საქართველო-სომხეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო უწყება არ ადასტურებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურში განუცხადეს, ქართველ და სომეხ მესაზღვრეებს შორის ინციდენტზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არასწორია, ასევე, ინფორმაცია, თითქოს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი ზაზა გოგავა შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
ინციდენტის შესახებ დღეს სომხური და აზერბაიჯანული სააგენტოები იუწყებოდნენ.
მათი ცნობით, საზღვარზე სომხური მხარე ცდილობდა სასაზღვრო ბოძების დადგმას, თუმცა ისინი ქართული მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ. უფრო მეტიც, საზღვრის მახლობლად ქართული სამხედრო ნაწილიც გამოჩნდა.

- ”სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელი პირები მივიდნენ. მოგვიანებით ინციდენტი განიმუხტა”,-იუწყებიან სომხური და აზერბაიჯანული სააგენტოები.
[ინტერპრესნიუსი]