პრივილეგიები გარემოს განადგურებისა და საყდრისის აფეთქების სანაცვლოდ

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "საქართველოს რესპუბლიკა"
20:42 14.02.2015
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში, კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ უკანონოდ აშენებული გროვული გამოტუტვის უბნის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა წელიწადნახევარია ვერ დაითვალა. ამის შესახებ სამინისტროდან მიღებულ წერილშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტიდან შევიტყვე, რომ კომპანია „არემჯი გოლდის“ ჯარიმების სიას 10 000-ლარიანი ჯარიმაც შეემატა, ჩემს მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვის გამო - აღმოჩნდა, რომ აბულმუგის ხეობაში გაშლილ გამოსატუტ მოედნებზე წიაღისეულის გადამუშავება დაწყებული ჰქონდათ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლად. ანუ, გამოსატუტი მოედნები უკანონოდ ააშენეს და მოგვიანებით, წიაღისეულის გადამუშავებაც აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით დაიწყეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან 2014 წლის 31 დეკემბერს გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია. დავინტერესდი რამდენი ლარის ზიანი მიადგა გარემოს, კომპანია „არემჯი გოლდის“ საქმიანობის გამო და ასევე, რა შედეგი მოჰყვა ჩემს მიერ 2014 წლის 22 ივნისს გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე განხორციელებულ სატელეფონო შეტყობინებას, რაც უკავშირდებოდა აბულმუგის ისტორიულ ხეობაში კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ წიაღისეულის გადამუშავების მიზნით დაწყებულ საქმიანობას.

სამინისტროდან მიღებულ პასუხში, რომელიც 2015 წლის 14 იანვრითაა დათარიღებული და რომელიც ჩამბარდა 20 იანვარს, საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი წერს:

„ქალბატონო ნინო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2014 წლის 31 დეკემბერს შემოსული N20665 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის 26-29 ნოემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოვლენილ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტში დაბა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „არემჯი გოლდის“ მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მშენებლობის ფაქტი. „არემჯი გოლდის“ მიერ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში მიწების დაბინძურებასა და დეგრადაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება და შედეგები გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ზუსტდება“.

რა მოხდა 2014 წლის 22 ივნისს, ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. მანამდე, ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგითხრობთ იმ უკანონო ქმედებებზე, რასაც კერძო კომპანია „არემჯი გოლდი“ ახორციელებს.

გამოსატუტი მოედნები ნებართვის გარეშე მოაწყვეს

2013 წლის 26-29 ნოემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვით, საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში დაიწყეს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის, იგივე გამოსატუტი მოედნების მშენებლობა. ეს საკითხი დეპარტამენტმა შეისწავლა და დაადგინა, რომ „არემჯი გოლდმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესები, მოთხოვნები დაარღვია და გამოსატუტი მოედნები შესაბამისი ნებართვის გარეშე მოაწყო:

„მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ტერიტორიაზე ზოგადი დათვალიერების შედეგად დაფისქირდა, რომ მოწყობილია გამოსატუტი მოედანი და 4 აუზი. პარალელურად მიმდინარეობდა მე-5 აუზის მოწყობა და მადნის სამსხვრევი საამქროს მონტაჟი. საწარმოო უბნის მიმდებარედ დაფიქსირდა ორი სანაყარო (მოხსნილი ნიადაგის, ნაშალი გრუნტის და სამშენებლო ნარჩენის), ბეტონის ამრევი საამქრო და საამქრომდე კვირაცხოვლის ხევიდან წყალაღების ფაქტი“.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მასალები რეაგირებისთვის გადაუგზავნა მშენებლობის ნებართვის გამცემებს - დმანისისა და ბოლნისის გამგეობებს და ასევე უფლებამოსილ სასამართლოს, რომელმაც „არემჯი გოლდი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი დაადო, მაგრამ „არემჯიმ“ ეს არაფრად ჩააგდო და მოქმედება ჩვეულ სტილში გააგრძელა, რასაც ყოველ ჯერზე, ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაქცია მოსდევს ხოლმე.

2014 წლის 3 აპრილს გარემოს დაცვის მინისტრმა Nი-193 ბრძანებით დაამტკიცა იმავე დღით დათარიღებული N15 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლოატაციაზე. ამ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე „არემჯის“ დაევალა დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების შესრულება. ამავე დასკვნაში წერია, რომ „არემჯი“ ვალდებული იყო გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად განხორციელებულიყო ზედაპირული წყლების, მიწისქვეშა წყლების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, ნიადაგის ხარისხის და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების მონიტორინგი. ეს საკითხი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონტროლზე აიყვანა - ვალდებულების შესრულებას დროდადრო ამოწმებდნენ.

ერთ-ერთი ამგვარი შემოწმებისას, 2014 წლის 11 ივნისს, დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურმა აბულმუგის ისტორიულ ხეობაში გროვული გამოტუტვის მოედანი დაათვალიერა და აქტში დააფიქსირა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

წიაღისეულის გადამუშავება ვალდებულებების უგულებელყოფით დაიწყეს

2014 წლის 22 ივნისს, შუადღეს, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად მიმდინარე კარვების აქციიდან ირაკლი მაისურაძესთან ერთად გავედი აბულმუგის ისტორიული ხეობის დასათვალიერებლად, სადაც არაერთი ისტორიული ძეგლია. ამ ხეობაში ვნახეთ, რომ მადნის სამსხვრევ წისქვილს ამუშავებდნენ და დაფქულ მადანს იქვე, გამოსატუტ მოედნებზე ყრიდნენ. ამ ნაამბობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა შემაღლებული ადგილიდან გადავიღე. აშკარა იყო, რომ წიაღისეულის გადამუშავება დაწყებული ჰქონდათ, დასახლებული პუნქტიდან, კერძოდ, სოფელ ბალიჭიდან 650 მეტრის დაშორებით. გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153-ზე დავრეკე. სამინისტროს წარმომადგენლები, კერძოდ, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები დაახლოებით საათნახევარში მოვიდნენ. მათ მითხრეს, რომ უნდოდათ გამოსატუტი მოედნები მათთან ერთად დამეთვალიერებინა და ოქმზე ხელი მომეწერა, რადგან ცხელ ხაზზე სწორედ მე მქონდა დარეკილი.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გამოსატუტი მოედნების დათვალიერების საშუალება არ მომცა „არემჯი გოლდის“ უსაფრთხოების სამსახურმა. იქიდან გამოსვლის შემდეგ დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ არაფერი უთქვამს. ჩვენ კარვებში დავბრუნდით. რა მოხდა მაშინ, ეს მოგვიანებით, 2015 წლის 20 იანვარს, სამინისტროდან მიღებული წერილიდან შევიტყვე:

„გაცნობებთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის თამაშრომლების მიერ, განხორციელებულ იქნა ინსპექტირება და დადგინდა, რომ „არემჯი გოლდის“ მიერ შესრულებული არ იყო დმანისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით (საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლოატაცია), 2014 წლის 03 აპრილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული N15 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულება. ინსპექტირების მასალების საფუძველზე, „არემჯი გოლდის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ორი ოქმი და დმანისის მაგისტრატი სასამართლოს მიერ „არემჯი გოლდს“ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 5 000- 5 000 ლარის ოდენობით“.

სამინისტროდან მიღებულ პასუხს თან ახლავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგენილი ორი ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გამოსატუტი მოედნების ფოტოგადაღების საშუალება არ მისცეს და არც სამართალდარღვევის ოქმზე მოუწერეს ხელი.

გარემოს დაცვის სამინისტრომ მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა

„არემჯი გოლდის“ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ამსახველი კიდევ ერთი ფაქტი -2014 წლის 27 თებერვალს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაბა კაზრეთში წყლის დაბინძურების და თევზის მასობრივი განადგურების ფაქტი დააფიქსირა. შესაბამისი სინჯები აიღეს. „არემჯის“ კუთვნილი საწარმოს ტერიტორია შემოწმდა. დადგინდა, რომ 5 000 მ3 მოცულობის ე.წ. შემასქელებელი რეზერვუარიდან მოხდა მჟავე კარიერული წყლის ჩაღვრა მდინარე კაზრეთულაში. ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშეს და დაადგინეს, რომ ეს იყო 1 078 187, 96 ლარი (მილიონ სამოცდათვრამეტიათას ასოთხმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი). ვინაიდან აღნიშნული შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, 2014 წლის 21 მარტს N05-04/1053 წერილით მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

ამასთან, 2014 წლის 21 მარტს „არემჯი კუპერთან“ მიმართებაში ოქმი შედგა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ და მასალები რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. ამჯერად, საწარმოზე გაცემული 2009 წლის 30 იანვრის N13 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობები დარღვეული აღმოჩნდა. „არემჯი კუპერი“ სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

სასჯელის ნაცვლად პრივილეგიები მიიღეს

საყდრისის მახლობლად, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში, „არემჯი გოლდის“ მიერ მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მშენებლობის და ღია სამთო სამუშაოების დროს განხორციელებული ბურღვა-ფეთქებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესწავლის მიზნით, სოფელ ბალიჭის მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრსა და გარემოს დაცვის მინისტრს სახელმწიფო კომისიის შექმნა წერილობით მოსთხოვა. რადგან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ, როგორც მიწისქვეშა, ასევე ღია სამთო სამუშაოებზე სახელმწიფო კონტროლს და +ზედამხედველობას (ტექნიკურ ინსპექტირებას) ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ბალიჭელების წერილი აღნიშნულ სააგენტოში გადაგზავნეს.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგები ასახულია 2014 წლის 22 მაისით დათარიღებულ წერილში. სააგენტოს ხელმძღვანელი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს წერს:

„ჩატარდა მოპოვების პროცესის ერთი დღის სრული ციკლის შემოწმება, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში (დაბურღვა, ფეთქებადი მასალით ჭაბურღილების დამუხტვა, აფეთქება, წმედითი სამუშაოების შესრულება, ტრანსპორტირება და სხვა). გაცნობებთ, რომ შემოწმებით გამოვლინდა დარღვევების რიგი. კერძოდ, არ არის შედგენილი და დამტკიცებული საბადოს ამოშრობის სპეციალური პროექტი; კარიერი არ არის უზრუნველყოფილი წყალამოსაღვრელი მოწყობილობით; საწარმომ ვერ წარმოადგინა ფუჭი ქანების სანაყაროების პროექტი. შესაბამისად ვერ მოხერხდა მათი შეფასება. აღნიშნული დარღვევა აისახა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. საწარმოს დარღვევების აღმოფხვრისთვის მიეცა გონივრული ვადები და განხილვის პროცესშია საწარმოს პასუხისმგებლობა, დაშვებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

რაც შეეხება აფეთქებით გამოწვეულ სეისმურ ზემოქმედებას, კარიერის მახლობლად არსებულ ობიექტებზე (გროვული გამოტუტვის მოედანზე, სოფელ ბალიჭის მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე), გაცნობებთ, რომ ჩვენი თანდასწრებით განხორციელებული (ნებართვით გათვალისწინებული რაოდენობის ფერადი მასალის გამოყენებით) აფეთქებისას, დაუშვებელ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია“.

მიუხედავად ამ სტატიაში ასახული კანონდარღვევებისა, „არემჯი გოლდი“ აბულმუგის ისტორიულ ხეობაში თავის საქმიანობას უპრებლემოდ აგრძელებს, მძლავრი აფეთქებების თანხლებით. უკანასკნელად ამგვარი აფეთქება აბულმუგის ისტორიულ ხეობაში, კვირაცხოვლის ქედზე 2015 წლის 12 იანვარს განახორციელეს, რა დროსაც სოფელ ბალიჭში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ადგილობრივების განმარტებით, 12 იანვრის აფეთქებამ მათში პანიკა გამოიწვია, რადგან მანამდე ამგვარი მძლავრი აფეთქება არასდროს მომხდარა. ერთი თვით ადრე, 2014 წლის 13 დეკემბერს ორი მძლავრი აფეთქება მოხდა საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროში. ააფეთქეს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა, რა დროსაც სოფელ ბალიჭსა და დაბა კაზრეთში საცხოვრებელი სახლების მინები ჩაიმსხვრა და ერთ ოჯახში ჭერიდან ჭაღი ჩამოვარდა.

კულტურული მემკვიდრეობის აფეთქების, გარემოს დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო საქართველოს ხელისუფლებამ „არემჯი გოლდს“ სათანადო სასჯელის ნაცვლად თავზე ხელი გადაუსვა და წიაღითსარგებლობის ლიცენზია ხუთი წლით გაუგრძელა. 29 იანვარს კი შესაბამისი დადგენილებით ტყე-კაფვის წუთწლიანი უფლებაც მისცა.



გამოქვეყნებულია 2015 წლის 11 თებერვალს.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...