მსახიობი შორენა ბეგაშვილი, უახლოეს მომავალში ფართო აუდიტორიის წინაშე, ჟურნალისტის ამპლუაში წარსდგება. ჩვენთან საუბრისას, არ აკონკრეტებს ტელეარხს, რომლის ეკრანზეც ის და მისი გადაცემა გამოჩნდება, თუმცა ღიად საუბრობს თავის სურვილებსა და გეგმებზე. მსახიობი არც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებს თვალს და არც საყვარელი პოლიტიკოსი ჰყავს.
გაზიარება
[შორენა გოგოლაძე. 21:57 21-02-2011]
მოკლედ, ჯერ ქართულ ჟურნალისტიკას და მერე ქართულ პოლიტიკას ბეგაშვილიღა აკლია. არ ამბობს, მაგრამ ეტყობა შორენა ჩიჩოლინას ნაკვალევზე აპირებს სიარულს. ასე რომ, არ გაგვიკვირდება, მომავალ არჩევნებამდე, რომელიმე პარტიის სახელით, თბილისის ქუჩებში ტიტლიკანა ბეგაშვილი დავინახოთ, ბუკლეტებით ხელში. ვიდრე, შორენას ამბიციებს წავულეკივართ, თავად მისგან გავიგოთ, კიდევ რას აპირებს ქართული სექსის მთლად “დედა” თუ არა, “ბიცოლა” მაინც. ,,პრესა.ჯი’’ შორენა ბეგაშვილს ესაუბრა.
რას საქმიანობს ამჟამად შორენა ბეგაშვილი?
– ახალ პროექტებზე ვმუშაობ, არის როგორც სამსახიობო როლები, ასევე მაქვს ახალი სატელევიზიო პროექტი.
რას გულისხმობს სატელევიზიო პროპექტი და რომელ არხზე იხილავს უახლოეს მომავალში საზოგადოება შორენა ბეგაშვილს?
– მე ვიქნები ჟურნალისტი ერთ-ერთ არხზე. ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ გეგმაშია ახალი გადაცემა წავიყვანო. თემატურად ვერ განვიხილავ ამ საკითხს, ვინაიდან ჯერ მხოლოს იდეისა და მცირე სამუშაოს დონეზეა ეს ყველაფერი.
როდისთვის წარსდგებით ფართო აუდიტორიის წინაშე, უკვე ჟურნალისტის ამპლუაში?
– უახლოეს მომავალში. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო ახალი გადაცემის შესაქმნელად. ჩვენ სწორედ ახლა, ამ მუშაობის პროცესში ვართ.
რა პროფილის იქნება ეს გადაცემა, ხომ არ შეცვლის შენს იმიჯს?
– თემატურად შეცვლილია და არ გავს ,,ღამე შორენასთან’’-ს. განსხვავებული შინარსისა და სტილის გადაცემა იქნება.
პოლიტიკას ხომ არ უკავშირდება?
– არა პოლიტიკას არა, თუმცა არც ისეთ თემებს, რაც სექსს ეხება. ეს უფრო რეალისტური და აქტუალური გადაცემა იქნება.
გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ შესაძლოა ერთ დღეს, შორენა ბეგაშვილი გახდეს პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი?
– რატომაც არა? დიდი სიამოვნებით. ჩემი ახალი გადაცემა, უკვე მეორე მცდელობაა ჟურნალისტიკაში აქტიურად ჩართვისა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟურნალისტები ხშირად პროფილს იცვლიან, არაა გამორიცხული პოლიტიკური თოქ-შოუც წავიყვანო ოდესმე. გარდა ამისა, მე ვარ მსახიობი და რასაც დამიკვეთავენ, იმას ვასრულებ. დაკვეთაში ვგულისხმობ ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და პროდიუსერებს. თუნდაც გადაცემა სექსზე, ჩემი ერთ-ერთი როლი იყო. უნებრივია, ვერ ითამაშებ, როცა პოლიტიკურ გადაცემას წაიყვან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთებასაც მოვახერხებ.
ქართულ პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებ თვალს?
– აქტიურად არა, თუმცა საინფორმაციო გამოშვებას იშვიათად მაინც ვუყურებ.
თუ გყავს საყვარელი პოლიტიკოსი მამაკაცი საქართველოში?
– არა, ასე გამორჩეულად არავინ მყავს. არ ვარ ჩართული ამ პროცესებში და ამიტომ მათ ნაკლებად ვიცნობ. რომ ვიყო პოლიტიკის აქტიური გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, მეც მეყოლებოდა ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსი.
ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სწორედ ხელოვანი ქალები მიდიან პოლიტიკაში, ხომ არ არის მოსალოდნელი მომავალში შორენა ბეგაშვილი პოლიტიკოსის სტატუსით ვიხილოთ?
– გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არა.
ძალიან აქტუალურია თქვენი დაქორწინების საკითხი, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას?
– ვერც კის გეტყვით და ვერც არას. იმდენად უმართავია ჩემი ცხოვრება, რომ ზუსტად გათვლილი არაფერი მაქვს. არც გათხოვების საკითხია დაგეგმილი.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი რჩეული მამაკაცი, არის ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს...
– უკრაინელი გახდა? რა, უკრაინელი არ არის. პირადზე არ მიყვარს კომენტარები.
არის თუ არ თქვენი მომავალი მეუღლე ქართველი?
– მთავარია რომ შემიყვარდა, ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ არა. ამას მე ყველაზე ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. მთავარია, რომ მასზე შეყვარებული ვარ.
presa.ge