულებებს ასრულებენ. ვანოს პარტიებთან ერთად არის გიგა ბოკერიას პარტიები. “წინააღმდეგობის მოძრაობისთვის“ არც “ცეერუს“ პარტიებია მისაღები, არც “ეფესბესი“, არც “მოსადის“, არც მერაბიშვილის და არც ბოკერიასი.

საზოგადოება მკაფიოდაა გათვითცნობიერებული – საზოგადოებამ განსაჯა, მიხვდა და გარკვეულ პარტიებს “ეფესბეს“, “ცერეუს“ და ბოკერიას პარტიები შეარქვა. არც ერთ ასეთ პარტიასთან საზოგადოების გული ვერ მიდის.

თქვენი გული ვისთან მიდის?
–ჩემი და “წინააღმდეგობის მოძრაობის“ გული იმასთან მიდის ვინც ქართველია. წარმოგიდგენიათ რა დრო დადგა?! – დამკვიდრდა ტერმინი “პროქართული პარტია“ და საქართველოში პროქართულ პარტიებზე ვსაუბრობთ, მაშინ, როცა საქართველოში ყველა პარტია პროქართული უნდა იყოს. ანუ პარტიები, რომლებიც აზროვნებენ, საუბრობენ და მოქმედებენ ეროვნული სულისკვეთების შესაბამისად. საზოგადოებას ყოველთვის უნდოდა ასეთი პარტიები და ახლაც უნდა. არც მათ დავასახელებ, რადგან ამ ეტაპზე ესეც ნაადრევად მიმაჩნია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქართული, ეროვნული პოლიტიკური პარტიების რიცხვი ძალიან მცირეა და სწორედ ამან განაპირობა ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნება. ჩვენ ვართ ეროვნული ხალხი. გადახედეთ გნებავთ პარტიის წევრების, გნებავთ მხარდამჭერების ვინაობას და ამაში დარწმუნდებით.

“საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ აღარ იარსებებს?
–ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არსებობას გააგრძელებს. ჩვენ მის წიაღში პარტიული კომპონენტი შევქმენით, რადგან ქვეყანაში ეროვნული სულისკვეთების მქონე პატრიოტული ძალების აშკარა ნაკლებობაა.

თქვენ ამაზე გაქვთ პრეტენზია?!
–რა თქმა უნდა. მიგვაჩნია რომ ნაკლებობა კი არა, მეტობა უნდა იყოს; უნდა გაერთიანდეს ყველა ეროვნული, პატრიოტული ძალა და მათ ცალკე ბლოკი უნდა შექმნან. პარტია რატომ შექმენითო, – მკითხეთ და იმიტომ, რომ არჩევნები არის გზა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს და რომელშიც ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ მიტინგები უნდა ჩატარდეს, ზოგს არჩევნები მიაჩნია ერთადერთ სწორ გზად, მაგრამ არც ერთია სწორი და არც მეორე – პოლიტიკა ყველა ტიპის ქმედებას გულისხმობს. მით უმეტეს, ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც 20 კაცი თვლის, რომ არის ბატონი და დანარჩენი ყმა. ამას უნდა ებრძოლო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებითაც და არჩევნებითაც, მაგრამ ამ დროს ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლებას მილიონ–ნახევარი მკვდარი სული ჰყავს. ამიტომ, სანამ არჩევნებამდე მივალთ, ამომრჩეველთა აღრიცხვა და სიების დაზუსტება უნდა მოხდეს.

როგორ უყურებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას და აპირებთ თუ არა მასთან თანამშრომლობას?
–ჩვენ ვიცით, რომ მან ქველმოქმედების სახით მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ძალიან კარგი და კეთილი ბუნების ადამიანია. თუ კაცი ცხოვრებაში სიკეთეს აკეთებდა, პოლიტიკაშიც ხომ სიკეთე უნდა გააკეთოს?! ჩვენ მისგან ამას ველოდებით. მასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, თუ თავად ექნება ასეთი სურვილი.

როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ევროპასთან, ამერიკასთან, ნატო–სთან და რუსეთთან?
–საქართველოს გეზი არის ევროპა. ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კონტაქტები ევროპაში, რის საშუალებითაც უამრავ ადამიანს, პატიმარს დავეხმარეთ. ნატო–ზე მოკლედ გიპასუხებთ –ჩვენ კი გვინდა ნატო–ში, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას ნატო–ში გაერთიანების ყველა საშუალება დააკარგვინა, ჩვენ ამ გაერთიანებაში არ მიგვიღებენ.

საქართველომ უნდა შეძლოს თავისი ეროვნული ინტერესების და მეზობელი, ან მსოფლიო მოთამაშეთა ეროვნული ინტერესების შეთავსება, შერწყმა. უპირველესად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მეზობლად რუსეთია, დიდი და ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არსად გაქრება. მას კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში თავისი ინტერესი აქვს. რუსეთთან ურთიერთობა ისე უნდა ავაგოთ, რომ უპირველესად ჩვენი ინტერესები დაკმაყოფილდეს და მათი ინტერესებიც შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფლოთ.

მათთან საერთო ენა უნდა მოვძებნოთ, თუ გვინდა დავიბრუნოთ სოხუმი და ცხინვალი. ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკა სწორედ ამას გვეუბნება, ისევე, როგორც საფრანგეთი. პრეზიდენტი სარკოზი ჩამოდის და ღიად იძახის, რუსებთან საერთო ენა მოძებნეთო.



READ MORE - დავით თარხან–მოურავი: “პოლიტიკური გაერთიანების “წინააღმდეგობის მოძრაობა“ გული იმასთან მიდის ვინც ქართველია“

წინააღმდეგობის მოძრაობის ყრილობაზე ირმა ინაშვილის სიმღერა გაჟღერდა [video]

22:53 29.10.2011
დღეს, წინააღმდეგობის მოძრაობის ყრილობაზე, რომელსაც 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის მიერ დაწერილი ჰიმნი გაჟღერდა.

სიმღერა, სახელწოდებით „შენს გისოსებში მზეა“ 2011 წლის მაისში წინააღმდეგობის მოძრაობის ჰიმნად გამოცხადდა.

„ეს ჰიმნი პირველად 2011 წლის 11-12 მაისს, წინააღმდეგობის მოძრაობის ორდღიან ყრილობაზე გაჟღერდა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მიხარია, რომ სიმღერა განსაკუთრებულად აიტაცა ახალგაზრდობამ და თავისებურ ჰიტად იქცა“,- „ღია ბოქლომთან“ საუბრისას აცხადებს ჟურნალისტი ირმა ინაშვილმა.

წინააღმდეგობის მოძრაობის ჰიმნი ინტერნეტის საშუალებით 50 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა და მოიწონა. სიმღერის მთავარი ლაიტმოტივი თავისუფლებაა.



READ MORE - წინააღმდეგობის მოძრაობის ყრილობაზე ირმა ინაშვილის სიმღერა გაჟღერდა [video]

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პოლიტიკურ გაერთიანებაში "წინააღმდეგობის მოძრაობა" არ გაწევრიანდება

22:06 29.10.2011
მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის მედია-ომბუდსმენია, პოლიტიკურ გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობაში" არ შედის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ირმა ინაშვილმა განუცხადა.

"მე გახლავართ "ობიექტივის" ხელმძღვანელი, ამიტომ არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას. "წინააღმდეგობის მოძრაობას" დღეს გამოეყო პოლიტიკური კომპონენტი, რაც თავისთავად მისასალმებელია. საზოგადოებრივი მოძრაობა განაგრძობს საქმიანობას. ჩვენ ვიქნებით ამ ახალი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები და განვაგრძობთ 8 წლის წინ დაწყებულ ბრძოლას",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" წინააღმდეგობის მოძრაობიდან აცნობეს, პოლიტიკურ გაერთიანებას მხარს უჭერს 200-ზე მეტი საზოგადო მოღვაწე. მხარდამჭერთა შორისაა რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთი დოლიძე, გოგი ქავთარაძე, ნანა შონია, რეზო ჩხეიძე, ერეკლე საღლიანი.
პოლიტიკური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობა" დღეს დაფუძნდა, მოძრაობის წარმომადგენლების ცნობით, დღევანდელ ყრილობაში მონაწილობა 2000-მდე დელეგატმა მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"


READ MORE - ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პოლიტიკურ გაერთიანებაში "წინააღმდეგობის მოძრაობა" არ გაწევრიანდება

ახალი აზრი, ახალი აზროვნება, ცხოვრების სტიმული – პარტია "წინააღმდეგობის მოძრაობა" დაფუძნდა

21:06 29.10.2011
დღეს, კინოს სახლში "წინააღმდეგობის მოძრაობის" მასშტაბური ყრილობა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ათასმა დელეგატმა მიიღო.

ქართული საზოგადოების ცნობილმა სახეებმა "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" 2010 წლის დეკემბერში შექმნეს დღეს კი ყრილობის გადაწყვეტილებით, "წინააღმდეგობის მოძრაობას", რომელიც აქამდე საზოგადობრივი ორგანიზაცია იყო, პოლიტიკური კომპონენტი გამოეყო.

"საზოგადოებრივი მოძრაობა დარჩება საზოგადოებრივ მოძრაობად. ამის პარალელურად, დღეს დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობა", რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე იმოქმედებს", - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ.

მოძრაობას მხარს 200-ზე მეტი ცნობილი მეცნიერი, რეჟისორი, მწერალი, პოეტი, მსახიობი და ჟურნალისტი უჭერს. მხარდამჭერთა შორის არიან რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთი დოლიძე, გოგი ქავთარაძე, ნანა შონია, რეზო ჩხეიძე, ერეკლე საღლიანი, სოსო ჯაჭვლიანი.

ყრილობამ პოლიტიკური გაერთიანების "წინააღმდეგობის მოძრაობა" თავმჯდომარედ დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალურ მდივნად სოსო მანჯავიძე აირჩია.


READ MORE - ახალი აზრი, ახალი აზროვნება, ცხოვრების სტიმული – პარტია "წინააღმდეგობის მოძრაობა" დაფუძნდა

facebook-ში ახალი ვირუსი ვრცელდება - როგორ დავიცვათ თავი!

სოციალურ ქსელ facebook–ში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გვერდია, ახალი ვირუსი ვრცელდება. ჰაკერების მიერ შექმნილი სპეციალური ბმული (ლინკი) კომპიუტერთან ერთად თქვენს პროფილსაც აზიანებს.

გვერდი, რომლის მეშვეობითაც ვირუსი ვრცელდება, ცნობილი ვიდეო–პორტალის youtube–ს ვიზუალური ანალოგია და ავტომატურად ფორმდება უკვე "დავირუსებული" პროფილის მთავარი სურათით. გაითვალისწინეთ, ეს არ არის თქვენს შესახებ მომზადებული სტატია ან ვიდეო, სინამდვილეში  საქმე შავი ინტერნეტ–რეკლამის შემქმნელებთან გვაქვს... ბმული უკვე "დავირუსებული" პროფილებიდან ყველა მეგობარს ავტომატურად ეგზავნება და იმ შემთხვევაში თუ ინტერესის ან დაუდევრობის გამო გავხსნით, გამოჩნდება ვიდეოს/ სტატიის ფორმის გრაფა, რომელიც თქვენი სახელით და გვარითაა დასათაურებული...  ვირუსის გახსნის და შემდეგ წარწერა"downoald"- დაკლიკების შემთხვევაში თქვენი facebook-ი და კომპიუტერი უკვე მსხვერპლი გახდებით,  გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირადი  facebook-გვერდი საერთოდ დაიბლოკება და შესვლას ვერ შეძლებთ.

როგორ დავიცვათ თავი? - ყურადღებით დააკვირდით თქვენი მეგობრების მიერ გამოგზავნილ ბმულებს, ან მონიშვნას, თუ ლინკი საიტის სწორი (თქვენტვის უკვე ცნობილი)  დომენით არ იწყება ნიშნავს, რომ ვირუსია. მაგალითად: http://www.faceblook.ucoz.com/photo.php?fbid - ვხედავთ, რომ გვერდის მისამართი facebook.com-ის ნაცვლად facebqook.ucoz.com-ით იწყება. მსგავსი გვერდების შექმნით ჰაკერები ვირუსის გავრცელებას ცდილობენ...

მოკლედ, სანამ გვერდს გახსნით ყურადღებით დააკვირდით მას და თუ დომენი საერთოდ არ ჩანს ან მხოლოდ გაუგებარ ნიშნებს ხედავთ – ვირუსის კლასიკურ სახესთან გვაქვს საქმე....

READ MORE - facebook-ში ახალი ვირუსი ვრცელდება - როგორ დავიცვათ თავი!

რეპორტაჟი დიდების ბასტიბუბუდან

ავტორი ნინო მიქიაშვილი
04:22 29.10.2011
მაშინ, როცა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ წარმომადგენლები 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2011 წლის 26 მაისის დარბევამდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებდნენ, ნუგზარ წიკლაური მბრუნავი სავარძლით ხან უკან შეტრიალდებოდა, ხან გვერდზე და ისე იცინოდა, იფიქრებდი, რომ სიტყვით გამომსვლელი ოხუნჯობდა; ირაკლი ქავთარაძე ტელეფონით თამაშობდა; გია როინიშვილი და “ყოჩაღ კაკო“, იგივე აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს სიცილით ელაპარაკებოდნენ; ჩიორა თაქთაქიშვილი “ლეპტოპს“ ჩასციცინებდა

ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი ასეთია – ძალიან გთხოვთ, თქვენს ტვინებში “დომხალი“ დაალაგოთ. ამ სიტყვებით მიმართა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს – ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებს დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა, რომელიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეც არის.

ყველაფერი კი ასე დაიწყო – 28 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დიდი შესვენების შემდეგ, ტრიბუნასთან “ერთობა სამართლიანობისათვის“ ერთ–ერთი წევრი, ჯონდი ბაღათურია მივიდა და სხდომის წამყვანს, მიხეილ მაჭავარიანს სთხოვა – როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას იქნებ სთხოვოთ დარბაზში შემოვიდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენებით უნდა გამოვიდეო. ამ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მაჭავარიანის გარდა 6 პარლამენტარი იჯდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, თავად ჯონდი ბაღათურია, ნუგზარ ერგემლიძე და კიდევ, ჩემთვის უცნობი 3 პარლამენტარი.

ამ თხოვნიდან რამდენი წუთში, დარბაზში მყოფ პარლამენტართა რიცხვი 6–დან 17–მდე გაიზარდა. ჯონდი ბაღათურიამ თავის 18–წუთიან მოხსენებაში, ზემოთქმული საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა ასე ახსნა – ამ საკითხების გამოძიება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაშიც არის პირადი და სახელმწიფოებრივი ინტერესი. ისინი, ვინც კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ვთავისუფლდებით დანაშაულისგან და ისინი, ვინც მხარს არ დაუჭერთ, იცოდეთ, რომ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას თქვენს თავზე იღებთო.

მაშინ, როცა ბაღათურია სიტყვით გამოდიოდა, გოკა გაბაშვილმა დარბაზში ისე ენერგიულად შემოაბიჯა, აშკარა იყო, რომ პასუხის გასაცემად ემზადებოდა.

ჯონდი ბაღათურიამ კმაყოფილება გამოხატა, იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ “მერხებზე ბრახუნი“ არ ატეხა და ამით დაიმედებულმა მოხსენება ასე დასრულა – პირველი შემთხვევაა, რომ მერხებზე ბრახუნი არ ატყდა, რაც თანამშრომლობის იმედს მაძლევს. ოღონდ კომისია შეიქმნას და თავმჯდომარის თანამდებობასაც დაგითმობთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა წესით და კანონით ოპოზიციას ეკუთვნისო. ბაღათურიას მოხსენების შინაარსი და ტონი მკაცი არ ყოფილა – თითქოს დეპუტატების დანამუსებას ცდილობდა – დღეს თქვენსა და საზოგადოებას შორის ღრმა უფსკრულია და მისი ამოვსების დაწყებისა და პოლიტიკურ–საზოგადოებრივი მშვიდობის დამყარების შანსი გეძლევათო.

ბაღათურია ტრიბუნიდან რომ ჩამოვიდა, პარლამენტის დარბაზში 22 დეპუტატი იჯდა და 23–ედ აკაკი მინაშვილი შემოვიდა. ტრიბუნასთან “ერთობა სამართლიანობისათვის“ კიდევ ერთი წევრი, თამაზ დიასამიძე მივიდა დარბაზში მსხდომთ შეახსენა დღე, რომელმაც მსოფლიო შეძრა – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, რის შემდეგაც კრემლმაც კი შექმნა კომისია (სობჩაკის კომისია). დიასამიძემ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2011 წლის 26 მაისამდე მომხდარი დარბევებიც გაიხსენა, როცა აქციის მონაწილეებს თვალები დათხარეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს...

დიასამიძის შემდეგ ტრიბუნისკენ კარლო კოპალიანი წავიდა და გზად მიკროფონს თავი გაჰკრა, რასაც სხდომის წამყვანი, მიხეილ მაჭავარიანი უმალ გამოეხმაურა – გაასწორეთ მიკროფონი, ე მანდ რაიმე მარცხი არ მოხდესო. მაჭავარიანს კოპალიანი არ ჩამორჩა – დღეს ბარიერები მოდაშიო.

კარლო კოპალიანის გამოსვლის მთავარი არსი ასეთი იყო – შეიქმნას კომისია და გამოიძიოს ვინ იყო დამნაშავე; ვინმე თუ მართლა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებდა, ესეც გამოვიძიოთ და იმ პოლიციელების ქმედებაც, ვინც ძალას გადაამეტაო.

კარლო კოპალიანს მისივე ფრაქციის, “ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი ჩაენაცვლა, ვრცელი მოხსენებით, რომელშიც 26 მაისის დარბევა დეტალურად აღწერა, შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერზე გადავიდა და ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრით დაასრულა. ცაგარეიშვილის გამოსვლის შინაარსი და ტონი, მისი წინამორბედი გამომსვლელების ტონსა და ტექსტზე მკაცრი იყო, რაც დარბაზში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წამოძახილების საფუძველი გახდა; შიდა ფრაქციული დაპირისპირება ხომ არ არისო? – იკითხეს და პასუხად მიიღეს – არა, ბატონო, ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობსო.

მაშინ, როცა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ წარმომადგენლები 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2011 წლის 26 მაისის დარბევამდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებდნენ, ნუგზარ წიკლაური მბრუნავი სავარძლით ხან უკან შეტრიალდებოდა, ხან გვერდზე და ისე იცინოდა, იფიქრებდი, რომ სიტყვით გამომსვლელი ოხუნჯობდა; რომ გაჩერდა, მასთან გიორგი კანდელაკი მივიდა, გოკა გაბაშვილმაც წიკლაურისკენ ჩაიჩოჩა და რამდენიმე წუთი თათბირობდნენ; ირაკლი ქავთარაძე ტელეფონით თამაშობდა; გია როინიშვილი და “ყოჩაღ კაკო“, იგივე აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს სიცილით ელაპარაკებოდნენ; ჩიორა თაქთაქიშვილი “ლეპტოპს“ ჩასციცინებდა; გიორგი ცაგარეიშვილი (სანამ სიტყვით გამოვიდოდა) დარბაზში ბოლთას სცემდა; გიორგი თარგამაძეს ხელში ტელეფონი ეჭირა – ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კითხულობდა და აგზავნიდა, ან თამაშობდა.

ცაგარეიშვილის შემდეგ სიტყვით ლევან ვეფხვაძე გამოვიდა და თქვა, რომ “ქრისტიან–დემოკრატები“ კომისიის შექმნას მხარს უჭერდნენ. იქ მყოფებს შეახსენა, რომ “იმედის“ ყოფილ ჟურნალისტებს, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრის გამო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ჰქონდათ გაგზავნილი. ვეფხვაძე “იმედში“ შეჭრის ფაქტს არ გასცილებია და არაფერი უთქვამს, არც 7 ნოებრის და არც 26 მაისის აქციის დარბევაზე. ვეფხვაძემ “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა – კომისიის შექმნას მხარს ვუჭერთ, მაგრამ თქვენი რეაქციით და იუმორისტულ ჟანრში გადატანილი ეპითეტებით თუ ვიმსჯელებთ, საგამოძიებო კომისიის შექმნის იმედი არ მაქვს, მაგრამ სტრასბურგში სარჩელი გაგზავნილი გვაქვს და დანაშაულებზე პასუხისგება მაინც მოგიწევთო.

“ქრისტიან–დემოკრატ“ ლევან ვეფხვაძეს, “ეროვნულ–დემოკრატი“ გურამ ჩახვაძე ჩაენაცვლა, რომელმაც, არც მწვადი დაწვა და არც შამფური; საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა და იქვე დასძინა – მხარს კი ვუჭერ, მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ ასეთი კომისია არ შეიქმნება, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობსო. შემდეგ ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებს მიუბრუნდა და ცაგარეიშვილს გამოსვლა დაუწუნა – მან ისეთი წერილი წაიკითხა, რომ კომისიის შექმნას ხელს შეუშლის, რადგან ეს წერილი კი არა საბრალდებო დასკვნა იყო და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის პათოსს ეწინააღმდეგებოდაო. ჩახვაძემ მათრახი 26 მაისის აქციის ორგანიზატორებსაც გადაჰკრა – 26 მაისის აქციის ლიდერებს უნდოდათ, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა და ამიტომ, ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანესო.

ჩახვაძის შემდეგ, “ნაცმოძრაობის“ სახელით საპარლამენტო ტრიბუნასთან შავის თეთრად წარმოჩენის “დიდოსტატი“, ნუგზარ წიკლაური ავიდა და კომისიის შექმნის ინიციატორებს სულ თითი უქნია – თქვე საბჭოთა კავშირის ნარჩენებო, როგორ გაბედეთ და 9 აპრილის ტრაგედია როგორ შეადარეთ 7 ნოემბერს და 26 მაისსო. წიკლაური ბიძინა ივანიშვილსაც გადაწვდა. ბიზნესმენის გვარი არ უხსენებია, მაგრამ ისე თქვა, როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე იტყვიან ხოლმე – ლებედთან, 9 აპრილის სისხლიან ჯალათთან თანამშრომლობდაო. წიკლაურის მგზნებარე გამოსვლის დროს კაკო ბობოხიძე გურამ ჩახვაძეს მიუსკუპდა და რაღაც უთხრა. ალბათ, შეაქო – ეს რა კარგად გამოგივიდაო.

ნუგზარ წიკლაურმა, პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ყველა ჯარისკაცს, ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის, რაზეც მისმა თანაპარტიელებმა მოკლე და ჰაეროვანი ტაში დაუკრეს.

წიკლაურს მთავარი “ქრისტიან–დემოკრატი“ გიორგი თარგამაძე ჩაენაცვლა – მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას და მეტიც, 2008 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ შევიკრიბეთ, ჩვენ ვიყავით ამგვარი კომისიის შექმნის ინიციატორებიო.

ისე, წინა დღეს, 27 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ გაფართოებულ სხდომაზე, გიორგი ცაგარეიშვილმა თქვა, რომ სანამ მათი ფრაქცია შეიქმნებოდა, პარლამენტარებს შორის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენების მიზნით. ცაგარეიშვილის განმარტებით, “ქრისტიან–დემოკრატებს“ უარი იმ მოტივით უთქვამთ, რომ მაინც არ შექმნიან ამ კომისიას და რა აზრი აქვსო.

თარგამაძის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნასთან “ნაცმოძრაობის“ მთავარი დამრტყმელი ძალა, გოკა გაბაშვილი მივიდა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორ ფრაქციას ასე მიმართა – ამ ფრაქციას ერთი თხოვნით უნდა მივმართო, ძალიან გთხოვთ, თქვენს ტვინებში “დომხალი“ დაალაგოთ... ამას მოჰყვა განცხადებები იმაზე, რომ ფრაქციაში “ერთობა სამართლიანობისათვის“ არ არსებობს თანხობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში რუსეთის როლთან მიმართებაში და ასე შემდეგ.

აი, ასე ჩაიარა “ობიექტივის“ თვალით დანახულმა პარლამენტის პლენარული სხდომის მეორე ნაწილმა.

"ობიექტივი"



READ MORE - რეპორტაჟი დიდების ბასტიბუბუდან

წინასწარმეტყველება ივანიშვილზე – "რეალTv" წარმოგიდგენთ [video]

02:20 29.10.2011
გურამ დონაძის სახელობის სახელმწიფო ტელევიზია "რეალTv" პოლიტიკაში ახლად გამოჩენილ მილიარდელს ბიძინა ივანიშვილს სპეციალურ რეპორტაჟს უძღვნის.

თბილისელი ნათელმხილველების "წინასწარმეტყველებებზე" დაყრდნობით არხი ასკვნის, რომ ბიზნესმენი რუსეთის "პროექტია" და მისი გარემოცვის წევრები: ირაკლი ალასანია, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ივანიშვილთან მხოლოდ ფულის გამო თანამშრომლობენ.

მოკლედ, დამატებითი კომენტირების გარეშე გთავაზობთ მარგინალური ქართული ტელევიზიის სასაცილო სიუჟეტს, რომელიც, ალბათ თითოეულ ქართველში ღიმილის გარდა გაუბედურებული ჟურნალისტების მიმართ თანაგრძნობას გამოიწვევს.

READ MORE - წინასწარმეტყველება ივანიშვილზე – "რეალTv" წარმოგიდგენთ [video]

დიანა ღურწკაიამ საცეკვაო ნომერი შეასრულა

READ MORE - დიანა ღურწკაიამ საცეკვაო ნომერი შეასრულა

აფხაზეთისკენ მიმავალი რუსული ტანკები [video]

17:06 00.10.2011
26 ოქტომბერს ინტერნეტში ვიდეო კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება ჯავშანსატანკო შენაერთით დატვირთული სარკინიგზო ეშელონი. კადრები სავარაუდოდ სოჭის რკინიგზის სადგურზეა გადაღებული.

"პალიტრა ტვ-მ" კომენტარი სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" რედაქტორს თემურ ჩაჩანიძეს სთხოვა.

"სავარაუდოდ ეს უნდა იყოს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზის სატანკო ბატალიონი, რომელმაც სწავლებები ჩაატარა ჩრ. კავკასიაში და დისლოკაციის ადგილს უბრუნდება გუდაუთაში.

შენაერთის შემადგენლობაში ჩანს 21 ტანკი Т-90, ექვსი 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა 2С3 Акация, სამეთაურო მართვის პუნქტი БТР-80-ის ბაზაზე, ორი საარტილერიო ცეცხლის მართვის პუნქტი 1В13, საჰაერო თავდაცვის მართვის პუნქტი МП-25, ოთხი სატვირთო ავტომობილი КАМАЗ-ი (საველე პირობებში პირადი შემადგენლობის უზრუნველსაყოფად და ჯავშანტექნიკის ჭურვებით მოსამარაგებლად) და Урал-ის ტიპის საწვავმზიდი და საველე სამზარეულო.

როგორც წესი, რუსეთის არმიის სატანკო ბატალიონი 31 ტანკს ითვლის და შესაძლებელია ეშელონში ტანკების რაოდენობა მეტიც იყოს. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სწავლებებში ბატალიონის მხოლოდ ორი ასეული მონაწილეობდა და ერთი გუდაუთაში დარჩა." - აცხადებს ჩაჩანიძე


palitratv.ge



READ MORE - აფხაზეთისკენ მიმავალი რუსული ტანკები [video]

საზღვარზე მალხაზ გულაშვილი დააკავეს – ჟურნალისტს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა...

01:06 28.10.2011
მალხაზ გულაშვილის ადვოკატის ქეთი ფერაძის განცხადებით, მალხაზ გულაშვილს გააზრებული ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და მან სწორედ ამისთვის გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვარი.

ამის შესახებ, ფერაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„მალხაზ გულაშვილმა იმისათვის გადმოკვეთა საზღვარი, რომ სამართალდამცავებს ჩაბარებოდა. მას იმედი აქვს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება და წინასწარ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ,“- განაცხადა ადვოკატმა.
შეგასენებთ, რომ დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნილი მალხაზ გულაშვილი დააკავეს.

მათი ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია “კავკასიის” სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. გულაშვილთან ერთად დაკავებულ იქნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ძებნილი დავით გულაშვილი.

„მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით,“- აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, დავით გულაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია “კავკასიის” ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის” განხილვა ჩხუბში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. თავად მალხაზ გულაშვილი კი, გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

"ექსპრესნიუსი"–ს ტექსტი.


READ MORE - საზღვარზე მალხაზ გულაშვილი დააკავეს – ჟურნალისტს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “საპარლამენტო უმრავლესობას კეთილგონიერების გამოჩენის შანსი ეძლევა“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
00:01 28.10.2011
დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს, რის ირგვლივაც 27 ოქტომბერს, პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ფრაქციის ღია სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იმაზე, თუ რის გამოძიებას ითხოვს ახლადშექმნილი ფრაქცია და რას ელიან ამ საკითხის ინიცირებით, “ობიექტივი“ შეხვდა და ესაუბრა პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

კონკრეტულად რა საკითხების გამოძიებას ითხოვთ თქვენი ფრაქცია?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების, მათ შორის დამოუკიდებელ ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრის, ამ კომპანიის მიტაცების და 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების (რამაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა) შესწავლას. აი, ამ საკითხებთან დაკავშირებით ვითხოვთ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

რა ძალა ექნება, თუ ასეთი კომისია შეიქმნება და რაიმე დასკვნას დადებს?
–თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში, მის მიერ დადებული დასკვნა აღსასრულებლად სავალდებულო იქნება. ასეთ შემთხვევაში, გარანტიას გაძლევთ, რომ არაერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი პირდაპირ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მიეცემა სასამართლოს, მისი შემდგომი ბედის გადასაწყვეტად.

ვის ეკუთვნის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა?
–ჩვენს ფრაქციას, რომლის უკლებლივ ყველა წევრი გამოვდივართ ამ ინიციატივით. საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ–ერთი მთავარი საფუძველი, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითაა გათვალისწინებული, გახლავთ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეეცდება, რომ დემაგოგიური გამოსვლებით შექმნას განწყობა, რომ თითქოს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობს. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის აქცია, რომელიც 26 მაისიდან დღემდე გამართულა, დაწყებული 28 მაისს “წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მდუმარე აქციით, როცა 15 000–ზე მეტი ადამიანი რუსთაველზე პროტესტის ნიშნად გამოვიდა, გაგრძელებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კოალიციური, ერთიანი განცხადებით, რომლითაც 30–ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ქალთა ორგანიზაცია “თამარიონი“, “ქართული აკადემია“, “გადაარჩინე სიცოცხლე“, “წინააღმდეგობის მოძრაობა“...) მოგვმართა.

ეს დამატებით ფორმალურ, მაგრამ აუცილებელ პირობას ქმნის იმისას, რომ ჩვენ ეს საზოგადოებრივი დაკვეთა მიგვეღო და პარლამენტის რეგლამენტზე დაყრდნობით იმ ფორმით წარმოგვედგინა, რა ფორმითაც დღეს თქვენ იხილეთ, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ფრაქციის გაფართოებულ, ღია სხდომაზე, სადაც პოზიციის ღიად გამოხატვის შესაძლებლობა მივეცით, როგორც საზოგადოების ფართო ფენებს, ისე უმრავლესობას, რომლის წევრებიც არ მობრძანებულან, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია და გამოეთქვათ თავიანთი კრიტიკული შენიშვნები, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა პეტიციაში, რომელიც დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით წარვადგინეთ.

სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად თქვენც ესწრებოდით ფრაქციის გაფართოებულ სხდომას და ნახეთ და მოისმინეთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ღიად დაფიქსირებული პოზიცია, რაც ჩვენ იმის სტიმულს გვაძლევს, რომ სამართლებრივი თვალსაზირისით ჩვენი აქტი არის სრულიად ლეგიტიმური, რასაც განვახორციელებთ კიდეც, 2011 წლის 28 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს სხდომა ემთხვევა უზენაესი საბჭოს არჩევნების დღეს, რომელშიც მე ვმონაწილეობდა, როგორც საარჩევნო ბლოკ “თავისუფლებას“ დამკვირვებელი, ისნის საარჩევნო ოლქში.

თქვენი ფრაქციის წარნმომადგენელი გამოვა სიტყვით და ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა?
–პროცედურულად, ჩვენი პეტიციის წარდგენისთანავე და დასაბუთებული წერილობითი საფუძვლების მოხსენებისთანავე, საკითხი დგება მიზანშეწონილობის კუთხით კენჭისყრაზე – საზოგადოებას იმავე საათებში ეცოდინება განწყობების სურათი და ის, თუ ვინ დაუჭერს მხარს და ვინ წავა წინააღმდეგი.

საპარლამენტო უმრავლესობას არჩევანის გაკეთება მოუწევს – მათ უნდა გააგრძელონ დემაგოგიური, ცილისმწამებლური პოლიტიკა (რომლითაც რეალურად ვერაფერს ნიღბავენ, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო სააშკარაოზე გამოაქვთ თავი და კადაფიზაციის გზას უყენებენ თავიანთ ლიდერს და თავიანთ თავსაც), ან კეთილგონიერება გამოიჩინონ, ნაწილობრივ მაინც და იმსჯელონ საკითხის მართლზომიერებაზე. აი, ეს არჩევანი აქვს უმრავლესობას, მათ კეთილგონიერების გამოჩენის შანსი ეძლევათ.

"ობიექტივი"


READ MORE - დიმიტრი ლორთქიფანიძე: “საპარლამენტო უმრავლესობას კეთილგონიერების გამოჩენის შანსი ეძლევა“

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან [video]

16:10 27.10.2011
გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილთან ვიდეო-ინტერვიუს, რომელიც ნინო ჟიჟილაშვილმა ჩაწერა



READ MORE - ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან [video]

საპატრიარქო ძეგლების გადმოცემას ითხოვს, საქართველოს ხელისუფლება “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაზე ფიქრობს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:26 26.10.2011
საპატრიარქო, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაზე ჯერჯერობით ისევ ფიქრობს. იქნება თუ არა თანხვედრილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიცია, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადმოცემის საკითხთან მიმართებაში, ეს ალბათ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, ილია II–ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა ამჟამად განიხილავს ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს. ამის შესახებ, სამების საკათედრო ტაძარში თავად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა განაცხადა, სტამბულიდან დაბრუნების შემდეგ.
მეორე დღეს, 24 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კომენტარი გააკეთა – თურქეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ დასრულებულაო.

იმავე დღეს მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტებში, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი ნებსით თუ უნებლიედ ისე გაშუქდა, ამ საკითხში შედარებით გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იფიქრებს, რომ პატრიარქთან ერთად, ქართული ტაძრების გადმოცემას თურქეთის მთავრობას საქართველოს ხელისუფლებაც სთხოვს, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასე არ არის. სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებისას არ გახსენებიათ, რეალურად რა დგას ერთ ადგილზე გაყინული თურქეთ–საქართველოს მოლაპარაკების უკან.

თურქეთ-საქართველოს შორის მაისის ბოლოს გასაფორმებელი ხელშეკრულება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რასაც მისი მოწინააღმდეგეები პოლიტიკურ ხელშეკრულებად აფასებენ, დღემდე ხელმოუწერელია. ქართული მხარის, კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას თურქული მხარე აჭიანურებს, რისი მიზეზიც დღემდე არ დაკონკრეტებულა.




READ MORE - საპატრიარქო ძეგლების გადმოცემას ითხოვს, საქართველოს ხელისუფლება “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაზე ფიქრობს

პატარა უკრაინელმა გოგონამ მსოფლიო გააოცა [video]

READ MORE - პატარა უკრაინელმა გოგონამ მსოფლიო გააოცა [video]

სოფელი, რომელსაც არავინ ტოვებს

ავტორი ხათუნა კიღურაძე
18:12 25.10.2011
ჭორვილაში დილით ჩავედით. სოფლის სიღრმეში შესვლამდე, შემაღლებულ გზისპირზე გავჩერდით. ჭორვილა ნამდვილი ევროპული სოფელია – ფერადი, თავისუფალი, უზრუნველყოფილი. ვუყურებ ამ სოფელს და მახსენდება სხვა ქართული სოფლები: საზღვრისპირა – გადამწვარი სახლებით და დათრგუნული ადამიანებით; მთა - მიტოვებული ეზოებით და უკვამლო საბუხრეებით; ბარი - ნალოდინარი მოხუცებით და დაყრუებული ორღობეებით. ჭორვილა ერთადერთი სოფელია საქართველოში, რომელსაც არავინ ტოვებს.

ჟურნალისტების გამოჩენა არ ესიამოვნათ ჭორვილელებს, რამაც ერთგვარი დისკომფორტი შეგვიქმნა. ისინი გაგვირბოდნენ, არ გვპასუხობდნენ, ზედაც კი არ გვიყურებდნენ. მივხვდით, რომ ვერც რეალობას და ვერც მოვალეობას ვერ გავექცეოდით, ამიტომ გამოსავალი "გაფუჭებული ურთიერთობების" დარეგულირებაში ვიპოვეთ. გამოკვეთილ ადგილზე დავდექი, ხმა ავიმაღლე და ასე მივმართე მათ, ვისაც ჩემი ხმა მისწვდებოდა: "ხალხნო, კაი საქმეზე ვართ ჩამოსულები, მართლა გვაინტერესებს, რა ხდება აქ სინამდვილეში, ჩვენი ნუ გეშინიათ!" მე ფართო თვალები და კეთილშობილური გამომეტყველება მაქვს. ჩემი კოლეგებიც სანდო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ჩვენ მართლა გულწრფელები ვიყავით და ეს არ გამოპარვიათ ადგილობრივებს. ჭორვილელები ნელ-ნელა გვიახლოვდებოდნენ, გვიღიმოდნენ, გვითამამდებოდნენ.

"მართალია რომ სახლებს უსასყიდლოდ გიშენებთ?", - ვეკითხებით. "კი, მართალია, ყველას უშენებს, თან მშენებლობაზე გვასაქმებს და ხელფასებს გვიხდის; სახლის პატრონიც რომ მუშაობს საკუთარი სახლის მშენებლობაზე, მასაც უხდის ხელფასს", - გვპასუხობენ.

ერთ-ერთ ეზოში შევდივართ, სადაც ახალი სახლი შენდება. მშენებლობაზე ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებულები. ოპერატორისა და კამერის დანახვისთანავე თავის მოწესრიგებას იწყებენ. სამუშაო ტანსაცმელს იფერთხავენ, თმებს ისწორებენ. "ძალიან კარგად გამოიყურებით, ნუ შეწუხდებით", - ვამშვიდებთ ჩვენ, "რითი გეხმარებათ კიდევ?", - გვაინტერესებს ზღვარი ქველმოქმედების. "ყველაფრით გვეხმარება, თითო ოჯახს ყოველთვიურად 200 ლარს ურიცხავს; გაზი, წყალი, დენი უფასო გვაქვს, დასუფთავებაც.. . ნაგვის მანქანები გვემსახურება; მთელი სოფელი მისი წყალობით ცხოვრობს. ეგ რომ არ ყოფილიყო, აქ არავინ გაჩერდებოდა. ყველანაირ პირობას გვიქმნის, სოფელი რომ არ მივატოვოთ", - სიტყვებს ერთმანეთს სტაცებენ ხარაჩოებზე შემდგარი ბიჭები: "ნახეთ, ყველაფერი მისი გაკეთებულია ეკლესია, რიტუალების სახლი, სკოლა, სამედიცინო ამბულატორია, სტადიონი, სათბურები.."

რიტუალების სახლისკენ გავემართეთ. გზად ერთ-ერთი ლამაზი სახლის ჭიშკართან, ხანშიშესული ბებო ძირს დაყრილ ფოთლებს გვიდა. მივუახლოვდით და მივესალმეთ; არ გადამიღოთო, - ეს გვითხრა პირველად. "რატომ გეშინიათ ყველას?", - ჰკითხა ჩემმა კოლეგამ. "ვის ეშინია?! მე არაფრის მეშინია! მასზე გაინტერესებთ რამე? ის ჩვენი გადამრჩენელია. აქ ერთ ოპერაციასაც ვერ გაიკეთებდა ვერავინ, ეგ რომ არ გვყოლოდა; ყველანაირი სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ გვაქვს. უამრავი ადამიანი სიკვდილისგან და შიმშილისგან იხსნა, მას კი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს არის სამართალი?!", - ბებო ძალიან ნერვიულობდა.

რიტუალების სახლამდე სხვა ეზოებიც შემოვიარეთ. "თავმდაბალი ადამიანია - დიდთან დიდია, პატარასთან - პატარა. გზაზე თუ შეხვდი, მანქანას გააჩერებს, გადმოვა, ხელს ჩამოგართმევს, მოგიკითხავს, ისე არ გაივლის", - გვეუბნება თანასოფლელი.

**
რიტუალების სახლში მალევე მივედით. იმ დღეს ქორწილი იყო ჭორვილაში. შორიდანვე შევამჩნიეთ თანამედროვე სტანდარტებით აშენებული მართლაც სარიტუალო შენობა. ეზოს ირგვლივ მოვლილი ტყეა, რომელიც მთაზეა შეფენილი. ტყის შუაგული გზით არის გაჭრილი. გზა ეკლესიამდე მიდის. რიტუალების სახლში მისვლამდე მეფე-დედოფალი სწორედ აქ იწერს ჯვარს. ეკლესიაში ასვლამდე სარიტუალოში შევიარეთ. ახსნა-განმარტების გაკეთება აქაც მოგვიწია, რის შემდეგაც მასპინძლებმა ძალიან თბილად მიგვიღეს. მათ იცოდნენ ჩვენს შესახებ, სოფელში ინტერნეტიც აქვთ. "აქ 20-მდე ადგილობრივი ვართ დასაქმებული. მისი გადაწყვეტილებით, ეს სახლი სოფელს უსასყიდლოდ ემსახურება ქორწილებსა და ქელეხებში. ახალდაქორწინებულებს 3 ათასს დოლარს ჩუქნის, ვინმე თუ გარდაიცვლება, მის ოჯახს 2 ათასი დოლარით ეხმარება", - გვიყვებიან ჭორვილელები.
. . . დარბაზში შევდივართ, მოულოდნელობა აქაც აჭარბებს მოლოდინს: დიდი, ნათელი ჰოლი, თანამედროვე ინვენტარითა და ძვირად ღირებული ტექნიკით აღჭურვილი. მრავალგანყოფილებიანი სამზარეულო შეფმზარეულითა და მზარეულებით. "წამოდი, დედოფლის მოსასვენებელ ოთახს გაჩვენებ", - კიბეებით მაღლა ავყავარ ერთ-ერთ თანამშრომელს. სასტუმროს ტიპის ოთახში შევდივართ. "როცა ეკლესიიდან ჩამოდის წყვილი, დარბაზში შემოსვლამდე აქ ამოდის, რათა დაისვენოს და მოწესრიგდეს", - მიხსნის. "აჰა, რამდენი დეტალია გასათვალიწინებელი მენეჯმეტში", - ვამბობ მე და გულწრფელად მომწონს მოსასვენებელი ოთახი, არა მარტო დედოფლისთვის.

ჩემმა მასპინძელმა ჰოლში დაბრუნება ლიფტით შემომთავაზა. "ლიფტით?! მართლა ქართულ სოფელში ვარ?", - გაკვირვება არ დამიმალავს. . . სარკეებიან ლიფტში კარების გაღებამდე თვალი არ მომიცილებია ჩემი გაკვირვებული სახისთვის. სარიტუალო სასახლეში სტუმრობა ზამთრის ბაღის დათვალიერებით და ქორწილში დაპატიჟებით დასრულდა. ჩვენი ოპერატორის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ქორწილისთვის უკან აღარ დავბრუნებულვართ.

სამედიცინო ამბულატორია, სკოლა და სტადიონი მხოლოდ გარედან დავათვალიერეთ. შაბათი დღე იყო. სკოლაში მარტო დარაჯი დაგვხვდა. ის თვალით ვერ დავინახეთ, მხოლოდ ხმა გავიგეთ - შიგნით ვერ შეგიშვებთ და გარედან რამდენიც გინდათ, გადაიღეთო, - ასე გამოგვძახა სკოლის ჭიშკართან მდებარე მისი პატარა რეზიდენციიდან.

. . . შუადღე ახლოვდებოდა. სოფელში უფრო და უფრო მატულობდა ჟრიამული. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ჭორვილაში უაღრესად მშრომელი ხალხი ცხოვრობს - დაუზარელი, მკლავმოუღლელი, მუხლჩაუხრელი. მაღაზიასთან ხალხმრავლობა შევნიშნეთ, შევჩერდით. "როგორ აფასებს მის პოლიტიკაში მოსვლას?", - ვეკითხებით შეკრებილებს. "ძალიან დადებითად; ეგ რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მთელ ქვეყანას ეშველება. ასეთი ადამიანი საქართველოში არ დაბადებულა. ჩვენ არაფრის გვეშინია, ტყვიასაც კი დავუდგებით წინ", - ასეთია ჭორვილელების აზრი.

**
თბილისში მიმავალი ჭორვილაზე ვფიქრობდი. ძველი, სულით ქართული სოფელია. აქ ბრინჯაოს და რკინის ხანის ყორღანული ტიპის სასაფლაოა აღმოჩენილი, თუმცა წყაროებში სოფელი XII საუკუნიდან იხსენიება. ცნობილია ისიც, რომ 1103 წელს, თამარ მეფის ბრძანებით, ჭორვილას 12 გელათელი ბერის გამოკვება დაევალა. . .

"ინტერპრესნიუსი"


READ MORE - სოფელი, რომელსაც არავინ ტოვებს

მეცამეტე ხელფასი საქართველოს ყველა მოქალაქეს

17:43 24.10.2011
ფაქტია, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რიგითი ქართველები უფრო მეტს ფიქრობენ სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობა–განვითარებაზე. ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქცია აქვეყნებს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მცხოვრები ზურაბ ჯიქიას წერილს: „ქვეყანას ახალი სახელმწიფო მოწყობა და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია ჭირდება“, რომელშიც, დღესდღეობით საქართველოში არსებული პრობლემების ოპტიმალური გადაჭრის ხერხებზეა საუბარი. კარგი იქნება თუ თბილ კაბინეტებში მოკლათებული ოპოზიციონერები, ყურადღებით გაეცნობიან ამ სტრატეგიას და მას შემდეგ რაც „ვარდოსან ხელისუფლებას“ პოლიტიკურ სამარეში გავისტუმრებთ, ზურაბ ჯიქიასთან შეთანხმებით, აქტიურად გამოიყენებენ მის იდეებს:

მიუხედავად, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების, მრავალმხრივი დაპირისპირებისა, ხალხის სასიკეთოდ თითქმის არაფერი შეცვლილა.პირიქით ზოგიერთი მიმართულებით გაუარესდა კიდეც, კერძოდ:

ხელისუფლების არასწორად წარმართული საგარეო პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მთავრობას კი მისი მოგვარების არანაირი ბერკეტები არ გააჩნია ამ ფონზე ხალხს ფუჭი დაპირებებით კვებავენ, ნატოში საქართველოს შესვლის თაობაზე; სისტემატიურად ირღვევა ადამიანთა უფლებები, რომლის მოწმე საზოგადოება არა ერთხელ ყოფილა; მასმედიის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების კონტროლქვეშაა; ხშირია ადამიანთა კერძო საკუთრების ხელყოფა; სახელმწიფო რეკეტმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც გამოიხატება მთავრობის წევრების და მსხვილი მოხელეების ბიზნესის წილში ჩაჯდომით. აბა რით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ამ ხალხის ქონებრივ დეკლარაციებში რამდენიმე ათასი ლარიდან ორ-სამ წელიწადში უკვე მილიონებზეა საუბარი; დიდი ილიას შეგონება - მთავარია ენა, მამული, სარწმუნოება - უგულველყოფილია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან იფრქვევა ნახევრად ინგლისურ - ქართული ლექსიკა. მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყნის წამყვანი ტელეარხები მხატვრულ ფილმებს, ქართული ტიტრებით, ინგლისურ ენაზე გვაყურებინებენ; იყიდება ტყე, მიწა, სტრატეგიული ობიექტები, თანაც უმეტესად ჩვენზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს კომპანიებსა და მოქალაქეებზე; რაც შეეხება სარწმუნოებას, აქ ხელისუფლებამ – პარლამენტის მიერ მიღებული, ქართველი ერის გამანადგურებელი და დამღუპველი კანონით-შეტევა განახორციელა ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს ელემენტ-მართლმადიდებლობაზე. აქედან გამომდინარე ქართულ ეკლესიაზე.

ამ ფონზე ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ წარმატებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი თავზე გადაგვდის, რომ ამართლებს მაკიაველის ცნობილი თეორია - არ მოაკლო ხალხს პური და სანახაობა.

ხალხი ყველაფერს ხედავს და გრძნობს, მაგრამ ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიციის არ არსებობის გამო თითქმის შეუძლებლად მიაჩნია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. ხელისუფლება კი არსებულ ვითარებას სათავისოდ იყენებს და თავის მიზანს აღწევს: არასრულყოფილი საარჩევნო კანონის, ოპოზიციის უგერგილობის და ამომრჩეველთა პასიურობის გამო. საუკეთესო შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე 50-55% -ელექტორატიდან, 25-30% ხელისუფლებას აძლევს ხმას, ხოლო ოპოზიცია, დაქსაქსულობის გამო, იგივეს ვერ ახერხებს. დანარჩენი ამომრჩეველთა 45-50% საერთოდ პასიურობს.

ყოველივე ამის შედეგად ხელისუფლებას გაუჩნდა შეუცვლელობის განცდა. რწმენა იმისა, რომ მხოლოდ მათით იწყება ყველაფერი, რომ უფროს თაობებს არაფერი უკეთებიათ. მათი ცოდნა და გამოცდილება მიუღებელია და ისინი „ჩასარეცხები“ არიან. ამდენად ჩამოყალიბდა პარტოკრატიული - კლანური ავტორიტარიზმთან ნაზავი წყობა, რომელიც დემოკრატიას ამოფარებულ ფეოდალიზმს უფრო გავს.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ყველა პატრიოტს, მეც მტკივა და მაწუხებს, ამიტომ თავს უფლება მივეცი საჯაროდ გამომეხატა ჩემი შეხედულება ყველაფერ-ამაზე.

ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ახლად მოსული ხელისუფალი არ ცნობს წინამორბედის რვაწლს და ვითომ ქვეყნის აღმშენებლობას იწყებს ნულიდან. ხალხს კი - სამოთხეში ცხოვრებას პირდება. ხშირად ხდება ღირებულებათა გადაფასება. ამიტომ ხალხი შეურაცხოფილი და მოტყუებული რჩება. თუ ერთი ხელისუფალის დროს გმირი იყავით, შეიძლება მეორესთან სამშობლობოს მოღალატის იარლიყი მოგაკერონ. ამდენად ქვეყანა და ხალხი დამოუკიდებელი ხდება ცალკეული პირების პირად შეხედულებებზე. ზოგს მზე ჩრდილოეთიდან, ზოგს კი - დასავლეთიდან ამოყავს. ამიტომ ჩემი ღრმა რწმენით საზოგადოების ყველა ფენის, პოზიცია - ოპოზიციას, ერის და ბერის მონაწილეობით უნდა შემუშავდეს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების სისტემა და გრძელვადიანი სტრატეგიული პროგრამა. ის უნდა გახდეს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის აუცილებელ სამოქმედო პროგრამად. ყოველმა ხელისუფალმა, ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ მისი განხორციელების ტაქტიკაზე უნდა იფიქროს.

ამისათვის, აუცილებლად უნდა შემუშავდეს:

1. ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკა, მასში პრიმატი უნდა გახდეს: დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რუსეთთან ურთი-ერთობის მოგვარება და საბოლოოდ ქვეყნის სრულლი ნეიტრალიტეტი;

2. ქვეყნის სახელმწიფო მოწყობაში, ჩემი აზრით, მისაღებია ამერიკის შეერთებული შტატების მოწყობის მოდელი, გარკვეული კორექტირებით, კერძოდ: უზენაესი სასამარტლოს თავმჯდომარე, ხუთწლიანი ვადით, უნდა აირჩეს საერთო სახალხო არჩევნების გზით. იგი ხდება კონსტიტუციური თანამდებობა. მისი გადაყენება, გარდა ამომრჩევლებისა, არავის არ უნდა შეეძლოს.

3. უნდა შემუშავდეს ჯანდაცვისა და განატლების განვითარების სტრატეგიული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ორივე სფერო საბოლოოდ უფასო უნდა გახდეს;

4. ქვეყანას უნდა გააჩნდეს, დარგების მიხედვით, კარგად გათვლილი სტრატეგიული პროგრამა, ვფიქრობ საჭიროა ყველა დარგის პროფესიონალებმა აირჩიონ და წარჩინონ ის დარგები, რომელთა განვითარებით ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიო საბაზრო ეკონომიკაში;

5. ქვეყანას აუცილებლად უნდა გააჩნდეს სრულყოფილი და სამართლიანი სოციალური სტრატეგიული პროგრამა. აქ პირველ რიგში საჭიროა გადაისინჯოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც დღეისათვის ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, პიროვნებას ჯამაგირი უნდა ენიშნებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო საზოგადოებრივ შრომას ეწევა და რა პირობებში. ასევე პენსიები უნდა გაიცეს პიროვნების შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ხელფასების და პენსიების დანიშვნა, თუ მომატება არამცდა არამც არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი პიროვნების ნება-სურვილზე და ის არ უნდა გახდეს პოპულისტური წინა საარჩევნო - კომპანიის ნაწილი. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ახლად გაანგარიშებული და დადგენილი სოციალური თანხები, გარკვეულ სარეზერვო ფონდთან ერთად, ყველა წლების ბიუჯეტში აისახოს იგივე პროპორციით. რა პროცენტიდან აისახება საწყის ბიუჯეტში. საწყისიდდან წლების მიხედვით ნამატი თანხები უნდა ჩაირიცხოს მოქალაქის ანგარიშზე, როგორც კაპიტალი, ხოლო წლიური ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებით მიღებული თანხა მოქალაქეს დაერიცხოს, როგორც მეცამეტე ხელფასი.

აღნიშნული სოციალური პროგრამის განხორციელება თითოეულ მოქალაქეს გაუჩენს განცდას იმისას, რომ დაცულია და მისი ჯამაგირის, პენსიის თუ სოციალური დახმარების მიღება და ზრდა გარანტირებულლია, სახელმწიფოს, მთავარი ეკონომიკური კანონით - ბიუჯეტით. ამ პროგრამით, გარკვეული დროის მერე, მოქალაქეებს უჩნდებათ მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, სააქციონერო საზოგადოებების ჩამოყალიბების შანსები, სახელმწიფო კი ხდება მთავარი ინვესტორი, ამასთან მას მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, მოქალაქეებზე შეღავათიანი სესხების გაცემის საშუალება უჩნდება. ყველაფერი ეს წარმოუდგენლად გაზრდის ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვს და ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდება.

ერთხელ დიდმა პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწე-იუსტონ ჩერჩილმა დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: დემოკრატია აუტანელი და მოსაბეზრებელია, ამასთან ყველაზე საუკეთესო რაც კი კაცობრიობას დღემდე გამოუგონებიაო. იმისათვის, რომ დემოკრატია საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ და განვავითაროთ, საჭიროა ქვეყნის მართველობაში ხალხის მაქსიმალური ჩართულობა. ამატთან დაკავშირებით თავს უფლებას ვაძლევ გამოვხატო ჩემი მოსაზრება და განსასჯელად მივანდო ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას.

ქვეყანაში სამართლიანი და სრულყოფილი არჩევნების ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონში უნდა შევიდეს შემდეგი სახის შესწორება. ვინაიდან, ყოველი ზრდასრული მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობა მისი უფლებითა და მოვალეობითაა განპირობებულლი, ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დროს იმყოფებიან ქვეყანაში და მასში არ მიიღებს მონაწილეობას, უნდა დაჯარიმდნენ ფულადი თანხით. განმეორების შემთხვევაში ათმაგი ოდენობით. ხოლო მესამე შემთხვევაშიუნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქმე გადაეცეთ სასამართლო ორგანოებს მოქალაქეობის ჩამორთმევის სარჩელით. ჯარიმებიდან ამოღებულლი თანხები ჩაირიცხოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე. აღნიშნული მინიმუმამდე შეამცირებდა არჩევნების გაყალბების ალბათობას.

ყოველ ჩვენთაგანს, ხელისუფლებისაგან ბევრჯერ სმენია დიდი პათოსის წარმოთქმული ციტატები, რომ ხალხის მიერ არიან არჩეულნი და მათ დაკვეთებს პირნათლად ასრულებენ. სინამდვილეში ყველა ჩვენთაგანისათვის ცნობილია სამწუხარო რეალობები. არადა პასუხს ვერანაირად მოვთხოვთ ხოლმე. ამიტომ ქვეყნის არჩეული კურსით სწორად განვითარებისათვის საჭიროდ მიმაჩნია მოხდეს: აღმასრულებელი, საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლების პირველ პირთა, გაწეული მუშაობის ყოველწლიური შეფასება რეფერენდუმის გზით, რომელსაც ექნება კანონის ძალა და განსაზღვრავს მათ შემდგომ ლეგიტიმაციას. მოქალაქე, რომელიც იმყოფება ქვეყანაში რეფერენდუმის დღეს-ყოველი მომდევნო წლის იანვრის ბოლო კვირა დღეს-წარადგენს საარჩევნო უბნებში ბანკის გადახდის ქვითარს ერთი ლარის ოდენობით და წარმოდგენილ ბიულეტენებზე დადებითი შეფასების მიცემისას გადახაზავს მწვანე წრეს, ხოლო უარყოფითისას წითელს. იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მასშტაბით რომელიმე 3-ჯერ მიიღებს უარყოფით შეფასებას, მას მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ უნდა შეეძლოს, ხოლო მეორედ არჩევის შემთხვევაში ყოველწლიური დადებითი შეფასებისას უფლება უნდა მიეცეს შემდგომ არჩევნებში კენჭის ყრისა, უარყოფითი შეფასების მიღებამდე. ერთიდაიგივე ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულებში მესამედ მიღებული უარყოფითი შეფასებისას ზემდგომი ორგანო ვალდებულლი უნდა იყოს მისი პირველი პირის გადაყენებისა.

ვინაიდან ახალი სახელმწიფო მოწყობა და განვითარების სტრატეგია პასუხისმგებლობას ბოლომდე, თავიანთი გუნდებით, სახელისუფლებო შტოების პირველ პირებს აკისრებს და მათ მიერ გაწეული მუშაობა ამომრჩევლის მიერ ყოველწლიურად ფასდება, ვფიქრობ ადგილობრივი არჩევნების აუცილებლობა არ არსებობს. ადგილობრივი საკრებულოების ფუნქციები შეიძლება მაჟორიტარი პარლამენტარების სამსახურებმა შეასრულონ რეგიონების მიხედვით სენატორთა უშუალო პასუხისმგებლობით. ასეთი ერთიანი სისტემის დანგრევა წარმოუდგენლად აამაღლებს დემოკრატიზმის ხარისხს. შედეგად, მივიღებთ ძლიერ საპრეზიდენტო 2-პალატიან საკანონმდებლო და დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებებს. ყველაფერი ეს აუცილებლად გახდება: თავისუფალი მასმედიისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების; ადამიანთა უფლებების დაცვის; კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, ხალხისა და ხელისუფლების ერთად დგომის; ეროვნული ბიზნესის განვითარების; პატიოსანი პროფესიული კადრების დასაქმების; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების; ენა, მამული, სარწმუნოების განმტკიცების მტკიცე გარანტი.

ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ქვეყნის მოწყობის, მართვის და განვითარების ერთიან სისტემას, ჩემი ღრმა რწმენით მოსახლეობის აფსოლიტური მხარდაჭერას მიიღებენ, ხოლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული სისტემის დანერგვის შემთხვევაში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედ პრეზიდენტს სრული კანონიერი და მორალური უფლება ექნება მონაწილეობის მიღების. ვინაიდან არჩევის შემთხვევაში სრულიად ახალი ფორმის სახელმწიფო მეთაური ხდება. ამით საფუძველი ჩაეყრება ოცდამეერთე საუკუნის დემოკრატიის ქართულ მოდელს და საქართველო დემოკრატიის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი გახდება.

ღმერთმა ქნას!

ზურაბ ჯიქია | ზუგდიდი-დარჩელი.


READ MORE - მეცამეტე ხელფასი საქართველოს ყველა მოქალაქეს

სამაშველო სამსახურის ოპერაცია გველის წინააღმდეგ...

15:56 24.10.2011
ზუგდიდის უშიშროების და რაიონული პოლიციის ყოფილ შენობასთან მოსახლეობამ ქვეწარმავალი იპოვა.

გველი გაჩერებულ მანქანაში შეძვრა. იგი ავტომანქანიდან მეპატრონემ სამაშველო სამსახურის დახმარებით გამოაძევა და თავი გაუსრისა. პროცესი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. კოსტავას 58–თან შეკრებილი შეშინებული 60–მდე ზუგდიდელი სანახაობას ყურადღებით აკვირდებოდა. გველის სიგრძე, რომელიც შხამიანი არ აღმოჩნდა, ნახევარ მეტრს არ აღემატებოდა.

როგორ მოხვდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვეწარმავალი უცნობია. გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე გველები არ ბინადრობენ და სავარაუდოდ იგი ინერტულ მასალას შემოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს კომანტარი არ გაუკეთებიათ. სამსახური, რომელსაც ქვეწარმავლების აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობამ უნდა მიმართოს, ქალაქში ვერ აღმოვაჩინეთ, რის გამოც ეს ფუნქციაც სამაშველო სამსახურის ბრიგადამ იტვირთა.


READ MORE - სამაშველო სამსახურის ოპერაცია გველის წინააღმდეგ...

ბიძინა ივანიშვილის მრჩევლების ვიზიტს ბრიუსელში ორგანიზებას „ობიექტივი“ უწევს

23:06 23.10.2011
ბიძინა ივანიშვილის მრჩეველების ვიზიტს და შეხვედრებს ბრიუსელში ორგანიზებას მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენლები ევროპაში გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე ეწევენ.

„ გამოვდივართ რა იმ მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობამ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით ჩააყენა, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ დახმარება გაგვეწია ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებისათვის და მოგვეხდინა შეხვედრების ორგანიზება ბრიუსელში, როგორც ევროკომისიაში, ისე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლებთანაც „ობიექტივი“ თანამშრომლობს.

ხვალ, 24 ოქტომბერს ჩვენ შევხვდებით ევროკომისიის ექსპერტს კავკასიის საკითხებში პეერ ემერსონს“,- განგვიცხადა მედია-კავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელმა ბრიუსელში გიორგი ფოფხაძემ. ფოფხაძის განმარტებით, საუბარი იქნება ორ საკითხზე.ბიძინა ივანიშვილის მრჩევლები ისაუბრებენ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემაზე, ხოლო მედია-კავშირი „ობიექტივი“ კვლავ წამოწევს ქართულ ციხეებში შექმნილი უმძიმესი ვითარების საკითხს და დააყენებს ციხეებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საკითხს.

ბიძინა ივანიშვილის მრჩევლები ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ბრიუსელში იმყოფებიან.



READ MORE - ბიძინა ივანიშვილის მრჩევლების ვიზიტს ბრიუსელში ორგანიზებას „ობიექტივი“ უწევს

ირმა ინაშვილი: “რატომ ცვლით სამშობლოს ხინკალზე?“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:00 23.10.2011
“ეს ჟურნალისტი ურთულეს რეგიონში პირდაპირ არის დაჯახებული ახალაიების კლანთან და სხვადასხვა კლანებთან, რომლებიც სამეგრელოს მართავენ. განსაკუთრებულად მიხარია ნანა ფაჟავას ოქროს მედალი, რადგან ნანა ამ მედალს იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო მისთვის სტიმულის მიმცემი იქნება”

სამეფო უბნის თეატრში სიმართლისათვის მებრძოლ სამ ქართველ ჟურნალისტს (გადაცემა “კვირის რეპორტაჟის“ ავტორსა და წამყვანს ნანა ლეჟავას, გაზეთ “რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს და პრესაგე.ტვ–სა და ტელეკომპანია “მაესტროს“ კორეპონდენტს სამეგრელოში ნანა ლეჟავას), მედია–კავშირ “ობიექტივის“ მიერ დაწესებული, ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მომინანქრებული მედლები გადაეცათ.

იმაზე, თუ რა უძღვოდა წინ დაჯილდოვებას და როგორ და რატომ გაჩნდა ამგვარი ღონისძიების გამართვის იდეა, მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს ვესაუბრეთ.
დაჯილდოვების მოკრძალებული ცერემონიის შემდეგ, რომელსაც მსახიობი ნანა შონია უძღვებოდა, ნაზი შამანაურის დღიურების მიხედვით მომზადებული სპექტაკლის – “ურჩთა სარეცელი“ პრემიერა გაიმართა. სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტების დაჯილდოვებას ესწრებოდნენ: პოლიტიკოსები, მსახიობები, უფლებადამცველები, სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, მეცნიერები,...

როგორ აფასებთ კონკურსის შედეგებს?
ირმა ინაშვილი: “ობიექტივმა“ დააჯილდოვა ის ჟურნალისტები, რომელთაც საზოგადოებამ ნდობის მანდატი მიანიჭა. ნანა ლეჟავა, ელისო ჩაფიძე და ნანა ფაჟავა საზოგადოებამ სიმართლისათვის მებრძოლ ჟურნალისტებად აღიარა. ჩვენ, “ობიექტივის“ ჟურნალისტები და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი, ამ პროცესში არ ჩავრეულვართ. უბრალოდ, გამოკითხვის შედეგების დათვლის შედეგად საზოგადოების არჩევანი ამ სამ ჟურნალისტზე შეჩერდა.

მოხარული ვარ, რომ ამ სამეულში მოხვდა რეგიონული ჟურნალისტი, ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგა, ნანა ფაჟავა, რომელიც ურთულეს საქმეს აკეთებს სამეგრელოში, ურთულეს რეგიონში – ეს ჟურნალისტი პირდაპირ არის დაჯახებული ახალაიების კლანთან და სხვადასხვა კლანებთან, რომლებიც სამეგრელოს მართავენ. განსაკუთრებულად მიხარია ნანა ფაჟავას ოქროს მედალი, რადგან ნანა ამ მედალს იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო მისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

რა უძღვოდა წინ სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტების დაჯილდოვებას?
–დაჯილდოვებას წინ უძღვოდა ორთვიანი ურთულესი პერიოდი, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, მათ შორის სატელეფონო, რადიო “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ეფემ 105.0–ზე, სოციალურ ქსელში, ქუჩაში. ამასთან, ყველა ცნობილი პოლიტიკოსი გამოიკითხა, რომლებმაც სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტები დაასახელეს. პლუს ამას, თავად ჟურნალისტებში ჩატარდა გამოკითხვა. ამ პროცესში მონაწილეობა არასამთავრობო სექტორმაც მიიღო.

დაემთხვა თუ არა ერთმანეთს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გამოკითხვის შედეგები?
–სხვაობები შეინიშნებოდა – პოლიტიკოსებს თავიანთი ფავორიტები ჰყავდათ, საზოგადოებამ მისი რჩეულები დაასახელა, მაგრამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ფავორიტები ერთმანეთს დიდად არ ცდებოდნენ. მცირე ცდომილება იყო “ფეისბუქისა“ და საზოგადოების არჩევანში.

სხვადასხვა ტიპის გამოკითხვების ფარგლებში 100–მდე ჟურნალისტი დასახელდა. მათ შორის, არა მარტო ისინი, რომლებიც სახელისუფლებო მედიაში არ მუშაობენ, არამედ, დასახელებულები იყვნენ “რუსთავი 2“–ის, “იმედის“, პირველი არხის, “რეალტივის“, დრონი.ჯე–ს ჟურნალისტებიც. თავისთავად ეს კონკურსი მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ არც კანდიდატების შეზღუდვა მომხდარა და არც საზოგადოების.

რატომ თქვით უარი მედლის აღებაზე? გამოკითხვების შედეგები პერიოდულად ქვეყნდებოდა, სადაც დიდი უპირატესობით ლიდერობდით.
–საერთოდ, ამ პროცესში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა “ობიექტივის“ ჟურნალისტების დასახელება. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება და ვთხოვეთ საზოგადოებას ნუ დაგვასახელებდნენ. თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს აღიქვა, როგორც მისი თავისუფლების წართმევა.

რაც შეეხება უარის თქმის მიზეზს – მე ვარ ამ პროექტის ავტორი, ჩემი იდეა იყო ნაზი შამანაურის ოქროს მედლის დაწესება და ცოტა არ იყოს უხერხულია, თავად დააწესო ჯილდო და შემდეგ მკერდზე დაიკიდო. ამას, არც ირმა ინაშვილი გააკეთებდა და არც “ობიექტივის“ რომელიმე ჟურნალისტი. ჩვენი მიზანი ის კი არ იყო, რომ მედლები ჩვენ დაგვეკიდებინა?! არამედ ის, რომ ნაზი შამანაურის სახელის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამავდროულად, ჩვენი კოლეგებისთვის სტიმული მიგვეცა. ვფიქრობ, ჩვენ ეს მოვახერხეთ.

1982 წელს, მაშინ, როცა ნაზი შამანაური ჩარგალში, ვაჟაობაზე სიტყვით გამოვიდა, მეც იქ ვიყავი, მშობლებთან ერთად. სცენაზე იდგნენ ცნობილი მსახიობები, რომლებიც კომუნისტებს მგზნებარე სიტყვით აქებდნენ, დითირამბებს უძღვნიდნენ და ამ დროს სცენაზე პირდაპირ აიჭრა ახალგაზრდა გოგონა. მას თავი რატომღაც წითელი თავსაფრით ჰქონდა შეკრული. ნაზის ყველა სიტყვა მახსოვს, რომლითაც მან იქ მყოფ საზოგადოებას მიმართა:

“ხალხო, რა გემღერებათ და რა გეცეკვებათ, რა დროს ხინკალია, როცა სამშობლო გეკარგებათ? სწორედ კომუნისტებმა წაგართვეს ყველაფერი ქართული და ეროვნული, კომუნისტებმა ჩახოცეს ქართული ინტელიგენცია. სამშობლოს და გენოფონდს ანადგურებენ. რატომ ცვლით სამშობლოს ხინკალზე?“

საზოგადოების მხრიდან როგორი რეაქცია მოჰყვა ამ სიტყვას?
-მე დღემდე შოკში მაგდებს იქ დამსწრე საზოგადოების რეაქცია. სხვათა შორის, მამაჩემსაც რამდენჯერმე ვუსაყვედურე – შენ მაინც რატომ არ ამოიღე ხმა–მეთქი, მაგრამ ეტყობა, მამაჩემიც იმ საზოგადოების ნაწილი და იმ რეჟიმის მსხვერპლი იყო. მაშინვე გამიჩნდა სურვილი ეს ადამიანი მომეძებნა და მასზე რაიმე გამეგო. იქ, ხალხში დაიწყეს ლაპარაკი, რომ “ეს არის ჟურნალისტი, გიჟი ნაზი შამანაური“. ამ ჩურჩულმა გადაუარა ხალხის ტალღას. შოკში ჩამაგდო მდუმარე საზოგადოებამ, რომელიც ძალადობაზე, არც შერხეულა – ნაზის უცბად იდაყვებში ხელი მოკიდეს, სცენიდან გაათრიეს, “კანარეიკაში“ ჩააგდეს, დედამისიც ასევე გაკოჭეს და “კანარეიკაში“ ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ამ ეპიზოდმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი კვალი დატოვა, იმიტომ რომ მე დავიწყე ძებნა ვინ იყო ნაზი შამანაური.შოთა ჭინჭარაულის წიგნი აღმოვაჩინე, სადაც ნაზის დღიურები წავიკითხე. ეს წიგნი 90–იან წლებში გამოქვეყნდა, როცა ეროვნული მოძრაობა ნაზი შამანაურით დაინტერესდა.

მანამდე ზვიად გამსახურდიამ “ოქროს საწმისში“ დაბეჭდა, შემდეგ ზურაბ ჭავჭავაძემ შამანაურის ისტორია გაახმაურა, მაგრამ ეს ყველაფერი მალევე მიჩუმდა, ნაზის სახელი მრავალი წლის მანძილზე აღარავის უხსენებია. როცა ეს კონკურსი მიმდინარეობდა, არაერთი ჩვენი კოლეგისგანაც კი გამიგია – “ნუ, რას აკეთებთ, ის ხომ გიჟი იყო?!“

ანუ ეს სტერეოტიპი დარჩა და ჩვენ გვინდოდა გვეთქვა სიმართლე – ნაზი შამანაური იმის გამო კი არ დაიჭირეს, რომ გიჟი იყო?! არამედ, ფსიქიატრიულში იმის გამო გამოკეტეს, რომ იყო უნიჭიერესი ჟურნალისტი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა. ეს ადამიანი მის პროფესიას შეეწირა.

როგორ გაჩნდა სპექტაკლის “ურჩთა სარეცელი“ დადგმის იდეა?
-როდესაც ამ კონკურსზე ვმუშაობდით, მე დამიკავშირდა დრამატურგი და რეჟისორი მაია ჯაფარიძე, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ გამეცნო, 17 წლის წინ დაწერილი მისი სცენარი მომიტანა, რომელიც ნაზი შამანაურის დღიურებზე იყო აგებული. სცენარი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტეთ, რომ ის, რაც 17 წლის წინ არ განხორციელდა, განგვეხორციელებინა ახლა და დაგვედგა სპექტაკლი, ორი მსახიობის მონაწილეობით. ნანა და ლილი ხურითებმა ნაზი შამანაურის და მისი დედის, სარა ინაშვილის როლები ბრწყინვალედ ითამაშეს.

საინტერესო სპექტაკლი შედგა – ეს არის სპექტაკლი–მანიფესტი და არა უბრალოდ, სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს უფრო ფართო საზოგადოებამ და უპირველესად ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო დღევანდელი ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სპექტაკლი მუსიკალურად ვინ გააფორმა?
-სპექტაკლი მუსიკალურად უნიჭიერესმა ქალბატონმა, ია საკანდელიძემ გააფორმა. ვთვლი, რომ სპექტაკლს ბრწყინვალე მუსიკალური გაფორმება აქვს.


READ MORE - ირმა ინაშვილი: “რატომ ცვლით სამშობლოს ხინკალზე?“

ილია II–ის მიერ თურქეთის პრემიერ–მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი

ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:00 23.10.2011
სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ილია II–მ, თურქეთის პრემიერ–მინისტრს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს 26 სექტემბერს ოფიციალური წერილით მიმართა. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის წერილის შინაარსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, “ობიექტივისა“ და პრესაგე.ტვ–ს თხოვნის საფუძველზე, საპატრიარქოდან მოგვაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ მისი უწმინდესობა 20 ოქტომბერს სტამბულში გაემგზავრა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ წირვა–ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად. გამგზავრების წინ, აეროპორტში გაკეთებული განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ პატრიარქმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს 26 სექტემბერს ოფიციალური წერილით მიმართა, რის შესახებაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“კათოლიკოს–პატრიარქი დაინტერესდება პასუხით იმ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მან თურქეთის პრემიერ–მინისტრს, მის აღმატებულებას, ბატონ ერდოღანს მიმართა. კათოლიკოს–პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლიანი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული პირის სტატუსი მიიღო და ამავე დროს, ზოგიერთი ეკლესიის შენობა–ნაგებობანი, რელიგიური ძეგლები ამ ეკლესიების საკუთრებად გამოცხადდა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები და კათოლიკოს–პატრიარქის თხოვნა უკავშირდება იმას, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ძეგლების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება; ასევე საქართველოს საპატრიარქოსთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება“.

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ოფიციალური წერილი, რომლითაც მან თურქეთის პრემიერ–მინისტრს მიმართა, ასეთი შინაარსისაა:

“თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ღრმა პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ერთი საკითხის გამო.

დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის (1918-1921) ანექსიის შემდეგ ქართველ ერს არ ჰქონდა საშუალება თავისი სუვერენული უფლებების და ეროვნული ინტერესების დაცვისა. ამ პერიოდში სასტიკად იდევნებოდა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, დაპატიმრებული იყო მისი მმრთველი – კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსები.

ამიტომაცაა, რომ 1930 წელს, როდესაც საერთაშორისო შეთანხმებით და თურქეთის სახელმწიფოს კანონმდებლობით განისაზღვრა რამდენიმე დენომინაციის სტატუსი, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ მოხვდა.

ეკლესიაში რეპრესიები საბჭოთა კავშირის რეჟიმის შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა. იგი მოკლებული იყო საშუალებას, დაეცვა საკუთარი ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მითუმეტეს, მის ფარგლებს გარეთ.

არადა საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არაერთი უძველესი ეკლესია-მონასტერია, რომელიც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში იყო ყოველთვის, ამჟამად კი ტიტულოვანი ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში შედის.

ეს ეკლესია-მონასტრები არ შეიძლება იყოს, არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, არც სომხური და არც რომელიმე სხვა ეკლესიისა, რადგან ყველა ნიშნით ეს არის ქართული კულტურის ძეგლები.

გთხოვთ, უახლოეს პერიოდში განიხილოთ ჩვენი ეკლესიის სამართლიანი თხოვნა, თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკუთრების შესახებ.

თქვენი განცხადებები და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი საკითხიც დადებითად გადაწყდება.

შემოქმედმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და წარმატებები ღვთისსათნო თქვენს მოღვაწეობაში.

პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

"ობიექტივი"



READ MORE - ილია II–ის მიერ თურქეთის პრემიერ–მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...