14:00 10.03.2014
სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ლალი ანთია დაკავებული იყო პოლიტიკური მიზნებით და მას გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ჰქონდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელი გადაუვადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლალი ანთიას სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შებრუნების შესახებ სამართალდამცველებს სასამართლომ მიმართა.
ლალი ანთია არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისთვის" ხელმძღვანელი და ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიზო სართანიას დედაა.
ლალი ანთიას სოლიდარობას უცხადებს და მის დაკავებას სოციალური ქსელის მეშვეობით ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ეხმაურება:
"სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ლალი ანთია დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით დააკავეს, მაგრამ არ აღიარებდა. ლალი იყო ზურაბ ჟვანიას მეგობარი და პრემიერს მკვლელობამდე ცოტახნით ადრე ელაპარაკა. მაშინდელი გამოძიების ინფორმაციით ჟვანია 11 საათზე გარდაიცვალა, ლალი ანთია მას თორმეტის ნახევარზე ელაპარაკა და ამას საჯაროდ ამბობდა - პოლიტიკური დაკავების მიზეზი ეს გახდა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ლალი ანთიასთან ორთაჭალის ქალთა კოლონიაში ახალაიების კლანის დავალებით უცნობი პირები მივიდნენ და თუკი სამეგრელოში "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდებოდა ნაადრევ გათავისუფლებას დაპირდნენ. ანთიამ ძველი ხელისუფლება მოატყუა და გამოსვლის შემდეგ საპირისპიროდ მოიქცა, ანუ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. დღეს, რეჟიმის ნარჩნებმა ქალბატონი ლალი ციხეში შეაბრუნეს!
70 წლის ქალს ზუგდიდის ცენტრში, გუბერნიასთან ხელები გადაუგრიხეს და ავტომანქანაში ჩატენეს. ნუ იტყვით და თურმე უჩინმაჩინ სასამართლოს, ისე რომ მსჯავრდებულმაც კი არ იცოდა, ორგანიზაცია "ქალები მშვდობისათვის" ლიდერისთვის 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსჯია" - წერს ჩაჩიბაია facebook-ის საკუთარ გვერდზე.