“როინ შავაძის მკვლელობის საქმის გახსნასაც დავით ჯანდიერი აფერხებს“


ავტორი ნინო მიქიაშვილი
19:34 06.09.2013
პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იგივე კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია; აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თენგიზ პატარიძე და ეგრეთ წოდებული ელიტარული სპეცრაზმის თანამშრომლები. ამ და სხვა სიახლეების შესახებ შავაძეების ოჯახის ადვოკატთან რამინ პაპიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც წინა წლებში სასამართლოზე დაკისრებული ჯარიმების გადახდა მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც მან იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე დავით ჯანდიერს აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსის მფარველობაში ბრალი დასდო. რა პასუხი გასცა ჩემს კითხვას დავით ჯანდიერმა, ამას წარმოდგენილ მასალაში გაეცნობით.

სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავის, ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოებული როინ შავაძის მკვლელობიდან ხუთი წლის თავზე, მისი ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატი აცხადებს, რომ შავაძის მკვლელების დასჯის ნება არ არსებობს. საქმის გახსნის შეფერხებას რამინ პაპიძე დავით ჯანდიერს უკავშირებს, რომელიც აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსის თენგიზ პატარიძის ცოლიძმაა. ადვოკატის განმარტებით, როინ შავაძის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციას თემურ პატარიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც დასჯისგან ახლა დავით ჯანდიერი იფარავს და როინ შავაძის მკვლელობის საქმის გახსნასაც აფერხებს.

იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ჯანდიერს სოციალური ქსელის საშუალებით 2 სექტემბერს, პირად ფოსტაში ასეთი შინაარსის შეტყობინება გავუგზავნე - “გამარჯობათ ბატონო დავით. როინ შავაძის მკვლელობაზე მორიგ სტატიას ვამზადებ და სასურველია, თუ თქვენი კომენტარიც მექნება. გთხოვთ, მიპასუხოთ, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თენგიზ პატარიძე თქვენი დის ქმარია თუ არა? როინ შავაძის უფლებების დამცველი ადვოკატი აცხადებს, რომ პატარიძე ხელმძღვანელობდა შავაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას და რომ პატარიძეს თქვენ მფარველობთ, რის გამოც შავაძის მკვლელობის საქმის გახსნა ფერხდება“. დავით ჯანდიერმა პასუხი არ მომწერა. 3 სექტემბერს იგივე შინაარსის გზავნილი იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურსაც გავუგზავნე. 6-ში კი ასეთი პასუხი მივიღე - “დავით ჯანდიერი არ თვლის საჭიროდ, კომენტარი გააკეთოს ამ თემაზე. ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პროკურატურის პრესსამსახურს, რომ გაირკვეს, ხდება თუ არა გამოძიება და თუ არ ხდება, რატომ“.

როინ შავაძის ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატის რამინ პაპიძის პასუხები ჩემს კითხვებზე ასეთია:

რა სიახლეებია როინ შავაძის მკვლელობის საქმეში?
რამინ პაპიძე: 120-მდე ადამიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. ბევრი მათგანი ადასტურებს, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში, ეგრეთ წოდებული ოქროს ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე როინ შავაძე არ გაუჩხრეკიათ, არც ოქმი შეუდგენიათ; მას თავს დაესხნენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების კონდახებითა და წიხლებით დაახლოებით სამი წუთი სცემდნენ; შემდეგ მანქანაში შეაგდეს და იქაურობას გაეცალნენ.

მოწმეთა ჩვენებებში მნიშვნელოვანი წინააღმდეგოგებია - სააკაშვილის რეჟიმის დროს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც სოფელ ქაქუთის ხიდთან იდგნენ, განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლიდან ხუთ, მაქსიმუმ შვიდ წუთში მივიდნენ, სადაც 3 ავტომანქანა დახვდათ. სპეცრაზმელები ირწმუნებიან, რომ ისინი ორი მანქანით იყვნენ. ქობულეთელმა პოლიციელებმა დამატებით დაკითხვისას იგივე დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილას სამი მანქანა დახვდათ და რომ სხვებთან ერთად იქ თემურ პატარიძე იყო. სპეცრაზმელებმა კვლავ გაიმეორეს ორი მანქანით ვიყავით და იქ პატარიძე არ ყოფილაო.

ვინ არის თემურ პატარიძე?
-აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი, ადამიანი რომელმაც აჭარა გაძარცვა. უშუალოდ ის ხელმძღვანელობდა როინ შავაძის აყვანის ოპერაციას. მოწმის სტატუსით დაკითხვის დროს თემურ პატარიძე ქაქუთში ყოფნას უარყოფს. გამოძიებას კი გადამოწმებული და ამოღებული აქვს პატარიძის მობილური ტელეფონიდან შემავალ-გამავალი ზარები, რითაც გამოიკვეთა, რომ გასროლის მომენტში მის მობილურ ტელეფონს მომსახურებას უწევდა ქაქუთში მდებარე ანძა. ანუ გაბათილებულია სპეცრაზმელების და თავად პატარიძის მტკიცება, რომ გასროლის მომენტში ქაქუთში არ ყოფილა. მოწმის სტატუსით დაკითხული პატარიძე ირწმუნება, ბათუმში გახლდით და შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივედი, რაც გავიგე, რომ სპეცრაზმელებს შავაძე გაქცევის მცდელობისას შეამოკვდათო.

სპეცრაზმელები ამბობენ, რომ შემოაკვდათ ადამიანი, რომლის სხეულზე ცხადად ჩანდა წამების შედეგად მიყენებული მრავლობითი დაზიანებები?!
-დიახ, ასეა. სპეცრაზმელები ამბობენ, რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მანქანა გაუჩერეს, რა დროსაც, ერთ-ერთ სპეცრაზმელს იარაღი წაართვა და გაქცევა სცადა. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდით, რა დროსაც შემოგვაკვდაო, - ასეთი ჩვენებები მისცეს.

რეალურად რა მოხდა?
-რა მოხდა და ჯერ აწამეს, შემდეგ ესროლეს. ამ დროს თემურ პატარიძეც იქ იყო და როინ შავაძის მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა. ჩვენებებში სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობებიც არის, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.

შავაძის მკვლელობაში თბილისელი სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ თუ ბათუმლები?
-ოპერაციაში აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მონაწილობდნენ, რომლებიც თბილისიდან მიღებული დავალებით მოქმედებდნენ. თემურ პატარიძე თავის ჩვენებაში ამბობს, შავაძე თბილისში მერაბიშვილის დავალებით გადაგვყავდა, მაგრამ ამის მიზეზი რა იყო, ეს არ ვიციო.

კიდევ ვინ გამოიკვეთა როინ შავაძის მკვლელობის საქმეში?
-ქაქუთში მომხდარ გასროლას ემთხვევა შემთხვევის ადგილზე მყოფი თემურ პატარიძის ტელეფონიდან დათა ახალაიას ტელეფონზე განხორციელებული გამავალი ზარი.

დაკითხულია თუ არა გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად მაიმუნა, რომელმაც შავაძე მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სახლიდან კუდ-ის შენობაში წაიყვანა და ნახევარ საათში უკან დააბრუნა?
-ჩიქოვანი 2008 წლის აგვისტოში დაკითხეს, მაგრამ ჩვენება ხელმეორედ ვერ ჩამოართვეს, რადგან მან საქართველო ჯერკიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე დატოვა და ახლა მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენენ.

გამოკვეთა გამოძიებამ მკვლელობის მოტივი?
-გამოძიებას მკვლელობის მოტივი ოფიციალურად არ დაუდგენია, მაგრამ ეს დამნაშავეების დასჯითვის ხელის შემშლელი ვერ იქნება.

ჩატარებულია თუ არა საქმის გამოძებისთვის აუცილებელი ექსპერტიზები?
-პროკურატურა აქამდე ჩატარებულ ექსპერტიზების დასკვნებს ეყრდნობა, სადაც მითითებულია, რომ შავაძის ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებებიც ჰქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ სპეცრაზმელებს ბრალი წამებაშიც შეიძლება წარუდგინონ. თან მათ ცრუ ჩვენება აქვთ მიცემული, რომ თითქოს დაკავებისას ჩხრეკა ჩატარდა, რომ გამომძიებელი იქ იყო. ამას ემატება ისიც, რომ სპეცრაზმელებმა როინ შავაძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ეს კი ნიშნავს, რომ სპეცრაზმელების დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის საფუძველი არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ როინ შავაძის საქმე ნაწილობრივ გახსნილია, მაგრამ მკვლელობის ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები ბოლომდე ამოწურული არ არის.

დაადგინა გამოძიებამ სად აწამეს როინ შავაძე? ხელის თითები კანზე ეკიდა, მკლავი მიკერებული ჰქონდა, ტანზე უამრავი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები ეტყობოდა. ეს და სხვა დაზიანებები, ნატყვიარებთან ერთად ცხედრის ფოტოებზე ჩანს.

-კონკრეტულად სად აწამეს, ეს დადგენილი არ არის. ოქროს ბირჟიდან კუდ-ის შენობაში გადასულან. ირწმუნებიან, შიგნით არ შეგვიყვანია, იქ დოკუმენტები ავიღეთ - გზაზე რომ გადაგვყავდა და მოდულში, რომ უნდა შეგვესახლებინა, ამისთვის მიმართვა დასაბეჭდი იყო და იქიდან პირდაპირ თბილისისკენ გავემგზავრეთო.

რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა როინ შავაძის მკვლელობაში?
-სპეცრაზმელები ამბობენ ცხრანი ვიყავითო, მაგრამ რეალურად უფრო მეტნი იყვნენ.
რა ტიპის იარაღი გამოიყენეს?

-ავტომატური და პისტოლეტის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. მათ შორის ერთი იარაღი ფიგურირებს, რომელიც რეგისტრირებული არსად არის.

სად არის ახლა ის 9 სპეცრაზმელი?
-ყველა მათგანი ხელშეუხებელია, თავ-თავიანთ ადგილებზე მუშაობენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები არიან, რის გამოც დიდწილად სავარაუდოდ, მათ არავინ დასჯით. რაც შეეხება თემურ პატარიძეს - კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი მფარველობს. როინ შავაძის მკვლელობის გახსნასაც დავით ჯანდიერი აფერხებს.

ვინაიდან თემურ პატარიძეს მთელი რეგიონი დაყაჩაღებული ჰყავდა, რამდენიმე სხვა საქმეზე ბრალი წარდგენილი ჰქონდა და გირაოთი იყო გამოსული, არც დაუკავებიათ და ბოლოს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, რაც ჩემი აზრით, ჯანდიერის დამსახურებაა, თორემ როგორ შეიძლებოდა მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება?! გამოძიებასთან ითანამშრომლა და ღირებული ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა?! მასზე არანაირი შეღავათი არ უნდა გავრცელებულიყო, რომ არ მისი ცოლისძმა. როინ შავაძის საქმესთან მიმართებაში საერთოდ არ ეხებიან.

მეორედ დაკითხეს თემურ პატარიძე?
-დიახ, დაახლოებით ერთი თვის წინ დამატებით დაკითხეს და სწორედ ამ დროს განაცხადა, თბილისში მერაბიშვილის დავალებით გადმოგვყავდაო. მერაბიშვილის დაკითხვა მოვითხოვე, ეგებადა არ ადასტურებს ამ ფაქტს, ან პირიქით, ადასტურებს და ახსნის კიდეც რატომ იყო დაინტერესებული შავაძის თბილისში გადმოყვანით-მეთქი. ასევე მოვითხოვე გივი თარგამაძის დაკითხვა, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, შავაძესთან მიმართებაში კითხვები ჯერ კიდევ ომამდე გვქონდაო. გამოძიება, არც მერაბიშვილის და არც თარგამაძის დაკითხვას არ ჩქარობს.

30 აგვისტოს აჭარის პროკურორ ლევან გზირიშვილს “ცენტრ პოინტის“ საქმეში არსებულ დაზარალებულებთან ერთად შევხვდი. ვისარგებლე და ვუთხარი მერაბიშვილი-თარგამაძის დაკითხვის აუცილებლობაზე. გაიკვირვა, არ ვიცოდიო. გამომძიებლისა და ზედამხედველი პროკურორისთვის ნათქვამი მაქვს-მეთქი და მომიგო დავინტერესდებიო.

გზირიშვილმა ისიც მითხრა, გამომძიებელი დასაკავებელი და პასუხისგებაში მისაცემია, ვიზიარებთ ოქროს ბირჟის თანამშრომლების ჩვენებას, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულაო. თუ ასეა, მაშინ ის სპეცრაზმელებიც უნდა დააკავოთ, ვინც შავაძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და აწამა-მეთქი, - მივუგე. ამაზე თავი შეიკავასავით.

შეიძლება საპრეზიდენტო არჩვენებს ელოდებიან და ამიტომ არ ჩქარობენ.
-რა შუაშია საპრეზიდენტო არჩვენები?

არის მოლოდინი, რომ სასამართლო არჩევნების შემდეგ უფრო თავისუფალი იქნება.
-კეთილი ინებონ და სასამართლომდე საქმე გააკეთონ. ყველაფერი შეიძლება ითქვას, არაობიექტურები იყვნენ და დღემდე არიან, მაგრამ სასამართლოები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის აპატიმრებენ. დამნაშავეების დასჯის ნება არ არის, რადგან ისეთი პირების ბრალეულობა იკვეთება, რომელთა ნათესავები დიდ თანამდებობებზე არიან.

ჯანდიერს გულისხმობთ?
-დიახ, ჯანდიერი მნიშვნელოვანწილად უშლის ხელს საქმის გახსნას. თუკი თემურ პატარიძეს არ დაიჭერენ და პასუხისგებაში არ მისცემენ, ცოტა არ იყოს სასაცილო იქნება სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა.

ჯანდიერის აქტიურობის შესახებ ინფორმაცია გაქვთ თუ ეს თქვენი ვარაუდია?
-ესაა ჩემი მოსაზრება, რაშიც ღრმად დარწმუნებული ვარ. სოციალური ქსელის საშუალებით მივწერე, იყო თუ არა მისი ნათესავი თემურ პატარიძე, რაზეც პასუხი დღემდე არ გაუცია. ჯანდიერზე გაზეთ “აჭარასა“ და ტელეკომპანია “მეცხრე არხის“ საშუალებით განცხადება, რომ გავაკეთე, ერთი კვირის შემდეგ სააღსრულებო ბიუროდან დამირეკეს და სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მომთხოვეს.

რა ჯარიმებს გულისხმობთ?
-შეგახსენებთ, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სასამართლოები ჩემს მიმართ დევნას ახორციელებდნენ, რათა დაცვის უფლება არ განმეხორციელებინა, რადგან სხვადასხვა რეზონანსული საქმეების ადვოკატირება მიწევდა. მაშინ ამ ჯარიმების გამოყენებით ერთგვარად მსჯიდნენ, ცდილობდნენ ამით ჩემი აქტიურობა ჩაეკლათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ ჯარიმების ამოღება ვერ ხდებოდა, სხვადასხვა მიზეზის გამო - როგორც ფიზიკური პირი შემოსავალს არ ვიღებდი; პლუს ამას, სააღსრულებო ბიუროში რეფორმა ჩატარდა. ყველაზე დიდი ჯარიმა დამაკისრეს 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის მონაწილეების საქმის განხილვისას. დღეს ეს ხალხი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და მე კიდევ მათ პროცესზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას მთხოვენ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

რამდენი ლარის გადახდას გთხოვენ და რას აპირებთ?

-აღმასრულებელმა მითხრა, ექვსი ათას ლარამდე გვაქვს დათვლილი, დანარჩენი დაითვლებაო. ფინანსთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს სატელევიზიო განცხადებით მივმართე. მათ აქვთ საშუალება უარი თქვან ამ ჯარიმების ამოღებაზე. წერილობით ჯერ არ მიმიმართავს, დოკუმენტებს ვაგროვებ, სადაც ჩანს რომ მე ჯარიმები მაქვს დაკისრებული. დოკუმენტების შეგროვების შემდეგ პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს წერილობით მივმართავ და პასუხს დაველოდები.


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...