ბიშკეკში ანტი სამთავრობო დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს და ცეცხლი გაუხსნეს გენერალურ პროკურატურას.
ყირგიზეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გუშინ ადგილი ჰქნდა შეტაკებას სპეც დანიშნულების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის.
დაიღუპა 17 ადამიანი. დაშავებულია 180.
თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მომიტინგეთა დასაშლელად, რომელბიც სამთავრობო შენობის ტერიტორიაზე ბრონირებული მანქანით ცდილობდნენ შეღწევას.
მათ ასევე დაიკავეს ცენტრალური ტელევიზიის შენობა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს მართავენ მთავრობის წარმომადგენლებთან და პრეზიდენტ ბაკიევის გადადგომას ითხოვენ.