ავტორი ნინო თოლორაია | livepress.ge
14:38 26.06.2014
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 26 ივნისს გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოგა ანჩაბაძის საქმეზე მოწმეების დაკითხვა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
დღეს დაიკითხა თავად ბრალდებულიც, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 2013 წლის 10 ნოემბრის დღე.
გოგა ანჩაბაძე აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა, მისი მხრიდან არ ყოფილა მოქალაქე ანა ძაპტაშვილზე ძალადობის მცდელობა, ეს არის „ჩვენებებით აგებული საქმე“ და რომ რეალურად დაზარალებული სწორედ თავად არის, რადგან მომჩივანის ქმარმა არა მხოლოდ ცემა, არამედ „სადისტურად აწამა“.
ყოფილი პოლიციელის თქმით, იგი ინციდენტის დღეს მეზობლისგან ნათხოვარი მანქანით ჩხოროწყუში მეჯვარის ოჯახში იმყოფებოდა, საიდანაც ზუგდიდში დაახლოებით ერთი ბოთლი ღვინის ნასვამი გამობრუნდა. გადაწყვიტა შეხმიანებოდა მეგობარს - კონსტანტინე გულორდავას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რის შემდეგაც მის ცოლს - ანა ძაპტაშვილს დაუკავშირდა და მოიკითხა. მივიდა მათთან, მამის სახლში, სადაც იგი იმჟამად იმყოფებოდა და შესთავაზა ჩხოროწყუდან წამოღებული ღვინის დალევა მეუღლესთან ერთად. გადაწყვიტა, თავდაპირველად კონსტანტინე გულორდავას საკუთარ სახლში სტუმრებოდა, შემდეგ თავისთან წასულიყვნენ და ექეიფათ. გოგა ანჩაბაძის მონაყოლის მიხედვით, გზად, როცა წერეთლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა, შენიშნა ვერცხლისფერი „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. რადგან ნასვამი იყო, საყვედურის მიღების შიშით სვლას მკვეთრად აუჩქარა და პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით მდებარე ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ეზოში „გიჟივით შევარდა“. სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას მისი თქმით, „ციმციმა არ ეყენა“, რის გამოც დადევნების უფლება არ ჰქონდა.
„არც მიფიქრია, რომ ვინმე სხვა იჯდა მანქანაში. მოულოდნელად ყურებში ჩამყვირეს - გააჩერე. მაშინვე დავამუხრუჭე. ანა ძაპტაშვილი გადმოვიდა მანქანიდან და ხმამაღლა მეუბნებოდა - შენ რა ქენი, რა ჩაიდინე, მოტყუებით შემომიყვანეო. ამაზე გავგიჟდი, ჩემზე ეს როგორ იფიქრე, ეჭვი როგორ შეიტანე მეთქი. არ ვიცი ხმა გაიგონა და იმიტომ, თუ... მაგრამ გამოვიდა შენობიდან ქალი წყლით სავსე ტაშტით, რომელსაც შეყვა შიგნით. მანამდე ერთსა და იამვეს იმეორებდა. მეც შევედი სადარბაზოში, ვამშვიდებდი, ვეხვეწე, შვილი ვიფიცე, ვეუბნებოდი - ხელი ხომ არ დამიკარებია შენთვის, გამომყევი, მაგრამ არ გამომყვა“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა.
გოგა ანჩაბაძის თქმით, ის ეცადა ანა ძაპტაშვილთან დაკავშირებას ტელეფონით, თუმცა ვერ მოახერხა. მეორე დღეს მას ესაუბრა მეგობარი ირაკლი ალანია, რომლის ინიციატივითაც ის კონსტანტინე გულორდავას შეხვდა.
„მინდოდა ყველაფრის ახსნა, მაგრამ ვინ მოგისმინა. მივიღე სხვადასხვა სახის დაზიანებები. ეს არ იყო უბრალოდ ცემა, ეს იყო წამება, სადისტური საქციელი. ფაქტია, ერთი და ორი კაცი ვერ გამისწორდებოდა. ვინც იყო და რამდენიც იყვნენ, ღმერთმა განსაჯოს. ჩემს წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნილია. გაუპატიურება რომ მდომოდა, ტყე-ღრე გამოვიარეთ კოლეჯამდე. სად გამექცეოდა. ჩემში ეჭვი რომ შეიტანა და ასე იფიქრა, ეს ანა ძაპტაშვილის პრობლემაა“, - აღნიშნა გოგა ანჩაბაძემ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის გარდა, დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხა.
ექსპერტმა მამუკა ნოსერიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე ანა ძაპტაშვილს აღენიშნებოდა მხოლოდ „ზოგადი დაბეჟილობა“ და არა სისხლჩაქცევები, ნაჭდევები და ჭრილობა, რაც მექანიკური დაზიანებისთვისაა დამახასიათებელი.
„დაბეჟილობას ვერ მივიღებთ დაზიანების ხარისხად", - განმარტა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური ექსპერტიზის მთავარმა ექსპერტმა სოფიო ეხვაიამ აღნიშნა, რომ გოგა ანჩაბაძის და ანა ძაპტაშვილის ტანსაცმელზე გამოკვლევის შედეგად არ დაფიქსირდა ურთიერთგარდამავალი ბოჭკოს ნაწილაკები, რასაც შეხება და ხახუნი იწვევს. მისივე თქმით, ეს ნაწილაკები არც მანქანის სავარძლებზე აღმოჩნდა.
ტანსაცმელზე მექანიკური დაზიანებების კვალი არც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ შოშიტაშვილმა დაადასტურა.
გოგა ანჩაბაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 27 ივნისს ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელ გოგა ანჩაბაძეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 21 დეკემბერს შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებულის 7 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ანჩაბაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის ამ უკანასკნელის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა.