17:06 29.10.2011
31 ოქტომბერს 12:00 საათზე „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო“. ეს გამოფენა პირველად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2011 წლის 2-5 მაისს ჩატარდა. იგი მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში გამოცემული ბეჭდური პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილ კოლექციას ფლობს. მასში დაცულია მასალები 1819 წლიდან (პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან) დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების (პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი“, ცისფერყანწელთა გამოცემები, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მენშევიკური პრესა და ა. შ.) ასლები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალები იმ პუბლიცისტებსა და საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.
ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, არასდროს უნახავთ ქართული პერიოდული გამოცემების რეტროსპექტული, ქრონოლოგიურად დალაგებული გამოფენა, რომელიც თვალნათლივ ასახავდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარების საინტერესო და, ხშირ შემთხვევაში, დრამატულ ეტაპებს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასევე უცნობია, რა პოლიტიკურ გარემოში უწევდა მუშაობა ქართულ მედიას, რა ღირებულებებს ამკვიდრებდა და როგორ ხედავდა იგი საკუთარ თავს ამ რეალობაში. ასევე, ნაკლებად არის ცნობილი ქართული ბეჭდური გამოცემების უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინი და მათი პოლიგრაფიული შესრულება.
31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გამოფენას თან ერთვის შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა. გაიმართება რამდენიმე დისკუსია ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის თემაზე.
ბათუმის საქალაქო ბიბლლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება, საინტერესო იქნება როგორც ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევრებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ზუგდიდის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა.
| livepress |
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...
-
ავტორი ნანა ფაჟავა, ხობი 15:00 27.04.2012 ხობის პოლიციის მიერ ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ზეწოლის მოხდენის განსაკუთრებული მეთოდების შესახ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:00 24.11.2013 საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრმა კულ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 22:34 27.09.2011 პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უმრავლესობის ერთი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მხრიდან მეორის, უმცირეს...
-
15:15 13.01.2012 ჯერ კიდევ ძველად ადამიანებს სჯეროდათ ქვების სასწაულოქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახი...
-
20:00 23.01.2015 საზოგადოება „თბილისელის" თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აზიარებს ვიდეოს, სადაც ამერიკელი ...
-
02:06 10.12.2011 ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედში”...
-
26 სექტემბრიდან, ზუგდიდში „პროკრედიტ ბანკმა“ ათასობით მოქალაქის პირადი ანგარიში დაბლკა. მიზეზი მოსახლებისთვის გაურკვეველი რჩებოდა. ბანკში მ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ქართული პერიოდული გამოცემების სრულყოფილი კოლექცია გამოიფინება
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
14:15 01.03.2019 საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. მედ...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...
-
ავტორი გიორგი მანასიანმა 17:06 13.01.2012 1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...