„ქართული რადიო“ - ხმა ზუგდიდიდან მთელ მსოფლიოში

„ქართული რადიო“ – ასე ჰქვია ინტერნეტრადიოს, რომელიც ზუგდიდიდან 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. იგი ეთერში პირველად 7თებერვალს qartuliradio.blogspot.com ბლოგდომენის მეშვეობით გავიდა.

გაზიარება
[17:53 28-02-2011]
რადიოში სულ 9 ჟურნალისტი მუშაობს. ეთერს საინფორმაციო გამოშვებების გარდა, საავტორო გადაცემებითა და გემოვნებიანი მუსიკით ავსებენ. საავტორო გადაცემები პოლიტიკის, კულტურის, მედიცინისა და მუსიკის თემებზეა.

„ინტერნეტრადიოს შექმნა ჩემი იდეა იყო. მხარში ამომიდგნენ კოლეგები - სოსო ხოფერია და ხვიჩა ახალაია. ვფიქრობთ, წარმატებული რადიო გვექნება. დღეს სახლში რადიომიმღები ძალიან ცოტას აქვს, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით კი ბევრი სარგებლობს. რადიოს მოსმენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ,“- ამბობს „ტრიბუნა.ge-სთან“ საუბრისას ინტერნეტრადიოს დამფუძნებელი ილია ჩაჩიბაია.

ინტერნეტრადიო მალე დომენს შეიცვლის და ეთერში qartuliradio.ge-დან გავა. რადიოს თანამშრომლების თქმით, იგეგმება ახალი გადაცემების მომზადებაც. „ქართულ რადიოს“ ჯერჯერობით შემოსავალი არ აქვს, თუმცა რეკლამების მოზიდვაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ წარმატებებსაც მიაღწევენ.

„ფინანსურად არავინ გვეხმარება. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. ვეძებთ სპონსორს, რომელიც თუნდაც ერთი თვის ინტერნეტის ფულს გადაგვიხდის და რამდენიმე მიკროფონს გვიყიდის. ამ შემთხვევაში უფრო დახვეწილი იქნებოდა ჩვენი ეთერი,“-ამბობს ილია ჩაჩიბაია.

დამფუძნებლების თქმით, რადიოსთვის პრიორიტეტული ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციების გავრცელებაა.

„ობიექტურობა, ობიექტურობა და სხვა არაფერი! - სწორედ ამ პრინციპის მეშვეობით ვაპირებთ მსმენელების მოზიდვასა და დიდ სარეკლამო ბაზარზე გასვლას,“- ამბობენ რადიოს თანამშრომლები. მათი თქმით, ინტერნეტისა და ზღვა ინფორმაციების პირობებშიც არის დიდი შანსი, რომ ინტერნეტრადიოს ბევრი მსმენელი ჰყავდეს.

„ინტერნეტში ადამიანის საუბარი ნაკლებად ისმის. აქ ინფორმაცია, ძირითადად, ტექსტური სახითაა. ბევრს კითხვას ამბების მოსმენა ურჩევნია. თანაც, ჩვენ თავად მოვიპოვებთ და ვავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან ვერ მოისმენენ,“- ამბობს ილია ჩაიჩიბაია.

tribuna.ge
READ MORE - „ქართული რადიო“ - ხმა ზუგდიდიდან მთელ მსოფლიოში

„ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“

სამყაროს სოციალური აჯანყებების ბაცილა შეეყარა. ამბოხისთვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში კი საქართველომ მეთვრამეტე „საპატიო“ ადგილი დაიკავა. რეიტინგი გამოცემამ The Wall Street Journal გამოაქვეყნა.

გაზიარება
[მერაბ ბრეგაძე. 02:10 27-02-2011]
მუამარ კადაფი ტრიპოლის შენარჩუნებისთვის ბოლო ძალებს იკრებს. თეთრი სახლი ლიბიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ოფიციალურად წყვეტს. უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი კი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, შეჭმით დაემუქრა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

The Wall Street Journal-ის რეიტინგის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დღეს ამბოხის ყველაზე ძლიერი განწყობა კენიაშია. ამ ქვეყანამ 100 ქულა მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა კამერუნმა, მესამე - პაკისტანმა, მეოთხე - ნიგერიამ, მეხუთე კი - ინდონეზიამ.

საქართველო 73,4 ქულით მეთვრამეტე ადგილზე მოხვდა. გაცილებით მაღალია ამბოხის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, რომელიც მეათე ადგილზეა. (როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში და იქ ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრა–კონსულტაციები საკმაოდ დროულია). რუსეთმა კი რეიტინგში მე-40 ადგილი დაიკავა. რეიტინგის შემდეგენელთა აზრით, ამბოხის განწყობა ყველაზე დაბალი შვედეთშია.

სანამ მედია ამ ტიპის რეიტინგებს ადგენს, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ბოლო ძალებს იკრებს ქალაქ ტრიპოლის შესანარჩუნებლად. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრიპოლი ფაქტობრივად ერთადერთი ქალაქია, რომელიც კადაფს ემორჩილება.

ქალაქის მთელ პერიმეტრზე ტანკები დგანან, რომელაც ტრიპოლში ოპოზიციური ძალების შესვლა უნდა შეაკავონ. ქალაქის ქუჩებში კი მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან, რომლებიც ცეცხლს უხსნიან ყველას, ვინც საეჭვოდ მოეჩვენებათ. შედეგად კი ტრიპოლში დემონსტრაციები საერთოდ არ იმართება. BBC–ის ცნობით, ოპოზიცია ქალაქ ტრიპოლში შესვლას ამ დრომდე ვერ რისკავს.

თეთრმა სახლმა ლიბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად გაწყვიტა. ამერიკის ხელისუფლება ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს.

ბარაქ ობამას პრესმდივნის, ჯეი ქარნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კადაფიმ გასცა ბრძანება, მკაცრად ჩაეხშო მოწინააღმდეგეების გამოსვლები, მან საბოლოოდ დაკრგა ხალხის ნდობა.

ამასთან, ამერიკამ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დააასრულდა და ტრიპოლში საელჩოც დახურა.

როგორც ჩანს, ლიბიაში მიმდინარე პროცესებს უგანდაში „კარგი ანალიზი“ გაუკეთეს და „შესაბამისი დასკვნებიც“ გამოიტანეს. კერძოდ, უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, არც მეტი არც ნაკლები შეჭმით დაემუქრა. ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება.

მუსევენიმ ბესიჯეს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაკრიტიკების კომენტირებისას განაცხადა: „ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“.

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები უგანდაში 20 თებერვალს გამოცხადდა. არჩევნებში მუსავიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 68 პროცენტი მიიღო. ბესიჯეს კი მხარი 26-მა პროცენტმა დაუჭირა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბესიჯემ ხალხს მიმართა და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა. მან უგანდელებს პრეზიდენტის ჩამოგდებასა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მუსევენი, რომელიც ამჟამად 66 წლისაა, ხელისუფლებაში უკვე 25 წელია იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კანიბალიზმი უგანდის პოლიტიკურ სპექტრში სიახლე არ არის. ყველაზე ცნობილი კანიბალი პრეზიდენტი ადი ამინი იყო, რომელიც ქვეყანას 70 –იან წლებში მართავდა.

გავრცელებული ვერსიით, ამინს, რომელიც ყველაზე პირსისხლიან დიქტატორად მიიჩნეოდა, რეგულარულად კვებავდნენ ადამიანის ხორცით. მას განსაკუთრებით თავისი პოლიტიკური ოპონენტები ხიბლავდა.

კანიბალიზმი ჩვენგან შორს იყოს და რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა, როგორც პროტესტის ფორმა, საქართველოსთვის უპრეცენდენტო მექანიზმია, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვან პროცესში გადაიზარდოს.

როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, აქამდე საქართველოში პროტესტის ის ფორმა გამოიყენებოდა, რომელიც ქუჩის აქციებს გულისხმობს, გაფიცვა კი, როგორც აგრესიული ფორმა, მასშტაბურ სახეს პირველად იძენს.

ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გაფიცვა, როგორც მექანიზმი სხვა ქვეყნებში არაერთხელ ყოფილა სოციალური აქციების წინაპირობა.

„ის, რომ დღეს ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია, მოქალაქეებზე მძიმედ აისახა. სამოქალაქო ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, ხოლო გაფიცვის მექანიზმი - საქართველოსთვის უპრეცედენტო.

თუ კი საზოგადოება მიხვდება მიზეზს, რომელიც ამ მძიმე სურათს უდევს საფუძვლად და რომელიც მესაკუთრემდე მიდის, შესაძლოა, ეს გაფიცვა მნიშვნელოვანი პროცესების დაწყებაში გადაიზარდოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარია და ამ დროს ხალხი პასიურია, შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 28 თებერვლამდე გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის საფასურისა და გეგმიური გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ.

ამ ფონზე კი, IRI-მ აღიარა, რომ „თვის დროზე საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციები ბუშის ადმინისტრაციის მიერ იყო კულტივირებული“.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელი ლორნ კრეინერი აზერბაიჯანს იმ ქვეყნების რიცხვში ასახელებს, რომლებიც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა დააზარალოს.

„ახლო აღმოსავლეთის მოვლენებიდან დასკვნები ყველა ქვეყანამ უნდა გამოიტანოს. ტუნისის მოვლენებმა ბევრი გააოცა. იქ ეკონომიკური მოდერნიზაცია ძირითადში ქალაქებს შეეხო, თუმცა მას პოლიტიკური რეპრესიები და კორუფციის გაძლიერება ერთვოდა თან.

ეს სიტუაცია გასაღები და მინიშნებაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ანალოგიური პრობლემები არსებობს, მაგალითად - ყაზახეთისა და ჩინეთისთვის, ან ავტოკრატიული მმართველობის ქვეყნებისთვის, როგორიცაა აზერბაიჯანი და ვენესუელა“, - განაცხადა კრეინერმა „Contact.az“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტუნისში მოვლენები ხელისუფლების უსამართლობისა და მოქალაქეთა უფლებების უპატივცემულობის მიმართ მოსახლეობის პროტესტის სახით დაიწყო და არა როგორც რევოლუცია დემოკრატიისთვის“.

„სწორედ უსამართლობის გრძნობამ მისცა ბიძგი ფართო მასების პროტესტს და პოლიტიკური სისტემის ცვლილების მოთხოვნას“, - განმარტავს კრეინერი.

ამ კონტექსტში იგი ყირგიზეთის გასული წლის აპრილის მოვლენებსაც იხსენებს და ირწმუნება, რომ „აშშ-ს იქაურ ოპოზიციასთან კავშირი არ ჰქონია“.

„მეტიც, ხელისუფლებაში მოსულთა ნაწილი ჩიოდა, რომ აშშ-ის საელჩო ბიშკეკში მათ რამდენიმე თვის თუ წლის განმავლობაში არ ხვდებოდა. ამ პოლიტიკის შედეგად ვაშინგტონი შიშობდა, რომ ახალი ხელისუფლება ავღანეთის ოპერაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ავიაბაზა „მანასიდან“ აშშ-ის განდევნას გადაწყვეტდა, თუმცა საბედნიეროდ, ამერიკულმა მხარემ ახალი ხელისუფლების საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობაში დაარწმუნა“, - აღნიშნა კრეინერმა.

მისივე თქმით, „პრაგმატიკოსები საზღვარგარეთის ქვეყნებთან ამერიკის ურთიერთობაში სტაბილურობის პრიორიტეტს აღნიშნავენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ს რიგი საკითხების იგნორირება უწევს, თუმცა ერაყის შემდეგ ამ მიდგომამ სერიოზული კრიტიკა მიიღო“.

„სამწუხაროდ, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან მჭიდრო კავშირი აშშ-ის ინტერესებს არ ემსახურება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად აუცილებლად დაიგეგმოს ის დღე, როდესაც მათ ჩამოგდებას შეძლებენ და მათი დახმარება, ვინც შეიძლება, ეს ხელისუფლებები შეცვალოს.

ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ცალკეულ პიროვნებებს და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც სამომავლოდ გარდამავალი პროცესის ნაკლებ მტკივნეულობას უზრუნველყოფენ. ეს დაზღვევის ერთგვარი ფორმაა გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკული ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - თვლის კრეინერი.

ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შედეგებზე საუბრისას მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს რეგიონზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს.

„როდესაც დემოკრატია მყარდება იმ ქვეყნებში, რომლებიც მას პირველად განიცდიან, შედეგები ყოველთვის არაპროგნოზირებადია, სამომავლო პარამეტრები კი - ძნელად განსასაზღვრი.

მე მუდმივად იმედგაცრუებული ვიყავი იმის გამო, რომ ჯორჯ ბუში 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ პაკისტანში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას იგნორირებას უწევდა. როგორც კი მუშარაფის ხელისუფლებამ ჩამოშლა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვინ შეიძლება, გახდეს მისი მემკვიდრე, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას დაამყარებს და ამერიკული ინტერესების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციამ აქედან დასკვნები გამოიტანა: საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, მაგალითად, ბუშის ადმინისტრაცია მონდომებით ზრდიდა ახალი თაობის ლიდერებს, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესაცვლელად მზად იქნებოდნენ“, - დასძინა კრეინერმა.

presage.tv
READ MORE - „ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“

ორალური სექსი სიგარეტზე და სასმელზე სახიფათოა

17:19 25.02.2011
მეცნიერებმა შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, გაარკვიეს, რომ ორალური სექსი ყელის კიბოს ძირითადი მიზეზია. მათი მონაცემებით, ორალურ სექსს ისეთივე რისკები სდევს, როგორც ვაგინალურ სექსს, მათ შორის, პაპილომის ვირუსი.

დღეისათვის ამ ვირუსის გადაცემა ორალური სექსის გზით 50 წლის ამერიკელების ყელისა და ხორხის კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ პაპილომის ვირუსის ინფექცია, რომელიც დაუცავი სექსისას ვრცელდება, უკანასკნელ ათწლეულებში უკვე თამბაქოსაც უსწრებს პოტენციური მომაკვდინებელი კიბოს დაავადებების თვალსაზრისით.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 1974 წლიდან 2007 წლამდე ორალური სექსის შემთხვევები 25%–ით არის გაზრდილი ძირითადად თეთრ მამაკაცებში, ― აცხადებს ოჰაიოს შტატის კოლუმბუსის უნივერსიტეტის პროფესორი მაურა გილისონი, რომელიც პაპილომა–ვირუსისა და კიბოს კვლევებით უკანასკნელი 15 წელია დაკავებული.

ვაშინგტონში, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაციის სხდომაზე გამოსვლისას გილისონმა განაცხადა: „მთავარი ფაქტორია პარტნიორთა რაოდენობა, რომლებთანაც ადამიანს ორალური სექსი ჰქონდა. პარტნიორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად რისკიც იზრდება“.

პაპილომა–ვირუსის გავრცელებას ადრე თამბაქოსა და ალკოჰოლს უკავშირებდნენ, მაგრამ გილისონი მიიჩნევს, რომ ორალური სექსი გაცილებით უფრო სარისკოა, ვიდრე ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება. პაპილომა–ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს 70%–ის გამომწვევია. 2008 წლიდან ამ ვირუსზე ვაქცინაცია მხოლოდ 12–13 წლის გოგონებს უტარდებათ.

გილისონი აცხადებს, რომ ბიჭები ასევე რისკის ქვეშ არიან. იგი დარწმუნებულია, რომ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ბიჭებსაც უნდა ჩაუტარდეთ.

პაპილომა–ვირუსი დნმ–ს ვირუსს წარმოადგენს, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსს ასნებოვნებს. დღეისათვის ამგვარი ვირუსის 100 ტიპია გამოვლენილი. პაპილომა–ვირუსის 30–40 ტიპი სქესობრივი გზით გადადის და არაჯანსაღი სექსუალური პრაქტიკის შედეგია, რომელსაც სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა და მოზარდთა ადრეული სექსი განაპირობებს.

tribuna.ge


READ MORE - ორალური სექსი სიგარეტზე და სასმელზე სახიფათოა

საქართველოს პრეზიდენტის გვარი "სიმფსონების" სერიალში მოხვდა

საქართველოს პრეზიდენტის გვარი, მსოფლიოს სხვა პოპულარული პოლიტიკოსების მსგავსად, "სიმფსონების" სერიალში მოხვდა.

გაზიარება
[23:20 21-02-2011]

სცენარის მიხედვით, სერიამ - "სააკაშვილის გაზაფხული" ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა და მას ბარტ სიმფსონის "გაბრაზებულმა მამამ" აჯობა.

ამასთან, "სააკაშვილის გაზაფხული" სადისტურ მულტფილმს ერქვა, სადაც ომით დანგრეულ ქალაქში ერთი შავი ტანკი ბავშვებს ხოცავს...

interpressnews.ge
READ MORE - საქართველოს პრეზიდენტის გვარი "სიმფსონების" სერიალში მოხვდა

შორენა ბეგაშვილი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს

მსახიობი შორენა ბეგაშვილი, უახლოეს მომავალში ფართო აუდიტორიის წინაშე, ჟურნალისტის ამპლუაში წარსდგება. ჩვენთან საუბრისას, არ აკონკრეტებს ტელეარხს, რომლის ეკრანზეც ის და მისი გადაცემა გამოჩნდება, თუმცა ღიად საუბრობს თავის სურვილებსა და გეგმებზე. მსახიობი არც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებს თვალს და არც საყვარელი პოლიტიკოსი ჰყავს.

გაზიარება
[შორენა გოგოლაძე. 21:57 21-02-2011]
მოკლედ, ჯერ ქართულ ჟურნალისტიკას და მერე ქართულ პოლიტიკას ბეგაშვილიღა აკლია. არ ამბობს, მაგრამ ეტყობა შორენა ჩიჩოლინას ნაკვალევზე აპირებს სიარულს. ასე რომ, არ გაგვიკვირდება, მომავალ არჩევნებამდე, რომელიმე პარტიის სახელით, თბილისის ქუჩებში ტიტლიკანა ბეგაშვილი დავინახოთ, ბუკლეტებით ხელში. ვიდრე, შორენას ამბიციებს წავულეკივართ, თავად მისგან გავიგოთ, კიდევ რას აპირებს ქართული სექსის მთლად “დედა” თუ არა, “ბიცოლა” მაინც. ,,პრესა.ჯი’’ შორენა ბეგაშვილს ესაუბრა.

რას საქმიანობს ამჟამად შორენა ბეგაშვილი?
– ახალ პროექტებზე ვმუშაობ, არის როგორც სამსახიობო როლები, ასევე მაქვს ახალი სატელევიზიო პროექტი.

რას გულისხმობს სატელევიზიო პროპექტი და რომელ არხზე იხილავს უახლოეს მომავალში საზოგადოება შორენა ბეგაშვილს?
– მე ვიქნები ჟურნალისტი ერთ-ერთ არხზე. ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ გეგმაშია ახალი გადაცემა წავიყვანო. თემატურად ვერ განვიხილავ ამ საკითხს, ვინაიდან ჯერ მხოლოს იდეისა და მცირე სამუშაოს დონეზეა ეს ყველაფერი.

როდისთვის წარსდგებით ფართო აუდიტორიის წინაშე, უკვე ჟურნალისტის ამპლუაში?
– უახლოეს მომავალში. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო ახალი გადაცემის შესაქმნელად. ჩვენ სწორედ ახლა, ამ მუშაობის პროცესში ვართ.

რა პროფილის იქნება ეს გადაცემა, ხომ არ შეცვლის შენს იმიჯს?
– თემატურად შეცვლილია და არ გავს ,,ღამე შორენასთან’’-ს. განსხვავებული შინარსისა და სტილის გადაცემა იქნება.

პოლიტიკას ხომ არ უკავშირდება?
– არა პოლიტიკას არა, თუმცა არც ისეთ თემებს, რაც სექსს ეხება. ეს უფრო რეალისტური და აქტუალური გადაცემა იქნება.

გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ შესაძლოა ერთ დღეს, შორენა ბეგაშვილი გახდეს პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი?
– რატომაც არა? დიდი სიამოვნებით. ჩემი ახალი გადაცემა, უკვე მეორე მცდელობაა ჟურნალისტიკაში აქტიურად ჩართვისა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟურნალისტები ხშირად პროფილს იცვლიან, არაა გამორიცხული პოლიტიკური თოქ-შოუც წავიყვანო ოდესმე. გარდა ამისა, მე ვარ მსახიობი და რასაც დამიკვეთავენ, იმას ვასრულებ. დაკვეთაში ვგულისხმობ ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და პროდიუსერებს. თუნდაც გადაცემა სექსზე, ჩემი ერთ-ერთი როლი იყო. უნებრივია, ვერ ითამაშებ, როცა პოლიტიკურ გადაცემას წაიყვან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთებასაც მოვახერხებ.

ქართულ პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებ თვალს?
– აქტიურად არა, თუმცა საინფორმაციო გამოშვებას იშვიათად მაინც ვუყურებ.

თუ გყავს საყვარელი პოლიტიკოსი მამაკაცი საქართველოში?
– არა, ასე გამორჩეულად არავინ მყავს. არ ვარ ჩართული ამ პროცესებში და ამიტომ მათ ნაკლებად ვიცნობ. რომ ვიყო პოლიტიკის აქტიური გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, მეც მეყოლებოდა ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსი.

ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სწორედ ხელოვანი ქალები მიდიან პოლიტიკაში, ხომ არ არის მოსალოდნელი მომავალში შორენა ბეგაშვილი პოლიტიკოსის სტატუსით ვიხილოთ?
– გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არა.

ძალიან აქტუალურია თქვენი დაქორწინების საკითხი, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას?
– ვერც კის გეტყვით და ვერც არას. იმდენად უმართავია ჩემი ცხოვრება, რომ ზუსტად გათვლილი არაფერი მაქვს. არც გათხოვების საკითხია დაგეგმილი.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი რჩეული მამაკაცი, არის ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს...
– უკრაინელი გახდა? რა, უკრაინელი არ არის. პირადზე არ მიყვარს კომენტარები.

არის თუ არ თქვენი მომავალი მეუღლე ქართველი?
– მთავარია რომ შემიყვარდა, ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ არა. ამას მე ყველაზე ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. მთავარია, რომ მასზე შეყვარებული ვარ.

presa.ge
READ MORE - შორენა ბეგაშვილი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს

ინტერნეტის ფასი სიჩქარის ადეკვატური არ არის

ინტერნეტტრაფიკის სიჩქარის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა, რეგიონის მასშტაბით კი - პირველზე. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები ინტერნეტის სიჩქარესაც უჩივიან და კომპანიებისგან დაწესებული ტარიფების შემცირებას ითხოვენ. ამაზე რეაგირებას კი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სთხოვენ.

გაზიარება
[გიორგი ბექაური. 02:14 18-02-2011]
არადა, ინტერნეტის მიწოდების ფასს თავად კომპანიები ადგენენ და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისია ამაში არ ერევა. ერთადერთი, რასაც მარეგულირებელი ინტერნეტ-პროვაიდერებს ავალდებულებს ისაა, რომ მათ საკუთარი ვებ-გვერდი ჰქონდეთ, სადაც შეთავაზებული პაკეტები და მისი ღირებულება იქნება განთავსებული.

„ნეტ ინდექსის“ მიხედვით საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 6.77 მგ/წმ-ია. (რეიტინგი შედგენილია 2008 წლის 2 აგვისტოდან 2011 წლის 2 თებერვლამდე მომხმარებელთა „აიპი“ მისამართების ტესტირების საფუძველზე). რეიტინგის ხუთეულში მოხვდნენ სამხრეთ კორეა (36,56 მგ/წმ), ლიტვა (30,34 მგ/წმ), ლატვია (26,40 მგ/წმ), შვეცია (25,14 მგ/წმ), ნიდერლანდები (24,51 მგ/წმ). რეიტინგის აუტაიდერები არიან ზამბია - 0,65, ირანი - 0,63, ბოლივია- 0, 55, - 0,47 და ზიმბამბვე - 0,39.

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ინტერნეტის სიჩქარის რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: ლიტვა (მე-2 ადგილი) - 30,34 მგ/წმ, ლატვია (მე-3 ადგილი) - 26.40 მგ/წმ, მოლდოვა (მე-7 ადგილი) - 23.67 მგ/წმ, უკრაინა (24-ე ადგილი) - 12.83 მგ/წმ, ესტონეთი (25-ე ადგილი) - 12.79 მგ/წმ, რუსეთი (27-ე ადგილი) - 12.18, საქართველო (51-ე ადგილი) - 6.77 მგ/წმ, ყაზახეთი (61-ე ადგილი) - 5.74 მგ/წმ, ყირგიზეთი (64-ე ადგილი) - 5.66 მგ/წმ, ბელორუსი (67-ე ადგილი) - 5.31 მგ/წმ, აზერბაიჯანი (94-ე ადგილი) - 2.91 მგ/წმ, უზბეკეთი (124-ე ადგილი) - 1.98 მგ/წმ , სომხეთი (128-ე ადგილი) - 1.85 მგ/წმ, ტაჯიკეთი (139-ე ადგილი) - 1.54 მგ/წმ.

რაც შეეხება ზოგადად საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერია: „კავკაზუს ონლაინი“ და „სილქნეტი“. ბაზარზე ლიდერის პოზიციას „სილქნეტი“ (ყოფილი „გაერთიანებული ტელეკომი“) იკავებს, ხოლო შემდეგ მოდის „კავკასუს ონლაინი“, რომელიც 3 წამყვანი ინტერნეტ პროვაიდერის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა.

„სილქნეტს“ ბაზრის 41% უჭირავს, ხოლო „კავკასუსი“ ბაზრის 37% აკონტროლებს.

თუ გადავხედავთ საქართველოში ინტერნეტის სიჩქარეს და ტარიფს, საშუალო სიჩქარე 5-10 მგ/წმ-ს ფარგლებშია, ხოლო ტარიფი 1 მგ/წმ-ზე 5-10 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, იმისათვის, რომ „სილქნეტის“ ინტერნეტის აბონენტი გახდე, უნდა გქონდეს ამავე კომპანიის ფიქსირებული ან უკაბელო ტელეფონი. ინტერნეტის ჩასართავად კი უნდა გადაიხადო პირველადი, ანუ ინსტალაციის საფასური, რომელიც „დეესელ“ ინტერნეტის შემთხვევაში 20 დოლარია, ოპტიკური ინტერნეტის, ანუ „სილქ-ინტერნეტის“ შემთხვევაში კი - 70 ლარი.

პაკეტები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 მეგაბიტი „სილქნეტის“ ინტერნეტი 10 დოლარი ღირს, 2 მეგაბიტი - 15 დოლარი, 3 მეგაბიტი - 20 დოლარი, 4 მეგაბიტი - 25 დოლარი, 6 მეგაბიტი - 30 დოლარი, 8 მეგაბიტი კი - 35 დოლარი.

რაც შეეხება „სილქ-ინტერნეტს“ (ოპტიკურ-ბოჭკოვანი), ამ შემთხვევაში სიჩქარე მაღალია, მაგრამ ყოველთვიური გადასახადიც სიჩქარის შესაბამისი. მაგალითად, 4 მეგაბიტი 37 ლარი ღირს, 8 მეგაბიტი - 73 ლარი, 16 მეგაბიტი - 146 ლარი, მაქსიმალური სიჩქარის - 20 მეგაბიტის მიღებისთვის კი 220 ლარის გადახდა მოგიწევს.

„კავკასუსის“ შემთხვევაში ინსტალაცია უფასოა, თუმცა ტარიფები დაბალი არც აქაა. მაგალითად, თუ „კავკასუს-ონლაინის“ „დიესელ“ ინტერნეტი გაქვთ 3-მეგაბიტიან პაკეტში თვეში 50 ლარის გადახდა მოგიწევთ; თუ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობ, მაშინ სიჩქარე იზრდება, ფასი კი მცირდება. ამ შემთხვევაში 5 მეგაბიტში სულ რაღაც 30 ლარს იხდი.

ინტერნეტ-ბაზრის კიდევ ერთი პატარა მოთამაშე „მაგთია“, რომლის ინსტალაცია 155 ლარი ჯდება, თვიური გადასახადი კი 15 ლარიდან იწყება და სიჩქარის შესაბამისად 45 ლარამდე ადის.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი ინტერნეტის სიჩქარე მაღალია, ფასი კი რაც შეიძლება დაბალი. იაპონიაში 1 მგბტ/წამი, საშუალოდ, 27 ცენტი ღირს, ხოლო საშუალო სიჩქარე 61 მგბტ/წმ-ია; კორეა საშუალო სიჩქარე 46 მგბტ/წმ-ია, 1 მეგაბიტის საშუალო ღირებულება 45 ცენტია; ფინეთი: საშუალო ტარიფი 2 დოლარი და 27 ცენტია, ხოლო სიჩქარე 22 მეგაბიტი; პოლონეთი: ტარიფი - 13 დოლარია, სიჩქარე - 7.5 მეგაბიტი წამში, სომხეთში ტარიფი - 2 დოლარი და 5 ცენტია, სიჩქარე - 1 მეგაბიტი, აზერბაიჯანში - 5 დოლარი და 7 ცენტი, საშუალო სიჩქარე 1 მეგაბიტი წამში.

უკრაინაში ინტერნეტ-პაკეტის საშუალო ტარიფი 52-53 გრივნა, დაახლოებით, 7-8 ლარია. თანაც აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა ინტერნეტ-კავშირის სიჩქარით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორისაა, სწრაფი ინტერნეტის ხარისხით კი ასევე მსოფლიოში 36-ე ადგილზეა.

რუსეთში ეკონომიური პაკეტის საფასური 100 რუბლია, ანუ 6 ლარი, ამ პაკეტის მფლობელს ინტერნეტი წამში 1 მეგაბიტი სიჩქარით მიეწოდება (ჩვენთან ეს პაკეტი საშუალოდ 10 დოლარი ღირს). 300 რუბლი, დაახლოებით, 18 ლარი ღირს 3 მეგაბიტი.

ინტერნეტის სიჩქარე მაღალია და თანაც იაფი გერმანიაში. მაგალითად, იმისათვის, რომ ინტერნეტი მთელი თვის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მოგეწოდებოდეს, თანაც წამში 16 მეგაბიტი, სულ რაღაც 25 ევროს გადახდა გიწევს. ამაში შედის ტელეფონის საფასურიც. ასეთი პაკეტი გერმანიაში მოქმედ რამდენიმე კომპანიას აქვს. საშუალოდ 20-30 ევრო ღირს ინტერნეტის ესპანეთშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ტელეფონის გადასახადი მასთან მიბმული არ არის.

ფაქტია, რომ ქართული ინტერნეტი ბევრად ჩამოუვარდება განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ინტერნეტის ხარისხს, მიუხედავად ამისა ფასი გაცილებით დიდია. ქვეყანაში კი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2000 წლის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის 20 000 მომხმარებელი იყო, ბოლო მონაცემებით, ანუ დღეისათვის ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 1 300 000-ს შეადგენს.

presage.tv
READ MORE - ინტერნეტის ფასი სიჩქარის ადეკვატური არ არის

ტელეკომპანია „მაესტრო" თანამგზავრზე ბრუნდება

ტელეკომპანია „მაესტრო" თანამგზავრიდან მაუწყებლობას უახლოესი ათი დღის განმავლობაში აღადგენს.

გაზიარება
[16:26 17-02-2011]
არხის გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თურქულ კომპანიასთან. „ჩვენც იმავე კომპანიის კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით გავალთ ეთერში, რითიც სხვა ძირითადი ქართული არხები მაუწყებლობენ. ხელშეკრულება იმდენი ხნით გავაფორმეთ, სადამდეც ფული გვეყოფა," - განუცხადა media.ge-ს ბაჩო კიკაბიძემ, რომელიც ხელშეკრულების დეტალებს არ ახმოვანებს და ამბობს, რომ სატელიტზე გასვლის შემდეგ „მაესტროს" ყურება შესაძლებელი იქნება დასავლეთ ევროპიდან ცენტრალურ რუსეთამდე.

ტელეკომპანიები "რუსთავი 2", "იმედი" , ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი" თურქულ კომპანია „თურქსატის" კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობენ. ყოველთვიური გადასახადი 18-დან 22 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.

გასულ წელს „მაესტრო", საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია, სატელიტზე კომპანია „მირის" საშუალებით გადიოდა. ფინანსური პრობლემების გამო კი 2010 წლის სექტემბერში თანამგზავრიდან მოხსნეს. ამჟამად „მაესტრო" საკუთარ პროდუქციას საკაბელო ტელევიზიების საშუალებით გადასცემს, თუმცა ამ კომპანიებთან პრობლემები ხშირად ექმნება. საფუძვლად კი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ამ მიზეზით „მაესტროს" მაუწყებლობა გამორთულია თელავში, ახმეტაში და რუსთავში, მათ გადაცემებს ვერ გადასცემს ციფრული ინტერაქტიული ტელევიზია SILK TV-იც.

„მაესტროს", ისევე როგორც მუსიკალურ ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსს" ტექნიკური პარამეტრები გასასწორებელი აქვს. ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს როგორც ჩვენი მხრიდან ასევე ტელეკომპანიების მხრიდან. პრობლემის მოგვარებისთანავე დავიწყებთ მათ ჩევნებასაც," - განმარტა თეონა წერეთელმა, „სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა.

„„სილქნეტში" მითხრეს, რომ მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ „მაესტრო" სატელიტზე არ გადის. სწორედ ამიტომ არ რთავენ ჩვენს არხს. ახლა დავიწყებთ თანამგზავრიდან მაუწყებლობას და ვნახოთ კიდევ ექნებათ თუ არა რაიმე მიზეზი", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

media.ge
READ MORE - ტელეკომპანია „მაესტრო" თანამგზავრზე ბრუნდება

სამეგრელოში ახალი რადიოსადგური გაიხსნა

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც დამოუკიდებელი მედიის სიმცირეს განიცდის, დასავლეთ საქართველოში პირველი, ინტერნეტ რადიოსადგური გაიხსნა.

გაზიარება
[00:41 15-02-2011]
„ქართულმა რადიომ“ მაუწყებლობა 2011 წლის 7 თებერვალს დაიწყო. მსმენელს გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ყოველ სრულ საათზე ობიექტური საინფორმაციო გამოშვების და საინტერესო გადაცემების მოსმენა – 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ რადიომ მაუწყებლობა მხოლოდ 10 დღეა დაიწყო, მედიასაშუალების ინტერნეტ გვერდს დღე–ღამეში საშუალოდ 1 000 ადამიანი სტუმრობს.

„ქართული რადიოს“ მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს მიუკერძოებელი ახალი ამბები და ეთერში გააჟღეროს ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების მიერ იგნორირებული ინფორმაციები.

„ქართული რადიოს“ მოსმენა, ინტერნეტგვერდზე qartuliradio.blogspot.com და მობილურ ტელეფონში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი.

READ MORE - სამეგრელოში ახალი რადიოსადგური გაიხსნა

ალასანია სააკაშვილის გაპრემიერებას „არ დაუშვებს“

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი კვლავ აქტიური განხილვის საგანია. „თავისუფალი დემოკრატები“ პირობას დებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას „არ დაუშვებენ“. „ქართული პარტია“ საქართველოს ნორმალური განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს, თუ სააკაშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

გაზიარება
[მერაბ ბრეგაძე. 00:36 12-02-2011]
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, „სააკაშვილს შესაძლო გაპრემიერების საკითხში დასავლეთის განწყობის დადებითად შეცვლა არ გაუჭირდება“.

„არ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს. მას პოლიტიკური რესურსი აღარ დარჩა, რათა ქვეყანა მართოს.

საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც სააკაშვილის არასერიოზულ ადამიანად თვლიან, რომელმაც ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა და ახლაც აგრძელებს“, - განაცხადა ალასანიამ „Ноев ковчег“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე აზრით, „სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა ამას ვერ მიაღწევს“.

„ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოების მხრიდან, ახლა კი ორგანიზებულობა გვჭირდება, რის გარეშეც საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას ვერ დავამარცხებთ. არჩევნებზე გამარჯვებით ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნას წერტილს დავუსვამთ“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საუბრები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების შესახებ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დაიწყო. ამ ცვლილებებით პრემიერს უფლებამოსულებები გაეზარდა, პრეზიდენტს კი შეუმცირდა. თუმცა არაოფიციალურად იმაზეც საუბრობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლო, პარლამენტის თავმჯდომარეობა ისურვოს, თუ დასავლეთი მის გაპრემიერებას მხარს არ დაუჭერს.

„ავტოკრატების ეპოქა მთელ მსოფლიოში მთავრდება. ეს სააკაშვილმა კარგად უნდა გაიგოს. ის, რაც მოხდა ყირგიზეთსა და ტუნისში, რაც დღეს ხდება ეგვიპტეში, მისთვის გაფრთხილება და გაკვეთილი უნდა იყოს.

სასურველია, რომ საქართველოში პროცესები ასეთი მიმართულებით არ განვითარდეს. ამისთვის კი საჭიროა, სააკაშვილმა ხალხის ხმა შეისმინოს“, - განაცხადა თავის მხრივ „ქართული პარტიის“ ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ყვარლის პარტიული ორგანიზაცის ოფისის გახსნისას.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ძალოვანი უწყებების უხეშ ძალას ემყარება და მოსახლეობაში არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია.

„სააკაშვილის რეჟიმი, მხოლოდ პოპულისტურ დაპირებებს იძლევა, რომლებსაც არ ასრულებს“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომელმაც თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე სააკაშვილის მიერ უხვად გაცემული დაპირებები მოიყვანა.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინგრევა, ბიზნესი დატერორებულია და ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. სუბარს საგანგაშოდ მიაჩნია ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მიწის გადასახადის გაზრდის შესახებ.

„ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები აუცილებელია, რათა საქართველო ნორმალური განვითარების გზას დაადგეს. ეს არ მოხდება, თუ სააკაშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს ქვეყნის მართვას“,- აფრთხილებს საზოგადოებას სოზარ სუბარი.

მისი თქმით, „ქართული პარტია“ სწორედ ქვეყანაში არსებული უმწვავესი მდგომარეობის მოგვარების მიზნით შეიქმნა.

„ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - დაპირდა სოზარ სუბარი ამომრჩევლებს.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება ხელისუფლების მიერ სრული კონტროლის ქვეშ მოქცეული საინფორმაციო სივრცის გარღვევა, რაც მმართველი ძალის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას გააადვილებს.

„გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, მარადიული ამ ქვეყნად არაფერია, თიხის ფეხებზე მდგარი ხელისუფლების დამარცხებას აუცილებლად მოვახერხებთ“, - განმარტა მან.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია „თავშესაქცევადაა გავრცელებული“.

როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, „რეალური მოტივი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება შეიზღუდოს, არ არსებობს, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობას უმიზნებს და არა პარლამენტის თავმჯდომარეობას“.

რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს გაპრემიერების კუთხით დასავლეთის მხარდაჭერა არ გააჩნია, საყვარელიძის აზრით, „ეს სააკაშვილისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“.

„ის, რომ დასავლეთის მისადმი განწყობა შესაძლოა, არცთუ სახარბიელო იყოს, სააკაშვილს არ აშინებს. მას მარტივად შეუძლია, ეს განწყობა დადებითად შეცვალოს, ისევე, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა.

არ მგონია, ამ გამოცდილების ფონზე სააკაშვილს დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარების პრობლემა ჰქონდეს. შესაბამისად, არ მგონია, ის ძალაუფლების შეზღუდვაზე ფიქრობდეს, - ამის მოტივს ვერ ვხედავ“, - დასძინა პოლიტოლოგმა.

„პირWელის“ ინფორმაციით კი, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა „ნაციონალური“ ელიტა შეკრიბა და მმართველი პარტიის გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა.

„პირWელის“ წყაროს ცნობით, სააკაშვილმა თანაგუნდელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო „გაძლიერებული „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების რეალური შანსი აქვს“.

presage.tv
READ MORE - ალასანია სააკაშვილის გაპრემიერებას „არ დაუშვებს“

დამალული სკანდალი ევროსაბჭოში

რას მალავენ დიკ მარტი და ანდრეას გროსი...
დიპლომატიური ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს და პოლიტიკური თამაშები, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. რუსეთი და საქართველო კიდევ დიდხანს იდგებიან ბეწვის ხიდზე. როგორც ჩანს, საქართველო ამ ომს მოიგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთმინება ეყოფა და პროვოკაციას არ აჰყვება. მოსკოვი კი ნერვებზე თამაშით ცდილობს გამარჯვებულის ტიტულის მორგებას.

გაზიარება
[01:10 11-01-2011]
როგორც ჩანს, პოლიტიკა ისეთი აღარ არის, ჩერჩილის დროს რომ იყო, როცა ღირებულებები და ღირსება ფულსა და ინტრიგებს ვერ წონიდა. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭო სწორედ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა ფაშიზმის წინააღმდეგ.

რუსეთს ჰგონია, რომ ფაშიზმს მხოლოდ ჰიტლერის სახე ჰქონდა და პუტინის ფორმას ვერ მიიღებს. არადა, ახლა სიტყვა „ფაშიზმს“ სწორედ რუსეთის მისამართით იყენებენ, თანაც თავად რუსეთში. ეგრეთწოდებული სკინჰედების აგრესიამ რამდენად სახიფათო ხასიათი მიიღო არარუსი ეროვნების ადამიანებისადმი, ყველას გვახსოვს.

ეს რუსეთს ხელს არ უშლის, სტრასბურგში ამაყად ილაპარაკოს დემოკრატიაზე, დასავლურ ფასეულობებზე და ყველას შეახსენოს, რამდენი ჯაფა დაადგათ მათ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, გენადი ზიუგანოვმა ევროსაბჭოს ეს კიდევ ერთხელ შეახსენა. თავიანთი გამარჯვებების სიაში სხვა ბევრი მოვლენა და ქვეყანა ჰყავთ შეყვანილი, მაგრამ საქართველო მათ შორის ჯერ არ არის.

რუსეთს უკვე დიდი ხანია, სურს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დააარქივოს. სურს, დაასრულოს პოლიტიკური დებატები ამ თემაზე და ომს ჰუმანიტარული ჟღერადობა მისცეს. ანუ, თუ აქამდე ამბობდნენ: „ოკუპანტი რუსეთი“, „აფხაზეთი და ცხინვალი – ოკუპირებული ტერიტორიები“, „რუსეთმა მათი აღიარება უკან უნდა წაიღოს“ და ასე შემდეგ, ახლა რუსეთს სურს, აქცენტი გადაიტანოს დიალოგზე, ლტოლვილების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ რეგიონებში და ასე შემდეგ. რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ფრონტის ხაზიც სწორედ აქ გადის.

მონიტორინგის კომიტეტის სხდომას, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, სწორედ ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მოგვიანებით დიკ მარტიმ (მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე) 2008 წლის ომთან დაკავშირებით შენიშნა: ჩვენ სპეცმომხსენებელი არ გვეყოლება, მომხსენებლები დაინიშნებიან ცალკე რუსეთში და ცალკე საქართველოშიო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიპლომატიური ომი ჯერ ისევ გრძელდება. ვერც ერთმა მხარემ გამარჯვება ვერ მოიპოვა. მოსკოვი საკუთარ მოგებად იმას მიიჩნევს, რომ ომის თემაზე სპეცმომხსენებელი არ ეყოლება. ასეთი განცხადებები გააკეთეს ევროსაბჭოში რუსმა დეპუტატებმა. საქართველოს დელეგაციის განმარტებით კი, რუსეთს თავად სურდა სპეცმომხსენებლის დანიშვნა იმისთვის, რომ ევროსაბჭოს, წინა რეზოლუციებთან შედარებით, რბილი და აბსტრაქტული ხასიათის რეზოლუცია მიეღო.

ასე რომ, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ომი გრძელდება და ის, როგორც ყველაფრიდან ჩანს, მარტივი არ იქნება არც ფორმით და არც შინაარსით.
კუკავა-დავითაშვილი

ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაცია ერთხმად მოითხოვს – დროა, ქართველებმა აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკება დაიწყონ. ეს უკვე ახალი რეალობაა, ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და დროა, თბილისი ამას შეეგუოსო. სტრასბურგში ამას აცხადებს როგორც გენადი ზიუგანოვი (ოპოზიცია), ისე კონსტანტინ კოსაჩოვი (სახელისუფლებო პარტია).

დიალოგის დაწყება და საკითხის პოლიტიკურიდან ჰუმანიტარულ ჭრილში გადაყვანა უკვე ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. და სწორედ მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ფრონტის ხაზი ამ საკითხზე იყო გახსნილი, ევროსაბჭოში კუკავა-დავითაშვილი გამოჩნდნენ. მათ დახურული შეხვედრები გამართეს, მათ შორის, ასამბლეის პრეზიდენტთანაც. დეპუტატებმა მოგვიანებით პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ კუკავა-დავითაშვილი (ანუ საქართველოს ოპოზიცია) მზად არიან დიალოგისთვის. ანუ კუკავამ და დავითაშვილმა სტრასბურგში თქვეს ის, რაც რუსეთის მთავარი მესიჯი იყო – ეს ხელისუფლება არ არის მზად დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართო.

პრინციპში, აქ ახალი და სკანდალური არაფერია. კუკავა-დავითაშვილი ხომ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად იყვნენ ალიანსში. ნოღაიდელს კი რუსეთის სახელისუფლებო პარტია „ედინნაია როსიასთან“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მართალია, ალიანსი დაიშალა, მაგრამ კუკავა-დავითაშვილი რუსებმა მაინც გამოიყენეს. გამოიყენეს იმისთვის, რომ ევროსაბჭოში ეთქვათ: ხომ ხედავთ, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება ქმნის, თორემ ოპოზიცია მზად არის თანამშრომლობისთვისო. ასე რომ, ეს იყო სტრასბურგში მათი გამოჩენის მთავარი მოტივიც და ამოცანაც. საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ ზურაბ ნოღაიდელი არ გამოჩნდა.

როგორც ჩანს, კუკავასა და დავითაშვილს კარგად ესმით, რომ კარგ საქმეს არ აკეთებენ, ამიტომაც, ცხარედ უარყოფენ რუსეთთან რაიმე სახის კავშირს. თუმცა, ეს უკვე ფაქტია.

კუკავა და დავითაშვილი რომ მალავენ თავიანთ საქმიანობას, ეს გასაკვირი არ არის. რუსეთმა ევროპარლამენტის დეპუტატებიც კი აიძულა, ევროსაბჭოს საკუთარი შეხვედრების შესახებ დაუმალონ. მაგალითად, დიკ მარტი (მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე) აფხაზებსა და ოსებს შეხვდა და მერე იძულებული გახდა, ეს შეხვედრა დაემალა. ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდა ანდრეას გროსიც, რომელიც ერთ-ერთი მომხსენებელია რუსეთის საკითხზე. დუმაში მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სპიკერები დააყენეს თავზე. რა უნდა ექნა გროსს, ის იძულებული იყო, მათი იქ ყოფნა აეტანა, – მითხრეს რუსმა ჟურნალისტებმა. თუმცა, ამ შეხვედრის შესახებ გროსმაც დუმილი არჩია.

საქართველოში მიიჩნევენ, რომ დიპლომატობა მათ დუმილის პრივილეგიას სულაც არ აძლევს. ექსპერტ სოსო ცინცაძის განმარტებით:

– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის მარიონეტული ხელისუფლებების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტიც ოფიციალურად უნდა გაეპროტესტებინა, ისევე, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა, როდესაც 1979 წელს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი ენდრიუ იანგი პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო სკანდალს მაშინ ამ პერსპექტიული დიპლომატის, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობასაც უწინასწამეტყველებდნენ, თანამდებობიდან განთავისუფლება მოჰყვა.

ბოლო დროს ევროსაბჭოში ყველა აღიარებს მოსკოვის გავლენების გაძლიერებას. ის, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის შესახებაც მოხსენება ბოლოს 2005 წელს გაკეთდა...

ახლა სკანდალურმა გროსმა უნდა გააკეთოს მოხსენება. მოსკოვში ის უკვე რამდენჯერმე იყო. ბოლო ვიზიტის დროს ხადარკოვსკიც მოინახულა და დასავლურ მედიასაც არ დაუმალა საკუთარი დადებითი შთაბეჭდილებები: ხადარკოვსკიმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაო. რუსეთში გროსის დადებითი ტონი არ მოეწონათ. ასე რომ, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ხადარკოვსკი გროსის მოხსენებაში და თუ მოხვდება, როგორ ტონში.

ptpress.ge
READ MORE - დამალული სკანდალი ევროსაბჭოში

ვის დაკარგვია დსთ?

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ძლივსძლივობით შეაკოწიწა ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების“ სამიტი მოსკოვში, რომელზეც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თურმე „საქართველომ ბევრი დაკარგა მას შემდეგ, რაც დსთ დატოვა“.

გაზიარება
[01:10 11-01-2011]
მაინც, რა დაკარგა საქართველომ ამით? რუსეთის პრეზიდენტი რომ ამ შემთხვევაშიც თაღლითობს, სულ იოლი დასამტკიცებელია: 1991 წელს შექმნილ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას“ ორი უპირატესობა ჰქონდა წევრი სახელმწიფოებისთვის: უვიზო მიმოსვლა და შედარებით შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი. საქართველოს ხელისუფლება (ედუარდ შევარდნაძე) კიდევ იმედოვნებდა, რომ დსთ-ს მეშვეობით აფხაზეთს დაიბრუნებდა, თუმცა ეს მაშინვე სრულიად არარეალური გათვლა იყო. მაგრამ ეს სხვა თემაა. მედვედევს, რა თქმა უნდა, კონფლიქტები არ უგულისხმია.

აბა, რა იგულისხმა? სინამდვილეში, საქართველოსთვის დსთ-ში ყოფნამ ყოველგვარი აზრი დაკარგა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო (2001 წელს) და სრული ემბარგო დააწესა ქართულ პროდუქციაზე (2006). ესე იგი, ორად ორი პლუსი ჰქონდა ამ ორგანიზაციის წევრობას და ისინიც გაგვიუქმეს. მაშ, რა უნდა დაეკარგა საქართველოს ამ უმაქნისი და ბიუროკრატიული ორგანიზაციიდან გამოსვლით? არც არაფერი! დსთ-ს წევრ ყველა სხვა ქვეყანასთან ხანმოკლე მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება უვიზო მიმოსვლისა და შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შესახებ.

ანუ, თუ საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში უვიზოდ გამგზავრება შეუძლია, ეს თავდაპირველად მართლაც დსთ-ს წევრობით იყო განპირობებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აუცილებელი პირობა სულაც არ ყოფილა: დსთ-დან გამოსვლის მიუხედავად, ქართველებს მაინც უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ კიევშიც და ალმა-ატაშიც იმიტომ, რომ უკრაინამ და ყაზახეთმა მაშინვე გააფორმეს საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმებები. იგივე ითქმის სავაჭრო რეჟიმზეც. მოსკოვში, რასაკვირველია, იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა ამგვარი ხელშეკრულებების გაფორმება სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ეს პრობლემაც მალე გადაწყდა.

ანუ, მედვედევი, უბრალოდ, ცრუობს! ცრუობს ჩვეული ურცხვობით და დემაგოგიით, როდესაც ამბობს, თითქოს საქართველომ რაიმე დაკარგა დსთ-დან გასვლით. სინამდვილეში, დაკარგა მხოლოდ ის რამდენიმე ფურცელი, რაც ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად აღმოჩნდა საჭირო, თორემ სავაჭრო რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა ყველა სხვა ქვეყანასთან (რუსეთის გარდა) მთელი იმ პერიოდის განმავლობაშიც არ შეწყვეტილა, რაც ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მედვედევს ამ განცხადებით სურდა მკვდარი ორგანიზაციის გაცოცხლება ან ისეთი ილუზიის შექმნა, რომ ის საჭირო და მნიშვნელოვანია. თორემ, თუ წევრმა სახელმწიფოებმა შენიშნეს, რომ დსთ-ს დატოვება არ არის პრობლემა, მაშინ რუსეთის მიერ ბელორუსის, უკრაინის ან სხვა ქვეყნების მიმართ მორიგი ეკონომიკური სანქციების (გაზის გაძვირებისა და მათი პროდუქციისთვის ბაზრის ჩაკეტვის) პასუხად შეიძლება ისინიც მიხვდნენ, რომ დსთ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის დაფიქსირების საშუალებაა და სხვა არაფერი, ხოლო ამ მართლა უმაქნისი ორგანიზაციიდან გასვლა არავითარ დამატებით პრობლემებს არ შეუქმნით იმაზე მეტს, რასაც რუსეთი უქმნით ეკონომიკური თუ პოლიტიკური შანტაჟით.


ptpress.ge
READ MORE - ვის დაკარგვია დსთ?

ნასავამ გივი თარგამაძეს "ნაშები" მოუნდა – ინციდენტი სვანეთში

ავტორი ილია ჩაჩიბაია
23:55 10.02.2011
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პოლიტიკური პროცესები, მუდმივად ცემა-ტყეპის ფონზე რომ მიმდინარეობს ეს თითოეულ ადგილობრივს მოეხსენება, მაგრამ არავინ იფიქრებდა თუ მესტიაში ჩასული, საქართველოს მთავრობის, მაღალი ეშელონის წარმომადგენლები, ხელქვეითებს მიბაძავდნენ და მუშტიკრივს გააჩაღებდნენ.

რამოდენიმე დღის წინ სვანეთში, სადაც საკურორტო სეზონი თოვლის გარეშე  გაიხსნა, ინციდენტი მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გალახეს.

როგორც  მესტიიდან გვაცნობეს, სკოლა-ინტერნატში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჩინოვნიკების საპატივცემულოდ სასტუმრო "თეთნულდში" გამართულ ნადიმზე, დაპირისპირების მიზეზი შემთვრალი გივი თარგანაძის მიერ მოთხოვილი "ნაშები" გახდა. უშიშროების კომიტეტის შეფის მოურიდებელ განცხადებას ვანო მერაბიშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მინისტრმა თანაგუნდელს უყვირა: "სად გგონია ბიჭო შენ თავი, ბორდელში თუ სვანეთში?"-ო. საპასუხოდ, გაბრაზებული თარგამაძე მერაბიშვილს აგინებს... ამის შემდეგ ვანოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, უფროსის ბრძანებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გივი ჩაალურჯეს. სიტუაციის განმუხტვას მესტიის ყოფილი გამგებელი თეზი ჯაფარიძე შეეცადა, რომელიც სასტუმრო "თეთნულდის" მეპატრონეა, მაგრამ როგორც ირკვევა უმისამართოდ მოქნეული მუშტი მასაც მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი 150-მდე ადამიანის თვალწინ მოხდა, ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას "თეთნულდში" მომხდარი ცემის ფაქტი უარყო, მაგრამ მესტიაში მერაბიშვილისა და თარგამაძის ვიზიტები დაადასტურა.

ბოლო პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მსგავსი ინციდენტები საგრძნობლად გახშირდა:

8 იანვარს, მესტიის გამგებელმა თეზი ჯაფარიძემ, სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია პირდაპირი მნიშვნელობით წიხლქვეშ გაიგდო...;

10 ნოემბერს რაიონის გამგებელი ალქსანდრე ქობალია და გუბერნატორ გოროზიას პირველი მოადგილე ალიკა ახვლედიანი პოლიციის უფროსის გიორგი ნინუას "მსხვერპლი" გახდნენ. ჩხუბში, რომელიც დაახლოებით ღამის 11 საათზე რესტორან "დიარონში" მოხდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. გავლენების გადანაწილებაზე საუბრით დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზარდა ამას, მაშინ "დიარონის" თანამშრომლებიც ადასტურებდნენ;

უფრო ადრე იყო ინციდენტი სამხარეო პროკურატურაში, როდესაც საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ, ურჩ ქვეშევრდომს, ზაზა გოროზიას ყური აუწია და ცხვირ-პირში უთავაზა;

გასულ წელს, საზოგადოებამ კიდევ ერთ მუშტი-კრივის შესახებ შეიტყო: ზუგდიდის გამგებელის კაბინეტში ალექსანდრე ქობალიას და ზაზა გოროზიას შორის მომხდარი კამათი გამგებელითვის თვალის ჩალურჯებით, ხოლო გუბერნატორისთვის თავში ლარნაკის მოხვედრით დასრულდა...

როგორც ხედავთ, ქართველი ჩინოვნიკები ერთმანეთს ვირთაგვებივით ჭამენ. ამ მუტრუკებმა უკვე იგრძნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გვარიანად მომაგრდნენ და გამკითხავი არავინ ჰყავთ. მაშინ, როდესაც ერთმანეთს დაუნდობლად უბრაგუნებენ, ადვილი წარმოსადგენია როგორ მოექცევიან, მოქალაქეს, რომელიც ამ მთავრობით უკმაყოფილოა...
READ MORE - ნასავამ გივი თარგამაძეს "ნაშები" მოუნდა – ინციდენტი სვანეთში

მესტიის ახალ გამგებელს თანამდებობა ერთ თვეში დაატოვებინეს

დანიშვნიდან ზუსტად ერთ თვეში მესტიის გამგებელს, თეზი ჯაფარიძეს თანამდებობა „ნებაყოფლობით“ დაატოვებინეს. უკვე ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად გააკეთა, რადგან ამ თანამდებობაზე ყოფნა მას „რთულად მოეჩვენა“.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 11:48 10-02-2011]
გამგებლის გადადგომისა და მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი მესტიის გამგეობის შენობაში წუხელ გვიან, ღამის 2 საათზე გადაწყდა. საგანგებო შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მესტიის გამგებლის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას შმაგი ნაკანი შეუდგება, რომელიც ამ ფუნქციას ჯაფარიძის დანიშვნამდეც ასრულებდა.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ დაუბრუნდა თეზი ჯაფარიძესთან დაპირისპირებული და მის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული გოროზიას კადრი ნაკანი ყოფილ სამუშაო ადგილს, მაგრამ მესტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შიდასახელისუფლებო დაპირისპირება პიკს სწორედ მაღალმთიან სვანეთში აღწევს. „პრესაგე.ტვ“ თეზი ჯაფარიძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

ბატონო თეზი, თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი რა გახდა?
- არავის გავუთავისუფლებივარ, ჩემი ნებით დავწერე განცხადება და წამოვედი. ძალიან ბევრი საქმე იყო... რთულად მომეჩვენა და წამოვედი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გათავისუფლების მიზეზი გოროზიასთან უთანხმოება გახდა, რომ ის თქვენზე ზეწოლას ახდენდა და ნახევარი მილიონი ლარის „გათეთრებას“ გაიძულებდათ. მართლა არ მოაწერეთ ხელი გოროზიას მიერ წარდგენილ დოკუმენტს?

- არა, საქმე აქამდე არ მისულა ჯერ...
ცოტა ძნელი დასაჯერებელია, თეზი ჯაფარიძე სირთულეებს შეუშინდა და მესტიის გამგებლობა ვერ შეძლოო...

- რა ვიცი აბა, რა გითხრათ... ახალი პროექტები იწყება ახლა საბაგირო გზებზე და მაგას მივხედავ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს...
„პრესაგე.ტვ“ გუბერნატორ ზაზა გოროზიასაც დაუკავშირდა.

ბატონო ზაზა, რა მიზეზით გაათავისუფლეს მესტიის გამგებელი?
- გათავისუფლებით, მე როგორც ვიცი, არავინ გაუთავისუფლებიათ და თუ თვითონ დატოვა თანამდებობა, ამაზე თვითონ უნდა გაგცეთ პასუხი, მე აზრზე არა ვარ. ჩემთან არ ჰქონია მას შეხვედრა და არაფერი ვიცი. მე დღეს გავიგე, რომ განცხადება დაუწერია გუშინ. რატომ არ ვიცი...

ერთ–ერთ მიზეზად თქვენთან უთანხმოება სახელდება. საქმე ერთ–ერთ დოკუმენტსაც ეხება, რომელსაც ჯაფარიძემ ხელი არ მოაწერა. ამაზე რას იტყვით?
- ეს ტყუილია...ის ჩამოვა ალბათ და დამელაპარაკება, თუ რატომ დაწერა განცხადება. მე რატომ მეკითხებით ამას? განცხადებას მე არავინ მაბარებს, საკრებულოში დატოვებდა.

მესტიაში განვითარებულ მოვლენებს „სვანეთისათვის ბრძოლად“ აფასებს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია, რომელიც აცხადებს, რომ „სააკაშვილის მცდელობა, გოროზია–ახალაიას დაპირისპირება გამგებლის თანამდებობაზე მის მიერ შერჩეული კადრის დანიშვნით განემუხტა, კრახით დასრულდა. ცნობილია, რომ ჯაფარიძის დანიშვნას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა როლანდ ახალაია და მას კრიმინალურ წარსულს უხსენებდა.

ჯაფარიძის გოროზიასთან დაპირისპირებაც პირველივე დღიდან დაიწყო, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. შემდეგ, ამას მოჰყვა ჯაფარიძის სასტუმრო „თეთნულდში“ მომხდარი ინციდენტი, როცა ვანო მერაბიშვილის დაცვის წევრებმა გივი თარგამაძე უმოწყალოდ სცემეს და სასტუმროს სარდაფში დაამწყვდიეს.

ასე გაუსწორდნენ იმ თარგამაძეს, რომელსაც ჯაფარიძესთან დაპირისპირება ლევან პირველის გამო ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სვანეთის გაკონტროლების საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვინ, გოროზია თუ ახალაია?“

presage.tv
READ MORE - მესტიის ახალ გამგებელს თანამდებობა ერთ თვეში დაატოვებინეს

აპოლიტიკური მძღოლების პოლიტიკური გადაწყვეტილებები სამეგრელოში

ზუგდიდში შესაძლოა “მძღოლთა ნაციონალური მოძრაობა” ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობა უკვე არსებობს. არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ახლო მომავალში მიკროავტობუსის ან ტაქსის მძღოლი ავტომანქანაში ჩაჯდომამდე “კლიენტს” დეტექტორზე გაატარებს. იღბლიან მგზავრებში კი მხოლოდ “ნაცმოძრაობაზე” აცრილები აღმოჩნდებიან.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 15:24 06-02-2011]
ხუმრობა იქეთ იყოს და, თუ გაიხსენებთ, საქართველოს უახლესი წარსულის პოლიტიკურ ცხოვრებაში მძღოლი ყველაზე აქტუალური ფიგურაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამთავრობო ღონისძიებებზე თუ ოპოზიციის მიტინგებზე აქტივისტების გადაყვანა დიდ საჭიროებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ამ დროს ხელისუფლების დაკვეთით მომუშავე მძღოლები პრობლემების გარეშე გადაადგილდებიან, მაგრამ თუ საქმე ოპოზიციის მხარდამჭერი მგზავრების გადაყვანას უკავშირდება, იქ უკვე შიშის ფაქტორი ჩნდება.

სხვათა შორის, ასეთივე პრობლემის წინაშე იდგა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მაშინდელმა ავტოინსპექციამ წალენჯიხიდან “ვარდების რევოლუციისკენ” მიმავალ “ეკლიან” გზაზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება აუკრძალა. ცნობილი ფაქტია, რომ ამ “ცუღლუტობას” ცოტა ხანში “გაის” უფროსი ფელიქს მამფორია შეეწირა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ასეთი ქმედებისთვის პოლიციის, საპატრულო სამსახურის ან კუდის ხელმძღვანელი დაისაჯოს, მითუმეტეს, როცა შანტაჟის ფაქტის აღიარებას არცერთი მძღოლი არ შეუდგება.

29 იანვარს, ასეთი შანტაჟის მსხვერპლი ზუგდიდელი მძღოლი გია ახალაია გახდა, რომელმაც ყრილობაზე დასასწრებად დედაქალაქში მიმავალი “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის 20–მდე წევრი თბილისის მისადგომებთან, ავტომანქანიდან ჩამოსვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მძღოლის მობილურ ტელეფონზე რამდენიმე ზარი განხორციელდა.

“ქართული პარტიის” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საშა მოლაშხია ამბობს, რომ მიკროავტუბუსის მძღოლს სავარაუდოდ საკუთარი ვაჟი დაემუქრა, რომელიც შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრია.

საშა მოლაშხია: “ზუგდიდიდან დილის 5 საათზე გავედით. თითქმის თბილისამდე გზა უპრობლემოდ გავიარეთ. დიღომში, “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიასთან მძღოლმა მოულოდნელად გამოგვიცხადა, გზას ვეღარ გავაგრძელებ, ჩემს შვილს სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიანო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ტაქსებში გადავჯექით. მითუმეტეს, ყრილობის დაწყებამდე ცოტა დრო რჩებოდა. ეს არის მორიგი ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუ ფიქრობენ, რომ ამ ქმედებით დაგვაშინებენ, შემცდარან. ამით, უფრო მეტად გავძლიერდით და პოლიტიკური ბრძოლის მეტი ჟინიც გაგვიჩნდა, ჩვენი რიგები დღითიდღე ივსება”.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში “პრესაგე.ტვ” მიკროავტობუსის მძღოლს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი დაადასტურა, თუმცა სატელეფონო მუქარის ავტორი არ დაასახელა.

გია ახალაია, მძღოლი: “დამიქირავეს, მაგრამ არ ვიცოდი, რა საქმეზე მიდიოდნენ. მთავრობის წინააღმდეგ არ შემიძლია... არ ვერევი მე პოლიტიკაში, არაა ჩემი საქმე. არ მაწყობდა ეს ხალხი. არ ვიცოდი სად მიდიოდნენ, თორემ თავიდანვე არ ჩავისვამდი მანქანაში... გზაში მაცნობეს, რომ თურმე ოპოზიციონერები მიმყავდა...არ ვიცი, ვინ მირეკავდა...”

“პრესაგე.ტვ”–ის ახალგაზრდა მგზავრებმა მოგვიანებით იმ ტელეფონის ნომერი მიაწოდეს, (877 201 996) რომლის მფლობელმაც მიკროავტობუსის მძღოლს “პოლიტიკური” გადაწყვეტილება მიაღებინა - იგი მართლაც, გია ახალაიას ვაჟი აღმოჩნდა...

presage.tv

READ MORE - აპოლიტიკური მძღოლების პოლიტიკური გადაწყვეტილებები სამეგრელოში

კომე ძ ია

ექსკლუზიური ”ჩახდა” [video]

რუბრიკიდან კომე ძ ია 20:49 02.09.2011 პირდაპირი ჩართვისას კორესპონდენტს მოქალაქემ შარვალი ჩააძრო. სხვადასხვა დროს პირდაპირ ეთერში მომხდარი კურიოზები: პირდაპირ ეთერში ძილი [video]; წამყვანის ჩაცმულობა. ვინ უსმენდა ნეტა ახალ ამბებს?; წარუმატებელი რეპორტაჟი;...




პირდაპირ ეთერში ძილი [video]

23:00 16.08.2011 ძილი — მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით....




ზუგდიდში ლუდის, ღვინის და არაყის გაყიდვა აიკრძალა!

15:00 22.08.2011 სოფელ ანაკლიის გახსნასთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონში "მშრალი კანონი" გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებს უკვე ორი დღეა საგადასახადო და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ლუდის, ღვინის და არაყის გაყიდვა მკაცრად...




ცოცხალი მორიელების შეჭმაში მსოფლიო რეკორდი დამყარდა [video]

19:26 01.09.2011 მორიელები მიეკუთვნებიან ობობასნაირთა კლასის უხერხემლო ცხოველების რიგს, აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის. ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად...




გამარჯობა, მე ვარ ბოზი – ქართული ბლოგების მიმოხილვა

ავტორი დაჩი კვიკვინია18:00 07.08.2011ჩემს მიერ გასულ თვეში მოზადებულ სტატიას სახელწოდებით "ხუთჯერ მომსტ***ეს და რაღაც ეგეთები" ბლოგერების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველებმა კონსერვატორად შემრაცხეს და მსუბუქად რომ ვთქვათ სტატია დაიწუნეს იმ კრიტიკის...




დედოფლისწყაროში ორმა ახალგაზრდამ 18 წლის გოგო სასტიკად ცემა

16:13 30.06.2011დედოფლისწყაროში ორმა ახალგაზრდამ 18 წლის გოგო სასტიკად ცემა.გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თვილისში ყბა-სახის მოტეხილობებით გადმოიყვანა.გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ორი მამაკაცი ფიგურირებს - დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე...




“ზუგდიდში ველოსიპედს ძეგლი რატომ უნდა დაუდგა?”

ავტორი ნინო მაისურაძე16:26 02.06.2011“ქართული პარტიის” ყოფილი წევრი კახა მიქაია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სისხლიან კალოს ცოცხალი გადაურჩა, თუმცა რეზინის ტყვია, წყლის ჭავლი და მხუთავი აირი საკმარისად იგემა ნეკნი გაუტყდა და მარჯვენა ფეხიც...




ჯონდი ბაღათურია დისკოთეკების წინააღმდეგ

00:26 03.07.2011ჯონდი ბაღათურია თინეიჯერების რისხვას შემთხვევით გადაურჩა. ნებისმიერ აქტიურ ახალგაზრდას ჯონდის გამოსვლისთვის თუნდაც ერთი წუთით რომ მოესმინა, დეპუტატი კითხვებზე პასუხის გაცემას ვეღარ აუვიდოდა. არადა გამოსვლა ბაღათურიამ საკმაოდ სერიოზული...




მიხეილ სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს "თავგასიებული" უწოდა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს.გაზიარება [15:54 09-11-2010]"ეს არ არის ჩემი აკვიატება და ახირება, რომ..




გადაწყვეტილია – ირაკლი ოქრუაშვილი თბილიში ჩამოდის! – გეგმა გამჟღავნებულია!

რუბრიკიდან კომე ძ ია00:07 04.08.2011ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ოპოზიციამ ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმებით მისი ორეული დაიქირავა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა საფრანგეთში, ფონტენბლოს ტყეში მდებარე ვილაზე ამზადებენ. გავრცელდა ვიდეო მასალაც სადაც ოქრუაშვილის...




ენრიკე იგლესიასს ბათუმში კოცნისთვის დააჯარიმებენ!

რუბრიკიდან კომე ძ ია23:00 03.08.2011გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენებთ რომ ბათუმში გამართული კონცერტის მსვლელობისას ენრიკე იგლესიასმა სცენაზე აიყვანა ქართველი გოგონა, რომელსაც ჯერ...




შუქი გამორთე, ნაგავს წერს!

ავტორი დიმიტრი მონიავა00:17 04.07.2011 გასულ კვირას ეს ფრაზა თბილისში სინათლის სიჩქარით გავრცელდა. დასუფთავების ძველი, ფიქსირებული მოსაკრებელი (2,5 ლარი ერთ სულ მოსახლეზე) გაუქმდა. ამიერიდან ნაგვის გატანისთვის თითოეული ოჯახი იმის მიხედვით გადაიხდის,...




მთიდან ზღვაში ყვინთვა პრეზიდენტს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა

ავტორი ზურა ბაუჟაძე16:26 22.07.2011მთელმა საქართველომ ნახა თუ როგორ ტკბებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვარიათში სასტუმრო “ნეპტუნი”-ს სიახლოვეს ზღვის სიღრმეების თვალიერებით, მაგრამ არ გახმაურებულა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და...




გამოლეღვებული თაობა?!

ავტორი სალომე ლილუაშვილი17:26 29.07.2011... და იხილა (იესომ) ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“(მთ. 21,19).ვაზი და ლეღვი...




"ხუთჯერ მომსტ***ეს და რაღაც ეგეთები" – ქართული ბლოგების მიმოხილვა

ავტორი დაჩი კვიკვინია15:26 02.07.2011ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი...

READ MORE - კომე ძ ია

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...