14:13 09.04.2014
ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
"ჩვენი სპეციალური სტრუქტურები, კონტრდაზვერვის სამსახური და შესაბამისი სხვა უწყებები ამ ყველაფერს აკვირდებიან და ამგვარი საფრთხე დღეს არ არსებობს", - განაცხადა ალასანიამ.
მანვე ისაუბრა იმის შესახებ, შეიკრიბება თუ არა უშიშროების საბჭო და დგას თუ არა დღეს ამის აუცილებლობა. ალასანიას თქმით, საფრთხეებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს შეკრების აუცილებლობა არ დამდგარა.
"რეგულარულად იკრიბება უსაფრთხეობისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერმინისტრთან. ჩვენ ვაფასებთ საგარეო და შიდა საფრთხეებს, პრობლემებს თუ როგორ უნდა გადავჭრათ გამოწვევები ქვეყნის წინაშე. ეს შეხვედრები ეძღვნებოდა როგორც უკრაინას, ასევე სხვა გამოწვევებს ქვეყნის წინაშე. არსებობს კომპეტენციის სხვა სიმაღლე, მაგრამ თუ საფრთხეებიდან გამომდინარე აუცილებლობა დადგა, საბჭო პრეზიდენტთან შეიკრიბება. ასეთი აუცილებლობა ამ ეტაპამდე არ ყოფილა. უშიშროების საბჭოს აქვს თავისი პასუხისმგებლობის ზონა და იმ შემთხვევაში თუ აუცილებელი გახდა უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის დონეზე შეკრება, ასეთი შეკრება მოხდება", - აღნიშნა ალასანიამ.