ავტორი ნინო მიქიაშვილი
21:58 26.01.2016
იხილება საქმე გამართლებულების: მამა იოთამ ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის, - ასე დაიწყო დღევანდელი პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოს N10 დარბაზში სხდომის მდივანმა.
საქმე ისაა, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ზემოხსენებული ადამიანები გაამართლა თბილისის საქალაქო სასამართლოსმოსამართლე დავით მგელიაშვილმა. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დღეს იყო პირველი სხდომა. ეს რამდენიმე წამიანი კადრი პროცესის დასრულების შემდეგ გადავიღე.21:58 26.01.2016
იხილება საქმე გამართლებულების: მამა იოთამ ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის, - ასე დაიწყო დღევანდელი პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოს N10 დარბაზში სხდომის მდივანმა.
დარბაზში ჩვენთან ერთად იჯდა ადვოკატი თამილა ქუთათელაძე და უსმენდა პროკურორ გოჩა ქორაიას, რომელიც ზუსტად ნახევარი საათი სხაპასხუპით საუბრობდა და უმტკიცებდა სააპელაციოს მოსამართლე მარინა ხოლოაშვილს, რომ დავით მგელიაშვილი არასწორად მოიქცა, როცა მამა იოთამი და მასთან ერთად ბრალდებული სამი საერო პირი გაამართლა.
პროკურორი ქორაია ძალიან ხშირად ახსენებდა უმციროსობებს. ამ სასამართლო დავას, რომელიც მესამე წელია გრძელდება, თამილა ქუთათელაძე პირველად დაესწრო. გაოცებული კითხულობდა, პროკურორი უმცირესობებს ასე ხშირად, რომ ახსენებს, რატომ მკაფიოდ არ ამბობს ვისზეა საუბარი, რისი რცხვერნიაო.
მოსამართლემ სხდომა დახურულად რომ გამოცხადა, ეს კითხვა თამილა ქუთათელაძემ პროკურორს დაუსვა. ამ დროს მოვასწარი რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრის გადაღება.
მამა იოთამის და მასთან ერთად ბრალდებულის სამი საერო პირის ინტერესებს იცავენ: გელა ნიკოლაიშვილი, გია ტაბლიაშვილი, ლელა შავიძე და გიორგი ჭალიძე.
დღეს პროკურორმა ვერ მოასწრო შესავალი სიტყვის დასრულება, მაგრამ მონიშნა ის ადგილი სადაც გაჩერდა. 17 მაისის ამბების თხრობას ის 2016 წლის 23 თებერვალს გააგრძელებს. სწორედ ამ დღეს, 15:30 წუთზე გაგრძელდება გაგრძელდება საქმის განხილვა.