სოციალურ ქსელ facebook–ში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გვერდია, ახალი ვირუსი ვრცელდება. ჰაკერების მიერ შექმნილი სპეციალური ბმული (ლინკი) კომპიუტერთან ერთად თქვენს პროფილსაც აზიანებს.
გვერდი, რომლის მეშვეობითაც ვირუსი ვრცელდება, ცნობილი ვიდეო–პორტალის youtube–ს ვიზუალური ანალოგია და ავტომატურად ფორმდება უკვე "დავირუსებული" პროფილის მთავარი სურათით. გაითვალისწინეთ, ეს არ არის თქვენს შესახებ მომზადებული სტატია ან ვიდეო, სინამდვილეში საქმე შავი ინტერნეტ–რეკლამის შემქმნელებთან გვაქვს... ბმული უკვე "დავირუსებული" პროფილებიდან ყველა მეგობარს ავტომატურად ეგზავნება და იმ შემთხვევაში თუ ინტერესის ან დაუდევრობის გამო გავხსნით, გამოჩნდება ვიდეოს/ სტატიის ფორმის გრაფა, რომელიც თქვენი სახელით და გვარითაა დასათაურებული... ვირუსის გახსნის და შემდეგ წარწერა"downoald"- დაკლიკების შემთხვევაში თქვენი facebook-ი და კომპიუტერი უკვე მსხვერპლი გახდებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირადი facebook-გვერდი საერთოდ დაიბლოკება და შესვლას ვერ შეძლებთ.
როგორ დავიცვათ თავი? - ყურადღებით დააკვირდით თქვენი მეგობრების მიერ გამოგზავნილ ბმულებს, ან მონიშვნას, თუ ლინკი საიტის სწორი (თქვენტვის უკვე ცნობილი) დომენით არ იწყება ნიშნავს, რომ ვირუსია. მაგალითად: http://www.faceblook.ucoz.com/photo.php?fbid - ვხედავთ, რომ გვერდის მისამართი facebook.com-ის ნაცვლად facebqook.ucoz.com-ით იწყება. მსგავსი გვერდების შექმნით ჰაკერები ვირუსის გავრცელებას ცდილობენ...