აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას და ნანული ვახანია 27 დღიანი შიმშილობის შემდეგ რამოდენიმე წუთის წინ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 22:11 10-07-2010]
თითქმის ერთი თვის წინ ევროსაბჭოს მისიის შენობასთან, ნანული ვახანიამ შიმშილობის აქცია დაიწყო. ის პოლიტპატიმრად ცნობილი ვლადიმერ ვახანიას გათავისუფლებას ითხოვდა.
ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამოდენიმე წუთის წინ მკვეთრად გაუარესდა. გონდაკარგული მოშიმშილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება 033–ის ეკიპაჟმა მიიღო...
ამ დროისათვის არამიანცში იმყოფებიან ვახანიების ახლობლები და ადვოკატი ლალი აფციაური. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საავადმყოფოში მნიშვნელოვანი ინციდენტიც მოხდა... „ღია ბოქლომი“ აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. დაზუსტებულ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით.
შეგახსენებთ, რომ პარტია "მთლიანი საქართველოს" ლიდერი ვლადიმერ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრებიას და მოწმეების მტკიცებით კი, ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს...
მსგავსი სტატიები:
- ვლადიმერ ვახანიას დამ შიმშილობა დაიწყო
- ვახანიას პატიმრობის ვადა ექვსი თვით შეუმცირეს
- ზვიად ძიძიგური: ვლადიმერ ვახანიას საქმე ძალიან ცუდადაა შეკერილი [video]
- სერგეი კოვალიოვს სააკაშვილის კაბინეტიდან „უბორშიცა“ პასუხობდა [video]
- საქართველოში კიდევ ერთი ახალი პარტია დაფუძნდა[video]
- უკანონობის ზეიმი – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...
- სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელით[video]
- ვითხოვთ ვახანიას, ჯიქიას, ქვარაიას, წურწუმიას და ქებურიას განთავისუფლებას!
- დღეს სააპელაციო სასამართლო პოლიტპატიმარ ვახანიას საქმეს განიხილავს
- ვლადიმერ ვახანიას პროცესზე მოწმე დააკავეს... [video]
- აკადემიკოს ვახანიას სიცოცხლე საფრთხეშია