ავტორი ილია ჩაჩიბაია
23:55 10.02.2011
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პოლიტიკური პროცესები, მუდმივად ცემა-ტყეპის ფონზე რომ მიმდინარეობს ეს თითოეულ ადგილობრივს მოეხსენება, მაგრამ არავინ იფიქრებდა თუ მესტიაში ჩასული, საქართველოს მთავრობის, მაღალი ეშელონის წარმომადგენლები, ხელქვეითებს მიბაძავდნენ და მუშტიკრივს გააჩაღებდნენ.
რამოდენიმე დღის წინ სვანეთში, სადაც საკურორტო სეზონი თოვლის გარეშე გაიხსნა, ინციდენტი მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გალახეს.
როგორც მესტიიდან გვაცნობეს, სკოლა-ინტერნატში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჩინოვნიკების საპატივცემულოდ სასტუმრო "თეთნულდში" გამართულ ნადიმზე, დაპირისპირების მიზეზი შემთვრალი გივი თარგანაძის მიერ მოთხოვილი "ნაშები" გახდა. უშიშროების კომიტეტის შეფის მოურიდებელ განცხადებას ვანო მერაბიშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მინისტრმა თანაგუნდელს უყვირა: "სად გგონია ბიჭო შენ თავი, ბორდელში თუ სვანეთში?"-ო. საპასუხოდ, გაბრაზებული თარგამაძე მერაბიშვილს აგინებს... ამის შემდეგ ვანოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, უფროსის ბრძანებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გივი ჩაალურჯეს. სიტუაციის განმუხტვას მესტიის ყოფილი გამგებელი თეზი ჯაფარიძე შეეცადა, რომელიც სასტუმრო "თეთნულდის" მეპატრონეა, მაგრამ როგორც ირკვევა უმისამართოდ მოქნეული მუშტი მასაც მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი 150-მდე ადამიანის თვალწინ მოხდა, ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას "თეთნულდში" მომხდარი ცემის ფაქტი უარყო, მაგრამ მესტიაში მერაბიშვილისა და თარგამაძის ვიზიტები დაადასტურა.
ბოლო პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მსგავსი ინციდენტები საგრძნობლად გახშირდა:
8 იანვარს, მესტიის გამგებელმა თეზი ჯაფარიძემ, სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია პირდაპირი მნიშვნელობით წიხლქვეშ გაიგდო...;
10 ნოემბერს რაიონის გამგებელი ალქსანდრე ქობალია და გუბერნატორ გოროზიას პირველი მოადგილე ალიკა ახვლედიანი პოლიციის უფროსის გიორგი ნინუას "მსხვერპლი" გახდნენ. ჩხუბში, რომელიც დაახლოებით ღამის 11 საათზე რესტორან "დიარონში" მოხდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. გავლენების გადანაწილებაზე საუბრით დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზარდა ამას, მაშინ "დიარონის" თანამშრომლებიც ადასტურებდნენ;
უფრო ადრე იყო ინციდენტი სამხარეო პროკურატურაში, როდესაც საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ, ურჩ ქვეშევრდომს, ზაზა გოროზიას ყური აუწია და ცხვირ-პირში უთავაზა;
გასულ წელს, საზოგადოებამ კიდევ ერთ მუშტი-კრივის შესახებ შეიტყო: ზუგდიდის გამგებელის კაბინეტში ალექსანდრე ქობალიას და ზაზა გოროზიას შორის მომხდარი კამათი გამგებელითვის თვალის ჩალურჯებით, ხოლო გუბერნატორისთვის თავში ლარნაკის მოხვედრით დასრულდა...
როგორც ხედავთ, ქართველი ჩინოვნიკები ერთმანეთს ვირთაგვებივით ჭამენ. ამ მუტრუკებმა უკვე იგრძნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გვარიანად მომაგრდნენ და გამკითხავი არავინ ჰყავთ. მაშინ, როდესაც ერთმანეთს დაუნდობლად უბრაგუნებენ, ადვილი წარმოსადგენია როგორ მოექცევიან, მოქალაქეს, რომელიც ამ მთავრობით უკმაყოფილოა...