ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:58 18.04.2020
„ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, მრევლს, სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს.
მრევლს შორის სამი ადამიანი იყო მთელი საქართველოსათვის ცნობილი - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და მამუკა გიორგაძე. როგორც სხვა დროს, ჩვეულებრივ, სამივე მათგანი ეზიარა.
სამებაში მყოფთა შორის ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო, სამი მცირეწლოვანი, ერთმანეთზე ლამაზი გოგონებით. მთელი ღამე სამების ეზოში იყვნენ. ბავშვებს საზეიმო კაბები ეცვათ. დიდიან-პატარიანა ეზიარნენ.
მრევლი ექიმებისა და ხელისუფლების დაწესებულ დისტანციას ზედმიწევნით იცავდა. პატრულს მისხალისოდენა არაფერი შეშლია. წესრიგს მხოლოდ ჟურნალისტები არღვევდნენ, სახარბიელოდ არ იქცეოდნენ. იმედია წლების მომატებასთან ერთად ჭკუაც მოემატებათ და ლიბერალურ ტალღაზე არ დარჩებიან.
სამების ტაძარში ჩვენი პატრიარქის გარდა უკლებლივ ყველას ნიღაბი ეკეთა. შესასვლელში სტიქაროსნები ნიღაბს აძლევდნენ ყველას, ვისაც არ ჰქონდა.ეზოში ნიღბის გაკეთება სავალდებულო არ გახლდათ.
ეზოში პატრულმა ჩამოიარა და ვისაც ნიღაბი არ გვეკეთა, გვკითხა, თუ გჭირდებათ და არ გაქვთ, მოგართმევთო.
ჟურნალისტებმაც ჩამოგვიარეს - გილოცავთ, ჩვენს მაყურებელს რას ეტყვითო და სანამ კითხვას დასვამდნენ, თავაზიანი უარი ვუთხარი. ჩემს გარშემო უმეტესობამ ტელეკომენტარზე უარი თქვა. უცხოელი ჟურნალისტებიც იყვნენ (ორნი), ან რუსები, ან უკრაინელები. სანთლები აანთეს და ცოტა ხანს ჩვენთან ერთად ასე იდგნენ.
ქართული არხები გუშინ ძალიან გაისარჯნენ და დაიხარჯნენ - თითო არხიდან სამი, ხუთი და მეტი გადამღები ჯგუფი იყო სამებაში. ასევე უამრავი ფოტოგრაფი იყო მოსული. დიდ მზადებაში უყვნენ, მაგრამ სამების ეზო რომ არ გაივსო და გადაივსო, მოგვიანებით ჟურნალისტების რაოდენობა შეთხელდა.
მე ეზოში ვიდექი. მონიშნულ ადგილს რომ გადაცდებოდი, შენთან სტიქაროსანი, ან სასულიერო პირი მოდიოდა და დისტანციის დაცვას გთხოვდა.
ზიარების დაწყებამდე დაგვირიგეს პოლიეთილენის პარკში ჩადებული პასკის ნაჭერი, წითელი კვერცხი და სანთელი. მოგვიანებით პატარა პასკები დარიგდა. უწმინდესი რომ წაბრძანდა, ოთხს აკლდა ხუთი წუთი. ამ დროს უკვე წვიმდა.
სამებაში მყოფთა უმეტესი ნაწილი ვეზიარეთ - სამების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელთან გრძელ რიგში ვიდექით.
წვიმამ რომ გადაიღო ექვს აკლდა 15 წუთი. მე ამ დროს უკვე სახლში ვიყავი. რაიმე საინტერესო თუ გამომრჩა, კომენტარებში დავწერ.
„ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, მრევლს, სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს.
გიორგი კასრაძის ფოტო |