17:19 25.02.2011
მეცნიერებმა შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, გაარკვიეს, რომ ორალური სექსი ყელის კიბოს ძირითადი მიზეზია. მათი მონაცემებით, ორალურ სექსს ისეთივე რისკები სდევს, როგორც ვაგინალურ სექსს, მათ შორის, პაპილომის ვირუსი.
დღეისათვის ამ ვირუსის გადაცემა ორალური სექსის გზით 50 წლის ამერიკელების ყელისა და ხორხის კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ პაპილომის ვირუსის ინფექცია, რომელიც დაუცავი სექსისას ვრცელდება, უკანასკნელ ათწლეულებში უკვე თამბაქოსაც უსწრებს პოტენციური მომაკვდინებელი კიბოს დაავადებების თვალსაზრისით.
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 1974 წლიდან 2007 წლამდე ორალური სექსის შემთხვევები 25%–ით არის გაზრდილი ძირითადად თეთრ მამაკაცებში, ― აცხადებს ოჰაიოს შტატის კოლუმბუსის უნივერსიტეტის პროფესორი მაურა გილისონი, რომელიც პაპილომა–ვირუსისა და კიბოს კვლევებით უკანასკნელი 15 წელია დაკავებული.
ვაშინგტონში, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაციის სხდომაზე გამოსვლისას გილისონმა განაცხადა: „მთავარი ფაქტორია პარტნიორთა რაოდენობა, რომლებთანაც ადამიანს ორალური სექსი ჰქონდა. პარტნიორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად რისკიც იზრდება“.
პაპილომა–ვირუსის გავრცელებას ადრე თამბაქოსა და ალკოჰოლს უკავშირებდნენ, მაგრამ გილისონი მიიჩნევს, რომ ორალური სექსი გაცილებით უფრო სარისკოა, ვიდრე ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება. პაპილომა–ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს 70%–ის გამომწვევია. 2008 წლიდან ამ ვირუსზე ვაქცინაცია მხოლოდ 12–13 წლის გოგონებს უტარდებათ.
გილისონი აცხადებს, რომ ბიჭები ასევე რისკის ქვეშ არიან. იგი დარწმუნებულია, რომ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ბიჭებსაც უნდა ჩაუტარდეთ.
პაპილომა–ვირუსი დნმ–ს ვირუსს წარმოადგენს, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსს ასნებოვნებს. დღეისათვის ამგვარი ვირუსის 100 ტიპია გამოვლენილი. პაპილომა–ვირუსის 30–40 ტიპი სქესობრივი გზით გადადის და არაჯანსაღი სექსუალური პრაქტიკის შედეგია, რომელსაც სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა და მოზარდთა ადრეული სექსი განაპირობებს.
tribuna.ge