[16.07.2009] ლევან გოგიჩაიშვილის საქმე მომავალ კვირაში სასამართლოში გადაიგზავნება. იმაზე, თუ რა წერია საქმის მასალებში, რას ეყრდნობა გამოძიება და რას ამბობს დავით ლეჟავაზე მე-8-ე საპყრობილეში მყოფი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, პრესა.გე გოგიჩაიშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატს, ნათია კორკოტაძეს შეხვდა და ესაუბრა, რომელიც საქმის მასალებს გუშინ გაეცნო.
შეგახსენებთ რომ ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გოგიჩაიშვილს ბრალი ედება 8 ივნისს, წყნეთში ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ, ცივი იარაღის გამოყენებით, ხულიგნური ქვენაგრძნობით დავით ლეჟავას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რა არის საქმის მასალებში ლევან გოგიჩაიშვილის საწინააღმდეგო?
ნათია კორკოტაძე: საქმეში ლევანის საწინააღმდეგო მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია. 60-მდე მოწმეა დაკითხული და ლევანს ხელს პირდაპირ არც ერთი ადებს.
რას ნიშნავს ირიბი მტკიცებულება?
- აი, მაგალითად, ერთ-ერთი მოწმე ჩვენებაში წერს, რომ ახლობელთან სტუმრობისას, დათო ლეჟავას დაჭრასთან დაკავშირებით საუბრობდნენ - მას ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენეს და რომ თითქოს იქ ითქვა, ”ეს გოგიჩას გაკეთებულიაო”. აი, ეს არის ირიბი მტკიცებულება.
რას ამბობენ თვითმხილველები ჩვენებებში?
- თვითმხილველებიდან ლევან გოგიჩაიშვილს ხელს არავინ ადებს. მოგეხსენებათ ამ საქმეზე გიორგი ალხაზიშვილია დაკავებული. მას ბრალად ხულიგნობა (სს კოდექსის 239-ე მუხლი) ედება. დღეს გამომძიებელთან პირადი საუბრისას შევიტყვე, რომ კიტოვანს და ალხაზიშვილს ჩხუბი მოსვლიათ, რაც ხულიგნობაში გადაზარდილა. ალხაზიშვილი თავის ჩვენებაში წერს, იმდენად ნასვამი ვიყავი, ჩხუბის ფაქტიც არ მახსოვს, როგორ მოხდა და რომ გამოვფხიზლდი, ლეჟავას დაჭრის ფაქტი არ დამინახავსო”.
რას წერს დავით ლეჟავა ჩვენებაში?
- ინცინდენტი 8-ში მოხდა და მან ჩვენება 16 ივნისს, საავადმყოფოში ყოფნისას მისცა. წინა დღეს, 15-ში მისი და, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის (სს კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს) დაკავებული იყო, მინიმალური, ორიათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. დათო ლეჟავა 16 ივნისს მიცემულ აღიარებით ჩვენებაში ლევან გოგიჩაიშვილს ხელს ადებს - ”უეცრად დანა ამოიღო და ბარძაყის არეში ჭრილობა მომაყენაო”.
რა თქვა ლეჟავას ჩვენების თაობაზე ლევან გოგიჩაიშვილმა?
- მან თქვა, ”დათო ლეჟავას და დააკავეს და აქედან გამომდინარე, მე რომ ხელი დამადო, ამის გამო შეურაცყოფილი არა ვარ, რადგან მისი ადამიანურად მესმის - დის დაკავებით აიძულეს ჩემთვის ხელი დაედო. მის ადგილას შეიძლება ანალოგიურად მოვქცეულიყავიო”.
გამოძიება მხოლოდ ლეჟავას ჩვენებას ეყრდნობა?
- გამომძიებელმა მითხრა რომ არის მტკიცებულებები მოსმენებისა და ფარული მიყურადებების სახით, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს და რომელთა გაცნობას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ, რას საქმე სასამართლოში გადავა.
რამდენ ხანს შეიძლება ეს პროცესი გაიწელოს?
- გამომძიებელის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ იმ კვირაში დამთავრდება და სასამართლოში გადაიგზავნება. მე როგორც ადვოკატი, დამოუკიდებლად ვაწარმოებ გამოძიებას, რომლის შედეგებზე, სასამართლოს დაწყებამდე საჯარო განცხადებებს ვერ გავაკეთებ.
დავით ლეჟავა სასამართლოზე ხომ არ აპირებს იმის თქმას, რატომ მისცა გამოძიებას გოგიჩაიშვილის საწინააღმდეგო ჩვენება?
- რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ დათო ლეჟავა სასამართლოზე სიმართლეს იტყვის და განმარტავს რის გამო მოხდა მისი აღიარებითი ჩვენების მიცემა.
ინფორმაცია გაქვთ, თუ ამას შინაგანი რწმენით ამბობთ?
- შინაგანი რწმენაც ასეთი მაქვს და პლუს ამას, ინფორმაციაც.

[presa.ge]