23:06 23.10.2011
ბიძინა ივანიშვილის მრჩეველების ვიზიტს და შეხვედრებს ბრიუსელში ორგანიზებას მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენლები ევროპაში გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე ეწევენ.
„ გამოვდივართ რა იმ მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობამ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით ჩააყენა, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ დახმარება გაგვეწია ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებისათვის და მოგვეხდინა შეხვედრების ორგანიზება ბრიუსელში, როგორც ევროკომისიაში, ისე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლებთანაც „ობიექტივი“ თანამშრომლობს.
ხვალ, 24 ოქტომბერს ჩვენ შევხვდებით ევროკომისიის ექსპერტს კავკასიის საკითხებში პეერ ემერსონს“,- განგვიცხადა მედია-კავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელმა ბრიუსელში გიორგი ფოფხაძემ. ფოფხაძის განმარტებით, საუბარი იქნება ორ საკითხზე.ბიძინა ივანიშვილის მრჩევლები ისაუბრებენ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემაზე, ხოლო მედია-კავშირი „ობიექტივი“ კვლავ წამოწევს ქართულ ციხეებში შექმნილი უმძიმესი ვითარების საკითხს და დააყენებს ციხეებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საკითხს.
ბიძინა ივანიშვილის მრჩევლები ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ბრიუსელში იმყოფებიან.