04:15 20.12.2011
საახალწლოდ მოირთვება ცენტრალური მოედნის, ბულვარის მიმდებარე ტერიტორია და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის, ადამურ არქანიას თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოცხადებული აქვს ტენდერი საახალწლო საჩუქრების ჩასადები ჩანთებისა და მაგიდის კალენდრების შესყიდვაზე.
– „თანხა13 ათას 375 ლარი, სოციალური დახმარების და კულტურული ღონისძიებების მუხლიდან გამოიყო, რადგან საჩუქრები მიუსაფარი ბავშვბისთვის არის განკუთვნილი. ტენდერი გამოცხადდება საჩუქრების შესყიდვაზეც “, - განაცხადა არქანიამ.
საახალწლო კონცერტისთვის კი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
| tspress.ge |
